გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030310219002847667
№ 3/19-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.10.2019 წ. ქ.ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო
განყოფილება
წარმომადგენელი შ------- ღ-----
მოპასუხე ნ---- ს------
დავის საგანი სახელმწიფო ფულადი დახმარების ანაზღაურების
დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
დაეკისროს მოპასუხე - ნ---- ს------ს 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში კანონის დარღვევით მიღებული ფულადი დახმარების 2250 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლები:
ბენეფიციარი ა-–---------- ს------ ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირდა 2015 წლის 16 ოქტომბრიდან, უფლებამოსილი წარმომადგენელი ნ---- ს------ - დედა. ბენეფიციარზე 2015 წლის ნოემბრიდან 2017 წლის მარტის თვის ჩათვლით გაიცემოდა ფულადი დახმარება თვეში 150 ლარი. 2017 წლის აპრილიდან სოციალური დახმარების ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ ა-–---------- ს------ს შეუჩერდა, ხოლო ამავე წლის მაისის თვიდან შეუწყდა ფულადი დახმარების მიღება, მიზეზი: დედის ნ---- ს-----ის და ბავშვის ა-–---------- ს-----ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა. კონტროლის დეპარტამენტის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა დეტალური ინფორმაცია მოქალაქეების: ნ---- ს-----ისა და ა-–---------- ს-----ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რის პასუხადაც მიღებული ინფორმაციის განხილვის შედეგად გაირკვა, რომ ორივე მოქალაქის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა: ნ---- ს------ 25/12/2015 (გასვლა), 16/03/2016 (შემოსვლა), 01/04/2016 (გასვლა), 22/06/2016 (შემოსვლა), 10/09/2016 (გასვლა), 20/11/2016 (შემოსვლა), 25/11/2016 (გასვლა), 16/02/2017 (შემოსვლა), 25/02/2017 (გასვლა),21/05/2017 (შემოსვლა), 03/06/2017 (გასვლა), 14/08/2017 (შემოსვლა). ა-–---------- ს------ 25/12/2015 (გასვლა), 16/03/2016 (შემოსვლა), 01/04/2016 (გასვლა), 22/06/2016 (შემოსვლა), 10/06/2016 (გასვლა), 21/05/2017 (შემოსვლა), 03/06/2017 (გასვლა), 14/08/2017 (შემოსვლა). ასეთი ხშირი ადგილმონაცვლეობა ადასტურებს, რომ ოჯახი ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ქ.ფოთში, რაც ფულადი თანხის შეწყვეტის საფუძველია. შესაბამისად, 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით გაცემული ფულადი თანხა ექვემდებარება დაბრუნებას. ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის N01-31/ნ ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,დადგენილებით განსაზღვრული პირობების გარდა, მაძიებელი/ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ფაქტობრივად ცხოვრობდეს ბიოლოგიური დედის/ოჯახის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით“. ამავე ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,ფულადი დახმარება შეწყდება ბენეფიციარის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის შეცვლისას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს დანიშვნის ადგილის პირობებს“. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის N262 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,პროგრამის ბენეფიციარი/მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელიც თან სდევს ფულადი დახმარების გაცემის შეწყვეტას, ამ გარემოებების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა“. ამავე დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად: ,,ფულადი დახმარებიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ სააგენტოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე“. ვინაიდან ბენეფიციარს შეუწყდა თანხის გაცემა, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ფულადი თანხის დაკავება. ოჯახს გაეგზავნა შეტყობინებები ზედმეტად გაცემული 2250 ლარის დაბრუნების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ. ასევე, შედგა სატელეფონო კომუნიკაცია ნ---- ს------სთან, რა დროსაც განემარტა და ეცნობა მისი ვალდებულებების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნ---- ს------ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ბენეფიციარი ა-–---------- ს------ ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირდა 2015 წლის 16 ოქტომბრიდან, უფლებამოსილი წარმომადგენელი ნ---- ს------ - დედა. ბენეფიციარზე 2015 წლის ნოემბრიდან 2017 წლის მარტის თვის ჩათვლით გაიცემოდა ფულადი დახმარება თვეში 150 ლარი. 2017 წლის აპრილიდან სოციალური დახმარების ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ ა-–---------- ს------ს შეუჩერდა, ხოლო ამავე წლის მაისის თვიდან შეუწყდა ფულადი დახმარების მიღება, მიზეზი: დედის ნ---- ს-----ის და ბავშვის ა-–---------- ს-----ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა.
3.2.2. კონტროლის დეპარტამენტის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა დეტალური ინფორმაცია მოქალაქეების: ნ---- ს-----ისა და ა-–---------- ს-----ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რის პასუხადაც მიღებული ინფორმაციის განხილვის შედეგად გაირკვა, რომ ორივე მოქალაქის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა: ნ---- ს------ 25/12/2015 (გასვლა), 16/03/2016 (შემოსვლა), 01/04/2016 (გასვლა), 22/06/2016 (შემოსვლა), 10/09/2016 (გასვლა), 20/11/2016 (შემოსვლა), 25/11/2016 (გასვლა), 16/02/2017 (შემოსვლა), 25/02/2017 (გასვლა),21/05/2017 (შემოსვლა), 03/06/2017 (გასვლა), 14/08/2017 (შემოსვლა). ა-–---------- ს------ 25/12/2015 (გასვლა), 16/03/2016 (შემოსვლა), 01/04/2016 (გასვლა), 22/06/2016 (შემოსვლა), 10/06/2016 (გასვლა), 21/05/2017 (შემოსვლა), 03/06/2017 (გასვლა), 14/08/2017 (შემოსვლა). ასეთი ხშირი ადგილმონაცვლეობა ადასტურებს, რომ ოჯახი ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ქ.ფოთში, რაც ფულადი თანხის შეწყვეტის საფუძველია.
3.2.3. ოჯახს გაეგზავნა შეტყობინებები ზედმეტად გაცემული 2250 ლარის დაბრუნების თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარის ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის N01-31/ნ ბრძანება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის N262 დადგენილება (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ უკანონოდ მიიღო თანხა 2250 ლარი, რაც მას კანონით აღარ ეკუთვნოდა.
,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის N01-31/ნ ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,დადგენილებით განსაზღვრული პირობების გარდა, მაძიებელი/ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ფაქტობრივად ცხოვრობდეს ბიოლოგიური დედის/ოჯახის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით“.
ამავე ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,ფულადი დახმარება შეწყდება ბენეფიციარის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის შეცვლისას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს დანიშვნის ადგილის პირობებს“.
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის N262 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,პროგრამის ბენეფიციარი/მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელიც თან სდევს ფულადი დახმარების გაცემის შეწყვეტას, ამ გარემოებების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა“.
ამავე დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად: ,,ფულადი დახმარებიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ სააგენტოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე“. ვინაიდან ბენეფიციარს შეუწყდა თანხის გაცემა, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ფულადი თანხის დაკავება. ოჯახს გაეგზავნა შეტყობინებები ზედმეტად გაცემული 2250 ლარის დაბრუნების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.
მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 2250 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ის უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. დაეკისროს მოპასუხე - ნ---- ს------ს (პ/ნ 4----------) 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში კანონის დარღვევით მიღებული ფულადი დახმარების 2250 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე