განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002278827
N1/20-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ნ-------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ე----- ტ--–-----;
ბრალდებული - რ----- ჩ-------, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: თერჯოლის რაიონი, სოფელი ა---–----------–-;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 111.115-ე მუხლი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით); 2) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ); 3) საქართველოს სსკ 111.187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2015 წლიდან, თ------- ნ-----–--–---–ი, ქორწინებაში იმყოფება რ----- ჩ-------სთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ და ჰყავთ ერთი შვილი (1 წლისა და 2 თვის თ---–- ჩ-------). 2017 წლის 21 ოქტომბერს, 22 ოქტომბერსა და 23 ოქტომბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რ----- ჩ-------მ წინასწარი შეცნობით საკუთარ ორსულ მეუღლეს თ------- ნ-----–--–---–ს, ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა დედის მისამართით, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და სხვადასხვა უწმაწურ სიტყვებს. ასევე, თანაცხოვრების პერიოდში, კერძოდ - თ---–- ჩ------ის დაბადების შემდეგ, რ----- ჩ------- სისტემატურად - თვეში დაახლოებით ოთხჯერ, ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - თ------- ნ-----–--–---–ს, აგინებდა მას დედის მისამართით, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და სხვადასხვა უწმაწურ სიტყვებს. თ------- ნ-----–--–---–მა ვეღარ გაუძლო რ----- ჩ------ის მიერ მის მიმართ განხორციელებული პატივისა და ღირსების ამგვარი სისტემატურ დამცირებას და 2017 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივნიდან გადმოხტა თვითმკვლელობის მიზნით, რის შემდეგაც მიიღო სხეულის დაზიანება და შეუწყდა ორსულობა.
2. 2015 წლიდან, თ------- ნ-----–--–---–ი ქორწინებაში იმყოფება რ----- ჩ-------სთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ და ჰყავთ ერთი შვილი (1 წლისა და 2 თვის თ---–- ჩ-------). 2017 წლის 21 ოქტომბერს, 22 ოქტომბერსა და 23 ოქტომბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რ----- ჩ-------მ, წინასწარი შეცნობით, საკუთარ ორსულ მეუღლეს, თ------- ნ-----–--–---–ს, ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა დედის მისამართით, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და სხვადასხვა უწმაწურ სიტყვებს. ასევე, თანაცხოვრების პერიოდში, კერძოდ, თ---–- ჩ------ის დაბადების შემდეგ, რ----- ჩ------- სისტემატურად - თვეში დაახლოებით ოთხჯერ, ეჭვიანობის ნიადაგზე, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - თ------- ნ-----–--–---–ს, აგინებდა მას დედის მისამართით, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და სხვადასხვა უწმაწურ სიტყვებს. ყოველი ასეთი შეურაცხყოფის მიყენების შედეგად, თ------- ნ-----–--–---–ი განიცდიდა ტანჯვას.
3. 2017 წლის 9 აგვისტოს, საღამოს საათებში, თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რ----- ჩ-------მ, მეუღლეს თ------- ნ-----–--–---–ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, გამოართვა „სამსუნგ გალაქსი S5“ ფირმის მობილური ტელეფონი და აივნის ზედაპირზე ძლიერად დანარცხების შედეგად დააზიანა, რითაც თ------- ნ-----–--–---–ს მიაყენა 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
4. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებებით რ----- ჩ-------მ თ------- ნ-----–--–---–ის მიმართ ჩაიდინა: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით; 2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; 3) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- ჯ---–----ემ განაცხადა, რომ რ----- ჩ------- არის მისი სიძე, ქალიშვილის, თ------- ნ-----–--–---–ის მეუღლე.
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ნ-----–--–---–მა განაცხადა, რომ რ----- ჩ------- არის მისი სიძე, ქალიშვილის, თ------- ნ-----–--–---–ის მეუღლე.
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- პ--------ემ განაცხადა, რომ თ------- ნ-----–--–---–ი არის მისი რძალი, ვაჟის, რ----- ჩ------ის მეუღლე.
8. 2016 წლის 19 აგვისტოს ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში, საცოლედ მითითებულ-- თ------- ნ-----–--–---–ი, ხოლო საქმროდ რ----- ჩ-------.
9. 2016 წლის 22 აგვისტოს თ---–- ჩ------ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულ-- თ------- ნ-----–--–---–ი, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულ-- რ----- ჩ-------.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ----- ჩ------- და დაზარალებული თ------- ნ-----–--–---–ი არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით:
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- პ--------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–-ში შვილთან - რ----- ჩ-------სთან, რძალთან - თ------- ნ-----–--–---–თან და მათ შვილებთან ერთად. 2017 წლის 21 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, მეზობელმა მ--–----მა წაიყვანა არჩევნებზე და დააბრუნა უკან. რ-----ი კი წავიდა სამსახურში და დაბრუნდა მეორე დღეს, 22-ში, გამთენიისას. 22-ში, დილით, წავიდა საქონლის მოსავლელად. დაახლოებით 11:00 საათზე, გაიგო რ-----ის ყვირილის ხმა, დედა, დედა. აღნიშნულზე წავიდა სახლისკენ. როდესაც მივიდა, რ-----მა უთხრა, რომ სარეცხის გაფენის დროს, თ---- გადავარდა მეორე სართულიდან. შევიდა სახლში, ოთახში, სადაც თ.ნ-----–--–---–ი იწვა. თ----მ უთხრა „ნუ გეშინია, არაფერი მჭირს, ცოტა წელი მტკივაო“. უთხრა, რომ სარეცხის გაფენის დროს, გადავარდა. მართლაც, როდესაც ეზოში გავიდა, ნახა, რომ გარეთ, ეზოში, ტაშტი ეგდო მიწაზე, სარეცხით, ხოლო თოკზე გადაკიდებული იყო ცოტა სარეცხი. გამოიძახეს სასწრაფო და თ.ნ-----–--–---–ი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. ექოსკოპიური კვლევით დადგენილი იქნა, რომ თ-------ი იყო ორსულად. აღნიშნულის შესახებ, მანამდე არაფერი იცოდა. მოწმის განმარტებით, თ-------მა მას და ექიმებს განუცხადა, რომ სარეცხის გაფენის დროს, გადავარდა აივნიდან. მისივე განმარტებით, თ-------ს და რ-----ს კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ის არასდროს შესწრებია მეუღლეებს შორის დაძაბულ საუბარს, შეურაცხყოფას ან სხვა მოქმედებას.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- ჯ---–----ემ განაცხადა, რომ თ------- ნ-----–--–---–ი არის მისი შვილი, ხოლო რ----- ჩ------- სიძე. სამი წელ-- თ-------ი ქორწინებაში იმყოფება რ-----თან. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თ-------ი ნახა ქუთაისში, საავადმყოფოში, სადაც უთხრა, რომ სარეცხის გაფენის დროს, გადავარდა აივნიდან. ასევე, აჩვენა დაბრეცილი ჩუსტები, რომელიც მას ეცვა სარეცხის გაფენის დროს. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, თ-------ი წაიყვანა თავისთან სახლში, ვინაიდან თვითონ უფრო უკეთ მოუვლიდა. სამტრედიაში ყოფნის დროს, თ-------ს გაუკეთდა აბორტი ერთობლივი შეთანხმებით და არავითარი სამედიცინო ჩვენება აბორტის გასაკეთებლად არ ჰქონია. მისივე განმარტებით, სამტრედიაში, სახლში ყოფნის დროს, თ-------მა მას მოუყვა, რომ ვერ გაუძლო მეუღლისგან მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას და გადახტა აივნიდან, რომ რ-----ი ეჭვიანობდა მასზე, ეძახდა „ძროხას და ბოზს“. ყოფილა შემთხვევა, რომ გასვენებიდან დაბრუნებულს ეჩხუბა „კაცები გიყურებდნენო“. როდესაც თ-------მა მას მოუყვა მის მიმართ ძალადობის შესახებ, მან დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. ნ.ჯ---–----ის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, თ-------ი და რ-----ი ცხოვრობენ ერთად და მათ შორის უთანხმოება არ არსებობს. მომხდარი ამბის შესახებ, როგორც აღნიშნა იცის თ------- ნ-----–--–---–ისგან და პირადად, არასდროს შესწრებია მეუღლეებს შორის უთანხმოებას და კონფლიქტს, პირიქით, მათ ერთმანეთში ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. როდესაც საავადმყოფოდან დაბრუდნენ ქ.თერჯოლაში, სახლში, თ-------მა მეზობლებსაც იგივე მოუყვა, რომ სარეცხის გაფენის დროს, გადავარდა აივნიდან. მისივე განმარტებით, წარსულში, თ-------ს მისთვის არასდროს უთქვამს, რომ უთანხმოება ან კამათი ჰქონდა მეუღლესთან.
14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ნ-----–--–---–მა განაცხადა, რომ რ----- ჩ------- არის მისი ქალიშვილის - თ------- ნ-----–--–---–ის ქმარი და ისინი ერთად ცხოვრობდნენ თერჯოლის რაიონის, სოფელ ა---–----------–-ში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც თ-------ი ნახა ქუთაისში, საავადმყოფოში, უთხრა, რომ გადავარდა აივნიდან. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, თ-------ი წაიყვანეს სამტრედიაში. როგორც მისმა მეუღლემ უთხრა, მეუღლეებს შორის ყოფილა კამათი, ეჭვიანობის გამო დაძაბულობა, რ-----ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა ბოზს, აგინებდა დედის მისამართით, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. მოწმის განმარტებით, ის არასდროს შესწრებია რ-----სა და თ-------ს შორის კამათს, უთანხმოებას ან შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. მისივე განმარტებით, თ-------მა მას უთხრა, რომ სარეცხის გაფენის დროს, გადავარდა აივნიდან.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------- ტ-----ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–-ში, რ----- ჩ------ის მეზობლად. 2017 წლის 22 ოქტომბერს, შეხვდა ნ.პ--------ეს, რომელიც მიდიოდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთში და გამოელაპარაკა. როდესაც სახლში დაბრუნდა, გაიგო რ-----ის „ცივი ხმა“, რომელიც ეძახდა დედას, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია. საღამოს, როდესაც გადავიდა მეზობელ ნ---- ტ-----ესთან, მისგან გაიგო, რომ თ---- აივნიდან გადავარდა. მეზობლებთან ერთად მივიდა თ----ს სანახავად, რა დროსაც თ----მ უთხრა, რომ სარეცხის გაფენის დროს, გადავარდა აივნიდან, ვინაიდან ფეხზე დაბრეცილი ჩუსტები ეცვა. მოწმის განმარტებით, მას 22 ოქტომბერს, არც პოლიციის და არც სასწრაფოს მისვლის შესახებ არ გაუგია. მომხდარი გაიგო საღამოს. თ------- ნ-----–--–---–მა (რომელსაც თ----ს ეძახის), რ-----მა და ნ.ტ-----ემ, ერთნაირად უთხრეს მომხდარი ფაქტის შესახებ. არასდროს შესწრებია რ-----სა და თ-------ს შორის უთანხმოებას ან კამათს. პირიქით, რ-----ი ძალიან მოსიყვარულე მეუღლე იყო.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ც------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–-ში, რ----- ჩ------ის მეზობლად. 2017 წლის 21 ოქტომბერს, რ.ჩ-------, მისი მეუღლე - თ.ნ-----–--–---–ი, დედა - ნ.პ--------ე და მათი შვილი წაიყვანა არჩევნებზე და შემდეგ დაბრუნდნენ უკან, სახლში. გზაში რაიმეზე საუბარი არ ყოფილა, არც უთანხმოება შეუმჩნევია მათთვის. საქმესთან დაკავშირებით, როგორც მეზობლისგან გაიგო თ.ნ-----–--–---–ი გადავარდა, თუ ესეთი რაღაც დაემართა. ის არასდროს შესწრებია რ-----ისა და თ-------ის ჩხუბს და არც აღნიშნულის შესახებ სმენია რაიმე.
17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-- ზ-------მ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის ჰოსპიტალ „ე----ში“, ნევროლოგ-რადიოლოგად. 2017 წლის ოქტომბერში იყო სამსახურში, რა დროსაც გამოძახებული იქნა მორიგე ექიმის მიერ, როგორც ნევროლოგ-კონსულტანტი და ექოსკოპისტი. ინტენსიური თერაპიის ბლოკში მოინახულა პაციენტი, რომელმაც აღნიშნა, რომ სარეცხის გაფენის დროს დაუცდა ფეხი და გადავარდა აივნიდან. პაციენტი უჩიოდა ძლიერი ტკივილის შეგრძნებას წელისა და მუცლის არეში. ჩაუტარა შესაბამისი ექსკოპიური კვლევა, რა დროსაც დაადგინა, რომ პაციენტი იყო ორსული, რაც არ გაკვირვებია და უთხრა, რომ იცოდა. ვინაიდან ის გადავარდნილი იყო სიმაღლიდან, აუცილებელი იყო მისი რენტგენოლოგიური და „კატე“ კვლევა. თუმცა, პაციენტი, ორსულობის გამო, სასტიკ უარს აცხადებდა აღნიშნული კვლევის ჩატარებაზე. მის მიერ იქნა გამოძახებული კატასტროფის ბრიგადა და პაციენტი გადაყვანილი იქნა ქ.ქუთაისში, შემდგომი კვლევებისათვის. მოწმის განმარტებით, თ.ნ-----–--–---–ს ჰქონდა ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა, სავარაუდოდ გაბზარული ჰქონდა ხერხემლის, მორჩის ძვალი. შესაბამისად, გადაადგილებას ან ერთ მოძრაობას, შესაძლოა გამოეწვია სავალალო შედეგი. გინეკოლოგი, კატეგორიულად მოითხოვდა თ------- ნ-----–--–---–ისგან რენტგენოგრაფიულ კვლევას, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პაციენტი, ვინაიდან სურდა ემბრიონის შენარჩუნება. მოწმის განმარტებით, ექოსკოპიური კვლევის დროს, ემბრიონი იყო ცოცხალი, ისმოდა გულის რითმული და ინტენსიური ცემა. მისივე განმარტებით, მას თ------- ნ-----–--–---–მა უთხრა, რომ სარეცხის გაფენის დროს დაუცდა ფეხი და გადავარდა აივნიდან.
18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხ------- ხ------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 26 ოქტომბერს, სამსახურში ყოფნის დროს, მას მიმართა პაციენტმა, რომელიც იყო მწოლიარე მდგომარეობაში, რომელსაც თან ახლდა დედა და მამაკაცი. პაციენტს აღენიშნებოდა სისხლიანი გამონადენი. თ.ნ-----–--–---–მა აუხსნა, რომ გადავარდა. ჩატარებული ექოსკოპიური კვლევით, დადგინდა, რომ იყო თვითდინებითი აბორტი მსვლელობაში. შესაბამისად, პაციენტის თანხმობით ჩატარებული იქნა მინი აბორტი. მოწმის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა თვითდინებითი აბორტი მსვლელობაში, არ არის აუცილებელი პაციენტის თანხმობა, ვინაიდან, ასეთ დროს აბორტი გარდაუვალია. მისივე განმარტებით, საუბრისას, თ------- ნიკოლეიშვლმა მას უთხრა, რომ სარეცხის გაფენის დროს, გადავარდა აივნიდან. თ-------ი იმდენად მშვიდი იყო, რომ დაიჯერა მისი მონათხრობი.
19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ ა-–-----–---–მა განაცხადა, რომ არის რ----- ჩ------ის რძალი, ძმის ცოლი. როგორც იცის თ-------ს და რ-----ს აქვს კარგი ურთიერთობა და მას არ სმენია და მისთვის უცნობია მეუღლეებს შორის იყო თუ არა უთანხმოება ან კამათი.
20. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ---- ჩ-------მ განაცხადა, რომ არის რ----- ჩ------ის ძმა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მისთვის უცნობია რას ედავებიან მის ძმას, რ----- ჩ-------ს.
21. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჯ---- ჩ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 30 ოქტომბერს, სამტრედიის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში და შეადგინა თ------- ნ-----–--–---–თან და ნ---- ჯ---–----ესთან გასაუბრების ოქმები.
22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ ფ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 2 ნოემბერს, გამომძიებელ ნ.ნ--------ესთან ერთად მოახდინა რ.ჩ------ის ბრალდებულის სახით დაკავება. დაკავების შემდეგ, რ.ჩ------- გადაყვანილი იქნა სამმართველოში.
23. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ---------- ჯ---–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის ნოემბერში, თერჯოლის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე შეადგინა შემაკავებელი ორდერი რ----- ჩ------ის მიმართ, რომელიც გააცნო როგორც მოძალადეს, ასევე, მსხვერპლს.
24. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ------- ნ--------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონული სამმართველოს ნახშირღელეს პოლიციის განყოფილებაში, უფროსად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინა რ----- ჩ------ის დაკავება, ოქმის შედგენა და წარდგენა პოლიციის სამმართველოში. ასევე, გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება, გამოკითხა და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოკითხა მოწმეები - დაზარალებულის მშობლები.
25. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ა-–------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო რ----- ჩ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, გამოითხოვა დაზარალებულის სამედიცინო დოკუმენტაცია და დანიშნა ექსპერტიზები.
26. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმე-ექსპერტების ეკა ჩავლეიშვილის, ქეთევან ბედენაშვილის, ნიკოლოზ საინიშვილის და აკაკი ბაქრაძის დაკითხვა.
27. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა თ------- ნ-----–--–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო, ბრალდებულმა რ----- ჩ-------მ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება.
28. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით და კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით, რ----- ჩ------ის ქმედებებიდან გამომდინარე თ------- ნ-----–--–---–ი განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე---------- ა------ემ.
29. 2017 წლის 3 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი, სადაც არის მომხდარი თ------- ნ-----–--–---–ის მიმართ ოჯახური ძალადობისა და თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი, მდებარეობს თერჯოლის რაიონში, სოფელ ა---–----------–-ში და წარმოადგენს რ----- ჩ------ის საცხოვრებელ სახლს. ეზოში დგას ორსართულიანი სახლი - კაპიტალური შენობა, რომელსაც აღმოსავლეთ და დასავლეთ მხრიდან აქვს აივანი - თაღებიანი აივანი, რომელიც არის შემოუღობავი, არ აქვს მოაჯირები. მეორე სართულზე ავდივართ სახლზე აღმოსავლეთ მხრიდან მიდგმული კიბის საშუალებით. აივანი არის მობეტონებული, არის ღია თაღებს შორის, არ არის მოაჯირები. ნ----- პ--------ემ მიუთითა სახლის ჩრდილოეთ მხრიდან მეორე თაღზე და განაცხადა, რომ როგორც მისმა რძალმა თ------- ნ-----–--–---–მა უთხრა: „სარეცხის გაფენის დროს თავბრუ დამეხვა და გადავარდიო“. ეზო არის მინდვრიანი, მიწიდან აივნამდე სიმაღლე არის სამი მეტრი. ნ----- პ--------ემ განმარტა, რომ აღნიშნული აივნიდან, სამი მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა თ------- ნ-----–--–---–ი. ჩრდილოეთის მხრიდან პირველ, მეორე და მესამე თაღებს შორის აივნის იატაკიდან 1,70 მეტრის სიმაღლეზე გაბმული არის შავი ფერის წვრილი ელ. სადენი, სარეცხის გასაფენი თოკი, რომელზედაც დამაგრებულია სარეცხის დასამაგრებელი ე.წ. „შპილკები“. შემთხვევის ადგილი ფოტოგრაფირებულია. რაიმე კვალი ან ნივთმტკიცება შემთხვევის ადგილიდან ამოღებული არ ყოფილა.
30. 2017 წლის 15 ნოემბრის N------ შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 21, 22 და 23 ოქტომბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე, რ----- ჩ------ის მიერ, თ------- ნ-----–--–---–ის მიმართ განხორციელებული იქნა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი.
31. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ე----ის თერჯოლის N1 ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა (ნომერი არ აქვს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული არ არის)) - მონაცემებისა: მოქ. თ------- ნ-----–--–---–მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 23.10.2017წ-ს 12:20სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 16:30სთ-ზე დიაგნოზით: მრავლობითი ტრავმები, დაუზუსტებელი.
თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N-------- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული არ არის)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე თ------- ნ-----–--–---–მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 23.10.2017წ-ს 16:55სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 25.10.2017წ-ს 14:00სთ-ზე დიაგნოზით: ხერხემლის დახურული ტრავმა, TH 12 მალის სხეულის კომპრესიულ-ფრაგმენტული მოტეხილობა. L1 მალის კომპრესიული მოტეხილობა.
თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ინდ. მეწარმე „ხ------- ხ------“-ს ამბოლატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N319-ის ასლი) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე თ------- ნ-----–--–---–მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 26.10.2017წ-ს და დაესვა დიაგნოზი: თვითნებითი აბორტი, ორსულობის 6-7 ვადაზე, საშვილოსნოს ყელის ეროზია.
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად.
დაზიანების ხარისხის და რამ გამოიწვია ორსულობის შეწყვეტა, აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დაინიშნოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა შესაბამისი პროფილის სპეციალისტის მონაწილეობით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--------------ემ.
32. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ როგორც სს. „სამედიცინო კორპორაცია ე----ი თერჯოლის ჰოსპიტალი“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----დან ირკვევა, თ------- ნ-----–--–---–ს, 23.10.17წ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნული კლინიკისათვის მიუმართავს 23.10.17წ., სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: მრავლობითი ტრავმები დაუზუსტებელი და შემდგომი მკურნალობისა და დიაგნოსტირებისათვის გადაყვანილი იქნა შპს. „აკად. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი“-ში.
სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ: „.. მისი გადმოცემით არის 7 კვირის ორსული. ექოსკოპიურად დაუდგინდა ორსულობა 6-7 კვირის....“
როგორც ირკვევა შპს. „აკად. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-------- და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N---------დან, თ------- ნ-----–--–---–ს აღნიშნული კლინიკისათვის მიუმართავს 23.10.17წ., /გაეწერა 25.10.17წ./ სადაც დაესვა დიაგნოზი: ხერხემლის დახურული ტრავმა, გულმკერდის მე-12 მალის სხეულის კომპრესიული ფრაგმენტული მოტეხილობა, მოტეხილი ფრაგმენტების ცდომის გარეშე, წელის 1 მალის კომპრესიული მოტეხილობა, ორსულობა.
სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია:“ .. ექოსკოპიურად საშვილოსნოს ღრუში 1 ცოცხალი ნაყოფი. ზომებით შეესაბამება 7 კვირის ორსულობას. გულის ცემის სიხშირე 154 წუთში. საშვილოსნოს წინა კედლის გამოხატული ჰიპერტონუსი..“.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 1 CD დისკი შესწავლილ იქნა სამედიცინო კორპორაცია „ე----ი“-ს დიაგნოსტიკური ცენტრის რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელის, ნ. საინიშვილის /15.02.2018წ./ მიერ, რომლის დასკვნითაც „...არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება გულმკერდის 12 მალის სხეულის ფრაგმენტული მოტეხილობა; წელის 1 მალის სხეულის კომპრესიული მოტეხილობა; დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (23.10.2017) წინააღმდეგობაში არ არის“.
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
როგორც ამბოლატორიული მომსახურების მიმწოდებელი ინდ. მეწარმე „ხ------- ხაჭუა“-ს ამბოლატორიული პაციენტის ბარათი N319-დან ირკვევა, თ------- ნ-----–--–---–ს აღნიშნული დაწესებულებისათვის მიუმართავს 26.10.17წ., სადაც დაესვა დიაგნოზი: თვითნებითი აბორტი მსვლელობაში ორსულობის 6-7 კვირის ვადაში, საშვილოსნოს ყელის ეროზია. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია:“ ორსულობის შეწყვეტის ოქმი N319. 26.10.17წ. ნაყოფი გამოძევებული იქნა ვაკუუმით, საშვილოსნო შეიკუმშა“.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საქმის მასალები მასში არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციასთან ერთად შესწავლილ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტის მეანობა-გინეკოლოგიაში, ა. ბაქრაძის /09.03.2018/ მიერ, რომლის დასკვნითაც: წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად თ------- ნ-----–--–---–ი იყო ორსულად, რასაც ადასტურებს ორსულობის ორივე უტყუარი ნიშანი - ემბრიონის ექოსკოპიური ვიზუალიზაცია და ემბრიონის გულისცემა; ორსულობის შეწყვეტა მაღალი ალბათობით შესაძლოა უკავშირდებოდეს 2017 წლის 23 ოქტომბერს მომხდარ ფაქტს, თუმცა აღნიშნულის კატეგორიული მტკიცება შეუძლებელია, ვინაიდან ტრავმა არ წარმოადგენს ორსულობის შეწყვეტის ერთ-ერთ მთავარ რისკ-ფაქტორს.
გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრისას ორსულობის შეწყვეტა მხედველობაში არ მიიღება.
33. 2017 წლის 10 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (რომელიც ჩატარებულია დაცვის მხარის მიერ) დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი, საიდანაც 2017 წლის 23 ოქტომბერს, დილის საათებში, გადმოვარდა რ----- ჩ------ის მეუღლე თ------- ნ-----–--–---–ი, მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–-ში და წარმოადგენს რ----- ჩ------ის საცხოვრებელ სახლს. ეზოში დგას ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, გაულესავ მდგომარეობაში. საცხოვრებელ სახლს აქვს თაღებიანი, შემოუღობავი აივანი. მეორე სართულზე ავდივართ სახლის აღმოსავლეთ მხარეს გაკეთებული კიბის საშუალებით. აივანი არის ღია თაღებით, მოაჯირების გარეშე. რ----- ჩ-------მ მიუთითა სახლის ჩრდილოეთ მხრიდან არსებულ მეორე თაღზე და განაცხადა, რომ როგორც მისმა მეუღლემ თ------- ნ-----–--–---–მა უთხრა, ამ თაღის ქვეშ, მავთულზე სარეცხის გაფენის დროს, (მავთულის 80-90 სმ-მდე იყო სარეცხი გაფენილი) ფეხი გადაუბრუნდა ქუსლიან ჩუსტებში, იგრძნო თავბრუსხვევა და ძირს გადმოვარდა, სარეცხიან ტაშტთან ერთად და დაეცა მინდვრიან მიწაზე. მიწიდან აივნამდე სიმაღლე არის 3 მეტრი. თ-------ი მან ნახა უკვე ძირს ჩამოვარდნილი, როდესაც ის მიწაზე იყო დავარდნილი თავით საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის შესასვლელი კარისაკენ და ფეხები ჰქონდა მოხრილი. ფეხებთან ეგდო მწვანე პლასტმასის ტაშტი, გადმობრუნებული, რომელშიც ცოტაოდენი სარეცხი იყო დარჩენილი გასაფენი. საცხოვრებელი სახლის თაღებს შორის (წინა ფასადზე) ყველგან გაბმულია სარეცხისათვის მავთული - სარეცხი გაფენილი იყო სრულად პირველ და მეორე თაღებს შორის არსებულ მავთულზე. მე-2 და მე-3 სვეტებში, მე-2 თაღზე კი მხოლოდ 80-90 სმ-მდე.
34. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 115-ე მუხლით კრიმინალიზებულია თვითმკვლელობამდე ან/და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით. აღნიშნული დანაშაული არის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაული, იგი არაა მკვლელობის სახე, რადგან აქ ადგილი არა აქვს შუალობით ამსრულებლობას. როგორც მუხლის შინაარსიდან ირკვევა, განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მსხვერპლის თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანაში, რაც ჩადენილია მუქარით, სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით (ამ დანაშაულის ხერხები). თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანა გულისხმობს მსხვერპლის მიმართ დამნაშავის მიერ რიგი არამართლზომიერი ქმედების ჩადენას, რაც გამოიხატება მუქარაში, სასტიკ მოპყრობაში, პატივისა და ღირსების სისტემატურ დამცირებაში. პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირება შეიძლება გამოიხატოს ფსიქოსადიმზში, შეურაცხყოფაში და სხვა ისეთ ქმედებაში, რომელიც ამცირებს დაზარალებულის პატივსა და ღირსებას. განსახილველი დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს თვითმკვლელობის ან მისი მცდელობის ფაქტის არსებობა. დანაშაული დამთავრებულია ზემოაღნიშნული მოქმედების განხორციელების მომენტიდან. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია დამნაშავის მოქმედებასა და დაზარალებულის თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. დანაშაული შეიძლება განხორციელდეს განზრახვის ორივე სახით, როგორც პირდაპირ, ისე ევენტუალური განზრახვით.
35. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ, გამოკვლეულ და გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება რ----- ჩ------ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს რ----- ჩ------ის ბრალეულობა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანაში. შესაბამისად, არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანაში, მსხვერპლისადმი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა რ----- ჩ------ის მხრიდან დაზარალებულ თ------- ნ-----–--–---–ის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით.
ქმედება - სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლ-- სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ:
36. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- ჯ---–----ემ განაცხადა, რომ თ------- ნ-----–--–---–ი არის მისი შვილი, ხოლო რ----- ჩ------- სიძე. სამი წელია თ-------ი ქორწინებაში იმყოფება რ-----თან. სამტრედიაში, სახლში ყოფნის დროს, თ-------მა მას მოუყვა, რომ ვერ გაუძლო მეუღლისგან მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას და გადახტა აივნიდან, რომ რ-----ი ეჭვიანობდა მასზე, ეძახდა „ძროხას და ბოზს“. ყოფილა შემთხვევა, რომ გასვენებიდან დაბრუნებულს ეჩხუბა „კაცები გიყურებდნენო“. როდესაც თ-------მა მას მოუყვა მის მიმართ ძალადობის შესახებ, მან დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. ნ.ჯ---–----ის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, თ-------ი და რ-----ი ცხოვრობენ ერთად და მათ შორის უთანხმოება არ არსებობს. მომხდარი ამბის შესახებ, როგორც აღნიშნა იცის თ------- ნ-----–--–---–ისგან და პირადად, არასდროს შესწრებია მეუღლეებს შორის უთანხმოებას და კონფლიქტს, პირიქით, მათ ერთმანეთში ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. მისივე განმარტებით, წარსულში, თ-------ს მისთვის არასდროს უთქვამს, რომ უთანხმოება ან კამათი ჰქონდა მეუღლესთან.
37. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ნ-----–--–---–მა განაცხადა, რომ რ----- ჩ------- არის მისი ქალიშვილის - თ------- ნ-----–--–---–ის ქმარი და ისინი ერთად ცხოვრობდნენ თერჯოლის რაიონის, სოფელ ა---–----------–-ში. როგორც მისმა მეუღლემ უთხრა, მეუღლეებს შორის ყოფილა კამათი, ეჭვიანობის გამო დაძაბულობა, რ-----ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა ბოზს, აგინებდა დედის მისამართით, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. მოწმის განმარტებით, ის არასდროს შესწრებია რ-----სა და თ-------ს შორის კამათს, უთანხმოებას ან შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.
38. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- პ--------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–-ში შვილთან - რ----- ჩ-------სთან, რძალთან - თ------- ნ-----–--–---–თან და მათ შვილებთან ერთად. თ-------ს და რ-----ს კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ის არასდროს შესწრებია მეუღლეებს შორის დაძაბულ საუბარს, შეურაცხყოფას ან სხვა მოქმედებას.
39. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------- ტ-----ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–-ში, რ----- ჩ------ის მეზობლად. არასდროს შესწრებია რ-----სა და თ-------ს შორის უთანხმოებას ან კამათს. პირიქით, რ-----ი ძალიან მოსიყვარულე მეუღლე იყო.
40. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ც------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–-ში, რ----- ჩ------ის მეზობლად. ის არასდროს შესწრებია რ-----ისა და თ-------ის ჩხუბს და არც აღნიშნულის შესახებ სმენია რაიმე.
41. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ ა-–-----–---–მა განაცხადა, რომ არის რ----- ჩ------ის რძალი, ძმის ცოლი. როგორც იცის თ-------ს და რ-----ს აქვს კარგი ურთიერთობა და მას არ სმენია და მისთვის უცნობია მეუღლეებს შორის იყო თუ არა უთანხმოება ან კამათი.
42. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ---- ჩ-------მ განაცხადა, რომ არის რ----- ჩ------ის ძმა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მისთვის უცნობია რას ედავებიან მის ძმას, რ----- ჩ-------ს.
43. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ---------- ჯ---–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის ნოემბერში, თერჯოლის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე შეადგინა შემაკავებელი ორდერი რ----- ჩ------ის მიმართ, რომელიც გააცნო როგორც მოძალადეს, ასევე, მსხვერპლს.
44. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ------- ნ--------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონული სამმართველოს ნახშირღელეს პოლიციის განყოფილებაში, უფროსად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინა რ----- ჩ------ის დაკავება, ოქმის შედგენა და წარდგენა პოლიციის სამმართველოში. ასევე, გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება, გამოკითხა და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოკითხა მოწმეები - დაზარალებულის მშობლები.
45. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ა-–------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო რ----- ჩ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, გამოითხოვა დაზარალებულის სამედიცინო დოკუმენტაცია და დანიშნა ექსპერტიზები.
46. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა თ------- ნ-----–--–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო, ბრალდებულმა რ----- ჩ-------მ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება.
47. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით და კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით, რ----- ჩ------ის ქმედებებიდან გამომდინარე თ------- ნ-----–--–---–ი განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე---------- ა------ემ.
48. 2017 წლის 15 ნოემბრის N------ შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 21, 22 და 23 ოქტომბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე, რ----- ჩ------ის მიერ, თ------- ნ-----–--–---–ის მიმართ განხორციელებული იქნა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი.
49. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ. დანაშაულის ერთერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ დაზარალებული ნამდვილად ორსულადაა და ქალის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით საფრთხე ექმნება ემბრიონის ნორმალურ განვითარებას. დამნაშავემ უნდა იცოდეს ქალის ორსულობის შესახებ ზუსტად და არა ვარაუდით, ამასთან, ორსული ქალი აუცილებლად უნდა იყოს ამ ოჯახის წევრი.
50. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რ----- ჩ------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს რ----- ჩ------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას რ----- ჩ------ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა რ----- ჩ------ის მხრიდან დაზარალებულ თ------- ნ-----–--–---–ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
ქმედება - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:
51. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ნ-----–--–---–მა განაცხადა, რომ რ----- ჩ------- არის მისი ქალიშვილის - თ------- ნ-----–--–---–ის ქმარი და ისინი ერთად ცხოვრობდნენ თერჯოლის რაიონის, სოფელ ა---–----------–-ში. თ-------ისგან იცის მისი კუთვნილი ტელეფონის დამტვრევის შესახებ, თუმცა დეტალები, ვინ დაამტვრია არ იცის.
52. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- პ--------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–-ში, შვილთან - რ----- ჩ-------სთან, რძალთან - თ------- ნ-----–--–---–თან და მათ შვილებთან ერთად. მას არ უნახავს თ------- ნ-----–--–---–ის დაზიანებული და გატეხილი ტელეფონი. თ-------ს ტელეფონი ადრეც გაბზარული ჰქონდა. ასევე, შემდგომ, ბავშვებიც თამაშობდნენ აღნიშნული ტელეფონით.
53. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ ა-–-----–---–მა განაცხადა, რომ არის რ----- ჩ------ის რძალი, ძმის ცოლი. 2017 წლის 9 აგვისტოს იმყოფებოდა თერჯოლის რაიონში, ვინაიდან იყო მისი მულის ქორწილი. იმყოფებოდა რ----- ჩ-------სთან სახლში. რაიმე ინციდენტს, უთანხმოებას ან ჩხუბს რ-----სა და თ-------ს შორის არ შესწრებია. მითითებულ დროს თ-------ს ჰქონდა მობილური ტელეფონი, თუმცა რომელი არ ახსოვს, ასევე, არ იცის რა დაემართა აღნიშნულ ტელეფონს. როგორც ახსოვს, ტელეფონით ბავშვი თამაშობდა ხშირად. მოწმის განმარტებით, როგორც იცის თ-------ს და რ-----ს აქვს კარგი ურთიერთობა და მას არ სმენია და მისთვის უცნობია მეუღლეებს შორის იყო თუ არა უთანხმოება ან კამათი.
54. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ---- ჩ-------მ განაცხადა, რომ არის რ----- ჩ------ის ძმა. 2017 წლის აგვისტოში იმყოფებოდა თერჯოლაში, ვინაიდან იყო მისი დის ქორწილი. თერჯოლაში ყოფნის დროს, არ შესწრებია რ-----სა და თ-------ს შორის უთანხმოებას, კამათს და დაძაბულობას. ამ პერიოდში, თ-------ს ჰქონდა მობილური ტელეფონი, თუმცა რა მოხდა და რა მოუვიდა ტელეფონს მისთვის უცნობია. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მისთვის უცნობია რას ედავებიან მის ძმას, რ----- ჩ-------ს.
55. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა თ------- ნ-----–--–---–მა განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო, ბრალდებულმა რ----- ჩ-------მ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება.
56. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის (სსკ 187-ე მუხლი) ობიექტია საკუთრების უფლება. იგი მიეკუთვნება ქონებაზე არაანგარებით ხელყოფას. დანაშაული არ ისახავს მიზნად დამნაშავის გამდიდრებას, მაგრამ მესაკუთრეს სერიოზულ ზიანს აყენებს, ვინაიდან მოქალაქეები, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები განიცდიან მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს ან მოკლებულნი არიან შესაძლებლობას გამოიყენონ თავისი ქონება მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით და სარგებელი მიიღონ მისგან. დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რასაც მატერიალური ღირებულება გააჩნია. ობიექტური მხრივ დანაშაული გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას, თუ ამ ქმედებამ მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. კოდექსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნივთის დაზიანების ან განადგურებისათვის სისხლისაამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ქონება სხვისი უნდა იყოს. ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის. განადგურებისაგან განსხვავებით, როდესაც ნივთი ფაქტობრივად ისპობა, დაზიანებისას, მართალია, ხდება მისი თვისებრივი გაუარესება, მაგრამ ნივთის აღდგენა შეიძლება რესტავრაციის, რემონტის და სხვა საშუალებებით. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება განხორციელდეს როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობითაც. ნივთის განადგურება ან დაზიანება შესაძლებელია მასზე მექანიკური ან სხვა სახის ზემოქმედებით. დანაშაულის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ აზიანებს ან ანადგურებს სხვის ქონებას, ითვალისწინებს მის მართლსაწინააღმდეგო შედეგს და სურს მისი დადგომა, ან ითვალისწინებს ამ შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას, არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას. დანაშაულის ამსრულებელია ყველა კერძო, შერაცხადი და თოთხმეტ წელს მიღწეული პირი.
57. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რ----- ჩ------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს რ----- ჩ------ის ბრალეულობა სხვისი ნივთის დაზიანებაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას რ----- ჩ------ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანებაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა რ----- ჩ------ის მხრიდან დაზარალებულ თ------- ნ-----–--–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის დაზიანების (გატეხვის) ფაქტი.
სამართლებრივი შეფასება:
58. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
59. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
60. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
61. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
62. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).
63. სასამართლო აღნიშნავს, რომ რ----- ჩ------ის მიერ თ------- ნ-----–--–---–ის მიმართ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას და სისტემატურად შეურაცხყოფის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ორი ირიბი მოწმის - ნ--- ჯ---–----ისა და გ------- ნ-----–--–---–ის ჩვენებები. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რ----- ჩ------ის მიერ დანაშაულების ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებიდან კი არ დასტურდება, რომ რ----- ჩ------ის მხრიდან განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფის, ასევე, პატივისა და ღირსების დამცირების გამო გადახტა აივნიდან თ------- ნ-----–--–---–ი. ზოგადად, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ყველა მოწმემ დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ რ----- ჩ-------სა და თ------- ნ-----–--–---–ს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. ისინი არასდროს შესწრებიან ფაქტს, რომ რ-----ს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს თ-------ისთვის. ასევე, არასდროს სმენიათ აღნიშნულის თაობაზე. მოწმეებმა ნ--- ჯ---–----ემ და გ------- ნ-----–--–---–მა კი, სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია, გაგებული თ------- ნ-----–--–---–ისგან, ისიც მას შემდეგ, რაც თავისთან წაიყვანეს სახლში, სამტრედიაში. სწორედ იქ ყოფნის დროს უთხრა თ-------მა მეუღლის მხრიდან განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ დედას, ნ--- ჯ---–----ეს. რაც შეეხება მოწმე გ------- ნ-----–--–---–ს, აღნიშნულმა პირმა, სასამართლოს ჩვენების მიცემისას განუცხადა, რომ ინფორმაცია მიიღო მისი მეუღლისგან, ნ--- ჯ---–----ისგან. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა თ------- ნ-----–--–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს ირიბი მოწმეების მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება, თანხვედრილია თუ არა ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროსთან - დაზარალებულთან. სასამართლო, აქვე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს სადაც, მართალია, მითითებულია თ------- ნ-----–--–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებების და მასზე განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფის შესახებ, თუმცა, თუ რა გარემოებებში ჰქონდა მიღებული ეს დაზიანებები დაზარალებულს და ვინ მიაყენა, ვინ განახორციელა მის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და სხვა, პატივისა და ღირსების შემლახველი მოქმედებები, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, საქმეში არ მოიპოვება. რაც შეეხება რ----- ჩ------ის მიერ თ------- ნ-----–--–---–ის ნივთის (მობილური ტელეფონის) დაზიანების განხორციელებას, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი ან/და ირიბი მტკიცებულება არ წარმოდგენილა. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ". საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, რ----- ჩ------- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 111.115-ე მუხლით, სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ 111.187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
ნივთიერი მტკიცებულებები:
64. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ----- ჩ------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ 111.115-ე მუხლით, სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ 111.187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
რ----- ჩ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის N12/7-17 განჩინებით თ----- ჩ------ის (---------------), ნ----- პ--------ის (---------------), რ---- ჩ------ის (---------------) და რ----- ჩ------ის (---------------- თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (საკადასტრო კოდით N------------);
გამართლებულ რ----- ჩ-------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: სსიპ 112-დან გადმოგზავნილი შეტყობინების აუდიოჩანაწერი „CD“ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს და თ------- ნ-----–--–---–ის ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ამსახველი დისკი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე