განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4000-19
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
23 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: დ----- კაპანაძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ე---------- ჯ----–ის ასული თ------ე (დაბადებული - 1----–-–-------------ო, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ვ---------–----ის დასახლება, მე--- მ/რაიონი, კ-------------, ბ-------ში და ფ-------------- მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------–---, მე--- მ/რაიონი, კორპუსი N---, ბ--------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაო შეფარდებულის მიმართ.
ადვოკატი: ვ----– ო-----–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დისპოზიცია: სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ე---------- თ------ემ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ე---------- თ------ე 2016 წლიდან - 2018 წლის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიურ საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ე---------- თ------ე ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. ე---------- თ------ეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 19 960 აშშ დოლარი და 22 375 ლარი, რაზედაც მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 2448 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით 6190.25 ლარი და 3589 ლარი. აღნიშნული შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, ე---------- თ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით, 2016-2018 წლების პერიოდზე, გადასახდელად დაეკისრებოდა 1955.84 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ე---------- თ------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ი-–-- ე-–---ის, ზ------ ყ-------–---–ის, ი---- ბ-------–---–ის, დ----- ლ------ის გამოკითხვის ოქმებს, ოქმს ინფორმაციის დათვალიერების შესახებ, დათვალიერების ოქმს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებს, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის თემატური რევიზიის აქტსა და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, ასევე, ბრალდებულ ე---------- თ------ის გამოკითხვის ოქმს (აღიარებს ჩადენილ ქმედებას).
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა ე---------- თ------ემ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლით კრიმინალიზებულია უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობას. სამეწარმეო საქმიანობა სახელმწიფოს მიერ გარკვეულ სამართლებრივ და საკონტროლო ჩარჩოებშია მოქცეული. აღნიშნული აუცილებელია საზოგადოების უშიშროების, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. ობიექტური მხრივ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა შესაძლებელია, როგორც რეგისტრაციის, ისე ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე საქმიანობაში, ასევე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში ნებართვის ან ლიცენზიის პირობების დარღვევით. ქმედების უკანონო სამეწარმეო საქმიანობად დაკვალიფიცირებისთვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას მოჰყვეს მნიშვნელოვანი ზიანი ან დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული დამთავრებულია ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის მნიშვნელოვანი ზიანის ან დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მომენტიდან. სუბიექტური მხრივ, იგი განზრახი დანაშაულია, მოტივი კი, როგორც წესი, ანგარებითია.
3.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.
3.3. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეების - ი-–-- ე-–---ის, ზ------ ყ-------–---–ის, ი---- ბ-------–---–ის, დ----- ლ------ის გამოკითხვის ოქმებით, ოქმით ინფორმაციის დათვალიერების შესახებ, დათვალიერების ოქმებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის თემატური რევიზიის აქტითა და საქმეში არსებულ სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე, ბრალდებულ ე---------- თ------ის გამოკითხვის ოქმებით (აღიარებს ჩადენილ ქმედებას) დადგენი-–-- ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ე---------- თ------ემ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ე---------- თ------ე 2016 წლიდან - 2018 წლის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიურ საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ე---------- თ------ე ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. ე---------- თ------ეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 19 960 აშშ დოლარი და 22 375 ლარი, რაზედაც მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 2448 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით 6190.25 ლარი და 3589 ლარი. აღნიშნული შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, ე---------- თ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით, 2016-2018 წლების პერიოდზე, გადასახდელად დაეკისრებოდა 1955.84 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
3.4. სასამართლო, გარდა ზემოაღნიშნულისა, ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის დასკვნით სიტყვაში გაჟღერებულ პოზიციაზე, სადაც ბრალდებულის ადვოკატმა სსკ-ის 192-ე მუხლის დისპოზიციაში არსებული ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალადებულო ნიშანი - „მნიშვნელოვანი ზიანი“ და „დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“, მიიჩნია ორაზროვან და ბუნდოვან ჩანაწერად, კერძოდ:
3.4.1. დაცვის მხარის არგუმენტით, ამგვარი ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის, თითქოსდა, კუმულაციურად არის საჭირო დადასტურდეს როგორც მნიშვნელოვანი ზიანის, ასევე დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების არსებობა. ამასთან ვინაიდან, კანონმდებელი მოცემულ შემთხვევაში, პირდაპირ არ უთითებს, თუ რა ითვლება (თანხა ან შემოსავალი) მნიშვნელოვან ზიანად ან დიდ ოდენობად, დაცვის მხარის მოსაზრებით, ამიტომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს დასახელებული დანაშაული ჩადენილი.
3.4.2. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ჯერ ერთი, სასამართლოსათვის სრულიად გაუგებარია დაცვის მხარის ეს სტრატეგია და პოზიცია. კერძოდ, ბრალდებული ერთი მხრივ, დანაშაულს სრულად აღიარებს, ხოლო მეორე მხრივ, დაცვის მხარე იმის დასაბუთებას ცდილობს, რომ ბრალდებულის მხრიდან, თითქოსდა, საერთოდ არ ჰქონია ადგილი დანაშაულის ჩადენას და რომ ეს ქმედება წარმოადგენს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. სასამართლოსათვის გაუგებარია, მაშინ რის ჩადენას აღიარებს ბრალდებული? მნიშვნელოვანია ასევე, ის გარემოებაც, რომ ბრალდებულის ადვოკატი, ერთ შემთხვევაში, მთლიანად ეთანხმება მის დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას დანაშაულის აღიარებასთან მიმართებით და ამავე დროს, მეორე შემთხვევაში, სრულიად დაუსაბუთებლად ცდილობს სასამართლოს დაუმტკიცოს ე. თ------ის უდანაშაულობა. მეორეც, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს სსკ-ის 192-ე მუხლის დისპოზიციას. კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, სსკ-ის 192-ე მუხლით კრიმინალიზებულია უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. ობიექტური მხრივ კი, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა შესაძლებელია, როგორც რეგისტრაციის, ისე ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე საქმიანობაში, ასევე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში ნებართვის ან ლიცენზიის პირობების დარღვევით. ქმედების უკანონო სამეწარმეო საქმიანობად დაკვალიფიცირებისთვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას მოჰყვეს ან მნიშვნელოვანი ზიანი ან დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ამდენად, კანონმდებელი ცალსახად მიანიშნებს, რომ სუბიექტის ქმედებას უნდა მოჰყვეს ან მნიშვნელოვანი ზიანი ან კიდევ დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებელი შეგნებულად არ უთითებს ამ შედეგის კუმულაციურად დადგომის აუცილებლობაზე, არამედ ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის სრულიად საკმარისად თვლის ამ ორი ალტერნატიული შედეგიდან ერთ-ერთის დადგომას - ან მნიშვნელოვანი ზიანის არსებობას ანაც დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ნორმაში კანონმდებლის მიერ „მნიშვნელოვანი ზიანის“ არსებობაზე მითითება, ყოველგვარ აზრს დაკარგავდა, რადგან დიდი ოდენობა თავის თავად ისედაც მოიცავს მნიშვნელოვან ზიანს (აღნიშნულთან დაკავშირებით იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 იანვრის განაჩენი N1/5001 საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი N1/4044-15 საქმეზე).
3.4.3. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ კანონმდებელი ზემოთ მითითებულ ნორმაში არ უთითებს, თუ რა ითვლება მნიშვნელოვან ზიანად (მაშინ როცა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში კანონმდებელი ცალსახად ადგენს, თუ საიდან უნდა აითვალოს მნიშვნელოვანი ზიანი ან დიდი ოდენობა) ან დიდ ოდენობად, არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო აღნიშნულ გარემოებას შეფასების გარეშე ტოვებს. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ნორმის შემფარდებელმა უნდა დაადგინოს მნიშვნელოვანი ზიანის დადგომის არსებობა. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად კი დადგენილი იქნა, რომ ე---------- თ------ეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 19 960 აშშ დოლარი და 22 375 ლარი, რაზედაც მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 2448 აშშ დოლარი, შესაბამისი კურსით 6190.25 ლარი და 3589 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში კი, ე---------- თ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით, 2016-2018 წლების პერიოდზე, გადასახდელად დაეკისრებოდა 1955.84 ლარი, რაც არ მომხდარა. მაშასადამე, 1955.84 ლარი არის, მოცემულ შემთხვევაში, ის აცდენილი ფულადი შემოსავალი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს უნდა მიეღო.
3.4.4. რაც შეეხება მეორე, ალტერნატიულად დასახელებულ შედეგს (რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), ნორმის დისპოზიციაში მისი არსებობა, მართალია, ერთი შეხედვით, გამართლებული არ უნდა იყოს, რადგან თავისთავად ცალკე აღებული დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება მეწარმის მიერ, მნიშვნელოვანი ზიანისგან დამოუკიდებლად, სოციალური საშიშროებით არ ხასიათდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოცემულ შემთხვევაში, ე. თ------ის ქმედებაში სასამართლომ ცალსახად დაადასტურა ზემოთ მითითებული დანაშაულის ყველა ელემენტის არსებობა და ამდენად, ყოველგვარ გონივრულ ეჭვს მოკლებულია მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება.
3.5. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ სახეზეა 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ არსებობს.
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა - ე---------- თ------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
4.7. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.
4.8. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არადეკვატურად წარმოაჩენს.
4.9. სასამართლო მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთა, თავისთავად, არ არის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, მაგრამ, თუ მსჯავრდებულისთვის მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადა აშკარად უსამართლო და ჩადენილი სიმძიმის დისპროპორციულია, ადგილი აქვს სწორედ, რომ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (ამის შესახებ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე და 25-ე პუნქტი).
4.10. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.
4.11. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013 საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.
4.12. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ბრალდებულის - ე---------- თ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენი-–-- განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, საქმეში არ არსებობს რაიმე დამამძიმებელი გარემოება, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული უკანონო საქმიანობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
4.13. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ე---------- თ------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მათ უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციის ფარგლებში. ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, ე---------- თ------ეს უნდა განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. სასამართლოს თვლის, რომ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა - არის თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე---------- თ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
2. მსჯავრდებულ ე---------- თ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო - გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
3. მსჯავრდებულ ე---------- თ------ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე