განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/169-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 ნოემბერი, 2019 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივ--- - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა----- მე-–--ე.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კ---- მე-–---ე.
მამის სახელი: გი-----ი.
დაბადებული: 2-.1-.1---–--–-
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაუოჯახებელი.
პირადი ნომერი: 3----------
მცხოვრები: სამტრედიის რაიონი სოფელი ჩხ---–ი.
ადვოკატი - თე----- ჟვ---ა.
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით - ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა რამაც მნიშვნელოვ--- ზიანი გამოიწვია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 10 აგვისტოს, კ---- მე-–---ემ, სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრა 13 ძირი თხმელის ჯიშის ხე, რის შედეგადაც გარემოს მიადგა 1110 ლარის მნიშვნელოვ--- ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
2. ბრალდებულმა კ---- მე-–---ემ სასამართლოს წინაშე თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ კ---- მე-–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
5. დაზარალებულის წარმომადგენლის მოწმე კ--- ძა----ის გამოკითხვის ოქმი, კ---- მე-–---ის გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს მასალები და ზიანის დაანგარიშების დოკუმენტები და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა და ინფორმაციათა ერთობლიობა.
6. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის, საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე №46 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით ხე-ტყით მოსარგებლეა – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ხე-ტყის მოპოვების უფლება ან ხე-ტყის მესაკუთრე, ასევე სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების მესაკუთრე.
მე-3 მუხლის პირველი ნაწილით კი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხე-ტყის კანონიერ წარმოშობას, დადგენილი წესით ივსება ხე-ტყის დამზადების ან ხე-ტყის დატვირთვის ადგილზე ხე-ტყის ტრანსპორტირებამდე.
ტყის კოდექსის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ნ” პუნქტით - ხის უკანონო ჭრაა - ხეების ნებართვის გარეშე მოჭრა;
კ---- მე-–---ე არ იყო ხე-ტყით ისეთი მოსარგებლე, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ხე-ტყის მოპოვების უფლება, იგი ასევე არ წარმოადგენდა ხე-ტყის მესაკუთრეს, ასევე არ გააჩნდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი და ნებართვა, შესაბამისად მის მიერ ხის გაჩეხვა იყო უკანონო.
7. ზემოაღნიშნული არასადავო მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კ---- მე-–---ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა რამაც მნიშვნელოვ--- ზიანი გამოიწვია.
8. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“.
9. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება :
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ---- მე-–---ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
1-. კ---- მე-–---ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
13. კ---- მე-–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
15. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
16. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
17. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
18. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
19. საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან/და გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
20. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ---- მე-–---ეს უნდა დაენიშნოს მითითებული მუხლით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი, რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კ---- მე-–---ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
21. ნივთმტკიცება 13 ძირი მურყანის (თხმელის) ჯიშის ხეები, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ნაბაკევის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტს დიმიტრი კაკაბაძეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიექცეს სახელწმიფოს საკუთრებაში კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ---- მე-–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად კ---- მე-–---ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, კ---- მე-–---ის ზედამხედველობა და კონტროლი განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურმა მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დაევალოს კ---- მე-–---ეს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
კ---- მე-–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.
13 ძირი მურყანის (თხმელის) ჯიშის ხეები, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ნაბაკევის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტს დიმიტრი კაკაბაძეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ როგორც ნივთმტკიცება მიექცეს სახელწმიფოს საკუთრებაში კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი