განაჩენი

სისხლის სამართლის 19.09.2019
საქმის ნომერი
330100119003165262
თარიღი
19.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3988-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – ნ--- ჯ----–ის

ბრალდებულ _ ა-–---------- მ----------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ა-–---------- ვ-–--------ის ძე მ----------ის, დაბადებულის 1--- წლის 2-----–--ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ-------–--–------------------------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----–-------------------------------------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–---------- მ----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (ორი ეპიზოდი).

ა-–---------- მ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გ-–-----------–-------------------------–--ს პატრულ-ინსპექტორ ი-----–- ს-------ის მიერ 2018 წლის 26 დეკემბერს შედგენილი №------ შემაკავებელი ორდერის თანახმად, ა-–---------- მ----------ს, როგორც მოძალადეს, ერთი თვის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან - დედასთან მ---- ა-----–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მიუხედავად აღნიშნულისა, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ა-–---------- მ----------ი 2019 წლის 18 იანვარს მივიდა ქ.თბილისში, გ-–-------------------------------------------------------თან, სადაც მ---- ა-----–---–ი იმყოფებოდა. დაიწყო კარზე ძლიერად კაკუნი და ითხოვდა კარის გაღებას. ამავდროულად, ხმამაღლა იგინებოდა უცენზურო სიტყვებით. აღნიშნულის გამო, მ---- ა-----–---–მა გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

ე.ი. ა-–---------- მ----------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 იანვრის ეპიზოდი).

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–------–-----------–---------------–----–-- პატრულ-ინსპექტორ მ----- პ---------–---–ის მიერ 2019 წლის 10 ივლისს შედგენილი №------ შემაკავებელი ორდერის თანახმად, ა-–---------- მ----------ს, როგორც მოძალადეს, ერთი თვის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან - დედასთან მ---- ა-----–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მიუხედავად აღნიშნულისა, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ა-–---------- მ----------ი 2019 წლის 19 ივლისს მივიდა ქ.თბილისში, გ-–-------------------------------------------------------ში დედასთან - მ---- ა-----–---–თან. ვინაიდან ა-–---------- მ----------ი იყო მთვრალი, მ---- ა-----–---–მა მასთან კონფლიქტს თავი აარიდა, ხოლო მეორე დღეს, 2019 წლის 20 ივლისს, დილის საათებშივე მოსთხოვა მას ბინის დატოვება, რაზეც ა-–---------- მ----------მა უარი განუცხადა. აღნიშნულის გამო მ---- ა-----–---–მა გამოიძახა საპატრულო პოლიცია და განაცხადა, რომ მისი შვილი ა-–---------- მ----------ი არღვევდა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ვალდებულებებს.

ე.ი. ა-–---------- მ----------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 19 ივლისის ეპიზოდი).

სასამართლოს დასკვნა ა-–---------- მ----------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმებს, ა-–---------- მ----------ის მიმართ 2018 წლის 26 დეკემბერს გამოწერილ №------ და 2019 წლის 10 ივლისს გამოწერილ №------ შემაკავებელ ორდერებს, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ა-–---------- მ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ა-–---------- მ----------ს ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელი, ხოლო საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნისას.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სამართლიანი სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის ხასიათთან და სიმძიმესთან, ამასთან გათვალისწინებული უნდა იქნეს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, აგრეთვე, მსჯავრდებულის პიროვნება და მისგან მომდინარე საფრთხეები.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მოვალეობების დარღვევის ხასიათს, კერძოდ, ერთის მხრივ, გასათვალისწინებელია ბრალდებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების ეპიზოდურობა და მისი მიდრეკილება ალკოჰოლური სასმელებისადმი (ორივე შემთხვევაში დანაშაული ჩადენილია ალკოჰოლური თრობის ქვეშ), ხოლო მეორეს მხრივ, აღსანიშნავია, რომ ა-–---------- მ----------ის მხრიდან დედის მიმართ განხორციელებულია ფსიქოლოგიური ძალადობა და ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ ძალადობას, რაც ბრალდებულის მომეტებულ საშიშროებაზე მიუთითებდა. ამასთან, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო თავის მხრივ, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და აქვს შემრიგებლური დამოკიდებულება. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს ა-–---------- მ----------ის მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან მისგან მომდინარე საფრთხეების აღკვეთა შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც. რაც შეეხება ალტერნატიული სასჯელის სახით ჯარიმის ანდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნას, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია ერთის მხრივ ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობისა (აღსანიშნავია, რომ მის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის შეტანა სახელმწიფო ბიუჯეტში) და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, კერძოდ, მისი თქმით, აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები (ფეხზე ესაჭიროება ოპერაციის ჩატარება), რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა-–---------- მ----------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია ა-–---------- მ----------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინებით, რომლის თანახმად, ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენისას დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა ერთი წლით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სანქციის მინიმალურ ზღვარს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილისათვის შეადგენს 1 (ერთ) წელს. ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით კი სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია საბოლოოდ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–---------- მ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. ა-–---------- მ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 19 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2019 წლის 19 ივლისის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 2019 წლის 18 იანვრის ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–---------- მ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

4. მსჯავრდებულ ა-–---------- მ----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 20 ივლისიდან 2019 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

5. მსჯავრდებულ ა-–---------- მ----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ა-–---------- მ----------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

6 განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი