გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001845184
2-719/17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06/08/2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - ა---------------------------------–------------–---------–------------------------------------ო
წარმომადგენელი - თ------------ა
მოპასუხე - შპს „მ------სი“
წარმომადგენელი - მ--------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
მოსარჩელე - შპს „მ------სი“
წარმომადგენელი - მ--------------ე
მოპასუხე - ა---------------------------------–------------–---------–------------------------------------ო
წარმომადგენელი - თ------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა ა---------------------------------–------------–---------–------------------------------------ომ სარჩელი აღძრა შპს ,,მ------სის" წინააღმდეგ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს 24 059,35 ლარის გადახდა. მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით: ა---------------------------------–------------–----------–------------------------------------ოსა და შპს ,,პ----------------"-ს შორის (უფლებამონაცვლე შპს ,,მ------სი") 2016 წლის 7 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №124 ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,პ----------მა" იკისრა ,,ს----------------------------––-–-----------–--ში" ქვეპროგრამის ფარგლებში, სსიპ ქ--–--------------------------------–ის სპორტული დარბაზის შენობის მშენებლობის სამუშაოების შესრულების ვალდებულება. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,პ----------მა", ,,ს--------------–---------------------------------------ესება“ ქვეპროგრამის ფარგლებში იკისრა სსიპ ქ--–--------------------------------–ის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება. მხარეები ხელშეკრულების 9.2 პუნქტით შეთანხმდენ მასზედ, რომ მიმწოდებელს 6.2. პუნქტით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება პირგასამტეხლო, კონკრეტულ ობიექტზე შესაბამისი ეტაპისთვის გათვალისწინებული დაუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,07 %-ის ოდენობით. ა---------------------------------–------------–----------–------------------------------------ოს 2017 წლის 9 იანვრის NMES417 00010259 კორესპონდენციით მიმწოდებელს სპორტული დარბაზის სამუშაოების დაწყების თარიღად განესაზღვრა 2017 წლის 16 იანვარი. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 15 მაისს, თუმცა სპორტული დარბაზის შენობის პროექტში სკოლის მოთხოვნის შესაბამისად, შეტანილი იქნა ცვლილებები და 2017 წლის 23 თებერვალს აღნიშნული ვადა შეჩერებული იქნა პროექტის აჭ--------------------------------–--------------------------------------------ოსთან შეთანხმებამდე. 2017 წლის 29 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2016 წლის 7 ივნისის №124 შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში და მიმწოდებელს სამუშაოების განახლების ვადად განესაზღვრა 2017 წლის 1 ივნისი. ამ დროისათვის მიმწოდებელს სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოყენებული ჰქონდა 38 დღე, შესაბამისად დარჩენილი 82 დღის განმავლობაში, კერძოდ 2017 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით უნდა დაესრულებინა სამშენებლო სამუშაოები. ფაქტობრივად, სამუშაოების მიწოდება დასრულდა 2017 წლის 21 დეკემბერს. შესაბამისად მან გადააცილა სამუშაოთა დასრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა, რისთვისაც მას ეკუთვნის პირგასამტეხლოს გადახდა. კერძოდ მიმწოდებელს გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით ეკისრება 6 051.10 ლარი, ხოლო საბოლოო მიწოდების ვადაგადაცილებისათვის _ 11 724.85 ლარი. ერთობლიობაში, დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 17 775.95 ლარს. ხელშეკრულების მიხედვით ქ--–--------------------------------–ის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 120 კალენდარული დღის ვადაში. ვადის ათვლა დაიწყებოდა შემსყიდველის მიერ შესაბამისი წერილობითი შეტყობინების მიმწოდებლისათვის ჩაბარების ან ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის მომენტიდან ან შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან. მოსარჩელემ 2016 წლის 8 ივნისის NMES9 16 00640616 კორესპონდენციით მიმწოდებელს სამუშაოების დაწყების თარიღად განუსაზღვრა 2016 წლის 9 ივნისი. შესაბამისად, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 7 ოქტომბრამდე. სამუშაოების მიწოდება დასრულდა 2016 წლის 12 ოქტომბერს, რის გამოც საბოლოო მიწოდების ვადაგადაცილებამ შეადგინა 5 დღე. აღნიშნულის გამო გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 6 244,87 ლარი, ხოლო საბოლოო მიწოდების ვადაგადაცილებისათვის - 38,52 ლარი. სულ 6 283,40 ლარი.
1.1. 1.1. მოპასუხის პოზიცია: შპს „მ------სი“ სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის წარმომადგენელი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ №17 საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 2016 წლის 9 ივნისს და უნდა დასრულებულიყო 120 კალენდარული დღის ვადაში. სამუშაოთა ღირებულება შეადგენდა 546 737 ლარს. სამუშაოები მთლიანად უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 7 ოქტომბრამდე. თუმცა დასრულდა 5 დღის დაგვიანებით, 2016 წლის 12 ოქტომბერს. ამტკიცებს, რომ შპს „მ------სმა“ მოსარჩელის რესურსი დაზოგა. სამუშაოების დასრულებისათვის ნაცვლად 546 737 ლარისა, დახარჯა 519 939.40 ლარი, ანუ 26 797.60 ლარით ნაკლები. ასევე არასწორად არის გაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა. გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 4 982.15 ლარს, თუმცა სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის პირგასამტეხლო არ უნდა დაეკისროს რადგანაც ვადაგადაცილება არის უმნიშვნელო. სკოლის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 26 797.60 ლარით ნაკლები თანხა და ასევე ფულის ინფლაციის გამო მოპასუხემ განიცადა ზიანი. ამ სამი საკითხის ერთობლიობა გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ საფუძველს. სპორტდარბაზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განმარტავს რომ სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 16 იანვარს და უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 15 მაისს. შპს „მ------სმა“ სამუშაოების დაწყებას გაუკეთა ორგანიზება, კერძოდ: შეიძინა მასალები, დაიქირავა სამუშაოთა მწარმოებლები, მაგრამ მოსარჩელემ არ მისცა სამუშაოთა გაგრძელების საშუალება, რადგანაც სპორტული დარბაზის შენობის პროექტში აუცილებელი გახდა ცვლილების შეტანა. სწორედ ამის გამო 2017 წლის 23 თებერვალს სამუშაოები შეჩერებულ იქნა. აღნიშნულის გამო დაქირავებული თანამშრომლები დარჩნენ უსაქმოდ და ანაზღაურების გარეშე, რის გამოც მათ გადაინაცვლეს სხვა სამუშაოებზე. მოსარჩელემ სამუშაოთა წარმოების განახლების თარიღად დაადგინა 2017 წლის 1 ივნისი, რა დროსაც მას აღარ ჰყავდა სამუშაოს მწარმოებელი მუშახელი და თავიდან სჭირდებოდა სამუშაოთა ორგანიზება. სწორად აღნიშნულის გამო მან დარჩენილ ვადაში ვერ მოახერხა სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადაში დასრულება და ნაცვლად შეთანხმებული ვადებისა (2017 წლის 21 აგვისტო), სამუშაოები დაასრულა 2017 წლის 21 დეკემბერს. მიაჩნია, რომ ამ გარემოების გათვალისწინების გარეშე პირგასამტეხლოს დაკისრება, არ არის საფუძვლიანი მოთხოვნა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. შეგებებული სარჩელი
შპს „მ------სმა“ ა------------------–---------–------------------------------------ოს წინააღმდეგ შეგებებული სარჩელი აღძრა და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 33 330 ლარის გადახდა.
შეგებებული სარჩელის მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
ა---------------------------------–------------–----------–------------------------------------ოსა და შპს ,,პ----------------"-ს შორის (უფლებამონაცვლე შპს ,მ------სი"), 2016 წლის 7 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №124 ხელშეკრულება, რომლითაც შპს „პ----------მა“ იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ჩაეტარებინა სსიპ ქ--–--------------------------------–ის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე ამავე სკოლის სპორტული დარბაზის შენობის მშენებლობის სამუშაოების შესრულება. მოპასუხემ დააგვიანა სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება, რამაც კურსის ცვლილების გამო დააზარალა 3 467.26 აშშ დოლარით. სპორტული დარბაზის მშენებლობაზე მოსარჩელემ დახარჯა 300 387.64 ლარი. მოპასუხემ აუნაზღაურა 276 230.24 ლარი, ანუ 24 157.4 ლარით ნაკლები. ამ თანხით მოპასუხემ მოსარჩელე დააზარალა, რის გამოც მოითხოვს დასახელებულ თანხის გადახდა დაეკისროს მოპასუხეს.
2.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია
ა---------------------------------–------------–---------–------------------------------------ო სარჩელს არ ცნობს. მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ 2016 წლის 7 ივნისს გაფორმებული №124 შესყიდვების ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ანგარიშსწორებას ახორციელებს ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით მიღებიდან 30 დღის განმავლობაში ,,ს--------------–---------------------------------------ესება" ქვეპროგრამისათვის შემსყიდველის შესაბამისი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. მე-5 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ხელშეკრულების საგნის მიღება ფორმდება (როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი) შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. განმარტავს, რომ სსიპ №17 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში პირველი მიღება ჩაბარების აქტი გაფორმდა 2016 წლის 29 აგვისტოს, გადარიცხვა სამინისტრომ მოახდინა 2016 წლის 31 აგვისტოს, მეორე მიღება-ჩაბარება გაფორმდა 2016 წლის 7 სექტემბერს, ანაზღაურება კი განხორციელდა ამავე დღეს. მესამე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2016 წლის 13 ოქტომბერს, გადახდა განხორციელდა 13 ოქტომბერს. საბოლოო მიღება-ჩაბარება გაფორმდა 2016 წლის 16 დეკემბერს, ხოლო გადარიცხვა განხორციელდა 2016 წლის 23 დეკემბერს. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე დასტურდება სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ოს" ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ.
გარდა აღნიშნულისა შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ წარმოადგინა სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ოს" N006887016 დასკვნა, რომელიც განსხვავდებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულებისგან და ნაცვლად 546 737 ლარისა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები შეფასდა 514 387.49 ლარით, ხოლო საექსპერტო მომსახურების ღირებულების ჩათვლით - 520 560.14 ლარით, თუმცა დასკვნაში მითითებულია რამოდენიმე შენიშვნა, რომელიც შესწავლილი იქნა კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის წევრების მიერ და რომლის მიხედვითაც დაზუსტდა მისაღები სამუშაოების მოცულობა და განისაზღვრა 513 766.75 ლარით, ხოლო საექსპერტო მომსახურების ღირებულების ჩათვლით კი 519 939.4 ლარი.
ხელშეკრულების 5.2. პუნქტის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე დასტურდება სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ოს" ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ, მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ წარმოადგინა სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ოს" 2018 წლის 6 თებერვილს N00785418 დასკვნა, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა - 276 230.24 ლარი. ამავე დასკვნაში მითითებული იყო 2 ხარვეზის შესახებ, რომელიც ეხებოდა წყლის ჩამოსვლას და იატაკზე ფენილის უხარისხოდ დაგებას. მიმწოდებელმა გაასწორა ხარვეზი და წარმოადგინა სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ოს" 2018 წლის 2 აპრილის N002169518 დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ ორივე ხარვეზი აღმოფხვრილია. მიმწოდებლის მიერ ასევე წარმოდგენილია ექსპერტიზის მომსახურების ღირებულების დამადასტურებელი გადახდის დოკუმენტი 5106.59 ლარზე, თუმცა ხარჯთაღრიცხვის მიხედვით ექსპერტიზის მომსახურების ღირებულების მაქსიმალური ოდენობაა 3605 ლარი. შესაბამსად ანაზღაურებაც განხორციელდა ამ თანხის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე უსაფუძვლოა ზემოხსენებული გარემოებების გათავლისწინებით.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ა---------------------------------–------------–----------–------------------------------------ოსა და შპს ,,პ----------------"-ს შორის (უფლებამონაცვლე შპს ,,მ------სი"), 2016 წლის 7 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №124 ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,პ----------მა" იკისრა ვალდებულება ,,ს--------------–---------------------------------------ესების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შეასრულოს სსიპ ქ--–--------------------------------–ის შენობის რეაბილატაციის სამუშაოები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №124 ხელშეკრულება ტ.1. ს.ფ.18-24;
3.1.2. სსიპ ქ--–--------------------------------–ის შენობის რეაბილიტაციის მშენებლობის სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 546 737 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №124 ხელშეკრულება ტ.1. ს.ფ.18-24;
3.1.3. ხელშეკრულების მიხედვით ქ--–--------------------------------–ის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 120 კალენდარული დღის ვადაში. ვადის ათვლა დაიწყებოდა შემსყიდველის მიერ შესაბამისი წერილობითი შეტყობინების მიმწოდებლისათვის ჩაბარების ან ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის მომენტიდან ან შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2016 წლის 8 ივნისის NMES9 16 00640616 კორესპონდენცია. ტ.1. ს.ფ.18-24;
3.1.4. მოსარჩელემ 2016 წლის 8 ივნისის NMES9 16 00640616 კორესპონდენციით მიმწოდებელს სამუშაოების დაწყების თარიღად განუსაზღვრა 2016 წლის 9 ივნისი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2016 წლის 8 ივნისის მიმართვა. ტ.1. ს.ფ. 84;
3.1.5. სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 7 ოქტომბრამდე. სამუშაოების მიწოდება დასრულდა 2016 წლის 12 ოქტომბერს, რის გამოც საბოლოო მიწოდების ვადაგადაცილებამ შეადგინა 5 დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები.
მიღება ჩაბარების აქტები, შესრულებულ სამუშაოთა ფორმები, ტ.1. ს.ფ. 24-83
3.1.6. 2016 წლის 7 ივნისს №124 ხელშეკრულებით შპს ,,პ----------------"-მა ასევე იკისრა ვალდებულება ,,ს----------------------------––-–-----------–--ში“ ქვეპროგრამის ფარგლებში განეხორციელებინა სპორტული დარბაზის შენობის მშენებლობის სამუშაოები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №124 ხელშეკრულება ტ.1. ს.ფ.18-24;
3.1.7. სსიპ ქ--–--------------------------------–ის სპორტული დარბაზის შენობის მშენებლობის სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 303 992 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №124 ხელშეკრულება ტ.1. ს.ფ.18-24;
3.1.8. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად სპორტული დარბაზის სამუშაოების მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 120 კალენდარული დღის ვადაში. ვადის ათვლა დაიწყებოდა შემსყიდველის მიერ შესაბამისი წერილობითი შეტყობინების მიმწოდებლისათვის ჩაბარების ან ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის მომენტიდან ან შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №124 ხელშეკრულება ტ.1. ს.ფ.18-24;
3.1.9. ა---------------------------------–------------–----------–------------------------------------ოს 2017 წლის 9 იანვრის N-------------- წერილით მიმწოდებელს სპორტულ დარბაზზე სამუშაოების დაწყების თარიღად განესაზღვრა 2017 წლის 16 იანვარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის 9 იანვრის მიმართვა. ტ.2. ს.ფ. 30;
3.1.10. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 15 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №124 ხელშეკრულება ტ.1. ს.ფ.18-24;
3.1.11. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ სამუსაოები 2017 წლის 15 მაისს არ დასრულებულა, რადგანაც სპორტული დარბაზის შენობის პროექტში სკოლის მოთხოვნის შესაბამისად, შეტანილი იქნა ცვლილებები და 2017 წლის 23 თებერვალს აღნიშნული ვადა შეჩერებული იქნა პროექტის აჭ--------------------------------–--------------------------------------------ოსთან შეთანხმებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის 21 თებერვლის და 23 მიმართვა. ტ.2. ს.ფ. 31-32; 70.
დამატებითი შეთანხმება. ტ.2. ს.ფ. 33-36;
3.1.12. 2017 წლის 29 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2016 წლის 7 ივნისის №124 შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში და მიმწოდებელს სამუშაოების განახლების ვადად განესაზღვრა 2017 წლის 1 ივნისი. ამ დროისათვის მიმწოდებელს სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოყენებული ჰქონდა 38 დღე, შესაბამისად დარჩენილი 82 დღის განმავლობაში, კერძოდ 2017 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით უნდა დაესრულებინა სამშენებლო სამუშაოები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ბრძანება #01-3/203. ტ.2. ს.ფ. 73-74.
შეთანხმება. ტ.2. ს.ფ. 73-95
3.1.13. სამუშაოების მიწოდება დასრულდა 2017 წლის 21 დეკემბერს. შესაბამისად სამუშაოთა დასრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა გადაცილებული იქნა დაახლოებით 4 თვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები.
მოხსენებითი ბარათები, ექსპერტიზის დასკვნა, შესრულებულ სამუშაოთა ფორმები, ტ.2. ს.ფ. 39-62
3.1.14. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ხელშეკრულების 9.2 პუნქტით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ მიმწოდებელს 6.2 პუნქტით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,07 % ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №124 ხელშეკრულება ტ.1. ს.ფ.18-24;
3.1.15. ასევე უდაოა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების 9.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ მიმწოდებელს ხელშეკრულების 6.1 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში (საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევა) დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,07 % ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №124 ხელშეკრულება ტ.1. ს.ფ.18-24;
3.1.16. საქმის განხილვის მომენტისათვის შპს ,,პ----------ი 2006" სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც შპს ,,მ------სი".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ტ.1. ს.ფ. 92-93, 94-95;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს შორის ძირითადი სადაოა გარემოებებია:
- სპორტული დარბაზის მშენებლობის დასრულების ვადაგადაცილებაში ა---------------------------------–------------–----------–------------------------------------ოს როლი;
- სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების დაგვიანება და ფულის კურსის ცვლილებით გამოწვეული ზიანის არსებობა.
- სპორტული დარბაზის მშენებლობაზე შპს ,,პ----------ი 2006“-ის მიერ 300 387.64 ლარის დახარჯვა და 24 157.4 ლარით ნაკლებით ანაზღაურება.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. მხარეებს შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სპორტული დარბაზის მშენებლობა 2017 წლის 23 თებერვალს შეჩერდა. აღნიშნული გარემოება წარმოდგენს თუ არა საერთო სახელშეკრულებო ვადის დარღვევის ერთერთ პირობას, წარმოადგენს შეფასების კატეგორიას. შესაბამისად მასზე სასამართლო იმსჯელებს სამართლებრივი დასაბუთების დროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
3.2.4. მხარეები არც ლარის კურსის ცვლილების ფაქტზე არ დაობენ. ვალის კურის ცვლილების გამო სამინისტრომ შპს ,,მ------სი“ დააზარალა თუ არა, აღნიშნულიც არაა ფაქტობრივი გარემოება და მასზე სასამართლო იმსჯელებს სამართლებრივი შეფასებისას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
3.2.5. გამოსაკვლევია ა---------------------------------–------------–----------–------------------------------------ომ, სპორტული დარბაზის მშენებლობისათვის შპს ,,მ------სს“ სრულად აუნაზღაურა თუ არა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ასევე სამინისტრომ დააგვაიანა თუ არა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება.
3.2.6. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მხარეები ვალდებულნი არიან თვითონ განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე (ამ შემთხვევაში ვალდებულების შესრულებაზე), ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც შპს ,,მ------სს“ უნდა დაეკისროს მტკიცების ტვირთი დაამტკიცოს, რომ მან სპორტული დარბაზის მშენებლობისას შეასრულა 300 387.64 ლარის სამუშაოები, მაგრამ აუნაზრაურდა 24 157.4 ლარით ნაკლები.
3.2.7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების დაგვიანების ფაქტი. №124 შესყიდვების ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ანგარიშსწორებას ახორციელებს ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით მიღებიდან 30 დღის განმავლობაში ,,ს--------------–---------------------------------------ესება" ქვეპროგრამისათვის შემსყიდველის შესაბამისი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. მე-5 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ხელშეკრულების საგნის მიღება ფორმდება (როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი) შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. სსიპ №17 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში პირველი მიღება ჩაბარების აქტი გაფორმდა 2016 წლის 29 აგვისტოს, გადარიცხვა სამინისტრომ მოახდინა 2016 წლის 31 აგვისტოს, მეორე მიღება-ჩაბარება გაფორმდა 2016 წლის 7 სექტემბერს, ანაზღაურება კი განხორციელდა ამავე დღეს. მესამე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2016 წლის 13 ოქტომბერს, გადახდა განხორციელდა 13 ოქტომბერს. საბოლოო მიღება-ჩაბარება გაფორმდა 2016 წლის 16 დეკემბერს, ხოლო გადარიცხვა განხორციელდა 2016 წლის 23 დეკემბერს.
იხ. მოხსენებითი ბარათები, ექსპერტიზის დასკვნა, შესრულებულ სამუშაოთა ფორმები, ტ.2. ს.ფ. 39-62
3.2.8. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე დასტურდება სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ოს" ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით შპს ,,მ------სმა“ 2018 წლის 16 აპრილს ჩააბარა შესრულებული სამუშაოები, რომლის ღირებულებაც შეადგენს 279 835,24 ლარი, მათ შორის 3605 ლარი წარმოადგენს ექსპერტიზის ხარჯებს. მოსარჩელეს დასახელებული თანხა მიღებული აქვს.
იხ. მხარეთა განმარტებები
მიღება-ჩაბარების აქტი. ტ.2. ს.ფ.171.
3.2.9. საქმეში წარმოდგენილია სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2018 წლის 6 თებერვილს N00785418 დასკვნა, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა - 276 230.24 ლარი. დასკვნაში მითითებულია, რომ შესრულებულ სამუსაოებს აქვს 2 ხარვეზი, რომელიც ეხებოდა წყლის ჩამოსვლას და იატაკზე ფენილის უხარისხოდ დაგებას.
იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ტ. 2. ს.ფ. 213-216
3.2.10. შპს ,,მ------სმა“ გაასწორა ხარვეზი და წარმოადგინა სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ოს" 2018 წლის 2 აპრილის N002169518 დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ ორივე ხარვეზი აღმოფხვრილია. სავარაუდოდ შპს ,,მ------სის ხარჯმა 300 387.64 ლარის ღირებულება შეადგინა ხარვეზის აღმოფხვრის ჩათვლით. თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არაა.
იხ. 2018 წლის 2 აპრილის N002169518 დასკვნა. ტ. 2. ს.ფ. 217-219
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------------------------------–------------–---------–------------------------------------ო სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია. შპს ,,მ------სს“ პირგასამტეხლოს გადახდა ერგება, მაგრამ პირგასამტეხლო არაა გონივრულად გაანგარიშებული და მისი ოდენობა უნდა შემცირდეს, ხოლო შპს „მ------სის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
ა---------------------------------–------------–----------–------------------------------------ო ამტკიცებს, რომ შპს ,,მ------სმა“ ნაკისრი მოვალეობა არ შეასრულა, რის გამოც ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო. თუ მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა, მაშინ მისი ქმედება (ან უმოქმედება) უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.
6.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა---------------------------------–------------–----------–------------------------------------ოსა და შპს ,,პ----------------"-ს შორის (უფლებამონაცვლე შპს ,მ------სი"), 2016 წლის 7 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №124 ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,პ----------მა" იკისრა ვალდებულება ,,ს----------------------------––-–-----------–--ში" ქვეპროგრამის ფარგლებში სსიპ ქ--–--------------------------------–ის სპორტული დარბაზის შენობის მშენებლობის სამუშაოების შესრულება და №17 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულება. ამ გარიგების საფუძველზე მხარეებს ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხი. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება თავისი შინაარსით პირობიანი ნასყიდობის ხელშეკრულებაა. მისი გაფორმების შემდეგ, ა---------------------------------–------------–----------–------------------------------------ოს, როგორც დამკვეთს უფლება ჰქონდა მოეთხოვა მოპასუხეს სამუშაოები შეესრულებინა იმ ვადაში და პირობებით, რაზეც ხელშეკრულებით იყვენ შეთანხმებულნი. თავის მხრივ შპს ,,პ----------ი 2006“ ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ სამუშაოები შეესრულებინა შეთანხმებული პირობების შესაბამისად დათქმულ დროში. კერძოდ:
- ,,ს----------------------------––-–-----------–--ში" ქვეპროგრამის ფარგლებში სსიპ ქ--–--------------------------------–ის სპორტული დარბაზის შენობის მშენებლობის სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2017 წლის 21 აგვისტომდე.
- ,,ს--------------–---------------------------------------ესების“ ქვეპროგრამის ფარგლებში სსიპ ქ--–--------------------------------–ის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2016 წლის 7 ოქტომბრამდე.
6.5. უდაო გარემოებაა, რომ შპს ,,პ----------ი 2006“-მა:
- ,,ს----------------------------––-–-----------–--ში" ქვეპროგრამის ფარგლებში სსიპ ქ--–--------------------------------–ის სპორტული დარბაზის შენობის მშენებლობის სამუშაოები ნაცვლად 2017 წლის 21 აგვისტოსა, დასრულდა 2017 წლის 21 დეკემბერს. ანუ 122 დღის ვადაგადაცილებით.
- ,,ს--------------–---------------------------------------ესების“ ქვეპროგრამის ფარგლებში სსიპ ქ--–--------------------------------–ის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები ნაცვლად 2016 წლის 7 ოქტომბრისა, დასრულდა 2016 წლის 12 ოქტომბერს, ანუ 5 დღის ვადაგადაცილებით.
6.6. უდაო გარემოებაა ის, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. ა---------------------------------–------------–----------–------------------------------------ო ამტკიცებს, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება, რის გამოც მას გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო. მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების საფუძვლებიდან. დასახელებულ ნორმებში განმარტებულია პირგასამტეხლოს შინაარსი, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ მიმწოდებელს 6.2 პუნქტით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,07 % ოდენობით, ასევე ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელს ხელშეკრულების 6.1 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში (საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევა) დაეკისრება ღირებულების 0,07 % ოდენობით. მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგენილია, რომ შპს „მ------სმა“ თითეოული ეტაპის სამუშაოების შესრულების ვადას გადააცილა და ასევე გადააცილა საბოლოო მიწოდების ვადას. ამ ვალდებულების სათანადო შეუსრულებლობა წარმოშობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას იმ წესის მიხედვით, რა წესით პირგასამტეხლოს გაანგარიშებაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით.
6.7. შპს ,,მ------სი“ ამტკიცებს, რომ სპორტული დარბაზის სამუშაოების დაგვიანება ა---------------------------------–------------–----------–------------------------------------ოს ,,დამსახურებაა“. სასამართლო მის მოსაზრებას ნაწილობრივად იზიარებს. დადგენილია, რომ ხელშეკრულების 6.1. პუნქტის მიხედვით სპორტული დარბაზის სამუშაოების მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 120 კალენდარული დღის ვადაში. სამუშაოების დაწყების თარიღად განესაზღვრა 2017 წლის 16 იანვარი. შესაბამისად 120 დღე გადის 2017 წლის 15 მაისს. დადგენილია, რომ შპს ,,მ------სმა“ სამშენებლო ობიექტზე მოზიდა სამშენებლო მასალა, დაიქირავა მუშახელი და შეუდგა მუშაობას, მაგრამ სამინისტროს ინიციატივით 2017 წლის 23 თებერვალს სამუშაოები შეჩერებული იქნა პროექტის აჭ--------------------------------–--------------------------------------------ოსთან შეთანხმებამდე. ფაქტობრივად შპს ,,მ------სს“ სამუშაოთა შეჩერება მოუხდა ისე, რომ მისთვის ცნობილი არ იყო სამუშაოს გაგრძელების შემდეგი ვადები. ბუნებრივია ასეთ სიტუაციაში ის ვეღარ შეძლებდა დაქირავებული მუშაკების შენარჩუნებას. საქმის გაგრძელების გარეშე არაგონივრულია იმის ვარაუდი, რომ დასაქმებული პირები მთელი ოთხი თვე დალოდებოდენ შპს ,,მ------სი“ როდის გააგრძელებდა სამუშაოებს. ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე უნდა გაკეთდეს დასკვნა მასზედ, რომ დასაქმებული პირები შპს ,,მ------სის“ სასარგებლოდ მუშაობდენ ანაზღაურების მიღების ინტერესით. ასეთი ინტერესის არარსებობა გამოიწვევდა მათ სხვა სამუშაოზე გადაადგილებას. შპს ,,მ------სმა“ სამუშაოთა გაგრძელების შესაძლებლობა მიიღო 2017 წლის 1 ივნისს, ანუ მას შემდეგ რაც 2017 წლის 29 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2016 წლის 7 ივნისის №124 შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში და მიმწოდებელს სამუშაოების განახლების ვადად განესაზღვრა 2017 წლის 1 ივნისი. ამ დროისათვის მიმწოდებელს სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოყენებული ჰქონდა 38 დღე, შესაბამისად დარჩენილი 82 დღის განმავლობაში, კერძოდ 2017 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით უნდა დაესრულებინა სამშენებლო სამუშაოები. ფაქტობრივად მოსარჩელეს 29 მაისის შემდეგ თავიდან მოუწევდა სამუშაოთა ორგანიზება. დიდი ალბათობით ის ვერ შეძლებდა დასახელებულ ორ დღეში სამუშაოთა სრულ ორგანიზებას, რაც აუცილებლად ზეგავლენას იქონიებდა სამუშაოს დასრულების ვადაზე ან ხარისხზე. შესაბამისად აღნიშნული აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. თუმცა ეს არ წარმოადგენს 122 დღე ვადის გადაცილების გამამართლებელ გარემოებას.
6.8. შპს ,,მ------სმა ასევე გადააცილა სკოლის სარეაბილატაციო სამუშაოების ვადას. ვადაგადაცილება შეადგენს 5 დღეს. შპს ,,მ------სი“ მიუთითებს მასზედ, რომ მან დაზოგა მოსარჩელის რესურსი და ნაცვლად 546 737 ლარისა, სამუშაოები შეასრულა 519 939.40 ლარში, ანუ 26 797.60 ლარით ნაკლებში. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამუშაოთა ნაკლებ ფასში შესრულება არ გამორიცხავს პირგასამტეხლოს სახით პასუხისმგებლობას, მაგრამ აღნიშნულიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაანგარიშებისას.
6.9. დადგენილია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი 30 დღის განმავლობაში, ე.ი. 2016 წლის 9 ივლისამდე, მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა სამუშაოების 20 %, კერძოდ, 109 347.40 ლარის ღირებულების სამუშაო. შემდეგი 30 დღის განმავლობაში, ე.ი. 8 აგვისტომდე, შესრულებული უნდა ყოფილიყო სამუშაოების 40% რაც შეადგენდა 218 694.80 ლარის ღირებულებას. მოპასუხის მიერ პირველი მიწოდება განხორციელდა 2016 წლის 24 აგვისტოს 177 146.91 ლარზე. ამ პერიოდისათვის დარღვეული იყო გეგმა-გრაფიკის 20 % და 40%-იანი ზღვარი, პირველ შემთხვევაში 30 დღიანი ვადაგადაცილებით, ხოლო მეორე შემთხვევაში 17 დღიანი ვადაგადაცილებით. პირველი ეტაპისთვის შეუსრულებელმა სამუშაოებმა შეადგინა 109 347.40 ლარი, შესაბამისად პირგასამტეხლო გამოთვლილ იქნა შემდეგნაირად - 109 347.40*0.07%*30=2 296.30 ლარი, ხოლო მეორე ეტაპისთვის შეუსრულებელი სამუშაოები განისაზღვრა 218694.8 ლარით, შესაბამისად 17 დღიანი ვადაგადაცილების გათვალისწინებით პირგასამტეხლომ შეადგინა: - 218 694.8*0.07%*17=2 602.47 ლარი.მოპასუხის მიერ მეორე მოწოდება განხორციელდა 2016 წლის 31 აგვისტოს, გეგმა-გრაფიკის 40% იანი შესრულების ვადის დინების პერიოდში. 2016 წლის 31 აგვისტოსთვის შეუსრულებელი სამუშაოები შეადგენდა 41 547.89 ლარს, ვადაგადაცილება 6 დღეს. შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშდა შემდეგი სახით: 41 547.89*0.07%*6=174.50 ლარი. მეორე მოწოდების შედეგად მიღებულ იქნა 143 579.05 ლარის სამუშაოები. 2016 წლის 7 სექტემბრამდე გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ შესრულებული უნდა ყოფილიყო 382 715.9 ლარის სამუშაოები, რაც შეადგენდა ხელშეკრულების ღირებულების 70%-ს. მესამე ეტაპის მოწოდება მოხდა 2016 წლის 4 ოქტომბერს, 27 დღიანი ვადაგადაცილებით, ამ ეტაპისთვის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 61 989.94 ლარს, რის გამოც პირგასამტეხლო განისაზღვრა შემდეგნაირად: 61 989.94*0,07%*27=1171,60 ლარი. საერთო ჯამში სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 7 ოქტომბრამდე. ფაქტობრივად, სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 12 ოქტომბერს, რის გამოც ვადაგადაცილებამ შეადგინა 5 დღე. ვინაიდან 7 ოქტომბრამდე შეუსრულებელი იყო 11 005,87 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით დაანგარიშებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა: 11 005.87 * 0.07% * 5=38.52 ლარი. ვადაგადაცილების მიხედვით პირგასამტეხლო შეადგენს 6283,40 ლარს.
6.10. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. ასევე გასათვალისწინებელია დარღევის ხარისხი, შედეგი, მოპასუხის დამოკიდებულება ვალდებულებისადმი, დამდგარი ზიანი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მათი ერთობლიობით უნდა გადაწყდეს პირგასამტეხლოს გონივრულობის საკითხი.
6.11. სპორტული დარბაზის მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში (საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევა) დამრღვევს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,07 % ოდენობით. სპორტული დარბაზის შენობის მშენებლობის, შემთხვევაში, ვადაგადაცილებამ შეადგინა 122 კალენდარული დღე, ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით დაანგარიშებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა: - 2017 წლის 22 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით ვადაგადაცილებამ შეადგინა 14 დღე, ამ პერიოდზე ათვსებული თანხა შეადგენს 276230,24-41971,10-57734.00=176525,14 ლარს, პირგასამტეხლო განისაზღვრება 176525,14X0,07%X14=1729.95 ლარი. ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების შესახებ 16014,28 ლარზე წარდგენილი იქნა 2017 წლის 5 სექტემბერს, 2017 წლის 6 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით ვადაგადაცილება შეადგენს 13 დღეს. ამ პერიოდზე აუთვისებელი თანხა შეადგენს 276230,24-41971,10-57734,00-16014,28=160510,86 ლარს. პირგასამტეხლო განისაზღვრება 160510,86X0,07%X13=1460,65 ლარს. ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების შესახებ 30811.00 ლარზე წარდგენილი იქნა 2017 წლის 18 სექტემბერს. 2017 წლის 19 სექტემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით ვადაგადაცილებამ შეადგინა 94 დღე. ამ პერიოდზე აუთვისებელი თანხა შეადგენს 276230,24-41971,10-57734.00-16014.28-30811.00=129699.86 ლარს, პირგასამტეხლო განისაზღვრება 129699,86X0.07%X94=8534,25 ლარი. მთლიანობაში 11 724.85 ლარი. გარდა ამისა გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის განსაზღვრულია პირგასამტეხლო, კერძოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,07 % ოდენობით. ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი 30 დღის განმავლობაში, ე.ი. 2017 წლის 16 თებერვლამდე, მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა სამუშაოების 20 %, კერძოდ, 60 798.40 ლარის ღირებულების სამუშაო. პირველი ეტაპის (20% - 60798,40 ლარი) სამუშაოები დასრულდა მესამე ეტაპის მიმდინარეობისას. პირგასამტეხლო პირველი ეტაპისათვის გამოითვლება შემდეგნაირად: - 2017 წლის 16 თებერვლიდან 22 ივნისის ჩათვლით ვადაგადაცილება შეადგენს 30 დღეს (შეჩერების ვადის გამოკლებით). ამ პერიოდზე აუთვისებელი თანხა შეადგენს 60 798,40 ლარს. პირგასამტეხლო განისაზღვრება 60798,40 X 0,07% X 30 = 1276,77 ლარით. მეორე ეტაპის (40% - 121596,80 ლარი) სამუაოები უნდა დაესრულებინა 2017 წლის 22 ივნისს. რეალურად დასრულდა მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ. პირგასამტეხლო გამოითვლება შემდეგნაირად: - 2017 წლის 23 ივნისიდან 03 ივლისის ჩათვლით ვადაგადაცილება შეადგენს 11 დღეს. ამ პერიოდზე აუთვისებელი თანხა შეადგენს 121 596,80 ლარს. პირგასამტეხლო განისაზღვრება 121 596,80 X 0,07% X 11 = 936,30 ლარი. ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების შესახებ 41971,10 ლარზე წარდგენილი იქნა 2017 წლის 03 ივლისს. ვინაიდან მესამე ეტაპის საბოლოო ვადა განისაზღვრებოდა 2017 წლის 22 ივლისით, მეორე ეტაპის პირგასამტეხლო დამატებით დაანგარიშდა შემდეგნაირად: - 2017 წლის 04 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით ვადაგადაცილება შეადგენს 19 დღეს, ამ პერიოდზე აუთვისებელი თანხა შეადგენდა 79 625,70 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო განისაზღვრება 79625,70 X 0,07% X 19 = 1059,02 ლარის ოდენობით. მესამე ეტაპის (70% - 212794,40 ლარი) სამუშაოები მიმწოდებელს უნდა დაესრულებინა 2017 წლის 22 ივლისს. რეალურად დასრულდა მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ. ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების შესახებ 57734,00 ლარზე წარდგენილი იქნა 2017 წლის 01 აგვისტოს. პირგასამტეხლო გამოითვლება შემდეგნაირად: - 2017 წლის 23 ივლისიდან 01 აგვისტოს ჩათვლით ვადაგადაცილება შეადგენს 10 დღეს. ამ პერიოდზე აუთვისებელი თანხა შეადგენს 170 823,30 ლარს. პირგასამტეხლო განისაზღვრება 170823,30 X 0,07% X 10 = 1195,76 ლარით. 2017 წლის 02 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით ვადაგადაცილება შეადგენს 20 დღეს. ამ პერიოდზე აუთვისებელი თანხა შეადგენს 113 089,30 ლარს. პირგასამტეხლო განისაზღვრა 113089,30 X 0,07% X 20 = 1583,25 ლარით. მთლიანობაში პირგასამტეხლომ გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის შეადგინა 6 051.10 ლარი. საერთო ჯამში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 17 775,95 ლარს.
6.12. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. ასევე გასათვალისწინებელია დარღევის ხარისხი, შედეგი, მოპასუხის დამოკიდებულება ვალდებულებისადმი, დამდგარი ზიანი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მათი ერთობლიობით უნდა გადაწყდეს პირგასამტეხლოს გონივრულობის საკითხი.
წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს პირგასამტეხლო გამოხატული აქვთ პროცენტული მაჩვენებლით. თუმცა პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. 0.07 %-ს ოდენობის პირგასამტეხლო რიგ შემთხვვაში გონივრულია, რიგ შემთხვევაში კი ცდება გონივრულობის ზღვარს. თითოეული ვალდებულების მნიშვნელობა განსხვავებულია, განსხვავებულია დარღვევის შედეგიც, ამიტომ დაუშვებელია ყველა სახის დარღვევისათვის ერთი მოცულობის თანხა იყოს პირგასამტეხლოდ განსაზღვრული. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა.
6.13. სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევისათვის მხარეებს პირგასამტეხლო გამოხატული აქვთ პროცენტული მაჩვენებლით. თუმცა პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. 0.07 % ოდენობის პირგასამტეხლო რიგ შემთხვვაში გუნივრულია, რიგ შემთხვევაში ცდება გონივრულობის ზღვარს. თითოეული ვალდებულების მნიშვნელობა განსხვავებულია, განსხვავებულია დარღვევის შედეგიც, ამიტომ დაუშვებელია ყველა სახის დარღვევისათვის ერთი მოცულობის თანხა იყოს პირგასამტეხლოდ განსაზღვრული. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს პროცენტული მაჩვენებელი სკოლის რეაბილიტაციის სამუსაოთა დასრულების ვადაგადაცილებისათვის შემცირდეს და განახევრდეს. შემცირების შემდეგ მისი ოდენობა შეადგენს 3141,7 ლარს.
6.14. ანალოგიურად ფისრობს სასამართლო სპროტული დარბაზის მშენებლობის დასრულების ვადაგადაცილებისას გამოსაყენებეი პირგასამტეხლოს გაანგარიშებისას. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დარღევის ხარისხი, შედეგი, მოპასუხის დამოკიდებულება ვალდებულებისადმი, დამდგარი ზიანი, სამინისტროს ბრალეულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მათი ერთობლიობით პირგასამტეხლოს ოდენობა 0.07 %-დან უნდა შემცირდეს 0.023 %-მდე და განისაზღვროს 5925,31 ლარით.
შპს „მ------სის“ შეგებებული სარჩელი.
6.15. მოსარჩელე მოითხოვს ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ზიანის ანაზრაურებას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა---------------------------------–------------–----------–------------------------------------ოსა და შპს ,,პ----------------"-ს შორის (უფლებამონაცვლე შპს ,მ------სი") 2016 წლის 7 ივნისს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №124 ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა ეროვნულ ვალუტაში.
სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის. ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით დიდი მნიშვნელობა აქვს ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან მისი შესრულების მომენტამდე ფულის კურსის (მსყიდველუნარიანობის) შეცვლას (გაზრდა ან შემცირება). ასევე მნიშვნელოვანია ფულის მსყიდველუნარიანობაში მომხდარი ცვლილება იწვევს თუ არა პარალელურად გადასახდელი ფულადი ნიშნების რაოდენობაში ცვლილებას. მოვალე ვალდებულია, ვალი დააბრუნოს ფულადი ნიშნების იმავე რაოდენობით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ფულადი ვალდებულების შესრულების ამ პრინციპს „ნომინალიზმის“ პრინციპი ეწოდება და იგი აღიარებულია ყველა განვითარებული ქვეყნის კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკით. ფულადი ვალდებულება შესრულებულად ითვლება ფულადი ერთეულის ნომინალების ოდენობის დაფარვით და არა ამ უკანასკნელთა მსყიდველუნარიანობის საფუძველზე, რაც როგორც წესი, დროში ცვალებადი კატეგორიაა. ფულის მსყიდველობითუნარიანობის ცვალებადობა არ ცვლის ვალის თანხას, არ წარმოადგენს გადასახდელი თანხის გადაფასების საფუძველს. აღნიშნული ცვლილებების მიუხედავად ფულის მსყიდველობითუნარიანობა ნომინალის მიხედვით განისაზღვრება (იხ. სუსგ Nას-1298-2018, 22 მარტი, 2019).
6.16. სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი აწესრიგებს ისეთ სამართალურთიერთობას, როდესაც სახეზეა ფულადი ვალდებულება, რა დროსაც, ფულადი ვალდებულების ოდენობა განსაზღვრულია, თუმცა ვალდებულების წარმოშობის დღიდან ვალდებულების შესრულების დღემდე ვალუტის კურსი ან ფულის ერთეული შეიცვალა. ნორმის მიზანია საბაზრო ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ნორმის განმარტება, როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი, სწორედ აღნიშნული მიზნის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ნორმის სწორი ინტერპრეტაციისათვის კი დადგენილ უნდა იქნეს ნორმაში გამოყენებულ ტერმინთა ზუსტი მნიშვნელობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამართლის თეორიისა და სასამართლო პრაქტიკის ურთიერთშესაბამობა. „ნომინალიზმის პრინციპის“ მიხედვით, მოვალე ვალდებულია ვალი დააბრუნოს ფულადი ნიშნების იმავე რაოდენობით (ნომინალით), რომელიც ვალდებულების წარმოშობის დროს შეესაბამება. კანონმდებლობაში ასახული ეს პრინციპი, ვალის გადახდისას ყურადღებას უთმობს არა გადასახდელი ნომინალის მსყიდველობაუნარიანობას, არამედ თავად ნომინალს და ფულადი ნიშნების რაოდენობას. ამდენად, ნომინალიზმის პრინციპის შესაბამისად, ვალდებულების საგანი ფულადი ერთეულის რაოდენობაა და არა ფულის მსყიდველობაუნარიანობა (სუსგ Nას-130-122-2017, 24 მარტი 2017).
6.17. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ „ნომინალიზმის პრინციპი“ შეიძლება ჩაითვალოს სამოქალაქო ბრუნვაში საჯარო წესრიგის გამოხატულებად. ამ პრინციპიდან გამომდინარე, 1 ლარი უდრის 1 ლარს ნებისმიერ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, ხდება ფულის მსყიდველობითიუნარიანობის გაზრდა თუ შემცირება. ამასთან, თუკი მხარეები ითვალისწინებენ ფულის კურსის შესაძლო ცვლილებებს, მათ შეუძლიათ სხვადასხვა დათქმით თავი დაიზღვიონ უარყოფითი შედეგებისგან. თუ ამას არ ექნება ადგილი, მხარეებიც თავის თავზე აიღებენ მისგან მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების რისკსაც. ვალის გადახდის მომენტში, თუკი გაიზრდება ფულის მსყიდველობითუნარიანობა, ეს კრედიტორის სასარგებლოდ მეტყველებს და მოვალეს არ აქვს უფლება ვალის დაბრუნებისას თავის სასარგებლოდ დაეყრდნოს ამ გარემოებას, და პირიქით, თუ ვალის გადახდის მომენტში შემცირებულია ფულის მსყიდველობითუნარიანობა, მაშინ ამ რისკის მატარებელი ავტომატურად ხდება კრედიტორი და მასაც არ აქვს უფლება, ეს გარემოება გამოიყენოს მოვალის საწინააღმდეგოდ.
6.18. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურება მოპასუხის მიერ უნდა მომხდარიყო ეროვნულ ვალუტაში (ლარში). ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით შეთანხმების საგანს არ წარმოადგენდა ვალდებულების შესრულებისას ფულის კურსის შესაძლო ცვლილება,ამდენად, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოთხოვნა სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაობის ნაწილში შესრულებული სამუშაობის ღირებულების დაგვიანებით გადახდის გამო კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზიანის 3467.26 ლარის, მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ.
6.19. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: - პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. უსაფუძვლო გამდიდრების სხვადასხვაგვარი ფაქტობრივი გარემოებები ისახავს საერთო მიზნის მიღწევას, მიენიჭოს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კრედიტორს სხვა პირის მიერ მიღებული ქონებრივი სიკეთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება იმ შემთხვევაში, როდესაც თავიდანვე – სამართლებრივი ლოგიკის საფუძვლებიდან ან სამართლებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოძრაობა მართლწესრიგის საერთო შეხედულებით ვეღარ შენარჩუნდება. (ი. კროპჰოლერი გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარი გვ. 590).
ზემოაღნიშნული ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა, შეწყდა. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამდენად, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. (იხ. სუსგ №ას-360-342-2015, 03.06.2015). უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნის უფლების საერთო წინაპირობაა ის, რომ უსაფუძვლო გამდიდრებით მოვალემ მიიღო ქონებრივი სარგებელი ამ ცნების ფართო გაგებით.
6.20. სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის თანახმად პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.
მოცემული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ დანახარჯების ანაზღაურების უფლება პირს წარმოეშობა მხოლოდ გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოიშობა თუ სხვის ქონებაზე გასწიეს ხარჯი, მათ შორის, შეგნებულადაც და არა მხოლოდ შეცდომით. დანახარჯების შედეგად ნივთის ღირებულება უნდა გაიზარდოს. გაზრდილი ღირებულება უნდა არსებობდეს ნივთის დაბრუნების მომენტისათვის. ამასთან, არ უნდა არსებობდეს ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „მ------სის“ მიერ შესრულებული იქნა სსიპ ქ--–--------------------------------–ის სპორტული დარბაზის შენობის მშენებლობის სამუშაოები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების 5.2. პუნქტის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე დასტურდება სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ოს" ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ოს" 2018 წლის 6 თებერვილს N00785418 დასკვნა, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა - 276 230.24 ლარი. ამავე დასკვნაში მითითებული იყო 2 ხარვეზის შესახებ, რომელიც ეხებოდა წყლის ჩამოსვლას და იატაკზე ფენილის უხარისხოდ დაგებას. მიმწოდებელმა გაასწორა ხარვეზი და წარმოადგინა სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ოს" 2018 წლის 2 აპრილის N002169518 დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ ორივე ხარვეზი აღმოფხვრილია. მართალია მოსარჩელემ საბოლოო ჯამში დახარჯა 300 387.64 ლარი. მოპასუხემ აუნაზღაურა 276 230.24 ლარი, ანუ 24 157.4 ლარით ნაკლები, მაგრამ ზედმეტი ხარჯი გამოიწვია მშენებლობის პროცესში დაშვებული ხარვეზების გამოსწორების ხარჯით. შესაბამისად ის არ წარმოადგენს საფუძვლის გარეშე დახარჯულ თანხად და ამ თანხით სამინისტრო არ გამდიდრებულა. შესაბამისად სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარს მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სახ. ბაჟის ოდენობა გაიანგარიშება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში ძირითად სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 721,78 ლარს. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად. შესაბამისად ბაჟი მხარეებს შორის უნდა გადანაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. შპს ,,მ------სს“ უნდა დაეკისროს ბაჟის სახით 272,01 ლარის გადახდა. სამინისტროს ბაჟის გადახდისაგან თავისუფალია.
7.2. შეგებებული სარჩელის ნაწილში გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს. მოცმულ შემთხვევაში სასამართლომ შპს „მ------სის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა, შესაბამისად მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. სახ. ბაჟი მოსარჩელეს წინასწარ აქვს გადახდილი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა---------------------------------–------------–---------–------------------------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად;
2. შპს „მ------სს“, ა---------------------------------–------------–---------–------------------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 9067,01 ლარის გადახდა;
3. შპს ,,მ------სს“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 272,01 ლარის ოდენობით.
4. ა---------------------------------–------------–---------–------------------------------------ოს ბაჟის გადახდასიგან გათავისუფლებულია.
5. შპს ,,მ------სის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. შპს ,,მ------სის“ მიერ შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე