განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119003058591
საქმე #1/226-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი 2019 წელი ქ.ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი
სხდომის მდივანი - ცაცა ებრალიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - სა-–---ე ქე--–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - რა–-დ მა-------ი (დაბადებული - 19---–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #28---------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, ნა----------ს ქ.N-
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი);
დისპოზიცია: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ადვოკატი - ზუ---- და-–---–---–ი
თარჯიმანი- ნა--–- იბ---------ა
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 08:30 საათზე ქ.მარნეულში, ნა----------ს ქუჩაN--ში არსებულ სახლში, ალკოჰოლური სასმელის დალევასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, რა–-დ მა-------მა ყელში ხელის მოჭერით და გაშლილი ხელის კეფის არეში დარტყმის გზით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინება–- მყოფ მეუღლეს ნა--–-ა ალ----ს. რა–-დ მა-------ის ძალადობრივი ქმედების შედეგად, ნა--–-ა ალ----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. რა–-დ მა-------ი, არარეგისტრირებულ ქორწინება–- მყოფ მეუღლეს, ნა--–-ა ალ----ს, დაკავებამდე ბოლო ოცი დღის განმავლობა–-, ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2019 წლის 16 ივნისს კი დაახლოები 18:00 საათზე ქ.მარნეულში, ნა----------ს ქუჩაN--ში მდებარე სახლში, მან ყელში ხელის მოჭერით და გაშლილი ხელის თავის არეში დარტყმის გზით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნა--–-ა ალ----ს. რა–-დ მა-------ის ძალადობრივი ქმედების შედეგად, ნა--–-ა ალ----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა რა–-დ მა-------მა თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2019 წლის 16 ივნისის მისი საცხოვრებელი სახლში, დილის საათებში მეუღლესთან ნა--–-ა ალ----სთან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც ყელში წაუჭირა ხელი და გაშლილი ხელი ჩაარტყა კეფის არეში. ასევე მოუვიდა მეუღლესთან იმავე დღის საღამოს საათებში რა დროსა თავში გაშლილი ხელი დაარტყა და ყელში მოუჭირა მას, ასევე ბოლო ხანებში ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას.
2.2. რა–-დ მა-------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულის ნა--–-ა ალ----ს, მოწმეების ეტ---რ მა-------ის, ეს----ა ბა---------ს, რი---თ მა-------ის, ნი---ტ მა-------ის გამოკითხვის ოქმებს, ვიზუალური დათვალიერების ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და მასზე დართულ ფოტოილუსტრაციას.
2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევა–- ბრალდებულ რა–-დ მა-------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობა–-.
2.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიცია–-ა, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.6. ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა–- განმარტა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ და სასამართლოს სთხოვა მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.
2.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1, 1.2. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობა–-; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფა–-, შანტაჟსა და დამცირება–-. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის 1.1. 1.2. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 08:30 საათზე ქ.მარნეულში, ნა----------ს ქუჩაN--ში არსებულ სახლში, ალკოჰოლური სასმელის დალევასტან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, რა–-დ მა-------მა ყელში ხელის მოჭერით და გაშლილი ხელის კეფის არეში დარტყმის გზით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინება–- მყოფ მეუღლეს ნა--–-ა ალ----ს. რა–-დ მა-------ის ძალადობრივი ქმედების შედეგად, ნა--–-ა ალ----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
რა–-დ მა-------ი, არარეგისტრირებულ ქორწინება–- მყოფ მეუღლეს, ნა--–-ა ალ----ს, დაკავებამდე ბოლო ოცი დღის განმავლობა–-, ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2019 წლის 16 ივნისს კი,დაახლოებით 18:00 საათზე ქ.მარნეულში, ნა----------ს ქუჩაN--ში მდებარე სახლში, მან ყელში ხელის მოჭერით და გაშლილი ხელის თავის არეში დარტყმის გზით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნა--–-ა ალ----ს. რა–-დ მა-------ის ძალადობრივი ქმედების შედეგად, ნა--–-ა ალ----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3.3. მოცემულ შემთხვევა–-, საქმეში არსებული მასალებით, დადგენილია, რომ დაზარალებული ნა--–-ა ალ---- არის ბრალდებულ რა–-დ მა-------ის მეუღლე. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინება–- მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ამდენად, ბრალდებული რა–-დ მა-------ი და დაზარალებული ნა--–-ა ალ---- საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ითვლებიან ოჯახის წევრებად.
3.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რა–-დ მა-------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით , რომელისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედება–- გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევა–- სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევა–- დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც რა–-დ მა-------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4.5. მოცემულ შემთხვევა–- სასამართლო სასჯელის დანიშვნისას რა–-დ მა-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ) და აღიარა ჩადენილი ქმედებები. სასამართლო ასევე ითვალისწინებს რა–-დ მა-------ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ სა–-შროებასა და ხასიათს (მან მეუღლის მიმართ ორჯერ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - ძალადობა, რაც ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბებისა და ხასიათის გათვალისწინებით მომეტებული სა–-შროების მატარებელია), ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს, რა–-დ მა-------ის ქმედება–- გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, დაზარალებულის პოზიციას, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, გარიბ გაფაროვის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ბრალდებულის რესოციალიზაციას.
4.6. ამდენად, განაჩენის 4.5. და 4.6. პუნქტებში არსებული გარემოებების გათვალისწინებით გაბილ გაფაროვს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, (2019 წლის16 ივნისის 08:30 საათის ეპიზოდი) სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, (2019 წლის16 ივნისის 18:00 საათის ეპიზოდი) სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი სა–-შროებისა და რა–-დ მა-------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
4.7. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევა–- ვინაიდან რა–-დ მა-------მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს გამოსაცდელი ვადა. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, რა–-დ მა-------ს უნდა დაეკისროს სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. რა–-დ მა-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე, 63-66-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
რა–-დ მა-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 16 ივნისის 08:30 საათის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 16 ივნისის 18:00 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 16 ივნისის 08:30 საათის ეპიზოდი) სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 16 ივნისის 18:00 საათის ეპიზოდი) სასჯელის სახდედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით, შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეტა 6 თვის ვადით და რა–-დ მა-------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად აღნიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხილო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობა–-, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
მსჯავრდებულ რა–-დ მა-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
რა–-დ მა-------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადა–- ჩაეთვალოს პატიმრობა–- ყოფნის დრო 2019 წლის 16 ივნისიდან 2019 წლის 24 ივლისის ჩათვლით.
განაჩენი კანონიერ ძალა–- შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადა–-, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა–- ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ჯემალ კოპალიანი