გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.11.2019
საქმის ნომერი
120310019003097997
კატეგორია
დავის ტიპი
უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა–არარსებობის დადგენის შესახებ
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3097997-3/139-19წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

1 ნოემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ა---––---- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

მოსარჩელე - მ----------–--–-

წარმომადგენელი - მ------------–---–-

 

მოპასუხე - ა-------- მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - გ----------------

 

მესამე პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი - ი------------–---–-

 

დავის საგანი: მიწის ნაკვეთების გადაცემულად აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ა-------- რაიონის სოფელ მ-–-–-- მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1997 წლის 20 ოქტომბერს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების N-- აქტით გ---------–--–--- 6 მიწის ნაკვეთის გადაცემის ფაქტის აღიარება.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ა-------- რაიონის სოფელ მ-–-–-- მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1997 წლის 14 ივნისის ოქმი N--ის საფუძველზე 1997 წლის 20 ოქტომბერს მ----------–--–-ს მეუღლის გ---------–--–-- სახელზე გაცემული იქნა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N--. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტით გაიცა 6 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კომისიის მიერ დაშვებული იქნა არსებითი მნიშვნელობის მქონე შეცდომა და გადაცემული ნაკვეთის მთლიანი ოდენობა მითითებული არ იქნა მიღება-ჩაბარების აქტში, ასევე ჩასწორებულია პირობითი სახელწოდებით „ბ---------“ მიწის ნაკვეთის სიგრძე. გ---------–--–- გარდაიცვალა 2015 წლის 20 ნოემბერს. მის მემკვიდრე მ----------–--–- აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ვერ ახდენს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას და შესაბამისად ილახება მისი, როგორც მესაკუთრის კანონიერი ინტერესები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ა-------- მუნიციპალიტეტის მერიამ შესაგებელი არ წარმოადგინა, ხოლო მისმა წარმომადგენელმა გ----------------მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა აღნიშნა, რომ იმის გამო რომ ა-------- მუნიციპალიტეტის მერიაში არ ინახება რაიმე სახის დოკუმენტაცია მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით, მერია თვითონ მოკლებულია შესაძლებლობას დაადასტუროს მიწის ნაკვეთების გადაცემის ფაქტი.

 

2.2. მესამე პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა სარჩელი არ სცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ სააგენტოში დაცული მონაცემებით დგინდება, რომ 2014 წლის 1 დეკემბერს გ---------–--–ს სარეგისტრაციო განცხადებით მომართული ჰქონდა მარეგისტრირებელი ორგანოსათვის და ითხოვდა 908 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის რეგისტრაციას, აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება და განმცხადებელს განუმარტა, რომ წარმოდგენილ უფლების დამდგენ დოკუმენტში მიღება-ჩაბარების აქტში (N-- გაცემული: 20.10.1997წ) შეინიშნებოდა ჩამატებები და ჩასწორებები, ეთხოვა წარმოედგინა სრულყოფილი უფლების დამდგენი დოკუმენტი, ხოლო ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.

 

ამასთანავე 2017 წლის 12 ოქტომბერს და 2019 წლის 11 აპრილს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის განცხადებებით მომართული ჰქონდა დ----------–--–-, რომელმაც ითხოვა 2200 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს განცხადებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და შემდეგ გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ შემოსავლების სამსახურის მიმართვის N-1-02-1/4---- მიხედვით, გადასახადის გადამხდელთა სია დაცული იყო ასლის სახით, არ ჰქონდა უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი, შესაბამისად აღნიშნული დოკუმენტი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად ვერ განიხილებოდა, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იყო მიღება-ჩაბარების აქტი ასლის სახით და ეთხოვა 30 კალენდარული დღის ვადაში, მიღება-ჩაბარების აქტი დედანის ან სათანადო წესით დამოწმებული ასლის წარდგენა, ან სურვილის შემთხვევაში დაეზუსტებინა მოთხოვნა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი განცხადების აღიარების კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით. ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, 2019 წლის 02 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ა-------- რაიონის, სოფელი მ-–-–-- მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1997 წლის 14 ივნისის ოქმი N--ის საფუძველზე 1997 წლის 20 ოქტომბერს აწ გარდაცვლილ გ------- (გ----) შ--–--- ძე გ---–--–-- სახელზე გაცემული იქნა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N--, აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტით მას გადაეცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 6 ნაკვეთი, კერძოდ მიწის რეფორმამდე არსებული: 1) პირობითი სახელწოდებით ,,----–--------", ფართობით 0,05 ჰა; 2) პირობითი სახელწოდებით ,,----–--------", ფართობით 0,04 ჰა; 3) პირობითი სახელწოდებით ,,ს--------------––-", ფართობით 0,17 ჰა; ასევე დამატებით გამოყოფილი 4) პირობითი სახელწოდებით ,,ბ-----–--, ფართობით 0,10 ჰა; 5) პირობითი სახელწოდებით ,,გ--------–--- ფართობით 0,30 ჰა; 6) პირობითი სახელწოდებით ,,ბ---------", ფართობით 0,22 ჰა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმეთა ჩვენებები;

- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N-- (ს.ფ 13);

 

3.2. 1979 წლის 20 თებერვალს მ-–-–-- სასოფლო საბჭოს მიერ გაცემული ქორწინების მოწმობით დადგენილია, რომ გ---- შ--–--- ძე გ---–--–- და მ----- ნ--------- ასული ი-----–---–- რეგისტირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1979 წლის 20 თებერვლიდან. დაქორწინების შემდეგ მ----- ი-----–---–- მიეკუთვნა მეუღლის გვარი - გ---–--–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.29);

 

3.2. გ---------–--–- გარდაიცვალა 2015 წლის 20 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 30);

 

3.4. 2016 წლის 09 აგვისტოს ნოტარიუს ლ------------ შემცვლელი პირის დ----------------–-- მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, 2015 წლის 20 ნოემბერს გარდაცვლილი გ--- გ---–--–-- პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს მისი მეუღლე მ----------–--–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2015 წლის 20 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.23-26);

 

3.5. 20.09.2017 წლის N--------------- საარქივო ცნობით დადგენილია, რომ ა-------- რაიონის მ-–-–-- საკრებულოს, კერძოდ სოფელ მ-–-–-- 1998 წლის საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ---–--–- გ------- შ--–--- ძე, კომლში ირიცხებიან:

1. გ---–--–- გ------- შ--–--- ძე - უფროსი;

2. გ---–--–- მ----- ნ--------- ასული - ცოლი;

3. გ---–--–- ვ------- გ------- ძე - შვილი (გადახაზულია, გადაყვანილია ცალკე ოჯახად);

4. გ---–--–- დ----- გ-------ს ძე - შვილი (გადახაზულია მიზეზი არ ფიქსირდება);

5. გ---–--–- გ------- ვ-------ს ძე - შვილიშვილი (გადახაზულია მიზეზი არ ფიქსირდება).

 

2001-2005 წწ. საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ---–--–- გ------- შ--–--- ძე, კომლში ირიცხებიან :

1. გ---–--–- გ------- შ--–--- ძე - უფროსი;

2. გ---–--–- მ----- ნ------- ას - ცოლი;

3. გ---–--–- დ------ გ----ს ძე - შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-N--------------- საარქივო ცნობა (ს.ფ.146);

 

3.6. 2014 წლის 1 დეკემბერს გ---------–--–მა სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე ა-------- რაიონი სოფელი მ-–-–-- აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება და განმცხადებელს განუმარტა, რომ წარმოდგენილ უფლების დამდგენ დოკუმენტში მიღება-ჩაბარების N-- აქტში შეინიშნებოდა ჩამატებები და ჩასწორებები, ეთხოვა წარმოედგინა სრულყოფილი უფლების დამდგენი დოკუმენტი, ხოლო ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-განცხადება (ს.ფ.129);

-N8-------------3 გადაწყვეტილება (ს.ფ.139);

-N8-------------5 გადაწყვეტილება (ს.ფ.140);

 

3.7. 2017 წლის 12 ოქტომბერს მ----------–--–-ს მინდობილმა პირმა დ----- გ---–--–-- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე ა-------- რაიონი სოფელი მ-–-–--

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-განცხადება (ს.ფ.142);

 

3.8. დ----- გ---–--–-- განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 18 ოქტომბერს N------ წერილით მიმართა ა---––---- რეგიონულ არქივს და შემოსავლების სამსახურს და სთხოვა ეცნობებინა ინფორმაცია ა-------- რაიონის სოფელ მ-–-–-–- გ---- (გ-------) შ--–--- ძე გ---–--–-- კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით, ასევე მოითხოვა მიწის განაწილების სიების მოწოდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-18.10.2017 წ. N------ წერილი (ს.ფ.154);

 

3.9. 25.10.2017წ. საქართველოს ეროვნული არქივის N-1/1---- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ა-------- რაიონის მ-–-–-- საკრებულოს, კერძოდ სოფელ მ-–-–-- 1998 წლის საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ---–--–- გ------- შ--–--- ძე, კომლში ირიცხებიან:

1. გ---–--–- გ------- შ--–--- ძე - უფროსი;

2. გ---–--–- მ----- ნ--------- ასული - ცოლი;

3. გ---–--–- ვ------- გ------- ძე - შვილი (გადახაზულია, გადაყვანილია ცალკე ოჯახად);

4. გ---–--–- დ----- გ-------ს ძე - შვილი (გადახაზულია მიზეზი არ ფიქსირდება);

5. გ---–--–- გ------- ვ-------ს ძე - შვილიშვილი (გადახაზულია მიზეზი არ ფიქსირდება);

6.გ---–--–- ლაშა ვ-------ს ძე - შვილიშვილი (გადახაზულია მიზეზი არ ფიქსირდება).

 

2001-2005 წწ. საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ---–--–- გ------- შ--–--- ძე, კომლში ირიცხებიან :

1. გ---–--–- გ------- შ--–--- ძე - უფროსი;

2. გ---–--–- მ----- ნ------- ას - ცოლი;

3. გ---–--–- დ------ გ----ს ძე - შვილი.

შემოსავლების სამსახურის 31.10.2017წ. N-1-02-1------- წერილით, კი საგადასახადო სიაში მითითებულია ორი გ------- გ---–--–- (მამის სახელი არ ფიქსირდება), რომელთაც 2004 წლის მონაცემებით უფიქსირდებათ: 1) გ---–--–- გ------- - 0,52 და 0,73 ჰა; 2) გ---–--–- გ------- - 0,61 და 0,84 ჰა.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 07.11.2017წ. N7-------- წერილის მიხედვით კი პიროვნების ზუსტი იდენტიფიცირება ვერ მოხდა დაბადების თარიღის და მამის სახელის არარსებობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ეროვნული არქივის N-1/1---- წერილი (ს.ფ.155);

- შემოსავლების სამსახურის 31.10.2017წ. N-1-02-1------- წერილი (ს.ფ.162);

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 07.11.2017წ. N7-------- წერილი (ს.ფ.164);

 

3.10. 09.11.2017წ. მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N8-------------- გადაწყვეტილება და განმცხადებელს განუმარტა, რომ წარმოდგენილ უფლების დამდგენ დოკუმენტში მიღება-ჩაბარების N-- აქტში შეინიშნებოდა ჩამატებები და ჩასწორებები, შემოსავლების სამსახურიდან მისული პასუხით კი არ დგინდებოდა კომლში მითითებულ გ------- გ---–--–- ეკუთვნოდა თუ არა ცნობაში მითითებული ფართი, ვინაიდან მამის სახელი მითითებული არ არის შემოსავლების სამსახურიდან მოსულ პასუხში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით კი აღნიშნული სახელითა და გვარით რეგისტრირებულია 150-ზე მეტი პიროვნება, ხოლო ა-------- რაიონში კი 11 მოქალაქე, ხოლო არქივიდან მოსული პასუხის მიხედვით კომლს მიწა არ ერიცხება, შესაბამისად ეთხოვა მოთხოვნის დაზუსტება წარმოდგენილი ნაკვეთის აღიარების კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით, ხოლო ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, 12.12.2017წ. მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N8-------------- გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ.168);

- N8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ.169);

 

3.11. 2019 წლის 11 აპრილს დ----- გ---–--–-- სარეგისტრაციო განცხადებით კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე ა-------- რაიონი სოფელი მ-–-–--

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-განცხადება (ს.ფ.171);

3.12. დ----- გ---–--–-- განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 17 და 22 აპრილს მიმართა შემოსავლების სამსახურს და სთხოვა ეცნობებინა ინფორმაცია ა-------- რაიონის სოფელ მ-–-–-–- გ---- (გ-------) შ--–--- ძე გ---–--–--- რიცხული ქონების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით, რაზეც შემოსაველბის სამსახურმა აცნობა, რომ ა-------- რაიონის სოფელ მ-–-–-–- არსებული სიები იყო 2004 წლის მონაცემებით და გ---- შ--–--- ძე გ---–--–- სიებში არ ფიქსირდებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-17.04.19წ და 22.04.2019წ წერილები (ს.ფ.179-181);

-19.04.19წ და 23.04.2019წ წერილები (ს.ფ.180-182);

 

3.13. დ----- გ---–--–-- განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 02 მაისს მიმართა ა-------- მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მოთხოვნით იმ სოფლების მოსახლეობის მიწის გადასახადის გადამხელთა სიების შესახებ, რომლებიც არ იყო დამოწმებული ხელმოწერით ან/და ბეჭდით დამტკიცებული იყო თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ და შესაძლებელი იყო თუ არა მათი გამოყენება სარეგისტრაციოდ, რაზეც ა-------- მუნიციპალიტეტის მერიამ 07.05.2019 წლის წერილით აცნობა, რომ სიებს ადგენდა საგადასახადო სამსახური და მათი დამტკიცება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ არ ხდებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-02.05.19წ წერილი (ს.ფ.185);

-07.05.2019 წლის წერილი (ს.ფ.186);

 

3.14. დ----- გ---–--–-- განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 13 მაისს მიმართა შემოსავლების სამსახურს მოთხოვნით საგადასახადო სიები, რომლებიც არ იყო დამოწმებული ხელმოწერით ან/და ბეჭდით დამტკიცებული იყო თუ არა შემოსავლების სამსახურის მიერ და შეიძლებოდა თუ არა მისი გამოყენება სარეგისტრაციოდ. შემოსავლების სამსახურმა საჯარო რეესტრს აცნობა, რომ სიების სარეგისტრაციოდ გამოყენების საკითხის განხილვა და განსაზღვრა სცილდებოდა შემოსავლების სამსახურის კომპეტენციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-13.05.2019წ. წერილი (ს.ფ.187);

-24.05.2019 წლის წერილი (ს.ფ.188-189);

 

3.15. 2019 წლის 30 მაისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო N8-------------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ გადამხდელთა საგადასახადო სია დაცული იყო ასლის სახით, არ ჰქონდა უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი, რის გამოც მათ ვერ გამოიყენებდა უფლების დამდგენ დოკუმენტად. ასევე წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი იყო ასლის სახით და ეთხოვა 30 დღის ვადაში დედანი დოკუმენტის ან სათანადო დამოწმებული ასლის წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადაწყვეტილება N8-------------- 30.05.2019წ. (იხ. ს.ფ.195).

 

3.16. 2019 წლის 02 ივლისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო N8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან ვადაში წარდგენილ არ იქნა შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადაწყვეტილება N8-------------- 02.07.2019წ. (იხ. ს.ფ.196).

 

3.17. მოწმე გ------–----------- განმარტებით დადგენილია, რომ იგი იყო ა-------- რაიონის სოფელი მ-–-–-- მიწის რეფორმის კომისიის წევრი, გ---- (გ-------) შ--–--- ძე გ---–--–--- გაიცა მიწის მიღება-ჩაბარების აქტით 6 მიწის ნაკვეთი, სადაც ერთ-ერთ მიწის ნაკვეთი გამორჩათ, რაც შემდგომში ჩასწორდა კომისიის მიერ. რეფორმის პერიოდში სოფელ მ-–-–-–- თითოეულ კომლზე გაიცემოდა 1,5 ჰა მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმე გ------–----------- განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელს, როგორც სარჩელის ერთ-ერთი სახე, წაეყენება დამატებითი წინაპირობა - კანონიერი ინტერესის არსებობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ასეთი სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს ან უფლების დარღვევის რეალური საშიშროება, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში ან არარსებობაში. გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის უნდა დადგეს რეალური სამართლებრივი შედეგი, ანუ ასეთი სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე უნდა უთითებდეს და ასაბუთებდეს იმ სამართლებრივ შედეგს, რომელიც დადგება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში და რომლითაც აღდგება მისი კანონით დაცული ინტერესი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილია, რომ აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24 მუხლების საფუძველზე.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელის აუცილებელი პირობაა მოსარჩელის ინტერესი დავის საგანის მიმართ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მოპასუხე ედავება მას უფლებაში და თუ ასეთი დავა არ გადაწყდა, მოსარჩელის უფლება შეიძლება დაირღვეს. აღიარებითი სარჩელი შეიძლება დაკავშირებული იყოს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის მოთხოვნასთან.

 

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ა-------- რაიონის სოფელ მ-–-–-- მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1997 წლის 20 ოქტომბერს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების N-- აქტით გ---------–--–--- მიწის ნაკვეთების გადაცემულად აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ის, რომ ვინაიდან მიწის მიღება-ჩაბარების აქტში დაშვებულია არსებითი მნიშვნელობის მქონე შეცდომა, მარეგისტრირებელი ორგანო ვერ ახორციელებს მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას საკუთრების უფლებით, იმ შემთხვევაში თუ აღიარებული იქნება მიწის ნაკვეთების გ---------–--–--- გადაცემის ფაქტი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოხდება მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შინაარსი ცხადყოფს, რომ ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, მოწმის სახით დაკითხულმა გ------–----------მ, რომელიც იყო სოფელ მ-–-–-- მიწის განაწილების კომისიის წევრი, დაადასტურა, რომ მიღება-ჩაბარების აქტით გ---------–--–ს გადაეცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6 მიწის ნაკვეთი, მათ შორის მიწის ნაკვეთი პირობითი სახელწოდებით ,,ბ---------“, კომისიის მიერ დაშვებული იქნა შეცდომა, რომელიც შემდეგში ჩაასწორეს. ეს გარემოება დადგენილია ასევე მოწმის გ------- ლ---–------ ჩვენებითაც.

 

საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. ამასთან, მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით მოსარჩელემ მოცემულ შემთხვევაში სრულად გაართვა თავი მისთვის კანონით დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, რამაც ფაქტიურად განაპირობა კიდეც ამ დავის გადაწყვეტის შედეგი. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, დადგენილია, რომ ა-------- რაიონის სოფელ მ-–-–-- კომისიის მიერ 1997 წელს 14 ივნისის ოქმის N--ის საფუძველზე 1997 წლის 20 ოქტომბერს გ---- (გ-------) გ---–--–-- სახელზე გაცემული იქნა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N--, რომლითაც გადაეცა სასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწის 6 ნაკვეთი, მათ შორის მიწის ნაკვეთი პირობითი სახელწოდებით ,,ბ---------’’, რომლის მითითება თავდაპირველად გამორჩათ და შემდგომ შეასწორა კომისიამ. სასამართლო სხდომაზე ფაქტიურად დადასტურდა ის გარემოება, რომ გ---- (გ-------) გ---–--–- მიწის რეფორმის დროს კომისიის მიერ გადაეცა მირება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთები.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება სამართლებრივი ურთიერთობა ა-------- რაიონის, სოფელ მ-–-–-- მიწის რეფორმის კომისიასა და გ---- (გ-------) გ---–-–--–- შორის იმის შესახებ, რომ 1997 წლის 20 ოქტომბრის N-- მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ამ უკანასკნელს საკუთრებაში გადაეცა 6 მიწის ნაკვეთი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნტის თანახმად: ,,სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.’’

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გაწეული იქნა საპროცესო ხარჯი (გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით) 100 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხე ა-------- მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროთ მ----------–--–-ს სასარგებლოდ, მის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის (გადახდილი სახელმწიფო ბაჟის) 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5,22-ე,32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე,243-244-ე,247-249-ე,257-258-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მ----------–--–- სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. აღიარებული იქნეს ა-------- რაიონის სოფელ მ-–-–-- მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1997 წლის 20 ოქტომბერს გაცემული N-- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით გ---- (გ-------) გ---–--–--- (პ/ნ 0----------) 6 მიწის ნაკვეთის გადაცემის ფაქტი.

 

3. მოპასუხე ა-------- მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე მ----------–--–-ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა), ა---––---- რაიონული სასამართლოს (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე: ლუიზა თოდუა