გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/14-18 (180310018002266208)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 ნოემბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელეები: ჯ----–ი მ---------–--ლი, ნ-----–ოზ მ---------–--ლი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - შო-----------–-–--ლი
მესამე პირი სას კოდექსის მე-16.2 მუხლით - ბ-----ი მ---------–--ლი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამანეტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 30.08.2--- წლის №8---------43-08 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.2.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამანეტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 26.10.2--- წლის №8---------43-12 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.3.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამანეტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 12.11.2--- წლის №8---------43-14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.4.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამანეტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 02.12.2--- წლის N8---------43-17 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.5.რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამანეტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 14.12.2--- წლის N8---------43-19 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.6.ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.01.2--- წლის №2--- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.7.მოპასუხის დავალდებულება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ს----------ში მდებარე 1400 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3.მესამე პირის პოზიცია
3.1.მესამე პირმა ბ-----ი მ---------–--ლმა სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი.
4.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1.დუშეთის რეგიონული არქივის 01.11.2--- წლის N31/6---- მიმართვის თანახმად, მოპოვებულია შემდეგი ინფორმაცია:
დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული, მცხეთის რაიონის ს----------ს საკრებულოს სოფელ ს----------ს 1997 - 2000 წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია ჯ----–ი ნ-----–ოზის ძე მ---------–--ლი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:
1. მ---------–--ლი ჯ----–ი ნ-----–ოზის ძე - უფროსი;
2. მ---------–--ლი ბ-----ი ჯ----–ის ძე - შვილი;
3. მ---------–--ლი ნ-----–ოზი ჯ----–ის ძე - შვილი, გრაფაში " ახლად ჩამოსულ პირთა აღნიშვნა " ჩაწერილია - 23. X. 97 წ. ამასთან, ქონებრივი მონაცემები მითითებული არ არის. მსგავს ინფორმაციას შეიცავს დუშეთის არქივის მიერ 31.05.2--- წელს გაცემული NAA2---045868-10 საარქივო ცნობა.
სოფელ ს----------ს 2001 - 2005 წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია ჯ----–ი მ---------–--ლი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:
1. მ---------–--ლი ჯ----–ი - უფროსი;
2. მ---------–--ლი ბ-----ი ჯ----–ის ძე - შვილი (ხაზია გადასმული 0, ც/ო. 2002 .20.05.;
3. მ---------–--ლი ნ-----–ოზი.
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება: 2001 - 2004 წწ. მიწა სულ 1,0, ხოლო საცხოვრებელი სახლის შესახებ მონაცემები მითითებული არ არის.
ასევე, დაცულია მცხეთის რაიონის სოფელ ს----------ს მიწის ნაკვეთების სარეფორმო სია, რომელშიც აღრიცხულია N658 - მ---------–--ლი ბ-----ი, ფართობი - 0,65, სოფელ ს----------ს 1993-1999 წწ. მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტებში დაცულია ბ-----ი ჯ----–ის ძე მ---------–--ლის მიღება-ჩაბარების აქტი N4--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-01.11.2--- წლის წერილი N31/6---- (ს.ფ. 97);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 03.10.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
4.1.2. 1998 წლის 2-------რს ბ-----ი ჯ----–ის ძე მ---------–--ლის სახელზე გაცემულია N4-- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მიწის რეფორმის ფარგლებში ჯ----– მ---------–--ლის კომლის წევრს - ბ-----ი ჯ----–ის ძე მ---------–--ლს საკუთრებაში გადაეცა მცხეთის რაიონის (მუნიციპალიტეტის) სოფელ ს----------ში 0,65 ჰა (5000+1500=6500 კვ.მ.) მიწის ნაკვეთი, რაც მის მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 40);
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 122-125);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 03.10.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
4.1.3.მცხეთის რაიონის სოფელ ს----------ში მდებარე 8600.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 72.06.01.018) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის არქივის მიერ 31.05.2--- წელს გაცემული NAA2---045868-10 საარქივო ცნობის საფუძველზე დარეგისტრირდა ნ-----–ოზ მ---------–--ლის, ბ-----ი მ---------–--ლისა და ჯ----– მ---------–--ლის თანასაკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-საარქივო ცნობა (ს.ფ. 82);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 118);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 03.10.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
4.1.4.მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2--- წლის 23 მაისს გაცემულია N4--- წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემულ სოფ. ს----------ს მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით (2007 წლის მონაცემებით), ჯ----– მ---------–--ლს, აღრიცხულს 624-ე რიგით ნომრად, ერიცხება 1,0 ჰა მიწის ფართობი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-წერილი (ს.ფ. 81);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 03.10.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
4.1.5.მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2--- წლის 13 ივლისს გაცემულია N5--- წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემულ სოფ. ს----------ს მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით (2007 წლის მონაცემებით), ნ-----–ოზ მ---------–--ლს, აღრიცხულს 675-ე რიგით ნომრად, ერიცხება 0.15 ჰა მიწის ფართობი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-წერილი (ს.ფ. 70);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 03.10.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
4.1.6.მცხეთის 2--- წლის 02 აგვისტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში ნ-----–ოზ მ---------–--ლმა წარადგინა No8---------43 სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 13.07.2--- წლის N5--- წერილის საფუძველზე მოითხოვა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ს----------ში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია.
2--- წლის 20 ოქტომბერს კი N8---------43 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით ნ-----–ოზ მ---------–--ლმა წარადგინა პირადი განცხადება და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (შესაბამისი ელექტრონული ვერსიაც), რომლის საფუძველზეც სარეგისტრაციო მოთხოვნა დაზუსტდა, კერძოდ, მოთხოვნილ იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ს----------ში მდებარე 1400 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ადმინისტრაციული წარმოების მასალები (ს.ფ. 68-86);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 03.10.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
4.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. 2--- წლის 30 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8---------43-08 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს - ნ-----–ოზ მ---------–--ლს განემარტა, რომ როგორც რეგისტრირებული, ისე სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის პროცესში მყოფი განცხადებით წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობთა ჯამი აღემატებოდა კომლზე რიცხულ მიწის ნაკვეთთა ფართობების ჯამს 10 000 კვ.მ-ს. ამასთან, ნ-----–ოზ მ---------–--ლი რეგისტრირებული არ იყო ცალკე კომლად. შესაბამისად, მოთხოვნილ იქნა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც დადასტურდებოდა დაინტერესებული პირისადმი სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის კუთვნილების ფაქტი (რის საფუძველზეც შედგა მიწის გადასახადის გადამხდელთა სია).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შესაგებელი;
-გადაწყვეტილება (ს.ფ. 18);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 03.10.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
4.2.2. 2--- წლის 26 ოქტომბრის №8---------43-12 გადაწყვეტილებით, 2--- წლის 12 ნოემბრის №8---------43-14 გადაწყვეტილებით და 2--- წლის 02 დეკემბრის №8---------43-17 გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ გაგრძელდა სარეგისტრაციო წარმოება სამსახურის მიერ სათანადო ორგანოებიდან ნ-----–ოზ მ---------–--ლის განაცხადთან დაკავშირებით გამოთხოვილი ინფორმაციის შესახებ პასუხის მიღებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შესაგებელი;
-გადაწყვეტილებები (ს.ფ. 36, 108, 114);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 03.10.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
4.2.3. 2--- წლის 14 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N8---------43-19 გადაწყვეტილება, რომლითაც ნ-----–ოზ მ---------–--ლს განემარტა, რომ მის მიერ არ არის წარმოდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, განცხადებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია 2--- წლის 2 დეკემბერს N318--- მიმართვით გადაეგზავნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
2--- წლის 2 დეკემბერს N318--- მიმართვის პასუხად მიღებულ იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 8 დეკემბრის წერილი N05-------, რომლის მიხედვითაც დაინტერსებული პირის, ნ-----–ოზ მ---------–--ლის განცხადება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შესაგებელი;
-08.12.2--- წლის წერილი (ს.ფ. 115);
-გადაწყვეტილება (ს.ფ. 116);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 03.10.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
4.2.4.მოსარჩელე ნ-----–ოზ მ---------–--ლმა 09.12.2--- წელს №36------7 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ N8---------43 განცხადებასთან დაკავშირებით ზემოთ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სააგენტომ იმსჯელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამანეტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე და 2--- წლის 04 იანვრის №2--- გადაწყვეტილებით უარი უთხრა ნ-----–ოზ მ---------–--ლს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-გადაწყვეტილებები (ს.ფ. 18, 36, 108, 114, 116, 26);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 26.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი; „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილება; საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 06 თებერვლის №128 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე და 1992 წლის 10 მარტის №290 დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 და 1992 წლის 06 თებერვლის №128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ; საქართველოს პარლამენტის დადგენილება "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონის ამოქმედების თაობაზე; საქართველოს კანონი N719 „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე; „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 20 მარტის N1300 კანონი; ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2--- წლის 28 ივლისის N376 დადგენილება; 2010 წლის 15 იანვარს საქართველოს იუსტიციის მინისტრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია’’.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული მარეგისტრირებელი ორგანოების გადაწყვეტილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2.სასამართლოს თვლის, რომ სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად გამოსაკვლევია გარემოება, გააჩნია თუ არა სადავო ქონებაზე მოსარჩელეს საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტი. ამ კუთხით მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 13.07.2--- წლის N5--- წერილი, რომელიც წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2--- წლის 02 აგვისტოს განცხადების საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, რომლის მე-5 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. იმავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მცხეთის რაიონული სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხის მიერ მოსარჩელეთა სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს, შემდეგ გარემოებათა გამო:
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სააგენტოს ფუნქციებს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა რეგისტრაცია.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი განმარტავს რეგისტრაციის ცნებას, რომლის თანახმად, რეგისტრაცია გულისხმობს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრების დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდეულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე რეგისტრაცია შესაძლოა განხორციელდეს არაერთი მტკიცებულების საფუძველზე, ასეთი შესაძლებელია იყოს მიწის რეფორმის პერიოდში მიღებული ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე განსაზღვრული დოკუმენტები.
საყურადღებოა, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილებით, 1992 წლის 18 იანვრიდან საქართველოში დაიწყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმა, რაც გულისხმობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების საქართველოს მოქალაქეთა კერძო საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემას. ამ მიზნით, სახელმწიფო მიწები დაიყო 02 ნაწილად: სახელმწიფო მიწის ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად, რომელთაგან სახელმწიფო ფონდში არსებული მიწები დარჩა სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო მიწის რეფორმის ფონდიდან განხორციელდა ოჯახებისათვის უფასოდ კერძო საკუთრებაში მიწის ნაკვეთების დარიგება.
№48 დადგენილების მიზნების განხორციელების გაგრძელებას წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 06 თებერვლის №128 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე და 1992 წლის 10 მარტის №290 დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 და 1992 წლის 06 თებერვლის №128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ. ამ ნორმატიული აქტებით საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილზე გამოცხადდა კერძო საკუთრება. №128 დადგენილების პირველი პუნქტის მიხედვით, დაწესდა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი ზღვრული ნორმები ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით: - სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის, სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში 3 ჰექტარამდე; - სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის, ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,5 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში - 3 ჰექტარამდე.
იმავე დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა უნდა განხორციელებულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლები დაკმაყოფილდნენ ამ მიზნით მიწის სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ. კომლის გაყრა ხორციელდება მასში ორი და მეტი სრულწლოვანი შვილის არსებობის შემთხვევაში, ამასთან ერთ-ერთი შვილი რჩება კომლის მემკვიდრედ და მას ცალკე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არ გამოეყოფა.
,,საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 და 6 თებერვლის N 128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ’’ 1992 წლის 10 მარტს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის N290 დადგენილების მიხედვით განისაზღვრა, რომ ,,შეიცვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის N 128 დადგენილების 1-ლი პუნქტი და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით.
"დაწესდეს საკუთრებაში მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად და მათ მიზნობრივ გამოყენებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით:
- სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის და სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში - 1 ჰექტარამდე, ხოლო იმ რაიონებში, სადაც ამის შესაძლებლობაა - 1,25 ჰექტარამდე, მთის რაიონებში - 5 ჰექტარამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები - 1 ჰექტარამდე); __ სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში - 5 ჰექტარამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები - 0,75 ჰექტარამდე); __ ქალაქად მცხოვრებთათვის, რომელთაც საკუთრების უფლებით მიღებული აქვთ საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი, და ქალაქად მცხოვრები იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც სურთ სოფლად მიიღონ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები საგარეუბნო ზონებში - 0,15 ჰექტარამდე, ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,25 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში - 1 ჰექტარამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები - 0,25 ჰექტარამდე);
- რაიონული დაქვემდებარების ქალაქებისა და დაბების დამტკიცებულ საზღვრებში მუდმივად მცხოვრებ და მომუშავე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მოქალაქეთათვის - 0,75 ჰექტარამდე, ხოლო სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის (რომლებიც ცხოვრობენ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებზე მიმაგრებულ მიწებზე) - 0,5 ჰექტარამდე’’.
მოგვიანებით, 1996 წლის 22 მარტს მიღებულია საქართველოს პარლამენტის დადგენილება "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონის ამოქმედების თაობაზე, რომლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით განისაზღვრა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48, 1992 წლის 6 თებერვლის N128, 10 მარტის N290, 1992 წლის 22 სექტემბრის N 949, 1993 წლის 16 იანვრის N 39, 1993 წლის 24 თებერვლის N 148, 1993 წლის 28 ივნისის N 503, 1994 წლის 29 ნოემბრის N 815, 1995 წლის 10 მარტის N 129 დადგენილებების, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტის, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის N 249 განკარგულების, 1995 წლის 22 თებერვლის N45 ბრძანებულების, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის N166, ბრძანებულების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე, 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები ცხადდება მათ კერძო საკუთრებად და მათ მიმართ შესაბამისად გამოიყენება კანონი "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ"; კომლებს (ოჯახებს), რომელთაც ამ დადგენილების მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით ეკუთვნით მიწის ნაკვეთი, მაგრამ ის დადგენილი წესებით და ოდენობით არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთები საკუთრებაში უფასოდ გადაეცეთ ამ კანონის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში.
1997 წლის 15 მაისს მიღებულია საქართველოს კანონი N719 „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე, რომლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ძალადაკარგულად ჩაითვალა ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების პირველი, მე-3 და მე-11 პუნქტები; კომლებს (ოჯახებს), რომელთაც ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით ეკუთვნით მიწის ნაკვეთები, მაგრამ დადგენილი წესით და ოდენობით არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცეთ 1998 წლის 22 მარტამდე.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 20 მარტის N1300 კანონის თანახმად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონის (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997) მე-2 მუხლში სიტყვები „მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცეთ 1998 წლის 22 მარტამდე“ შეიცვალა სიტყვებით „მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცეთ და შესაბამისი დოკუმენტაცია გაფორმდეს 1999 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 1998 წლის დეკემბერში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების შესაბამისი დოკუმენტაცია გაფორმდეს 1999 წლის 1 თებერვლამდე“.
მაშასადამე, მიწის რეფორმის პერიოდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიისა, სადაც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე 2004 წლის 26 ნოემბრის N628 კანონის თანახმად, მიწის რეფორმა დასრულდა 2006 წლის 31 დეკემბერს) განისაზღვრება 1992 წლის 18 იანვრიდან 1999 წლის პირველ თებერვლამდე.
სადავო რეგისტრაციის დროს მოქმედი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2--- წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტად მიიჩნევა საკომლო წიგნიდან ამონაწერი.
2010 წლის 15 იანვარს საქართველოს იუსტიციის მინისტრის №4 ბრძანებით დამტკიცდა ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია’’, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტოს) მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული ინსტრუქციის მე-14 მუხლის 31-ე პუნქტით განსაზღვრულია, რომ ნივთზე (ანუ ზოგადად) კომლის საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში (ამონაწერში მაგალითად) თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და კეთდება აღნიშვნა კომლის წევრთა საერთო საკუთრების შესახებ. თუ კომლის ერთ-ერთი წევრი გარდაცვლილია ან გასულია კომლიდან, კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ასევე უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, წარმოებს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული, მცხეთის რაიონის ს----------ს საკრებულოს სოფელ ს----------ს 1997 - 2000 წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია ჯ----–ი ნ-----–ოზის ძე მ---------–--ლი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:
1. მ---------–--ლი ჯ----–ი ნ-----–ოზის ძე - უფროსი;
2. მ---------–--ლი ბ-----ი ჯ----–ის ძე - შვილი;
3. მ---------–--ლი ნ-----–ოზი ჯ----–ის ძე - შვილი, გრაფაში " ახლად ჩამოსულ პირთა აღნიშვნა " ჩაწერილია - 23. X. 97 წ. ამასთან, ქონებრივი მონაცემები მითითებული არ არის. მსგავს ინფორმაციას შეიცავს დუშეთის არქივის მიერ 31.05.2--- წელს გაცემული NAA2---045868-10 საარქივო ცნობა.
დუშეთის რეგიონული არქივის საარქივო მასალების მიხედვით, ქონებრივი მონაცემის შესახებ ინფორმაციას ვხდებით სოფელ ს----------ს 2001 - 2005 წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნებში, რომლითაც ოჯახის უფროსად ჩაწერილია ჯ----–ი მ---------–--ლი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან კვლავ 1. მ---------–--ლი ჯ----–ი - უფროსი; 2. მ---------–--ლი ბ-----ი ჯ----–ის ძე - შვილი (ხაზია გადასმული 0, ც/ო. 2002 .20.05.; 3. მ---------–--ლი ნ-----–ოზი, ხოლო კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება: 2001 - 2004 წწ. მიწა სულ 1,0.
სასამართლო ეთანხმება მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ ზემოთ მოთითებული სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, ჯ----–ი მ---------–--ლის კომლს მიწის ნაკვეთი 2001-2004 წლებში ვერ გადაეცემოდა, რამდენადაც ამ პერიოდში მცხეთის რაიონის (მუნიციპალიტეტის) სოფელ ს----------ში რეფორმა უკვე დასრულებული იყო.
აღსანიშნავია, რომ მცხეთის რაიონის სოფელ ს----------ში მდებარე 1500 კვ.მ. და 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე 25.01.1998 წლის N4-- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე რეგისტრირებულ იქნა ჯ----–ი ნ-----–ოზის ძე მ---------–--ლი კომლის წევრის - ბ-----ი მ---------–--ლის საკუთრების უფლება. შესაბამისად, ბ-----ი მ---------–--ლის სახელზე სრულად იქნა რეგისტრირებული მიღება-ჩაბარების აქტით გამოყოფილი მიწის ნაკვეთები. როგორც ზემოთ აღინიშნა, დუშეთის რეგიონული არქივში დაცული მცხეთის რაიონის ს----------ს საკრებულოს სოფელ ს----------ს 1997-2000 წლების საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერებით დგინდება, რომ ჯ----– ნ-----–ოზის ძე მ---------–--ლის კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდა ბ-----ი ჯ----–ის ძე მ---------–--ლი, ანუ ვისზეც 1998 წელს გაფორმდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N4--. ამასთან, მართალია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემულია ცნობები ნ-----–ოზ მ---------–--ლისა და ჯ----– მ---------–--ლის სახელზე მიწის ნაკვეთების აღრიცხვიანობის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჯერ ერთი, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ აღნიშნული პირები ცალ-ცალკე კომლად არიან რეგისტრირებულნი, და მეორე, წერილები ასახავს 2007 წლის მონაცემებს გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით, რაც უკავშირდება რეფორმის დროს მიღებულ მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მართებულად იხელმძღვანელა სადავო ტერიტორიაზე, სოფელ ს----------ში მიწის რეფორმის დასრულებამდე - 1999 წლის პირველ თებერვლამდე არსებული მონაცემებით, რაც ასახულია N4-- მიღება-ჩაბარების აქტში და 1997 - 2000 წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნებში, რომელთა თანახმად, მოსარჩელეებს ჯ----– მ---------–--ლს, ნ-----–ოზ მ---------–--ლს და მესამე პირს ბ-----ი მ---------–--ლს რეფორმის შედეგად ჯამში გადაეცა 1 ჰა ანუ 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც უკვე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია (საკადასტრო კოდები: 72.06.00.215, 72.06.01.097, 72.06.01.018). შესაბამისად, მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის უფლება დამატებით სოფელ ს----------ში მდებარე 1400 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, არ დადასტურდა.
7.3.სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის აღძვრა არ ნიშნავს სასამართლოს მხრიდან უეჭველად მის დაკმაყოფილებას. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. იმისათვის, რომ მოსარჩელემ მიაღწიოს შედეგს სარჩელის დაკმაყოფილების სახით, აუცილებელია სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა იყოს დასაბუთებული, როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ისე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლითაც მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. კანონით განსაზღვრული ამ ვალდებულების შესრულება მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო, ვერ დაასაბუთა, თუ რის საფუძველზე უნდა იქნეს ბათილად ცნობილი გასაჩივრებული აქტები. სასამართლო თვლის, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების 7.2 პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო აქტები კანონიერია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
8.საპროცესო ხარჯები
8.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი ნაწილით, მე-13 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ჯ----– მ---------–--ლის და ნ-----–ოზ მ---------–--ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი 7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს 17).
მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა