გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.10.2019
საქმის ნომერი
330210019002857305
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/3289-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე სა---------–----–-----------------------------

წარმომადგენელი ოთ-----------–---

მოპასუხე შპს „ჯ-------------–-“

წარმომადგენელი გი---------------–---–-

დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „ჯ-------------–-სათვის“ მოსარჩელე სა---------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 34 807.5 ლარის გადახდის დაკისრება. სა---------–----–-----------------------------სა და შპს „ჯ-------------–-“ შორის 2018 წლის 22 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება შ------------------------------თვის მიეწოდებინა ს----–--------------------–-------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში, არაუგვიანეს 2018 წლის 19 სექტემბრისა. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ, ს----–--------------------–--------, ნაცვლად 2018 წლის 19 სექტემბრისა, მიაწოდა 2018 წლის 06 ნოემბერს, 78 კალენდარული დღის დაგვიანებით. 2018 წლის 22 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მოპასუხეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების - 297 500 ლარის, 0,15%-ის ოდენობით, რაც ვადაგადაცილებულ 78 დღეზე შეადგენს 34 807.5 ლარს. ს----------–-----–-----------------------------სა და შპს „ჯ-------------–-“ შორის 2018 წლის 29 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ჯ-------------–--“ იკისრა ვალდებულება შ------------------------------ათვის მიეწოდებინა სპორტული ტანსაცმელი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში, არაუგვიანეს 2018 წლის 28 ივლისისა. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ, სპორტული ტანსაცმელი, ნაცვლად 2018 წლის 28 ივლისისა, მიაწოდა 2018 წლის 08 ნოემბერს, 103 კალენდარული დღის დაგვიანებით. 2018 წლის 29 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მოპასუხეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების - 31 800 ლარის, 0,25%-ის ოდენობით, რაც გადაცილებულ 103 დღეზე შეადგენს 8188.5 ლარს. მოპასუხეს არ გადაუხდია ხელშეკრულებების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლო.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „ჯ-------------–-ს“ წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელის მოთხოვნა, ორივე ხელშეკრულების შემთხვევაში, ჯამში, 4299.6 ლარის ნაწილში. მიაჩნია, რომ ამ თანხის ზევით პირგასამტეხლოს მოთხოვნა შეუსაბამოა შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობასთან მიმართებაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სა---------–----–-----------------------------სა და შპს „ჯ-------------–-“ შორის 2018 წლის 22 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება შ------------------------------თვის მიეწოდებინა ს----–--------------------–-------- ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში, არაუგვიანეს 2018 წლის 19 სექტემბრისა.

 

ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 297 500 ლარით.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6. 1. პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველსა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2018 წლის 09 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეთა უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს N--- ხელშეკრულების საფუძველზე, 107 100 ლარის ღირებულების საქონლის შემსყიდველისათვის გადაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

2018 წლის 09 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

3.1.3. 2018 წლის 18 ოქტომბრის წერილით, სა---------–----–-----------------------------მ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის შესაბამისად, საქონლის მიწოდების ვადის 20 კალენდარული დღის ვადით გადაცილებისათვის შპს „ჯ-------------–-“ მოსთხოვა, პირგასამტეხლოს 8925 ლარის გადახდევინება. (297 500 ლარის 0.15%).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

2018 წლის 18 ოქტომბრის წერილი.

 

3.1.4. 2018 წლის 06 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეთა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დაადასტურეს ამავე ხელშეკრულების საფუძველზე 58 310 ლარის ღირებულების საქონლის შემსყიდველისათვის გადაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

2018 წლის 06 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

3.1.5. 2018 წლის 11 დეკემბრის წერილით, სა---------–----–-----------------------------მ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის შესაბამისად, საქონლის მიწოდების ვადის 58 კალენდარული დღის ვადით გადაცილებისათვის შპს „ჯ-------------–-“ მოსთხოვა, პირგასამტეხლოს 25 882. 50 ლარის გადახდევინება. (297 500 ლარის 0.15%).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

2018 წლის 18 ოქტომბრის წერილი.

 

3.1.6. ს----------–-----–-----------------------------სა და შპს „ჯ-------------–-“ შორის 2018 წლის 29 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ჯ-------------–--“ იკისრა ვალდებულება შ------------------------------ათვის მიეწოდებინა სპორტული ტანსაცმელი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში, არაუგვიანეს 2018 წლის 28 ივლისისა.

 

ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 31 800 ლარით.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება.

 

3.1.7. 2018 წლის 19 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეთა უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს N--- ხელშეკრულების საფუძველზე, 26 340 ლარის ღირებულების საქონლის შემსყიდველისათვის გადაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

2018 წლის 19 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

3.1.8. 2018 წლის 26 ოქტომბრის წერილით, სა---------–----–-----------------------------მ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის შესაბამისად, საქონლის მიწოდების ვადის 83 კალენდარული დღის ვადით გადაცილებისათვის შპს „ჯ-------------–-“ მოსთხოვა, პირგასამტეხლოს 6598.50 ლარის გადახდევინება. (31 800 ლარის 0.25%).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

2018 წლის 26 ოქტომბრის წერილი.

 

3.1.9. 2018 წლის 08 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეთა უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს N--- ხელშეკრულების საფუძველზე, 5460 ლარის ღირებულების საქონლის შემსყიდველისათვის გადაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

2018 წლის 08 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

3.1.10. 2018 წლის 12 ნოემბრის წერილით, სა---------–----–-----------------------------მ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის შესაბამისად, საქონლის მიწოდების ვადის 20 კალენდარული დღის ვადით გადაცილებისათვის შპს „ჯ-------------–-“ მოსთხოვა, პირგასამტეხლოს 1590 ლარის გადახდევინება. (31 800 ლარის 0.25%).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

2018 წლის 26 ოქტომბრის წერილი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 22 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მოპასუხეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების - 297 500 ლარის, 0,15%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება.

 

3.2.2. 2018 წლის 29 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მოპასუხეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების - 31 800 ლარის, 0,25%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სა---------–----–-----------------------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 477-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში საქონლის მიწოდების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ 2018 წლის 22 მაისის N--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხემ 107 100 ლარის ღირებულების საქონელი მოსარჩელეს მიაწოდა 20 დღის გადაცილებით, ხოლო 58 310 ლარის ღირებულების საქონელი -58 დღის გადაცილებით. 2018 წლის 29 მაისის N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 26 340 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა 83 დღის გადაცილებით და 5460 ლარის ღირებულების საქონელი - 20 დღის ვადაცილებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების მე-9 მუხლების 9.3. პუნქტებით, მხარეები შეთანხმდნენ, მიმწოდებლის მიერ საქონლის მიწოდების ვადების გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე. ამასთან, დადგენილია, რომ შპს „ჯ-------------–--“ ჯეროვნად არ შეასრულა მასსა და სა---------–----–-----------------------------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მისაწოდებელი საქონელი შემსყიდველისათვის მიწოდებულია შეთანხმებული ვადების დარღვევით. ამდენად, არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების პირობები.

 

მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, მან პირგასამტეხლოს ოდენობა გახადა სადავოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - N 341 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 34 807.5 ლარისა და N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 8188.5 ლარის დაკისრება, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღვრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. (იხ. სუსგ. №ას-181-181-2018; 23 მარტი, 2018 წელი).

 

დადგენილია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა. მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ნორმატიულ დანიშნულებიდან გამომდინარე, მისი ოდენობა საქონლის მიწოდების ვადის თითოეული დარღვევიდან გამომდინარე ორივე ხელშეკრულების შემთხვევაში შემცირდეს 0.15/6=0.025%-მდე და 0.25%/10=0.025%-მდე და დასაკისრებელი თანხის ოდენობა N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვროს 5801.25 ლარით, (34 807.5/6), ხოლო N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 818.5 ლარით (8188.5/10).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოსარჩელე - სა---------–----–----------------------------- გათავისუფლებულია სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სასარჩელო მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა მოთხოვნა 6620.1 ლარის ნაწილში, საიდანაც მოპასუხემ ცნო სარჩელი 4299.6 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 2320.5 ლარის 3%-ის, 69.61 ლარის გადახდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. სა---------–----–-----------------------------ს სარჩელი შპს „ჯ-------------–-ს“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე შპს „ჯ-------------–-“ მოსარჩელე სა---------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 5801.25 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე შპს „ჯ-------------–-“ მოსარჩელე სა---------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 818.5 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე შპს „ჯ-------------–-“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 69.61 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მაკა ჭედია