გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170310019003163340 საქმე # 3/60-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
შესავალი ნაწილი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა
სხდომის მდივანი ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვილი
მოსარჩელე: სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის თ------–-------------------–------------–--ა
მოსარჩელის წარმომადგენელი: თ--------–------ი
მოპასუხე: ი-------------ე
დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების უკან დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
2019 წლის 27 აგვისტოს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის თ------–------------------–------------–---ს წარმომადგენელმა თ--------–------მა მოპასუხე ი-------------ის მიმართ ზედმეტად მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების უკან დაბრუნების თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თ------–------------------–------------–---ს 2018 წლის 17 თებერვლის №------- კორესპოდენციის საფუძველზე, წარმოებაში აქვს ქ---------–-------------------------ში მცხოვრები ი-------------ის ოჯახის საქმე, რომელიც ეხება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის უკან დაბრუნებას.
სარჩელის თანახმად, ი-------------ის ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში (დახმარების დანიშვნის დრო 20.12.2016) და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 58.410, რაზეც, საქართველოს მთავრობის დადგენილების (№145, 28.07.2006 წ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი, ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილ, საარსებო შემწეობის მიღებას კანონით განსაზღვრული ოდენობით: ოჯახის ყველა წევრზე 40 ლარს.
სოციალური დახმარების დანიშვნის ფორმის შევსებისას, ოჯახი გაეცნო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს და მათი დარღვევით გამოწვეულ შედეგებს. აღნიშნული ფაქტი დასტურდება სოციალური დახმარების დანიშვნის განცხადებაზე ი-------------ის ხელმოწერით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 თებერვლის №------- კორესპოდენციით და მასზე დართული დოკუმენტაციით (სიით) მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის წევრებს: ი-------------ეს, ლ---–---------ეს და თ-----------------ს შემოსავლების სამსახურის მიერ დაუფიქსირდა შემოსავალი, ხოლო აღნიშნული ინფორმაცია ი-------------ეს სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის არ უცნობებია. აღნიშნული ინფორმაციის განუცხადებლობის გამო მოპასუხის ოჯახს ცენტრალიზებულად შეუწყდა საარსებო შემწეობის ჩარიცხვა და წარმოეშვათ პასუხისმგებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, აანაზღაურონ ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანი. კერძოდ, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის 160.00 ლარის უკან დაბრუნება.
მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ამ გარემოების წარმოშობიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, რაც ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრების მხრიდან არ მომხდარა.
ი-------------ის ოჯახი არ წარმოადგენს საარსებო შემწეობის მიმღებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე შეუძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით ზედმეტად გაცემული თანხის უკან დაბრუნება. ამავე დადგენილების მე-91 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად". ი-------------ეს ოჯახს გაეგზავნა გაფრთხილება /შეტყობინებები,რის შემდეგაც ი----------მ მოსარჩელეს წარუდგინა მხოლოდ 33.00 ლარის გადახდის ქვითარი, ხოლო დარჩენილი 127.00 ლარის გადახდის ქვითარი დღემდე არ წარუდგენია, რის გამო მოსარჩელის მიერ აღძრული იქნა სარჩელი და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ არ წარმოადგინა შესაგებელი და არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ი-------------ის ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (საიდენტიფიკაციო კოდი ,---------------სარეიტინგო ქულა -58410) და იღებდა საარსებო შემწეობას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2016 წლის 20 დეკემბრის #---- განცხადება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ. (ს.ფ. 20).
- გადაწყვეტილება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ (ს.ფ. 21).
3.2. ი-------------ის ოჯახს 2016 წლის 20 დეკემბრიდან დანიშნული ჰქონდა სოციალური დახმარება. მათი ოჯახი საარსებო შემწეობას იღებდა ოთხ წევრზე: - ბ-------------ე, ი-------------ე, თ----------------- და ლ---–---------ე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- გადაწყვეტილება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ (ს.ფ. 21).
3.3. 2018 წლის 17 თებერვლის სოციალური მომსახურების სააგენტოს #------- წერილის თანახმად ი-------------ის ოჯახს ცენტრალიზებულად შეუწყდა საარსებო შემწეობის ჩარიცხვა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ სააგენტოს წერილი #-------, თანდართული სია, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 17-19; ს.ფ. 22; 24-25).
3.4. 2018 წლის 17 თებერვალს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს №------- წერილით გაეგზავნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების მონაცემები, რომლებსაც სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე მოპოვებული აქვთ საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება და ამავე დროს: რომელთა წევრ(ებ)საც შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უფიქსირდებათ გარკვეული შემოსავალი და არ აცნობეს სააგენტოს, ცენტრალიზებულად შეუწყდათ რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და დაევალათ მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წერილობით ეცნობოს ოჯახს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე 2 კვირის განმავლობაში.
აღნიშნულ წერილს ერთვის შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია, რომ ი-------------ის ოჯახის წევრებს დაუფიქსირდა შემოსავალი, დარიცხული ,,-----------–-----------–-----–----------–--------------------), შპს ,,ფ-------------------------- და შპს ,,ა-----–-------------------) მიერ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის №------- წერილი და შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია შემოსავლების შესახებ. (ს.ფ. 17-19)
3.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თ------–------------------–------------–---ს 2018 წლის 27 თებერვლის წერილით ი-------------ეს ეცნობა, რომ მიმდინარე წლის 17 თებერვლის №------- წერილის საფუძველზე მათი ოჯახის მიმართ ს/კ 0----------- ცენტრალიზებულად შეწყვეტილია რეგისტრაცია. ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში გარემოებათა გამოკვლევის შედეგად დაუფიქსირდა შემოსავალი, და ამის შესახებ არ აცნობა რაიონულ განყოფილებას. ასევე, ეცნობა, რომ უნდა გამოცხადდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს თ------–------------------–------------–---ში, რათა მოხდეს ზედმეტად მიღებული იანვრის თვის თანხის 160.00 ლარის სააგენტოს ანგარიშზე დაბრუნება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს თ------–------------------–------------–---ს 2018 წლის 27 თებერვლის წერილი. (ს.ფ. 23)
- სოციალური მომსახურების სააგენტოს თ------–------------------–------------–---ს უფროსი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებლის მოხსენებითი ბარათი. (ს.ფ. 24-25)
3.6. ი-------------ემ თანხმობა განაცხადა ,,ზედმეტად მიღებული თანხის 160 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ნებაყოფლობით უკან დაბრუნების თაობაზე. მის მიერ დაბრუნებული იქნა მხოლოდ 33.00 ლარის ოდენობით. დარჩენილია 127.00 ლარი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ი-------------ის განცხადება და ქვითარი (ს.ფ. 26-28)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე, 991-ე მუხლები, ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კანონმდებლობა სოციალური დახმარების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის” მე-4 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სადაც განსაზღვრულია ოჯახის უფლება-მოვალეობანი განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების, ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;
ამავე დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ არ შეასრულა მისი ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულება და არ აცნობა მოსარჩელეს, რომ შეიცვალა მათი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა, ი-------------ე და მისი ოჯახის წევრები დასაქმდნენ და მათ მიიღეს შემოსავალი ,,-----------–-----------–-----–----------–--------------------), შპს ,,ფ-------------------------- და შპს ,,ა-----–-------------------) მიერ. აღნიშნულით კი დაარღვიეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნები. ასევე, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომ შემოსავალი არ მიუღია. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობით ი-------------ის ოჯახს ზედმეტად ჩაერიცხა სოციალური დახმარება 160 ლარი. ასევე, დადგენილია, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი მოპასუხე მხარეს არ გაუსაჩივრებია. იგი პროცესზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში, ხოლო 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ის გარემოება, რომ მოპასუხემ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ზედმეტად მიიღო სოციალური დახმარება 160,00 (ასსამოცი) ლარის ოდენობით, კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე შეძენილი კი, ზემოხსენებული ნორმის თანახმად, შემძენისაგან უკან დაბრუნებას ექვემდებარება.
ზემოაღნიშნული ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, ი-------------ე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის თ------–------------------–------------–---ს სარჩელი ი-------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ი-------------ეს (პ/ნ 2----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (გადამხდელის ანგარიში GE 5--------------------------, სახაზინო კოდი 30 200 99 21, მიმღები - ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური) დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების 127.00 ლარის გადახდა.
3. მხარეები განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა