განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3641-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – რ--------------ის
ბრალდებულ _ გ----------------ს
ადვოკატ - მ--–---- ს--–-----ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ გ------- ჯ----–ის ძე გ-------ს, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის (გაქარწყლებულის), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ.------–--–-----–------------------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----–--------------------------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ----------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (ორი ეპიზოდი).
გ----------------ს მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 ივნისს, ღამის საათებში, გ----------------ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ყოფილი მეუღლის - ი----- გ----–--ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, რის საფუძველზეც გ----------------ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ი----- გ----–--ე ცხოვრობს, ასევე ი----- გ----–--ის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფება, ი----- გ----–--ესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
მიუხედავად ამისა, 2019 წლის 17 ივლისს, გ----------------მ არ შეასრულა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და იმავე დღეს, საღამოს საათებში იმყოფებოდა ი----- გ----–--ის საცხოვრებელი სახლის კართან, რომელზეც აკაკუნებდა და ცდილობდა სახლში შესვლას.
ე.ი. გ----------------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17 ივლისის პირველი ეპიზოდი).
გარდა ამისა, იმავე დღეს, - 2019 წლის 17 ივლისს, გ----------------მ კვლავ არ შეასრულა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და ღამის საათებში განმეორებით მივიდა ი----- გ----–--ის საცხოვრებელი სახლის კართან და ცდილობდა სახლში შესვლას.
ე.ი. გ----------------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17 ივლისის მეორე ეპიზოდი).
სასამართლოს დასკვნა გ----------------ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: გ----------------ს მიმართ 2019 წლის 27 ივნისს გამოწერილ №------ შემაკავებელ ორდერს, შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით ძალადობის მსხვერპლთან ვიზიტის 2019 წლის 18 ივლისის ოქმს, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ გ----------------ს ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რომლებსაც იგი აღიარებს და ინანიებს, ხოლო საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნისას.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სამართლიანი სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის ხასიათთან და სიმძიმესთან, ამასთან გათვალისწინებული უნდა იქნეს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, აგრეთვე, მსჯავრდებულის პიროვნება და მისგან მომდინარე საფრთხეები.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მოვალეობების დარღვევის ხასიათს, კერძოდ, ერთის მხრივ, გასათვალისწინებელია ბრალდებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის სიხშირე, ხოლო მეორეს მხრივ, აღსანიშნავია, რომ გ----------------ს მიმართ 2019 წლის 27 ივნისს შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა ფსიქოლოგიური ძალადობა და ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ ძალადობას, რაც ბრალდებულის მომეტებულ საშიშროებაზე მიუთითებდა. ამასთან, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო როგორც სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის განმარტებით ირკვევა, ბრალდებული და დაზარალებული დღეის მდგომარეობით შერიგებულები არიან, მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია და აგრძელებენ თანაცხოვრებას, ჰყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი (მათ შორის ახალშობილი), ბრალდებული დასაქმებულია და აქვს საკუთარი შემოსავალი, რომლითაც ეხმარება ოჯახს. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და ჩადენილი დანაშაულისადმი ბრალდებულის დამოკიდებულების გათვალისწინებით, სასამართლოს საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია. რაც შეეხება ალტერნატიულ სასჯელებს - ჯარიმასა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ბრალდებულის ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ჯარიმა წარმოადგენს ყველაზე ადეკვატურ და ეფექტურ სასჯელს, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის ზოგადი და კერძო მიზნების მიღწევას, რამდენადაც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით ბრალდებულს ხელი შეეშლება ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებაში, რაც თავის მხრივ, უარყოფითად აისახება მისი ოჯახის ქონებრივ მდგომარეობაზე.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, გ----------------ს დანიშნული ჯარიმა უნდა შეუმცირდეს პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 17 ივლისის პირველი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. გ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 17 ივლისის მეორე ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 2019 წლის 18 ივლისიდან - 2019 წლის 20 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ, გადასახდელად დაეკისროს ჯარიმა 2.050 (ორი ათას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. გაუქმდეს გ----------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 5.000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
5 განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი