განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2019
საქმის ნომერი
330100119003014704
თარიღი
08.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2386-19

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

08 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - დ-------------–---–-

 

დაცვის მხარე

დამცველი - ზ---–-----------

ბრალდებული - დ-----------------------------, დაბადებული - 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. ზ--------- თ---------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ბ---------------ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა);

- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

დ--------------მ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება ორ ცალ ერთჯერადი მოხმარების შპრიცში და მინის ფლაკონში, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2019 წლის 10 აპრილს, ქ. თბილისში, გ---–--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დ--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკში ჩალაგებული ორი ცალი ერთჯერადი მოხმარების შპრიცი და მინის ფლაკონი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერებით, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 0.0366 გრამს.

დ--------------მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა N------ ცეცხლსასროლი იარაღი - ქარხნული წესით დამზადებული, 1----–ლის ნიმუშის, 7,65 მმ კალიბრის, „B----------------“ მოდელის პისტოლეტი მჭიდით და საბრძოლო მასალა - 8 (რვა) ცალი ვაზნა - ქარხნული წესით დამზადებული 7,65 მმ კალიბრის (.32 ACP) და 1--- წლის "ბრაუნინგის" ნიმუშის, რომლებიც განკუთვნილია ბრაუნინგის სისტემის 1900 წლის ნიმუშის პისტოლეტებისათვის, ასევე შემდეგი პისტოლეტებისათვის: "7,65 mm Browning, 7,65 mm ACP, 7,65 mm Browning M 1---, 7,65 mm Browning M 1900, 7,65 mm Pistole Browning, Mauzer, Beretta, 7,65 mm Holland P.S N19, 7,65 mm Mauzer, 7,65 mm Pistolen - Patrone N19, 7,65 mm Pistolen - Patrone 206 (h), 7,65 mm Selbestlade - Pistolen, 7,65 mm (.32) Automatic” და სხვ., რასაც 2019 წლის 10 აპრილამდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე - ქ. თბილისი, ბ---------------ში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დ--------------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტს

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----------------ს ჩვენების მიხედვით: 2019 წლის 10 აპრილს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ დ-------------- მ-------------–---სთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, გ---–--- ქუჩაზე „ოპელის“ მარკის ავტომანქანით და მათ უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება როგორც პირადად, ასევე მანქანაში და საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნულის თაობაზე პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დაიკითხა მოწმის სახით.

მოწმეთა: გ----------–---–-ს, ი-----–-----–-–---–-ს და გ---------------–---–-ს ჩვენებების თანახმად - 2019 წლის 10 აპრილს განყოფილებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მივიდნენ ქ. თბილისში, გ---–--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შენიშნეს „ოპელის“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც იჯდა ორი მამაკაცი. გამომძიებელ გ----------–---–-ს მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ, რის საფუძველზეც დ--------------ს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი ცალი შპრიცი, მათში არსებული მოყავისფრო ფერის სითხით. ასევე, ამოღებული იქნა ერთი შუშის ქილა, მასში არსებული სითხით. მათ მიერ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დ--------------, რის თაობაზეც გ-------------ს მიერ შედგენილ იქნა დაკავების ოქმი, რომელსაც ბრალდებული გაეცნო და მოაწერა ხელი. მათივე განმარტებით, პარალელურად მეორე ჯგუფმა პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა ჩაუტარა მ-------------–---ს, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–-----–-–---–მა და დამატებით განმარტა, რომ თანამშრომელ ა-----–-------–-–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისში, ბ---------------ში მდებარე დ--------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაშიც. ჩხრეკა ჩატარდა ბრალდებულის მეუღლის, სიდედრის და მეზობლის თანდასწრებით, რა დროსაც დ--------------ს საძინებელ ოთახში მდებარე კარადის მეორე თაროდან ამოღებულ იქნა ზეწარი, საიდანაც გადმოვარდა იარაღი და დავარდა ძირს, რომელიც ამოღებული იქნა. იმავე კარადის უჯრიდან ამოღებული იქნა ასევე მჭიდი, მასში მოთავსებული 8 ცალი ვაზნით.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ა-----–-------–-–---–მა და განმარტა, რომ თანამშრომელ გ----------------–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო მ-------------–--ის პირად და ავტომანქანის ჩხრეკაში, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული ვერ იქნა, ხოლო ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა პისტოლეტი და მჭიდი მასში მოთავსებული 8 ცალი ვაზნით.

მოწმე მ-------------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 10 აპრილს იმყოფებოდა დ--------------სთან ერთად, მისი კუთვნილი „ოპელის“ მარკის ავტომანქანით, რა დროსაც მათთან მივიდა პოლიციის თანამშრომლების ორი ჯგუფი, რომლებმაც მას და დ--------------ს პარალელურ რეჟიმში ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ასევე ჩხრეკა ჩატარდა მის კუთვნილ ავტომანქანაში და საცხოვრებელ ბინაშიც, რა დროსაც მისგან კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა, ხოლო დ--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკული ნივთიერება.

მოწმე ვ-–----------–---–ის ჩვენებით: ქ. თბილისში, დიდუბეში მდებარე ი---------- მაღაზია „--------–-“ შეიძინა „---------- მოდელის პისტოლეტი, რომელიც იყო 7,65 კალიბრის. ასევე შეიძინა ვაზნები, თუმცა რამდენი არ ახსოვს. აღნიშნული იარაღი გაიფორმა ქ----------- ქუჩაზე მდებარე მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც მიენიჭა უფლება იარაღი შეენახა მის საცხოვრებლ სახლში. 2017 წლის 17 აგვისტოს ის და მისი მეუღლე იყვნენ სამსახურში, რა დროსაც მოხდა სახლის გაქურდვა და ბინიდან მოიპარეს აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი, რის თაობაზეც განაცხადა პოლიციაში იმავე დღეს.

2019 წლის 10 აპრილის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ დ--------------ს პირადი ჩხრეკისას მისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მცირე ზომის პოლიეთილენის პარკი ორივე მხარეს წარწერებით, რომელშიც მოთავსებული იყო: 1. ერთი ცალი შპრიცი მასში მოთავსებული სითხით, რომელსაც აქვს წითელი ფერის თავსახური; 2. ერთი ცალი შპრიცი მასში მოთავსებული სითხით და ნემსს უკეთია გამჭვირვალე ნემსის თავსახური და 3. ერთი ცალი მცირე ზომის შუშის ქილა თეთრი ფერის თავსახურით, რომელშც მოთავსებულია მცირე ოდენობით სითხე და მცირე ზომის გაურკვეველი ნივთიერები.

2019 წლის 10 აპრილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგინდა, რომ გაჩხრეკილ იქნა ქ. თბილისში, ბ---------------ში მდებარე დ--------------ს საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ოთახში განთავსებული ტანსაცმლის კარადიდან, მარცხენა მხარეს არსებული მეორე თაროს ზედაპირიდან, ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი ნომრით N------, ერთი მჭიდი 8 ცალი ვაზნით. ამავე ოთახში განთავსებული კარადის ზედა პირველი თაროდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის მცირე ზომის პაკეტში, რომელშიც მოთავსებული იყო მომწვალო-მოყვითალო ფერის, სპეციფიური სუნის მქონე მცენარეული მასა. დ--------------ს მეუღლის - ი----------- განმარტებით, აღნიშნული საძინებელი ეკუთვნის მას და მის მეუღლეს. ამასთან, ჩრეკის ოქმის სისწორეს და ნამდვილობას ხელის მოწერით ადასტურებენ როგორც ბრალდებულის მეუღლე - ი----------, ისე სიდედრი - ა------------ და მეზობელი - ნ------–--–----

2019 წლის 11 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით დადგინდა, რომ „დ--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული:“ „მინის ფლაკონის ფსკერზე არსებული მოყავისფრო მცირეოდენი სითხე და ბამბის ტამპონი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით-0,0092 გრამს (ობ. N1); 2 მლ. ერთჯერადი მოხმარების შპრიცში არსებული ყავისფერი სითხე, რაოდენობით 0,4მლ. შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით-0,0104გრამს (ობ. N2); ინსულინის შპრიცში არსებული ყავისფერი სითხე, რაოდენობით-0,32მლ. შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით-0,017გრამს (ობ. N3). საკვლევ ობიექტებში N1,2,3 ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა 0,0366 გრამი.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა:---------------------ემ და რ-----------------

2019 წლის 10 მაისის ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი N------ იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული 1----–ლის ნიმუშის, 7,65 მმ კალიბრის, „B----------------“ მოდელის პისტოლეტი. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; იარაღის გარსაცმზე და ჩარჩოზე მარჯვენა მხარეს იკითხება ნომერი: „-------; იარაღზე და ლულაზე გადაკეთების კონსტრუქციული კვალი არ აღინიშნება; 8 (რვა) ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 7,65 მმ კალიბრის (.32 ACP) 1--- წლის ნიმუშის "ბრაუნინგის", რომელიც განკუთვნილია ბრაუნინგის სისტემის 1--- წლის ნიმუშის პისტოლეტებისათვის, ასევე შემდეგი პისტოლეტებისათვის: “7,65 mm Browning, 7,65 mm ACP, 7,65 mm Browning M 1---, 7,65 mm Browning M 1900, 7,65 mm Pistole Browning, Mauzer, Beretta, 7,65 mm Holland P.S N 19, 7,65 mm Mauzer, 7,65 mm Pistolen - Patrone N19, 7,65 mm Pistolen - Patrone 206 (h), 7,65 mm Selbestlade – Pistolen, 7,65 mm (.32) Automatic” და სხვა. ისინი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად; ერთი ცალი მჭიდი არის 8 ცალი ვაზნის ტევადობის, ქარხნული წესით დამზადებული 1910 წლის ნიმუშის, 7,65 მმ კალიბრის, B----------------“ მოდელის პისტოლეტისთვის განკუთვნილი.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: მ---------------მ.

2019 წლის 19 აპრილის ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი პისტოლეტის ჩამკეტის გარსაცმზე და ჩარჩოზე მარჯვენა მხარეს აღინიშნება ნომერი: „-------, რომლის ქვეშ ნომრის რაიმე ნიშნები არ გამოვლინდა.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: თ----–--------–---–მა.

2019 წლის 11 აპრილის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (სამმართველო) იარაღის აღრიცხვის განყოფილების განყოფილების უფროსის გამომძიებლისადმი მიმართვით დადგინდა, რომ შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით, „B----------------“ მოდელის 7,65 მმ კალიბრის N------ პისტოლეტი რეგისტრირებული არ არის და ძებნილ იარაღთა მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე არ დგას. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით რეგისტრირებულია B------------- მოდელის 7,65 მმ კალიბრის N------ პისტოლეტი მოქ: ვ-–-------------------------–---–-- (პ--------------- სახელზე და B------------- მოდელის 7,65 მმ კალიბრის N------ პისტოლეტი ძებნილ იარაღთა მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე დგას მოპარული სტატუსით.

2019 წლის 17 მაისის ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგინდა, რომ სს N------------ საქმეზე წარდგენილი „B----------------“ N------ პისტოლეტის ექსპერიმენტული გასროლებით მიღებული ნიმუშები იდენტურია მომსახურების სააგენტოდან 10.09.2014 წელს გადაგზავნილ „B----------------“ N------ ბალისტიკური ექსპერტიზის განყოფილების ტყვია-მასროთეკაში არსებულ ექსპერიმენტული ნიმუშებისა (გადაგზავნილი 10.09.2----–--–---------------------).

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: კ--------------------მ და დამატებით კატეგორიულად განმარტა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოშვების წელში ცდომილების მიუხედავად, საუბარია ერთიდაიმავე ცეცხლსასროლ იარაღზე.

2019 წლის 19 აგვისტოს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „...შპრიცებიდან, მინის ფლაკონიდან და პოლიეთილენის პარკიდან აღებული ანაწმენდები...“, მოთავსებულ ანაწმენდზე (ობ. N4; კონტეინერი, წარწერით: „ინსულინის შპრიციდან აღებული ანაწმენდი“) არსებული ბიომასალა ეკუთვნის დ--------------ს (ობ. N11; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან ორ ცალ სტერილურ ჩხირზე აღებული ბრალდებულ დ----------------------------------...“). ამავე პაკეტში მოთავსებულ სამ სხვა ანაწმენდზე (ობ. N1 - 3; კონტეინერები, წარწერებით: „პოლიეთილენის პარკიდან აღებული ანაწმენდი“, „შუშის ფლაკონიდან აღებული ანაწმენდი“ და „2 ml სამედიცინო შპრიციდან აღებული ანაწმენდი“), არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N3-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის დავით გერგიას (ობ. N11).

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: ი--------------.

ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ--------------მ ჩაიდინა: 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და 2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

სასამართლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებთან დაკავშირებით, განმარტავს შემდეგს:

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების არასანდოობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან.

შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის აზა ა-------- ჩვენება იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ბინის ჩხრეკას არ დასწრებია არც თავად, არც მისი შვილი და არც მეზობელი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა 2019 წლის 10 აპრილის დ--------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, სადაც დაფიქსირებულია, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს შენიშვნები და განცხადებები არ დაუფიქსირებიათ და სამივე მათგანმა ჩხრეკის ოქმის ყველა გვერდზე ხელმოწერით დაადასტურა ბინის ჩხრეკაში მათი მონაწილეობა, სისწორე და ნამდვილობა.

ასევე, გაზიარებული ვერ იქნება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ანალიტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნა და ექსპერტ ლ--–---------–---–-- ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა არის ანალიტიკური-შეფასებითი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის გაცემისას მას არანაირი მასალა (საკვლევი ობიექტი, სისხლის სამართლის საქმის მასალები) არ გადასცემია გამოსაკვლევად და შესასწავლად. მას დაცვის მხარემ მიუტანა მხოლოდ N---------------- დასკვნა, რომელიც სუბიექტურად შეაფასა. იმ შემთხვევაში კი, თუ საკვლევი ობიექტი და შესაბამისი მასალები სრულყოფილად გადაეცემოდა, შესაძლოა განსხვავებული დასკვნა გაეცა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--–--------–---–ის მიერ გაცემული ,,დასკვნა“ არადამაჯერებელია და ვერ აბათილებს სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ N---------------- ექსპერტიზის დასკვნას და ის გაზიარებული ვერ იქნება.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან დ-------------- თავს არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და დ--------------ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ან პრეკურსორის ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით. აღნიშნული წესი დადგენილია როგორც კანონით - „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან პრეკურსორის და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, ისე იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელსაც საქართველო შეუერთდა და რომლებიც აწესრიგებენ ამ საკითხს.

დანაშაულის საგანია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სხვადასხვა ნივთიერება. კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკულ საშუალებას მიეკუთვნება ,,ჰეროინი.“ საერთოდ, საკითხის გადაწყვეტა - მიეკუთვნება თუ არა ესა თუ ის ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებებს, ფორმალურ-იურიდიული საკითხია და არა სამედიცინო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს სასამართლომ არ შეიძლება იხელმძღვანელოს ფარმაცევტული ცნობარებით, ან თუნდაც მოცემული ნივთიერების შეფასება მოახდინოს როგორც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებისა მათი ქიმიური თუ ფარმაკოლოგიური დახასიათების საფუძველზე. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს იმ სპეციალური სიით, რომელიც თან ახლავს საქართველოს კანონს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“. ე.ი. ნარკოტიკულ საშუალებად უნდა ჩაითვალოს სწორედ ის ნივთიერებები, რაც ჩამოთვლილია ამ სიაში.

აქედან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების ცნება მოიცავს ორ ასპექტს: სამედიცინო და იურიდიულ ასპექტებს. სისხლის სამართლის კოდექსში იგულისხმება ამ ცნების იურიდიული ასპექტები. კერძოდ, ნარკოტიკულ საშუალებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში.

ამდენად, თუკი შესაბამისი ექსპერტიზით დადგინდება ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერების მოლეკულური სტრუქტურა, ასევე დადგინდება, რომ მოცემულ ნივთიერებას აქვს თვისება, ნარკოტიკული საშუალების ანალოგიური ზემოქმედება მოახდინოს ორგანიზმზე, სახეზეა ნარკოტიკის ანალოგი. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე არაა დანაშაულის საგანი, რადგან ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს პირის სასარგებლოდ. ამის შემდეგ, სათანადო ორგანოების მიერ ამ ნივთიერებას მიენიჭება შესაბამისი სახელწოდება და იგი შეტანილი იქნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება. ამ დღიდან იგი უკვე ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენს, რადგან ცნობილია მისი მოლეკულური სტრუქტურა და ისიც, რომ მას ორგანიზმზე აქვს ნარკოტიკული საშუალების შესაბამისი ზემოქმედების უნარი - განსახილველ შემთხვევაში ეს გახლავთ ,,ჰეროინი.“

განსახილველი ნორმის ობიექტური მხარე გამოიხატება შემდეგ ქმედებებში: უკანონო შეძენასა და შენახვაში. ჩამოთვლილ ქმედებათა უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ქმედებები ჩადენილია ნარკოტიკული ნივთიერების, მათი ანალოგისა და პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. უკანონო შენახვაში იგულისხმება ნებისმიერი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენაში. მაგალითად, მისი შენახვა ბინაში ან პირადად, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი.

საქართველო ეკუთვნის იმ სახელმწიფოთა რიცხვს, სადაც იარაღი ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის ზოგიერთი სახეობის შეძენაა შესაძლებელი შს სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ნებართვით. ამგვარი ნებართვის გარეშე მისი შეძენა მართლსაწინააღმდეგოა და ისჯება სისხლის სამართლის კანონით. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია საბრძოლო მოქმედებისათვის, ე.ი. გამოყენებისათვის. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იარაღი არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად (ე.ი. აგებულებით) განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანებისა და განადგურებისათვის. ცეცხლსასროლი იარაღი კი ამ კანონის თანახმად, არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირის მეშვეობით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკური დაზიანებისა და განადგურებისათვის. ცეცხლსასროლ იარაღს მიეკუთვნება: ტყვიამფრქვევი, ავტომატი, კარაბინი, პისტოლეტი, ნაგანი, თოფი და სხვ. იგი განკუთვნილია ცოცხალი არსების გასანადგურებლად. საერთოდ, ცივ იარაღთან შედარებით ცეცხლსასროლი იარაღის მომეტებულ საშიშროებას განაპირობებს მისი თვისებები. კერძოდ, ცოცხალი არსების გასანადგურებლად არაა საჭირო მისი ფიზიკური კონტაქტი სამიზნე ობიექტთან, არამედ უნარი აქვს მოსპოს იგი გარკვეული მანძილიდანაც და ცეცხლსასროლ იარაღს აქვს უნარი ერთდროულად დააზიანოს რამდენიმე ობიექტი. საბრძოლო მასალა არის ისეთი საგანი ან მოწყობილობა, რომელიც კონსტრუქციულად შესაბამისი იარაღიდან გასროლისთვისაა განკუთვნილი. მაგალითად, ტყვია.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა იქნება მართლსაწინააღმდეგო, თუ იგი ხორციელდება „იარაღის შესახებ“ კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ. იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ვალში ჩათვლას, ნაჩუქარის მიღებას, ნაპოვნის დაუფლებას და შეძენა დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა ამ იარაღის და საბრძოლო მასალის განკარგვის შესაძლებლობა. იარაღის და საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს მათთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არა აქვს. მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ ადგილას: სარდაფში, გარაჟში, მიწაში ან საცხოვრებელ ბინაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი და ამასთან, მთავარია პირმა შეძლოს მისი გამოყენება, როცა დასჭირდება.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ--------------მ ჩაიდინა: 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და 2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

ამასთან, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ დ--------------ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

- დ--------------ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, შპრიცები, მინის ფლაკონი და მათში არსებული ნარკოტიკული საშუალება, დ--------------სა და მ-------------–--ის ხელის კვლის და ნერწყვის ნიმუშები, შპრიცებიდან, მინის ფლაკონიდან, პოლიეთილენის პარკიდან, პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან აღებული ანაწმენდები, რომლებიც ინახება შსს ქ. თბილისის პ---–-–------------------------------------------------–--–-, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- დ--------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული „---------- მოდელის პისტოლეტი, მჭიდი, ვაზნები და ექსპერტიზის შედეგად დარჩენილი მასრები, რომლებიც ინახება შსს ქ. თბილისის პ---–-–------------------------------------------------–--–-, შემდგომი რეაგირებისათვის უნდა გადაეგზავნოს შსს შეი---------- შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- 3 ცალი ,,CD“ დისკი, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ-------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. დ--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 აპრილიდან.

4. დ--------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება. აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

5. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

6. ნივთმტკიცება:

- დ--------------ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, შპრიცები, მინის ფლაკონი და მათში არსებული ნარკოტიკული საშუალება, დ--------------სა და მ-------------–--ის ხელის კვლის და ნერწყვის ნიმუშები, შპრიცებიდან, მინის ფლაკონიდან, პოლიეთილენის პარკიდან, პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან აღებული ანაწმენდები, რომლებიც ინახება შსს ქ. თბილისის პ---–-–------------------------------------------------–--–-, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- დ--------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული „---------- მოდელის პისტოლეტი, მჭიდი, ვაზნები და ექსპერტიზის შედეგად დარჩენილი მასრები, რომლებიც ინახება შსს ქ. თბილისის პ---–-–------------------------------------------------–--–-, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შსს შეი---------- შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- 3 ცალი ,,CD“ დისკი, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი