გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/3-15
N200210015692309
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2019 წ. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ს----------–ოს ბ---ი“ (სს ,,პ------- ბ---ის“ უფლებამონაცვლე)
მოპასუხე - შპს ,,ბ-–------------------------------------–--", დ-----------ი ა-–---------ე ბ----–-–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. შპს ,,ბ-–------------------------------------–--ს“ სს ,,ს----------–ოს ბ---ის“ (სს ,,პ------- ბ---ის“ უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ბ---ის მიერ გადახდილი 29790.43 ლარის დაბრუნება. დაეკისროს ბ---ის მიერ გადახდილი აღსრულების საფასურის (კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასურის) 584.13 ლარის გადახდა;
2. შპს ,,ბ-–------------------------------------–--ს“ სს ,,ს----------–ოს ბ---ის“ (სს ,,პ------- ბ---ის“ უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ბ---ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 893.71 ლარის და 150 ლარის გადახდა.
წარმოდგენილი სარჩელით, მოსარჩელე განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სს ,,პ-------ბ---ს“ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება. დაკისრებული თანხის ძირითადი ნაწილი შეადგენდა შპს ,,ბ-–------------------------------------–--ის“ მიერ საგადასახადო შეთანხმების პირობების დარღვევის შედეგად გათვალისწინებულ სანქციას. კრედიტორის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით შესრულებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ შესრულდა, კომპანიის ანგარიშზე 28 ოქტომბერს ჩაირიცხა 7272.93 ლარი, ხოლო შეუსრულებელ ნაწილზე კრედიტორს ეთხოვა დამატებითი (გადახდის ვალდებულების დამადასტურებელი) დოკუმენტაციის წარდგენა; ბ---ის მოთხოვნაზე კრედიტორს არ უპასუხია. შპს ,,ბ-–------------------------------------–--ის“ მიერ საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 16 900 ლარი. 2014 წლის 15 ოქტომბერს ანგარიშიდან გადარიცხულია 15 000 (ანგარიშზე 2013 წლის 13 დეკემბერს შეტანილი თავდაპირველი და დაყადაღებული თანხა) და დამატებით შეტანილი 1900 ლარის ოდენობის თანხა. ამის შემდგომ კომპანიის ანგარიშიდან მოხსნილია საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ყადაღა, რასაც მოწმობს კიდეც ანგარიშზე განხორციელებული შემდგომი განკარგვის ოპერაციები. საგადასახადო ორგანოსთან მიღწეულმა შეთანხმებამ კომპანიის მხოლოდ 1900 ლარის ოდენობის დამატებითი ხარჯი შეადგინა. შპს ,,ბ-–------------------------------------–--ის“ სასარგებლოდ ბ---ის მიერ გადახდილია 7 272.93 ლარი, რაც სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ შემდეგ ვალდებულებებს მოიცავდა: 1. 1900 ლარი - ხელახალი საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადახდილი თანხა; 2. 3825 ლარი - სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა თანხის გადარიცხვის დაყოვნების გამო; 3. 1047.93 ლარი - სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. 4. 500 ლარი - ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება; უკვე სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ შპს ,,ბ-–------------------------------------–--მა“ შ--------–--ის სამსახურთან ხელახალ შეთანხმებას მიაღწია, კომპანიას არ დაკისრებია მოსალოდნელი სანქციები. შპს ,,ბ-–------------------------------------–--ის“მოთხოვნის საფუძველზე ბ---მა ნებაყოფლობით ნაწილობრივ შეასრულა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ სრულად აანაზღაურა კომპანიისთვის ფაქტობრივად მიყენებული ზიანი და გაწეული ხარჯი; ბ---მა საპასუხო წერილში საფუძვლიანი უარი განაცხადა გადაეხადა დავალიანების ის ნაწილი, რომელიც თავად კომპანიას არ გადაუხდია და არც ხაზინაში მისი გადახდის ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია. 2014 წლის 26 ნოემბერს შპს ,,ბ-–------------------------------------–--მა“ იძულებითი აღსრულება დაიწყო. ბ---ის მიერ სააღსრულებო პროცესის ფარგლებში გადახდილი თანხა შეადგენს 29206.3 ლარს და მის 2% (კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასური) – 584.13 ლარს. მიგვაჩნია რომ შპს,,ბ-–------------------------------------–--მა“ ბ---ისგან სააღსრულებო წარმოებით მოითხოვა და მიიღო იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც არ დადგომია. აგრეთვე ბ---ს მიადგა ზიანი, რაც სააღსრულებო წარმოების დაწყების საფასურის დაკისრებაში გამოიხატა. აღნიშნულიდან გამომდინარე დარღვეული უფლების აღსადგენად სასამართლოსთვის მიმართვა მიგვაჩნია მიზანშეწონილად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხემ სასამართლოს მომართა შესაგებლით, რომლის მიხედვით მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნებს არ ეთანხმება და განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,ბ-–------------------------------------–--ის“ სარჩელი სს,,პ-------ბ---ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე და სს ,,პ-------ბ---ს“ დაეკისრა ჯამში 36479.23 ლარის გადახდა; გადაწყვეტილება სს ,,პ-------ბ---ს „ სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, იგი შევიდა კანონიერ ძალაში და კრედიტორზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი; დაკისრებული თანხიდან სს,, პ-------ბ---მა“ გადაიხადა მხოლოდ 7272.93 ლარი; 2014 წლის 25 ნოემბერს კრედიტორმა - შპს ,,ბ-–------------------------------------–--მა“ სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად და სს ,,პ------- ბ---ისაგან“ 29206,30 ლარის გადახდევინების მოთხოვნით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ს----------–ოს კანონის საფუძველზე, მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელმაც კანონის მოთხოვნათა დაცვით აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დავის ინიცირების საფუძველი გახლდათ სს ,,პ-------ბ---ის“ მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ბ---ის დიდი ხნის კლიენტის - შპს ,,ბ-–------------------------------------–--ის“ ინტერესების უგულვებელყოფა და ზიანის მიყენება. სწორედ ბ---ის უკანონო ქმედებების შედეგად აღმოჩნდა ერთი წლის წინ შპს ,,ბ-–------------------------------------–--ი“ გაკოტრების წინაშე, დათხოვილ იქნა თანამშრომლები და დღეს თავიდან უხდება ბიზნესის დაწყება და დაკარგულ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენა; სწორედაც, რომ არა სს ,,პ-------ბ---ის“ მხრიდან მიყენებული ზიანი, რაც სამართლიანად იქნა გაზიარებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, კომპანია ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა; შესაბამისად გაუგებარია, რატომ აგრძელებს სს ,,პ-------ბ---ი“ შპს ,,ბ-–------------------------------------–--ის“ ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებებს; მიაჩნიათ, რომ სს ,,პ-------ბ---ის“ სარჩელი ზემოაღნიშნული თემის გაგრძელებაა, ადგილი აქვს დავას იმ მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, ხოლო ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. მსგავსი რამ კი ნამდვილად ხდება, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მხარეებს შორის უკვე განიხილა დავა და 2014 წლის 22 აგვისტოს გამოიტანა შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც სს ,,პ-------ბ---ის“ მხრიდან არ გასაჩივრებულა; მიაჩნიათ, რომ საქმის მასალებით არ დგინდება იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც აუცილებელია მოსარჩელის მიერ სამართლებრივ საფუძვლად მითითებული სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, 976-ე და 991-ე მუხლებით კვალიფიკაციისთვის;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. სს ,,ს----------–ოს ბ---ი“ არის სს ,, პ------- ბ---ის" უფლებამონაცვლე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი სამეწარმეო დაარასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან(ს.ფ.163)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს ,,პ-------ბ---ს“ შპს ,,ბ-–------------------------------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 31106,30 ლარის და ასევე პირგასამტეხლოს თანხის 3825 ლარის გადხდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება საქმეზე N2/3015-14 და სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 13-20, 21)
3.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა სს ,,პ-------ბ---ის“ მიერ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 07 ოქტომბერს. 2014 წლის 21 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება საქმეზე N2/3015-14 და სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 13-20, 64)
3.2.3.კრედიტორის, შპს ,,ბ-–------------------------------------–--ის“, მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით შესრულებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ შეასრულა მოსარჩელემ და კომპანიის ანგარიშზე 28 ოქტომბერს ჩაირიცხა 7272.93 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კრედიტორის განცხადება, ბ---ის პასუხი და ამონაწერი კრედიტორის საბ---ო ანგარიშიდან (ს.ფ. 23, 24, 25,26)
3.2.4. შპს ,,ბ-–------------------------------------–--ის“ სასარგებლოდ ბ---ის მიერ გადახდილია 7 272.93 ლარი, რაც მოსარჩელე მხარის განმარტებით სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ შემდეგ ვალდებულებებს მოიცავდა: 1. 1900 ლარი - ხელახალი საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადახდილი თანხა; 2. 3825 ლარი - სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა თანხის გადარიცხვის დაყოვნების გამო; 3. 1047.93 ლარი - სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. 4. 500 ლარი - ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება, ხოლო გადაწყვეტილებით დაკისრებული დანარჩენი თანხის გადახდაზე ნებაყოფლობით მოსარჩელემ ფაქტიურად უარი განაცხადა.
რის გამოც მოპასუხე შპს ,,ბ-–------------------------------------–--ის“ სასარებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება მოპასუხემ მოხდინა იძულებით, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი შპს ,,ბ-–------------------------------------–--ის“ საბ---ო ანგარიშიდან (ს.ფ. 26).
სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105. 2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 976-ე,991-ე,992-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე სს ,,ს----------–ოს ბ---ის“(სს პ------- ბ---ის) მოსაზრებას, რომ მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა თანახმად სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 991-ე და 992-ე მუხლისა და მას აქვს ვალდებულება აუნაზღაუროს ზიანი მოსარჩელეს.
ვინაიდან ,,უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.(საქმე Nას-112-105-2017; 06.02.2019)
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მოახდინა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება სააღსრულებო წარმოებით სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, შესაბამისად იურიდიული საფუძვლის გარეშე მას არ უსარგებლია სხვა პირის ქონებით, რითაც დაარღვევდა სხვა პირის უფლებას. მოპასუხე არც მართლსაწინააღმდეგო, არც განზრახი და არც გაუფრთხილებელი მოქმედებით არ მიუყენებია ასევე ზიანი მოსარჩელისათვის.
მოსარჩელე მხარეს თუ მიაჩნდა რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ოდენობა არ უნდა გადაეხადა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს არ მისდგომია გადაწყვეტილებით დაკსირებული თანხის ოდენობის ზიანი, ასეთ შემთხვევაში მას უნდა მიემართა გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოსათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 423-ე მუხლით დადგენილი წესით, რაც არ გაუკეთებია და აღნიშნული გადაწყვეტილება არის კანონიერ ძალაში შესული.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 893.71 ლარის ოდენობით ანაზღაურებას არ ექვემდებარება და უნდა დარჩეს გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმესთან დაკავშირებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის განჩინებით ყადაღა დაედო: ა) შპს ,,ბ-–------------------------------------–--ის” სახელზე რეგისტრირებულ შემდეგი სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებს:სახ. ნომერი I-----, ტექნიკური პასპორტი №H--------, მოდელი H----------------------, გამოშვების წელი 1---, V----------------------; სახ. ნომერი I-----, ტექნიკური პასპორტი №H--------, მოდელი H--------------------------, გამოშვების წელი 1---, V----------------------; სახ. ნომერი S-----, ტექნიკური პასპორტი №A--------, მოდელი D--------------, გამოშვების წელი 1---, V----------------------. ბ) შპს ,,ბ-–------------------------------------–--ის” ბალანსზე რიცხულ შემდეგ მატერიალურ აქტივებს საბაზრო ღირებულებით: 1.გადაცემათა კოლ.,ზეთის საცვლელი დანადგარი კორეული წარმოების - 6200 ლარის ღირებულების; 2.დიაგნოსტიკური კომპიუტერი A--------ი 12 000 ლარის ღირებულების; 3.დიაგნოსტიკური კომპიუტერი C----------ი 13500 ლარის ღირებულების.
მოცემულ შემთხვევაში რადგან მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა გაუქმდეს ზემოაღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,ს----------–ოს ბ---ის“ (სს ,,პ------- ბ---ის“ უფლებამონაცვლე) სარჩელი მოპასუხე შპს ,,,ბ-–------------------------------------–--ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს გადახდილად.
3. გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის განჩინება და ყადაღა მოეხსნას: ა) შპს ,,ბ-–------------------------------------–--ის” სახელზე რეგისტრირებულ შემდეგი სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებს:სახ. ნომერი I-----, ტექნიკური პასპორტი №H--------, მოდელი H----------------------, გამოშვების წელი 1---, V----------------------; სახ. ნომერი I-----, ტექნიკური პასპორტი №H--------, მოდელი H--------------------------, გამოშვების წელი 1---, V----------------------; სახ. ნომერი S-----, ტექნიკური პასპორტი №A--------, მოდელი D--------------, გამოშვების წელი 1---, V----------------------. ბ) შპს ,,ბ-–------------------------------------–--ის” ბალანსზე რიცხულ შემდეგ მატერიალურ აქტივებს საბაზრო ღირებულებით: 1.გადაცემათა კოლ., ზეთის საცვლელი დანადგარი კორეული წარმოების - 6200 ლარის ღირებულების; 2. დიაგნოსტიკური კომპიუტერი A--------ი 12 000 ლარის ღირებულების; 3. დიაგნოსტიკური კომპიუტერი C----------ი 13500 ლარის ღირებულების.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის ქ. N41) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე