განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/350-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----- კ-------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ-----–- რ------- ძე გ--–--------ი (ძებნილი) - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2------------, რეგისტრირებული: თ---–---- ქ--------–--------- დასახლება, პ------–------ა #2--–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ქ--------–--------- დასახლება, პ------–------ა #2--–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის)
ადვოკატი - ი-----–- ე-----
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, თ---–--–-- კ------- გ-------–--–--ე, ო------- დ-----–---- მიმდებარედ არსებულ, ბენზინგასამართ სადგურ ,,ლ-------–თან“, ვ-----–- გ--–--------მა დანის გამოყენებით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიზნით, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა გ------- ყ-------ს. კერძოდ, დაზიანება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით, გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ზურგის მხრიდან, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, შიდა ორგანოების დაზიანების გარეშე, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხოლო დაზიანება ნაკვეთი ჭრილობის სახით, მარცხენა მხრის არეში კუნთების დაზიანებით, ცალკე აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნულის შემდეგ ვ-----–- გ--–--------ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო გ------- ყ------- გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა აღმოუჩინეს დროული და კვალიფიციური დახმარება.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. დაზარალებულ გ------- ყ-------ს ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ თ---–--–-- კ------- გ-------–--–ი, ო------- დ-----–---–ი, ბენზინგასამართ სადგურ ,,ლ-------–თან“ ნაქირავები აქვს ავტომანქანების სამრეცხაო. დაზარალებულის ჩვენებით ხშირად ჰქონდა ადგილი უცნობი პირების მხრიდან მისი მისამართით თანხის მოთხოვნას. 2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, იმყოფებოდა სამუშაო ობიექტზე, რა დროსაც მასთან მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი მისალმებით ,,გ------- როგორ ხარ“. გ------- ყ-------მ ივარაუდა, რომ აღნიშნული პირი ფულის სათხოვნელად იყო მისული, დიალოგის დროს მამაკაცმა გ------- ყ-------ს სთხოვა ეჩვენებინა საპირფარეშო, როდესაც საფირფარეშოს მიმართულებით წავიდნენ მამაკაცმა უხეშად უთხრა ,,იცი მე რა პიროვნება ვარ“, გ------- ყ-------ს მამაკაცის ტონი და უხეშობა არ მოეწონა და უპასუხა, რომ არ იცოდა ვინ იყო და ვინც სურდა ის ყოფილიყო. გ------- ყ-------ს პასუხი უცნობ მამაკაცს არ მოეწონა, იგი გადავიდა აგრესიაზე, ამ დროს მამაკაცის ხელში გ------- ყ-------მ დაინახა დანა, რომელიც ამ უკანასკნელმა დაარტყა მკლავში. დაზარალებულის ჩვენებით, პირველი დარტყმის შემდეგ იგი ცდილობდა ხელებით დამნაშავის მოგერიებას, გაიქცა, ამის მიუხედავად დანით შეიარაღებული პირი უკან დაედევნა და მეორეჯერ გამეტებით დაარტყა დანა ზურგის არეში და გაიქცა. დაჭრილმა გ------- ყ-------მ დახმარებისთვის ბენზინგასამართ სადგურის ოპერატორს მიმართა, რომელმაც დარე-- 112-ში. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. ფაქტიდან მეორე დღეს, გამოკითხა გამომძიებელმა, იმავე დღეს ჩაუტარდა ფოტოსურათით ამოცნობა, წარედგინა ოთხი ფოტოსურათი. დაზარალებულის ზეპირი ჩვენებით, ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო გ------- გ--–--------ი. დაზარალებულის განმარტებით, მის მიერ ამოცნობილი პირი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელმაც 2018 წლის 27 ივნისს დანით ჭრილობები მიაყენა.
2.2.დაზარალებულის ზეპირი ჩვენების პარალელურად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა გ------- ყ-------ს გამოკითხვის ოქმი. დაზარალებულმა ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა გამოკითხვის ოქმის შინაარსი. ამონარიდი გ------- ყ-------ს გამოკითხვის ოქმიდან, სადაც საუბარია დამნაშავესთან დიალოგზე და დაჭრის ფაქტზე ,,...მკითხა იცი მე რა პიროვნება ვარ, მე მისი ტონი არ მომეწონა, რადგან უხეშად მითხრა. ამაზე ვუპასუხე არ ვიცი ვინ ხარ და ვინც გინდა იყავითქო, ჩემს ამ პასუხზე გაბრაზდა, ხელი მკრა და წინ გამაგდო. ამ დროს მეც მივუტრიალდი და ხელის კვრით მინდოდა მისი მოშორება, მაგრამ მარჯვენა ხელში დავუნახე დიდი ზომის დანა, რომელსაც გამეტებით მირტყამდა და თან მეძახდა ,,მოგკლავ შე ჩათლახო“, მე ვცდილობდი მის მოგერიებას ხელით, თან გავრბოდი, მაგრამ ის მომდევდა და დანას მირტყამდა, თან მაგინებდა, ბოლოს მომიქნია გამეტებით დანა და გაიქცა“.
2.3. სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ 2018 წლის 27 ივნისს, 22:15 საათზე, გ------- ყ------- გულმკერდის მარცხენა ნახევარში და მარცხენა მხრის არეში ჭრილობების მწვავე ფორმით და სისხლდენით მოთავსებულ იქნა შპს ,,მ-----–---------–-------------–---------–-------------------------------–----აში“, დაესვა დიაგნოზი: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში ზურგის მხრიდან, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში შიდა ორგანოების დაზიანების გარეშე, მარცხენამხრივი ტრავმული ჰემოთორაქსი, ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა მხრის არეში სისხლდენით, კუნთების დაზიანებით.
2.4. შპს ,,მ-----–---------–-------------–---------–-------------------------------–----ის“ მორიგე ექიმის გ------- ზ---–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, 27.06.2018 წელს კლინიკაში შეყვანილი იქნა დაჭრილი გ------- ყ-------. პაციენტს აღენიშნებოდა ჭრილობები გულმკერდის მარცხენა ნახევარში ზურგის მხრიდან, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში და ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა მხრის არეში სისხლდენით.
2.5. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის #0-------- მიხედვით:
ა)დაზიანება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით გულმკერდის მარცხენა ნახევარში ზურგის მხრიდან, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში შიდა ორგანოების დაზიანების გარეშე, მარცხენამხრივი ტრავმული ჰემოთორაქსი-განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
ბ)დაზიანება ნაკვეთი ჭრილობის სახით მარცხენა მხრის არეში კუნთების დაზიანებით, განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით და ცალკე აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ექსპერტმა ე-- ჩ---–--–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის შინაარსი და შედეგის სისწორე.
2.6.ტრასოლოგიური ექსპერტიზის #1--------- დასკვნით დადგინდა, რომ გ------- ყ-------ს პერანგზე აღენიშნებოდა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად ჭრით გამოწვეული დაზიანებები, რომლებიც ლოკალიზაციის არეებით შესაბამისობაშია სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით გ------- ყ-------ს სხეულზე არსებულ დაზიანებათა ლოკალიზაციის მონაცემებთან. ექსპერტმა ნ---- ო---ემ ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა დასკვნის სისწორე.
2.7. 2018 წლის 28 ივნისს გამოკითხვის შემდეგ, დაზარალებულ გ------- ყ-------სთან ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა. ამოცნობის ოქმის თანახმად, გ------- ყ-------მ, 2018 წლის 28 ივნისს ამოსაცნობად წარდგენილი 4 პირის ფოტოსურათიდან ამოიცნო ერთ-ერთ ფოტოსურათზე აღბეჭდილი პირი ბრალდებული ვ-----–- გ--–--------ი და განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილმა პირმა წინა ღამეს დანით მიაყენა ჭრილობები. დაზარალებულმა დამნაშავე პირის ვ-----–- გ--–--------ის ამოცნობის შემდეგ განაცხადა, რომ არ ცდება ამოცნობაში, დარწმუნებულია ამოიცნო სწორედ ის პირი ვინც დანით მიაყენა ჭრილობები. იგივე განაცხადა დაზარალებულმა ზეპირ ჩვენებაში. სასამართლო გონივრულად გამორიცხავს შეცდომის დაშვებას, გამომდინარე იქედან, რომ ამოცნობა ჩატარდა დანაშაულის ჩადენიდან მცირე დროში 24 საათში.
2.8. სასამართლო სხდომაზე საჯაროდ გამოკვლეული იქნა დანაშაულის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი. ვიდეო ჩანაწერი დეტალურად აღწერს 27.06.2018 წელს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. ვიდეო ჩანაწერში მოვლენების ქრონოლოგია ზუსტად ისე არის განვითარებული, როგორც ეს დაზარალებულმა გ------- ყ-------მ ზეპირ ჩვენებაში განმარტა. ჩანაწერის მიხედვით 21:45:31 საათზე, კ------- გ-------–--–--ე ჩერდება ავტომანქანა, საიდანაც გადმოდის მამაკაცი და მიდის სამრეცხაოს მიმართულებით, იგი მიდის სამრეცხაოს წინ მდგომ მამაკაცთან, შემდეგ კი შედის სამრეცხაოს ერთ-ერთ განყოფილებაში. რამდენიმე წამში მამაკაცი გამოდის სამრეცხაოდან, მცირე დროით ეფარება კამერის ხედვის არეალს, ამის შემდეგ 21:47:21 საათზე დასახელებული მამაკაცი კადრში ჩნდება ავტოსამრეცხაოს თანამშრომელ გ------- ყ-------სთან ერთად. კადრში ჩანს, რომ მამაკაცები საუბრობენ ერთმანეთში და პარალელურად მიდიან სამრეცხაოს შენობის ბოლოსკენ. 21:49:38 საათზე, მამაკაცი მარცხენა ხელით იჭერს გ------- ყ-------ს და მარჯვენა ხელით, რამდენჯერმე, გამეტებით უქნევს დანას. რამდენჯერმე მოქნეული დანიანი ხელი, მოგერიების მცდელობის მიუხედავად ხვდება გ------- ყ-------ს, ეს უკანასკნელი ხელებით აგრძელებს დანიანი მამაკაცის მოგერიებას, აშვებინებს ხელს და გარბის, დანით შეიარაღებული პირი მისდევს უკან. 21:49:54 საათზე შეიარაღებული პირი ეწევა გ------- ყ-------ს, მარცხენა ხელს კიდებს სხეულზე და მარჯვენა ხელით, რომელშიც უჭირავს დანა ახორციელებს დარტყმას გ------- ყ-------ს სხეულზე, შემდეგ ტოვებს შემთხვევის ადგილს და დანიანად გარბის. ჩანაწერის თანხვედრა დაზარალებულის ჩვენებასთან მეტად სანდოს და სარწმუნოს ხდის თავად ამ ჩვენებას.
2.9. ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ზ------ მ-----–---–ის ჩვენებით გამოძიებაში მონაწილეობა მიიღო დანაშაულის ამსახველი ვიდეო ჩანაწერების დათვალიერებაში. ჩანაწერებში მოწმემ ამოიცნო დამნაშავე პირი ვ-----–- გ--–--------ი, რომელიც ცხოვრობს სამსახურებრივად მის დაქვემდებარებულ სამოქმედო ტერიტორიაზე და შემთხვევამდეც იცნობდა.
2.10. მოწმე თ-------- ჭ---–---–-ს ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს თ---–--–-- კ------- გ-------–--–ი, ო------- დ-----–---- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართ სადგურ ,,ლ-------–ის’’ გვერდით მდებარე ავტოსამრეცხაოში, მრეცხავად. 2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, რეცხავდა ავტომანქანას, რა დროსაც უცნობმა მამაკაცმა იკითხა თუ სად იმყოფებოდა გ------- ყ-------, მან მიუთითა ოთახი, სადაც დაზარალებული იმყოფებოდა. ცოტა ხანში მოწმემ დაინახა გ------- ყ-------, რომელიც მის მიერ დასახელებულ მამაკაცთან ერთად მიდიოდა შენობის უკან. რამდენიმე წუთში აღმოჩნდა, რომ გ------- ყ------- იყო დაჭრილი. მოწმის ჩვენებით, გამოძიების ეტაპზე მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათებით ამოცნობაში. ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო ვ-----–- გ--–--------ი, რომელმაც 2018 წლის 27 ივნისს სამსახურში მიაკითხა გ------- ყ-------ს და ეს უკანასკნელი გაიყვანა შენობის უკან.
2.11. გამოძიების ეტაპზე მოწმე თ-------- ჭ---–---–თან ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, თ-------- ჭ---–---–მა, 4 პირის ფოტოსურათიდან ამოიცნო ბრალდებული ვ-----–- გ--–--------ი და განაცხადა, რომ სწორედ აღნიშნულმა პირმა შემთხვევის ღამეს იკითხა გ------- ყ------- და ამის შემდეგ იგი გაიყვანა შენობის უკან სადაც საქმის მტკიცებულებების მიხედვით, მოხდა გ------- ყ-------ს დაჭრა. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ დაზარალებულმა გ------- ყ-------მ და მოწმე თ-------- ჭ---–---–მა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ამოიცნეს ერთი და იგივე პირი ვ-----–- გ--–--------ი.
2.12.დაზარალებულ გ. ყ-------ს და მოწმე თ. ჭ---–---–-ს ჩვენებების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ შემთხვევის ღამეს, გ------- ყ-------ს, დაჭრამდე უკანასკნელი რამდენიმე წუთის და წამის განმავლობაში და დაჭრის პროცესშიც ვ-----–- გ--–--------ის გარდა სხვა პირთან შეხვედრა არ ჰქონია, ერთადერთი ფიგურანტი პირი ვინც დაჭრაში მონაწილეობდა იყო ვ-----–- გ--–--------ი. იგივე დასტურდება დანაშაულის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით.
2.13. შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული ბენზინგასამართი სადგურის ,,ლ-------–ის“ ოპერატორის - მოწმე გ------- კ-------–---–ის ჩვენებით დადგინდა. 2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მასთან მივიდა ბენზინგასამართ სადგურის გვერდით მდებარე ავტოსამრეცხაოში მომუშავე გ------- ყ-------, რომელიც იყო დაჭრილი. გ------- ყ-------ს პერანგი ჰქონდა სისხლიანი, ეტყობოდა, რომ ჭრილობა მიყენებული იყო ბასრი საგნით. გ------- ყ-------ს ჭრილობა აღენიშნებოდა მკლავზე და ზურგზე. მოწმემ დარე-- ,,112“-ში და შეატყობინა მომხდარი ფაქტი.
2.14. ისანი-სამგორის სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებლის ლ---- გ------–---–ის ჩვენებით 2018 წლის 27 ივნისს, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილი და ამოღებული იქნა სისხლის კვლები.
2.15. 2018 წლის 27 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 27 ივნისს, 22:50 საათზე, ექსპერტების მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი: კ------- გ-------–--–ი, ო------- დასახლება, ბენზინგასამართ სადგურ ,,ლ-------– ჯ--------“-ს მიმდებარე ტერიტორია. საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან იწყება ასფალტის ზედაპირზე მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები წვეთების სახით და გრძელდება ბენზინგასამართ სადგურის ოფისისკენ, რომლის შესასვლელის შიდა და გარე ადგილას აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი გუბეები. ოთახის შესასვლელი კარის მარჯვენა მხარეს დგას მოწითალო ფერის სკამი რკინის ფეხებით, რომელზეც აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები. ფოტოსურათებით იკვეთება, რომ შემთხვევა სწორედ იმ ადგილზე მოხდა, რომელზეც დაზარალებულმა მიუთითა და აღბეჭდილია დანაშაულის ამსახველ ვიდეო ჩანაწერში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა ბრალდებულ ვ-----–- გ--–--------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3.3. კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, რომელიც შეუფასებელი სიკეთეა. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) ქმედებაში, ბ) მძიმე შედეგში, გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლო მიმოიხილავს ობიექტური შემადგენლობის თითოეულ კომპონენტს განსახილველი საქმის ფარგლებში.
ა) ქმედება: დაზარალებულის გ------- ყ-------ს ჩვენებით, ფოტოსურათით ამოცნობილმა პირმა - ბრალდებულმა ვ-----–- გ--–--------მა 2018 წლის 27 ივნისს, დანით მიაყენა ფიზიკური დაზიანება. სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით - დანაშაულის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დამნაშავე პირი გ------- ყ-------ს რამდენჯერმე, სხეულის სხვადასხვა არეში ურტყამს მჭრელ ბასრ საგანს. დაზიანება ნამდვილად მჭრელი - ბასრი საგნით რომ არის მიყენებული დასტურდება ტრასოლოგიური ექსპერტიზის #1--------- დასკვნით, რომლის მიხედვითაც დაზარალებულ გ------- ყ-------ს პერანგზე, რომელიც მას ეცვა დაჭრის დროს, აღენიშნებოდა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად ჭრით გამოწვეული დაზიანებები, რომლებიც ლოკალიზაციის არეებით შესაბამისობაშია სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით გ------- ყ-------ს სხეულზე არსებულ დაზიანებათა ლოკალიზაციის მონაცემებთან. გ------- ყ-------ს სხეულზე დაზიანებების მჭრელი-ბასრი საგნით მიყენებას ასევე ადასტურებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
ბ) ქმედებით გამოწვეული მძიმე შედეგი: სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგინდა, რომ გ------- ყ-------ს დაესვა დიაგნოზი: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში ზურგის მხრიდან, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში შიდა ორგანოების დაზიანების გარეშე, მარცხენამხრივი ტრამვული ჰემოთორაქსი, ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა მხრის არეში სისხლდენით, კუნთების დაზიანებით. დაზიანება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით გულმკერდის მარცხენა ნახევარში ზურგის მხრიდან, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში შიდა ორგანოების დაზიანების გარეშე, მარცხენამხრივი ტრავმული ჰემოთორაქსი-განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის: ვ-----–- გ--–--------ის მიერ გ------- ყ-------ს სხეულზე დანით დაზიანებების მიყენებას, შედეგობრივი თვალსაზრისით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მოჰყვა დაზარალებულის სხეულის მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. დაზარალებულის ჩვენება და სამედიცინო, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებს, რომ ბრალდებულმა კონფლიქტის დროს ცივი იარაღი - დანა გამოიყენა და დაჭრა მსხვერპლი, შესაბამისად აშკარაა მისი განზრახვა ამ ქმედების ჩადენისას მიმართული შედეგისაკენ (დააზიანოს მსხვერპლი). ბრალდებულის განზრახი ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებასთან.
3.4.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს.
3.5. სასამართლომ შეაფასა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ვ-----–- გ--–--------ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის), რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ვ-----–- გ--–--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
4.2. ვ-----–- გ--–--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ხერხი და დანაშაულის იარაღი - ვიდეო კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ უმოწყალოდ ურტყამს ბრალდებული მჩხვლეტავ-მჭრელ საგანს დაზარალებულ გ------- ყ-------ს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს:
5.3.1. პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო განიხილავს დანაშაულის იარაღს - მჩხვლეტავ-მჭრელ საგანს, რომლის გამოყენებითაც ვ-----–- გ--–--------მა რამდენიმე ჭრილობა მიაყენა გ------- ყ-------ს.
5.3.2.დანაშაულის ხერხი და მასშტაბი: დანით არაერთი ჭრილობის მიყენება სხეულის სხვადასხვა მიდამოში.
5.3.3.დამნაშავე პირის პიროვნება: ვ-----–- გ--–--------ს წარსულში მსჯავრი დაედო განზრახი დანაშაულის - ქურდობის ჩადენისთვის, სასჯელის მოხდის პერიოდში იგი შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა და გაათავისუფლა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან, აღნიშნულის მიუხედავად ბრალდებულმა ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაული.
5.4. დანაშაულის ხერხის, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული იარაღის და პიროვნული მახასიათებლის მხედველობაში მიღებით, ვ-----–- გ--–--------ს უნდა განესაზღვროს ზომიერად მკაცრი სასჯელი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, სამართლიანობის აღდგენას და კერძო და ზოგად პრევენციას.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. შპს ,,ბ----“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია განთავსებული ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი სანთებელა, 50 და 5 თეთრიანი მონეტები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ვ-----–- გ--–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ვ-----–- გ--–--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
3.მსჯავრდებულ ვ-----–- გ--–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
4. ნივთიერი მტკიცებულება:
შპს ,,ბ----“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი სანთებელა, 50 და 5 თეთრიანი მონეტები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი პროკურორის ან ადვოკატის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მსჯავრდებულის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით მისთვის განაჩენის ჩაბარების მომენტიდან 1 თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა