განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/19-19
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-----------–---------------–---–-, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–----------------, პირადი ნომერი - 2----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, უმუშევარი, ნასამართლევი, რეგისტრაციის მისამართი: თ------–-----------------------------–----------–-----------, ამჟამად პატიმარი.
ადვოკატი - ლ--–------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------–-- განაჩენებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევი ი-------------–---–- 2019 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ქ--------–----–- მდებარე ს---–-------------–---–-- სახლიდან, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ბენზოხერხს, რითაც დაზარალებულს მიადგა 240 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი გულისხმობს იგივე ქმედებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც განისაზღვრება 150 ლარს ზევით ღირებულებით, ხოლო იმავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი მოიცავს ძარცვას ჩადენილს იმის მიერ, ვინც მინიმუმ ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. ეს უკანასკნელი შემთხვევა სახეზეა მაშინ, როდესაც არც ერთი ქმედებისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის, ასევე ნასამართლობა მიემართება, მათ შორის, ყაჩაღობასა და ქურდობას.
3. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ფასდება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
4. #4----- შეტყობინების მიხედვით, ს---–-------------–---–-- 112-ში დარეკა დანაშაულის თაობაზე. ზარი ფიქსირდება 2019 წლის 25 თებერვალს 21:26 საათზე. ამოღების ოქმის მიხედვით 2019 წლის 26 თებერვალს 00:40-01:00 საათების შუალედში თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ზ-------–------ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ი-------------–---–-სგან ამოღებულ იქნა წითელი ფერის “ROYAL PROFESSIONAL-ის“ ფორმის ბენზოხერხი, რომელიც ხელში ეჭირა, რაც დაილუქა. იგი იმავე დღეს დაკავებულ იქნა 01:05 საათზე, ზემოაღნიშნული სოფლის გასასვლელში, დ---------–---- მიმართულებით. ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების, ასევე ამოცნობის ოქმების მიხედვით, ი-------------–---–-სგან ამოღებული ბენზოხერხი დეტალურად დათვალიერდა და ამოსაცნობად წარედგინა ს---–-------------–---–-, რომელმაც იგი ამოიცნო. აღსანიშნავია, რომ ბენზოხერხი უდავოდ იქნა ცნობილი და დაცვის მხარეს არც ერთ ეტაპზე უარყვია, რომ ბენზოხერხი ს---–-------------–---–- ეკუთვნოდა, ასევე სადავო არ გამხდარა მისი ღირებულება. უდავოდ ცნობის გამო საქმის არსებით განხილვაზე არ დაკითხულან გამომძიებლები - ს---–-----------–----------------–------–---–-------------------------. მოწმე შ-----------–---–-- დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტიკურობა.
5. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ს---–-------------–---–-- გამოკითხვის ოქმები, ვინაიდან იგი გარდაიცვალა. ოქმების მიხედვით, 2019 წლის 25 თებერვალს მას ესტუმრენ ი-------------–---–- და ს---------------–---–-. თავად ცუდად იყო, ხოლო სტუმრებმა არაყი და ხინკლის გაკეთებისათვის საჭირო ინგრედიენტები მიიტანეს. იწვა ლოგინზე, ნახევრად კედლისკენ იყო გადატრიალებული, დაახლოებით 21:00 საათისთვის მოესმა ი------ ხმა, რომ მიდიოდნენ, რის გამოც გადმობრუნდა, ს------ ოთახში არ იმყოფებოდა, ხოლო ი-------------–--–- ხელში ეჭირა მისი წითელი ფერის ბენზოხერხი, ვინაიდან ოთახში სინათლე ენთო, რის გამოც კარგად დაინახა, თანაც ი------ მისვლისას ბენზოხერხი არ ჰქონია, ხოლო მისი ადგილზე არ იდო. ამის დანახვაზე ი------ დაუძახა, რომ დაეტოვებინა მისი ბენზოხერხი, მან კი არ შეიმჩნია. გაჭირვებით წამოდგა საწოლიდან და ხედავდა თუ როგორ ტოვებდა ი-------------–---–- ეზოს მის ბენზოხერხთან ერთად და დაუყვირა, რომ დაეტოვებინა, თუმცა ი----- არ პასუხობდა. დაზარალებულის განმარტებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, რომ გაჰკიდებოდა, რის გამოც დარეკა 112-ში. ი----- თ-----–---–- არ უთხოვია მისთვის ბენზოხერხი და მას არ დაურთავს წაღების ნება. აღნიშნული ბენზოხერხი 2 კვირით ადრე ნაყიდი ჰქონდა ე.წ. „ნავთლუხის ბაზარზე“ 240 ლარად. მ-------------–---–-- (დაზარალებული მისი ბიძაა) განმარტა, რომ ცხოვრობს იმავე სახლში, სადაც დაზარალებული, რომელიც გაყოფილი აქვთ. იმ დღეს ნახა ი-----, რომელსაც ახლდა ქალბატონი. ს---–-------------–---–-- ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, ღვიძლის დაშლის დიაგნოზი ჰქონდა დასმული. გაიგო, რომ ბიძა საშველად იხმობდა, რომ მანგლისელ ი------ მისი ბენზოხერხი წაეღო მისი ნებართვის გარეშე, მისი ტელეფონით დარეკა 112-ში ს---–-------------–---–--. მოწმე ს------ თ------–---–-- განმარტა, რომ 25 თებერვალს იმყოფებოდა ს---–-------------–---–-- სახლში, ი----- თ-----–---–-- წაიყვანა. სახლში ყოფნისას არ გაუგია საუბარი „დრუჟბის“ იგივე (ბენზოხერხის) თხოვებაზე. წამოსვლისას ის წინ გავიდა, მაქსიმუმ 2 წუთში ი----- დაეწია, რომელსაც ხელში ბენზოხერხი ეჭირა. ამ დროს გაიგო ს---–---- ყვიროდა, რომ დაებრუნებინა, ხოლო ი-----მ უთხრა პრობლემა რომ არ შექმნილიყო მერე დაუბრუნებდა, მერე აუხსნიდა, „ორ სიტყვას“ ეტყოდა. ი-----მ მას უთხრა, თუ რა უნდოდა ს---–----ს, ამიტომ თავად მიტრიალდა, ს---–----მ უთხრა, რომ ი------თვის ეთქვა, რომ დაებრუნებინა. მანვე განმარტა, რომ იცის ცოტა რუსული. ბრალდებულმა განმარტა, რომ საჭმლის მისატანად მივიდა ს---–---- თ------–---–----, რომელსაც იცნობს, ერთად იხდიდნენ სასჯელს. სთხოვა ბენზოხერხი ეთხოვა და ისიც დასთანხმდა. თხოვნის დროს ს------ იქ იმყოფებოდა, დაზარალებული ბერძენია და რუსულად ესაუბრებოდა, ხოლო ს------მ რუსული არ იცის. როდესაც გამოდიოდა აიღო ბენზოხერხი და გამოდიოდა, ამ დროს გაიღვიძა დაზარალებულმა, დაინახა ბენზოხერხი, დარეკა პოლიციაში და „დაადგნენ“. როდესაც გარეთ გავიდა ს---–---- ყვიროდა, რომ მიეტანა ბენზოხერხი, მან უთხრა, რომ მეორე დღეს მიუტანდა, ს------ გააგზავნა ს---–----სთან.
6. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ვერსიას დაზარალებულის მიერ ბენზოხერხის თხოვების თაობაზე, რაც ეწინააღმდეგება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მათ შორის, თავად ბრალდებულის ჩვენებაც წინააღმდეგობრივია ამ მიმართებით. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ბრალდებული ცდილობდა წარმოეჩინა თითქოს ს------ თ------–---–-- რუსული არ იცის, ხოლო მასსა და დაზარალებულს შორის ბენზოხერხის თხოვების შეთანხმება სწორედ რუსულ ენაზე შედგა. კერძოდ ბრალდებულმა განმარტა, რომ თხოვნისას ს---------------–---–- ოთახში იმყოფებოდა, ხოლო ამ უკანასკნელმა ცალსახად დაადასტურა, რომ მისი თანდასრებით ადგილი არ ჰქონია რაიმე თხოვნას, დაზარალებულმაც იგივე თქვა გამოკითხვისას. ამასთან ს---------------–---–-ს განმარტებით, მან ცოტა რუსული იცის, ხოლო სასამართლო ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იმას მიაქცევს, რომ მოწმე ჩვენების მიცემისას ბენზოხერხს სწორედ „დრუჟბად“ მოიხსენიებდა და უჭირდა კიდეც მისი ქართული შესატყვისის დასახელება, რის გამოც თარჯიმანიც კი იქნა სხდომაზე მოწვეული. შესაბამისად, ბრალდებულის ლოგიკა, რომ „დრუჟბის“ თხოვნა მოხდა და ეს ს------ თ------–---–-- ვერ გაიგო, ამ საუბრის შესწრების მიუხედავად, ალოგიკურია. გარდა ამისა, თხოვების ნაწილთან მიმართებით დაუჯერებელია ის ვარსია, რომ დაზარლებულმა თან ათხოვა ბრალდებულს ბენზოხერხი და თან ფაქტია, რომ იძულებული გახდა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოსულიყო სახლიდან, ხოლო შემდეგ სამართალდამცავებისთვის მიემართა. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ვერსიას, თითქოს დაზარალებულმა მასზე შური იძია იმის გამო, რომ სასჯელის მოხდისას იგი მას არ დაეხმარა რაღაც ინციდენტისას, რადგან ფაქტია, რომ ბრალდებული ხშირად დადიოდა დაზარალებულთან და მოწმეთა განმარტებით მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ის, რომ დაზარალებულის გამოძიებისას მიწოდებული ინფორმაცია სანდოა ამაზე მოწმეების ს---------------–---–-სა და მ-------------–---–-- განმარტებებიც ადასტურებს. ამასთან სახეზეა ამოღების ოქმი, რომლის თანახმადაც ი-------------–---–-სგან ამოიღეს დაზარალებულის კუთვნილი ბენზოხერხი, რაც ასევე უდავო გარემოებაა. უფრო მეტიც, ბრალდებული თავადაც ადასტურებს, რომ გაიგო, თუ როგორ უყვიროდა დაზარალებული დაებრუნებინა ბენზოხერხი, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ასე მოქცეულიყო, გზა განაგრძო, ანუ მინიმუმ იმ მომენტში იცოდა, რომ ბენზოხერხის წაღების ნებართვა არ ჰქონდა. თუმცა ბრალდებულის განმარტებაც და ს---------------–---–-ს ჩვენებაც ადასტურებს, რომ დაზარალებულის მოთხოვნის მოსმენისას ბრალდებული ს------ თ------–---–-----– საქმის მომდევნო დღეებში გარკვევაზე მიუთითებს, რომ „ორ სიტყვას“ ეტყოდა. ამასთან არც ს------ თ------–---–---- აღნიშნავს, რომ მაგალითად დაზარალებულმა ათხოვა მას ეს ბენზოხერხი, ისე უშვებს ს------ თ------–---–- დაზარალებულთან. ეს მომენტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრალდებულს ბენზოხერხის წაღების ნებართვა არ ჰქონია, რადგან თუ ასეთს ადგილი ჰქონდა რა „პრობლემა“ უნდა შექმნილიყო და, მით უმეტეს, თუ ს---------------–---–- მიაბრუნა დაზარალებულთან და ისიც წავიდა, თავადაც ხომ შეეძლო იგივე, რაც არ გააკეთა. ამის პარალელურად, ს---------------–---–-ს განმარტებით მალევე, 2-3 წუთში გაიგონეს დაზარალებულის ყვირილი, რაც მათ შორის ახლო მანძილზეც მიანიშნებდა. ის გარემოება, რომ დაზარალებულმა დაინახა ი-------------–---–-ს მიერ ბენზოხერხის წაღების მომენტი იქიდანაც გამომდინარეობას, რომ ლოგინზე გადატრიალებული წოლის მიუხედავად იგი დგება და უყვირის ი----- თ-----–---–-, რომ დააბრუნოს ბენზოხერხი, რაც დანახვის გარეშე, საქმის გარემოებებისა და დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით წარმოუდგენელიც კი იქნებოდა.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-------------–---–- აშკარად, ნებართვის გარეშე დაეუფლა ს---–-------------–---–-- კუთვნილ ბენზოხერხს.
8. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით, ი-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც თბილისის საოლქო სასამართლოს 2----–-–--------–---- განაჩენით სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილში გამართლების გამო შეუმცირდა 1 წლით და განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 14 აპრილიდან და გათავისუფლდა 2011 წლის 14 აპრილს კალენდარულად. სსკ-ის 179-ე მუხლთან მიმართებით ნასამართლობის გაქარწყლების 8-წლიანი ვადის (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული) გამო, 2019 წლის 25 თებერვალს ი-------------–---–- ითვლებოდა ნასამართლევად. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------–-- განაჩენით, ი-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 11 იანვრიდან და გათავისუფლდა 2018 წლის 10 იანვარს კალენდარულად. სსკ-ის 177-ე მუხლთან მიმართებით ნასამართლობის გაქარწყლების 6-წლიანი ვადის (მძიმე კატეგორიის დანაშაული) გამო 2019 წლის 25 თებერვალს ი-------------–---–- ითვლებოდა ნასამართლევად.
სამართლებრივი შეფასება:
9. სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული ქმედებით ი----- თ-----–---–-- ჩაიდინა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ი-------------–---–-ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მისი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებითი სტანდარტის თვალსაზრისით. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ი-------------–---–-ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
10. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ი-------------–---–-ს მიერ თვითნებობის და არა ძარცვის ჩადენის თაობაზე. თვითნებობისას ორი მოცემულობაა სახეზე, ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულვებული უფლება. მოცემულ შემთხვევაში, „თავისი უფლება“ გამორიცხულია, რადგან უდავოა, რომ ბენზოხერხი ეკუთვნოდა ს---–-------------–---–-. რაც შეეხება „თავისად დაგულვებულ“ უფლებას, რომც დავუშვათ, რომ თხოვების გამო ი-------------–---–- ვარაუდობდა, რომ უფლება ჰქონდა წაეღო ბენზოხერხი, იგი ამ უფლებას შეცდომით ვერ განახორციელებდა იმ პირობებში, რომ დაზრალებულის პოზიცია აშკარა იყო თავიდანვე, სულ მინიმუმ იმ დროს, როდესაც, როგორც თავად ბრალდებულმა განმარტა (სხვა მტკიცებულებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ), გაიგო ნივთის დაბრუნების თაობაზე დაზარალებულის მოთხოვნა, თუმცა ამის მიუხედავად არ დაუბრუნა ბენზოხერხი მის მესაკუთრეს, რაც ასევე, თავის მხრივ, დაცვის მხარისათვის ყველაზე სასარგებლო ვერსიის განვითარების პირობებშიც კი ვერ აკმაყოფილებს თვითნებობის შემადგენლობას. წარმოუდგენელია თვითნებობის დანაშაულს ადგილი ჰქონდეს იმ პირობებში, როდესაც პირმა იცის, რომ ნივთი მას არ ეკუთვნის, არც მისი აღების/წაღების უფლება არ აქვს და ამას მაინც აკეთებს. სასამართლო მოცემულ საქმეში გამორიცხავს ი-------------–---–-ს შეცდომას უფლების განხორციელებაში. ამასთან სასამართლომ დაადგინა, რომ თხოვნას ადგილი არ ჰქონია და, შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ წამოჭრილი ვერსიის ამგვარი განვითარებაც კი გამორიცხულია.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. ი-------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
13. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
14. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციას, რომელიც მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 7-დან 11 წლამდე. ამიტომ ი----- თ-----–---–- სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ნივთის ღირებულებისა და დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის პირობებში მიაჩნია, რომ სასჯელის მინიმალური ზომა საკმარისია სასჯელის მიზნების მისაღწევად. სასამართლო ასევე ვერ მსჯელობს დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის საკითხზე, ვინაიდან სახეზე არ არის სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ფორმალური საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. ი----- თ-----–---–- სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 26 თებერვლიდან.
3. ნივთმტკიცება წითელი ფერის “ROYAL PROFESSIONAL-ის“ ფორმის ბენზოხერხი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ ს---–-------------–---–-- მემკვიდრეებს.
4. ი-------------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ბადრი ნიპარიშვილი