გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #170310019002992714
საქმე #3/25-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი
მოსარჩელე - გ----------------–-–---–-
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,წარმომადგენელი -კ-----------------–---- ლ---------–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის #--------------- გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის #------ გადაწყვეტილება;
1.3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გ----------------–-–---–-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სარჩელის საფუძველი:
2018 წლის10 დეკემბერს გ----------------–-–---–-ა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა პროექტის ფარგლებში მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით გადაეგზავნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიას საკითხის კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად. აღიარების კომისიის 1 მარტის #38 განკარგულებით უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის #--------------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე, რომ გ----------------–-–---–-ს მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მიმდინარე წლის 29 მარტს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ სწორედ 1988 წლის აღმასკომის #49 გადაწყვეტილება წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე. თეთრიწყაროს სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1988 წლის 29 თებერვლის #49 გადაწყვეტილება, რომელსაც თან ერთვის საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს მებაღეობის ამხანაგობა „--–------- წევრთა სია, რომელშიც მეორე ნომრად მითითებულია გ----------------–-–---–-, ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, რომლითაც დგინდება, რომ იგი იყო საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს ტექნიკური განყოფილების ინჟინერი და რომ 1988 წელს გადაეცა თ------–-------------------------–------–-----–- მდებარე 600 კვმ მიწის ნაკვეთი, მიჩნეული არ იქნა საჯარო რეესტრის მიერ უფლების დამდგენ დოკუმენტად, რომელიც ადასტურებს გ----------------–-–---–-ს საკუთრების უფლების არსებობას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის #------ გადაწყვეტილებით, ანალოგიური არგუმენტაციით, არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი, რის გამოც უფლების დასაცავად მომართა სასამართლოს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სასამართლო სხდომაზე მარგისტრირებელი ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ გ----------------–-–---–-ს მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი არ ყოფილა ის დოკუმენტაცია, რაც მან წარადგინა სასამართლოში, შესაბამისად მარეგისტირებელი ორგანოს მიერ კანონის სრული დაცვით იქნა მიღებული სადავო გადაწყვეტილებები.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. გ----------------–-–---–- 1972 წლიდან 1988 წლის მაისის თვემდე მუშაობდა საქართველოს სსრ მსუბუქი მრეწველობის სამინისტროში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ----------------–-–---–-ს კადრების აღრიცხვის პირადი ფურცელი, პირადობის მოწმობა, ს.ფ. 262-263;
- შრომის წიგნაკის დამოწმებული ასლი, ს.ფ. 319-321.
3.1.2. თეთრიწყაროს სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1988 წლის 29 თებერვლის #49 გადაწყვეტილებით, საქართველოს სსრ მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს მუშა-მოსამსახურეთა კოლექტივს, კოლექტიური მებაღეობის მოსაწყობად გადაეცათ ო-------- სახელმწიფო მეურნეობის ტერიტორიაზე ს------–------–------- ჩრდილოეთით მდებარე 11,19 ჰა საძოვარი მიწის ნაკვეთი.
1988 წლის აპრილს სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის განკარგულებით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 29 მარტის #215 დადგენილების შესაბამისად დამტკიცდა საქართველოს სსრ მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს ამხანაგური მებაღეობის მოსაწყობად თ------–-------------------------– ო-------- ტერიტორიაზე 11,9 ჰა 155 წევრზე და შეიქმნა ტერიტორიის ორგანიზაციული პროექტი, გამოყოფილი ნაკვეთების რაოდენობა, ადგილმდებარეობისა და ფართობების მითითებით, 155 მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთების ნომერი შეესაბამება საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს კოლექტიური მებაღეობის ამხანაგობა „--–------- წევრების სიაში მითითებულ რიგით ნომერს. ტერიტორიის ორგანიზაციულ პროექტზე დატანილია შესაბამისი სამსახურების ბეჭდები და რეგისტრირებულია საქართველოს სსრ მებაღეობის ამხანაგობათა (კოოპერატივთა) მუშაობის საკოორდინაციო (აგროკოოპი) საბჭოს მიერ 1988 წლის 13 მაისს, რეგისტაციის #360, დატანილია ხელმოწერა და ბეჭედი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თეთრიწყაროს სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1988 წლის 29 თებერვლის #49 გადაწყვეტილება, ს.ფ. 227;
- ტერიტორიის ორგანიზაციული პროექტის ასლი, ფრაგმენტი, ს.ფ. 228-230.
3.1.3. 1988 წლის 25 მარტს მიღებული იქნა საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს მებაღეობის ამხანაგობა „--–------- წესდება, რომლის თანახმად, საქართველოს სსრ მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს მუშები, მოსამსახურეებისა და სხვა მოქალაქეები ნებაყოფლობით ერთიანდებიან მებაღეობის ამხანაგობაში, რომელსაც ეწოდება საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს მებაღეობის ამხანაგობა „ალგეთი“, რათა მოაწყონ კოლექტიური ბაღი მიწის ნაკვეთზე, რომელიც საწარმოს გადაეცა უვადო სარგებლობისთვის თეთრიწყაროს სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1988 წლის 29 თებერვლის #49 გადაწყვეტილებით, 11,9 ჰექტარი საერთო ფართით, მისამართი თ------–--------------------------------, ს------–------–------- ჩრდილოეთით, ნაკვეთების რაოდენობა 155, თითოეული 600 კვ. მეტრი....
1988 წელს შეიქმნა საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს კოლექტიური მებაღეობის ამხანაგობა „--–------- წევრების სია, წევრების რაოდენობაა 155, თავმჯდომარე ბ----------–-–---–-. აღნიშნულ სიაში რიგით ნომერი „2“ მითითებულია გ----------------–-–---–-. სიაზე გაკეთებულია მინაწერი „ამ მომენტისათვის ამხანაგობას არ გააჩნია ბეჭედი“ და ხელს აწერს ამხანაგობის თავმჯდომარე ბ----------–-–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს მებაღეობის ამხანაგობა „--–------- წესდება ს.ფ. 231-254;
- საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს კოლექტიური მებაღეობის ამხანაგობა „--–------- წევრების სია, ს.ფ. 214-218, 219-226.
3.1.4. 2018 წლის 10 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა გ----------------–-–---–-ა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია თ------–-------------------------–------–-----–- მდებარე 600 კვმ მიწის ნაკვეთზე. საჯარო რეესტრმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, სამოქალაქო რეესტრიდან გამოითხოვა გ----------------–-–---–-ს დაბადების სააქტო ჩანაწერი, საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოითხოვა ინფორმაცია გ----------------–-–---–-ს კომლის შემადგენლობისა და კომლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ და მიწის განაწილების სია, შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა მიწის განაწილების სია, საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია წარდგენილ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული უფლების ან მიმდინარე რეგისტრაციის შესახებ და გამოთხოვილი ინფორმაციების მიღების შემდგომ გ----------------–-–---–-ს თანხმობით განცხადება განსახილველად გადაუგზავნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას, რომელმაც საქმის გამოკვლევის შემდეგ, 2019 წლის 1 მარტს მიიღო განკარგულება, რომლითაც უარი ეთქვა გ----------------–-–---–- საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ 2019 წლის 12 მარტს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება #--------------- რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის #--------------- გადაწყვეტილება გ----------------–-–---–-ს მიერ გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის #------ გადაწყვეტილებით გ----------------–-–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის #--------------- გადაწყვეტილება, ს.ფ. 21;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის #------ გადაწყვეტილება, ს.ფ. 28-32;
- სარეგისტრაციო მასალები, ს.ფ 76-118.
3.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 ივლისის #238839 წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით: უძრავ ნივთზე, მდებარე: თ------–---------------–-------–------, ს---------------, (სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული 600.00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, ნაკვეთის წინა ნომერი: 8-----------) პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2006 წლის 19 სექტემბერს (გან. #8-----------), უძრავი ქონება საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მ--------------–---–-- (პ--------------) სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, #15505, გაფორმების თარიღი: 08/07/1997წელი "საქქალაქაგროსერვისი". 2009 წლის 05 ივნისს (გან. #------------) ზემოაღნიშნული უძრავი ქონება დარეგისტრირდა და დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია ნ---------------- (პ--------------) სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, #090057692, გაფორმების თარიღი: 22/04/2009წ. ნოტარიუსი მ---------–---–-. უძრავ ნივთზე, მდებარე: თ------–---------------–-----------, ს--------------- (სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული 600.00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის) პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2011 წლის 28 ნოემბერს (გან. #------------) უძრავი ქონება საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა და დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია ლ--------–---–---–-- (პ--------------) სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, #15506, გაფორმების თარიღი: 08/07/1997წ. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, უძრავი ქონება, ს--------------- არ მოიძებნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 ივლისის #238839 წერილი, ს.ფ. 139-208.
3.1.6. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის საოქმო განჩინებით საჯარო რეესტრში არსებულ კადასტრთა ჯგუფს დაევალა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სიტუაციური გეგმის მიხედვით #2 მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის განსაზღვრა; ასევე განესაზღვრა გეგმაზე მითითებული #2 ნაკვეთის ადგილდებარეობა საკოორდინატო ბადეზე დატანით, ასევე განესაზღვრა მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზის ადგილმდებარეობა გეგმასთან მიმართებით, შესაბამისი სიტუაციური ნახაზების შედგენით, მომიჯნავედ დაზუსტებულად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მონაცემების გათვალისწინებით.
2019 წლის 26 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ იქნა #------------ სარეგისტრაციოდ წარდგენილ განაცხადზე წარდგენილი უძრავი ნივთის საზღვრების სიტუაციური ნახაზი, რომლის თანახმად, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 29 მარტის #215 დადგენილების შესაბამისად დამტკიცებული საქართველოს სსრ მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს მუშა-მოსამსახურეთა კოლექტივისათვს კოლექტიური მებაღეობის მოსაწყობად თ------–-------------------------– ო-------- ტერიტორიაზე გამოყოფილი ტერიტორიის ორგანიზაციულ პროექტზე #2 მიწის ნაკვეთი ემთხვევა გ----------------–-–---–-ს მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ელექტრონულ ნახაზს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 სექტემბრის #333160 წერილი და სიტუაციური რუკა, ს.ფ. 288-289.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გ----------------–-–---–- არის #------------ განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი და მას საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს კოლექტიური მებაღეობის ამხანაგობა „--–------- წევრების სიის საფუძველზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
1988 წელს შეიქმნა საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს კოლექტიური მებაღეობის ამხანაგობა „--–------- წევრების სია, რომელშიც რიგით ნომერი „2“ მითითებულია გ----------------–-–---–-. სიაზე გაკეთებულია მინაწერი „ამ მომენტისათვის ამხანაგობას არ გააჩნია ბეჭედი“ და ხელს აწერს ამხანაგობის თავმჯდომარე ბ----------–-–---–-.
მოწმე ბ----------–-–---–-ს მიერ განმარტებულ იქნა, რომ ის იყო საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს კოლექტიური მებაღეობის ამხანაგობა „--–------- თავმჯდომარე, იცნობს გ----------------–-–---–-, რომელიც იყო საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს თანამშრომელი, მას გამოეყო მიწის ნაკვეთი სხვა 155 თანამშრომელთან ერთად და ამ სიაში რიგით #2 მითითებული გ----------------–-–---–- არის მოსარჩელე გ----------------–-–---–-. სასამართლოს მიერ მას წარედგინა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს კოლექტიური მებაღეობის ამხანაგობა „--–------- წევრების სიის ასლი და მან დაადასტურა, რომ აღნიშნული სია შეესაბამება სინამდვილეს, დაადასტურა თავისი ხელმოწერის ნამდვილობა და განმარტა, რომ მოცემული სიის შედგენის დროს ამხანაგობას არ გააჩნდა ბეჭედი, რის გამოც ვერ მოხდა მისი დამოწმება და სწორედ ამიტომ მიეთითა, რომ არ ქონდათ ბეჭედი. აღნიშნულ სიაში მითითებულია თვითონაც, რიგითი ნომერი 121 და მას აქვს მებაღეობის წიგნაკი, რომელიც მას გადაეცა რამდენიმე წლის შემდგომ, რიგითი ნომერი #2 არის გ----------------–-–---–-, რომელიც იყო ამხანაგობის წევრი და იხდიდა საწევრო შენატანს, რომელიც საჭირო იყო გზის გასაყვანად და სხვა აუცილებელი ხარჯებისათვის.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 26 სექტემბერს წარმოდგენილი #333160 წერილით და სიტუაციური ნახაზით დასტურდება, რომ საქართველოს სსრ მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს მუშა-მოსამსახურეთა კოლექტივისათვს კოლექტიური მებაღეობის მოსაწყობად თ------–--------------------------–----------- ტერიტორიაზე გამოყოფილი ტერიტორიის ორგანიზაციულ პროექტზე დატანილი #2 მიწის ნაკვეთი ემთხვევა, გ----------------–-–---–-ს მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ელექტრონულ ნახაზს, რაც ადასტურებს, რომ გ----------------–-–---–- არის #------------ განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ განმარტებულ იქნა, რომ მოსარჩელის მიერ არც ადმინისტრაციული წარმოებისას და არც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს წარმოდგენილი არ ყოფილა მის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი საქართველოს სსრ მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს მუშა-მოსამსახურეთა კოლექტივისათვის, კოლექტიური მებაღეობის მოსაწყობად თ------–-------------------------–---------–ი გამოყოფილი ტერიტორიის ორგანიზაციული პროექტი და ამხანაგობის წევრთა სრული სია, რაც შესაძლებლობას მისცემდა მარეგისტრირებელ ორგანოს ფაქტობრივი მდგომარეობის სრულყოფილად გამოკვლევის და სათანადოდ შეფასების შესაძლებლობას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანება ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’, ”მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. უდავოა, რომ მხარის მიერ სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებები სწორედ ამგვარ აქტებს წარმოადგენს.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის თანახმად საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონეა პირი – პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა;
ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად მართლზომიერი მფლობელი – ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა;
ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გ----------------–-–---–- არის #------------ განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი და მას საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს კოლექტიური მებაღეობის ამხანაგობა „--–------- წევრების სიის საფუძველზე. საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს კოლექტიური მებაღეობის ამხანაგობა „--–------- თავმჯდომარის ბ----------–-–---–-ს მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული სიის ნამდვილობა, რომ მიწის ნაკვეთები ნამდვილად ამ სიაში მითითებულ პირებს გამოეყო. გ----------------–-–---–-ს მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ამოზვითი საკადასტრო აზომვითი ნახაზი ფართობით, ადგილმდებარეობით, კონფიგურაციით და მოსაზღვრეებით შეესაბამება საქართველოს სსრ მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს მუშა-მოსამსახურეთა კოლექტივისათვს კოლექტიური მებაღეობის მოსაწყობად თ------–-------------------------– ო-------- ტერიტორიაზე გამოყოფილი ტერიტორიის ორგანიზაციულ პროექტს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერია. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა-შეფასება უმნიშვნელოვანეს პროცედურულ სტადიას წარმოადგენს და სწორედ მასზეა დამოკიდებული გამოცემული აქტით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა. რამდენადაც სწორედ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მოწესრიგებისთვის სამართლის ნორმის შეფარდება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, კერძოდ, გამოკვლევა-შეფასებისას მიღებული გადაწყვეტილების სისწორის, კანონშესაბამისობის დასაბუთება. ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეფასება საერთოდ გამორიცხავს მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებას. მაშინ, როცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით კოდექსის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა.
მოპასუხე მხარის მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძვნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ასკ-ის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აგრეთვე, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტების გამოცემისას მოპასუხე მხარემ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლი, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნაა, რომ მმართველობის ორგანოები ქმედებას ახორცილებდნენ შეფარდებითობის პრინციპის თანახმად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობამ არ გამოიწვიოს დასახული მიზნების შეუსაბამო შედეგები. თუ ქმედების განსახორციელებლად რამდენიმე გზა არსებობს, ორგანო ვალდებულია, იხელმძღვანელოს იმ საშუალებით, რომელიც მოქალაქესა თუ საჯარო ინტერესებს მინიმალურ ვნებას მიაყენებს. ასევე, სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა წარმოშობს პიროვნების კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპს. მოქალაქის რწმენა ადმინისტრაციული ქმედების მართლზომიერებაში უნდა იყოს დაცული.
მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სრულფასოვნად არ იქნა გამოკვლეული და სწორად არ იქნა შეფასებული საქმის გარემოებები, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: გამოითხოვოს დოკუმენტები; შეაგროვოს ცნობები; მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; დანიშნოს ექსპერტიზა; გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია გამოიყენოს ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობები და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები რათა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების შედეგად არ დარჩეს კითხვის ნიშნები და არ მოხდეს დაინტერესებული მხარის ინტერესის ან უფლების უკანონო ან დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელებული არ ყოფილა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელე გ----------------–-–---–-ს კანონიერ უფლებას და ინტერესს და უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და არსებობს მისი მოთხოვნების დაკმაყოფილების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის #--------------- და 2019 წლის 25 აპრილის #------ გადაწყვეტილებები.
მოსარჩელის მოთხოვნაზე - დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა შეცილებითი სარჩელის - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ნაწილში და არ არსებობს რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, სახეზეა მისი მოთხოვნის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე მავალდებულებელი სარჩელის მოთხოვნის ფარგლებში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ეს მოთხოვნაც უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოახდინოს გ----------------–-–---–-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთთან დაკავშირებული სხვა გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაეკისრო მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ----------------–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის #--------------- და 2019 წლის 25 აპრილის #------ გადაწყვეტილებები.
3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გ----------------–-–---–-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
4. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების დღიდან, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (თეთრიწყარო, კოსტავას ქუჩა #11).
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი