გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210310018002551028
საქმე №3/69-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31.10.2019 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილება;
წარმომადგენელი - ნანა ბოლაშვილი;
მოპასუხე - ვლ----------------–-–---–ი (არ გამოცხადდა)
დავის საგანი: - უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) დახმარების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ვლ----------------–-–---–ს(პირადი ნომერი: 4----------) დაეკისროს გარდაცვლილი - ჯე----ი მო----–-–---–-ს პირად ანგარიშზე, მისი გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული და მის მიერ უკანონოდ არებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) 206.75 (ორას ექვსი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება (უკან დაბრუნება).
სარჩელის საფუძვლები:
2018 წლის 19 ივლისს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონულ განყოფილების მიერ აღძრული იქნა ადმინისტრაციული სარჩელი მოპასუხე ვლ----------------–-–---–ის მიმართ ზედმეტად აღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) 206.75 (ორას ექვსი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) - ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით საქმის არსი მდგომარეობს შემდეგში: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ნოემბრის კორესპონდენციით და მასზე თანდართული სიით ცნობილი გახდა სოფელ ქვემო მაჩხაანში მცხოვრები მოქალაქის - ჯე----ი მო----–-–---–-ს 2017 წლის 22 აპრილს გარდაცვალების შესახებ (გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღია 13.10.2017), რის გამოც აღნიშნულ მოქალაქეს სახელმწიფო გასაცემლის მიღება შეუწყდა 2017 წლის 01 ნოემბრიდან, ხოლო 2017 წლის 28 ნოემბრის სოციალური მომსახურების სააგენტოს N04/73306 კორესპონდენციით და ელექტრონული ვერსიით მოსული, გარდაცვლილთა ზედმეტად გაცემული სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) უკან დასაბრუნებელი თანხის რეესტრის საფუძველზე ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ გარდაცვლილი მოქალაქის - ჯე----ი მო----–-–---–-ს 2017 წლის მაისის და ივნისის თვის ზედმეტად ჩარიცხული სახელმწიფო გასაცემელი 356 ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი უკანონოდ აიღო მისმა ოჯახის წევრმა. აღნიშნულის შესახებ 2017 წლის 29 ნოემბერს გაგზავნილ იქნა შეტყობინება, რის საფუძველზეც 2018 წლის 05 იანვარს ვლ----------------–-–---–მა სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონულ განყოფილებას მიმართა განცხადებით, სადაც იგი აღიარებს მაისის და ივნისის თვის პენსიის 356.75 ლარის ზედმეტად აღებას და აცხადებს თანხმობას, რომ აღადგენს თანხას სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით. მოპასუხემ ნაწილობრივ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა მხოლოდ 150 ლარი და 2018 წლის 30 ინავრას, 28 თებერვლას და 30 მარტს წარადგინა განცხადებები და გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. ვინაიდან, მას ზედმეტად მიღებული თანხის უკან დაბრუნება შეწყვიტა, 2018 წლის 01 მაისს კვლავ გაეგზავნა შეტყობინება ვალდებულების შესრულების და ზედმეტად აღებული სახელმწიფო გასაცემლის 356.75 (დარჩენილი თანხის) სრულად სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენის თაობაზე. სახელმწიფო პენსიების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად პენსიის შეწყვეტის მიზეზი შეიძლება იყოს პენსიონერის გარდაცვალება, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე, გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ითხოვს მოპასუხე ვლ----------------–-–---–ს დაეკისროს ზედმეტად აღებული თანხა 206.75 ლარის ანაზღაურება (უკან დაბრუნება).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ნოემბრის კორესპონდენციით და მასზე თანდართული სიით ცნობილი გახდა სოფელ ქვემო მაჩხაანში მცხოვრები მოქალაქის - ჯე----ი მო----–-–---–-ს 2017 წლის 22 აპრილს გარდაცვალების შესახებ (გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღია 13.10.2017), რის გამოც აღნიშნულ მოქალაქეს სახელმწიფო გასაცემლის მიღება შეუწყდა 2017 წლის 01 ნოემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის შესახებ
- სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ნოემბრის კორესპონდენცია
3.1.2. 2017 წლის 28 ნოემბრის სოციალური მომსახურების სააგენტოს N04/73306 კორესპონდენციით და ელექტრონული ვერსიით მოსული, გარდაცვლილთა ზედმეტად გაცემული სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) უკან დასაბრუნებელი თანხის რეესტრის საფუძველზე ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ გარდაცვლილი მოქალაქის - ჯე----ი მო----–-–---–-ს 2017 წლის მაისის და ივნისის თვის ზედმეტად ჩარიცხული სახელმწიფო გასაცემელი 356 ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი უკანონოდ აიღო მისმა ოჯახის წევრმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 28 ნოემბრის სოციალური მომსახურების სააგენტოდან N04/73306 კორესპონდენცია და გარდაცვლილთა ზედმეტად გაცემული სახელმწიფო გასაცემლის უკან დასაბრუნებელი თანხის რეესტრი
3.1.3. 2017 წლის 29 ნოემბერს გაგზავნილ იქნა შეტყობინება დავალიანების შესახებ, რის საფუძველზეც 2018 წლის 05 იანვარს ვლ----------------–-–---–მა სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონულ განყოფილებას მიმართა განცხადებით, სადაც იგი აღიარებს მაისის და ივნისის თვის პენსიის 356.75 ლარის ზედმეტად აღებას და აცხადებს თანხმობას, რომ აღადგენს თანხას სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით. მოპასუხემ ნაწილობრივ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა მხოლოდ 150 ლარი და 2018 წლის 30 ინავრას, 28 თებერვლას და 30 მარტს წარადგინა განცხადებები და გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების 2017 წლის 29 ნოემბრის N04-10-05/2300 შეტყობინება
- 2018 წლის 05 იანვრის, 30 იანვრის, 28 თებრვლის და 30 მარტის განცხადებები და გადახდის დამადასტურებელი ქვითრები
3.1.4. 2018 წლის 01 მაისს ვლ----------------–-–---–ს გაეგზავნა შეტყობინება ვალდებულების შესრულების და ზედმეტად აღებული სახელმწიფო გასაცემლის 356.75 ლარის (დარჩენილი თანხის) სრულად სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენის თაობაზე, ასევე რამოდენიმეჯერ გაფრთხილებულ იქნა სატელეფონო ზარითაც, რასაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების 2018 წლის 01 მაისის შეტყობინება N04-10-05/772
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-6, მე-8, მუხლებით, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-6 მუხლით, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, მეცხრე პრიმა მუხლი, მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-9 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 394 -ე, 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანების მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სახელმწიფო პენსიების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ პენსიონერი გარდაიცვლება;
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირის - ჯე----ი მო----–-–---–-ს გარდაცვალებით შეწყდა პენსია, შესაბამისად, მისმა შვილმა ვლ--------მა უკანონოდ მიიღო სახელმწიფო გასაცემელი (პენსია)356.75 ლარი, რაც მას კანონით არ ეკუთვნოდა.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სიღნაღის რაიონ, სოფელ ქვემო მაჩხაანში მცხოვრები მოქალაქე ჯე----ი მო----–-–---–- გარდაიცვალა 2017 წლის 22 აპრილს. გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღია 13.10.2017 წელი, რის გამოც აღნიშნულ მოქალაქეს სახელმწიფო გასაცემლის მიღება შეუწყდა 2017 წლის 01 ნოემბრიდან. ჯე----ი მო----–-–---–- 2017 წლის ივნისის და მაისის თვის ზედმეტად დარიცხული სახელმწიფო გასაცემელი 356.75 ლარი უკანონოდ აიღო მისმა ოჯახის წევრმა. მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება ვალდებულების შესრულების და ზედმეტად აღებული სახელმწიფო გასაცემლის უკან დაბრუნების თაობაზე. მოპასუხე ვლ----------------–-–---–ის მიერ მოხდა ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება და მან სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა მხოლოდ 150 ლარი. ხოლო დანარჩენი 206.75 ლარი დარჩა უკან დასაბრუნებელი.
6.3. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ჯე----ი მო----–-–---–-ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხოვოს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.
6.9. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი უსაფუძვლო გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოპასუხის უკანონო ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის აღება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები. ამდენად, სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებული უნდა იქნეს ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი ნორმები, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 394-ე მუხლებით. მოპასუხემ სახელმწიფოსაგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 206.75 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
ამასთან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაგებელი, იგი არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც გააბათილებდა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებსა და მტკიცებულებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხე ვლ-------- მოსულშვილს უნდა დაეკისროს 206.75 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, ნატალია დემეტრაშვილი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 394-ე, 976-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელის - სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად.
2. მოპასუხე - ვლ----------------–-–---–ს (პირადი №4----------) დაეკისროს გარდაცვლილი - ჯე----ი მო----–-–---–-ს პირად ანგარიშზე, მისი გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული და მის მიერ უკანონოდ აღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) 206..75 (ორას ექვსი ლარი და 75 თეთრი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.
3.მხარეები გათავისუფლებულნი არიან სასამართლო ხარჯებისაგან.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით სარეზოლუციო ნაწილს მე-5 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაცვით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე