გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.11.2019
საქმის ნომერი
330210019003166885
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
04.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21509-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე

 

მოსარჩელე - სს „თ----------ი“

წარმომადგენელი - ს--–-------–----–---–ი

 

მოპასუხე - ი-–-------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

სს „თ----------ის“ სასარგებლოდ მოპასუხე ი-–-------------ეს დაეკისროს:

 

1.1 2017 წლის 18 სექტემბრის საბანკო კრედიტის (სწრაფი განვადების) ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 303,23 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 170,96 ლარი და პირგასამტეხლო - 132,30 ლარი;

1.2 2018 წლის 15 მარტის საბანკო კრედიტის (პრაიმ ქარდის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2605,26 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1499,9 ლარი, პროცენტი - 318,75 ლარი და პირგასამტეხლო - 786,61 ლარი;

1.3 2017 წლის 17 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 12088,15 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 10059.32 ლარი, პროცენტი - 913,47 ლარი, პირგასამტეხლო - 1091,19 ლარი და დაზღვევა - 24,17 ლარი;

1.4 2018 წლის 12 აპრილის საბანკო კრედიტის (სწრაფი განვადების) ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 426,88 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 240,68 ლარი და ჯარიმა - 186,20 ლარი;

 

სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყარა:

 

სს „თ----------სა“ და ი-–-------------ეს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხის მიერ ჯეროვნად არ შესრულდა. მოპასუხემ შეწყვიტა გადახდები და დავალიანება ჯამში შეადგენს 15423,55 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე ი-–-------------ემ სარჩელი ცნო ოთხივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 12000 ლარის ნაწილში, ხოლო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან მიმართებით განმარტა, რომ იყო მაღალი და იგი ვერ შეძლებდა მათ გადახდას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 18 სექტემბერს ი-–-------------ესა და სს ,,თ----------ს” შორის დაიდო საბანკო კრედიტის (სწრაფი განვადების) ხელშეკრულება, მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 2051,85 ლარი, 373 დღის ვადით (26.09.2018 წლამდე). სესხი არ ითვალისწინებდა პროცენტის დარიცხვას. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის, ამას დამატებული დავალიანების თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 18.09.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- განაცხადის ფორმა;

- ამონაწერი ანგარიშიდან.

 

3.1.2. 2018 წლის 15 მარტს ი-–-------------ესა და სს ,,თ----------ს” შორის დაიდო საბანკო კრედიტის (პრაიმ ქარდის) ხელშეკრულება და მოპასუხის სასარგებლოდ დამტკიცდა საკრედიტო ლიმიტი 1500 ლარი, (04.11.2062 წლამდე). საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36%-ით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 ლარის, ასევე ვადაგადაცილებული თანხის 1%-ის ოდენობით. კრედიტი მოპასუხეს უნდა დაეფარა ყოველთვიურად, 15 რიცხვამდე და შესატან თანხას შეადგენდა ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%, ასევე წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 15.03.2018 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- განაცხადის ფორმა;

- ამონაწერი ანგარიშიდან.

 

3.1.3. 2017 წლის 17 მაისს ი-–-------------ესა და სს ,,თ----------ს” შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა კრედიტი 12300 ლარი, 1834 დღის ვადით. კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 15%-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - გრაფიკის ყოველი დარღვევისას 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა.

 

კრედიტი მსესხებელს უნდა დაეფარა გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 25 რიცხვში და ყოველთვიური შენატანის ოდენობა განისაზღვრა 298,30 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 17.05.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- განაცხადის ფორმა;

- ამონაწერი ანგარიშიდან.

 

3.1.4. 2018 წლის 12 აპრილს ი-–-------------ესა და სს ,,თ----------ს” შორის დაიდო საბანკო კრედიტის (სწრაფი სესხის) ხელშკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი - 361 ლარი, 378 დღით (25.04.2019 წლამდე), ხელშეკრულება საპროცენტო სარგებელზე შეთანხმებას არ ითვალისწინებდა. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მსესხებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებაზე 2 ლარი და ამას დამატებული 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 12.04.2018 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- განცხადების ფორმა;

- ამონაწერი ანგარიშიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ი-–-------------ეს სს „თ----------ის“ მიმართ ოთხივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ჯეროვნად არ აქვს შესრულებული და დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დროისთვის (04.04.2019 წელი) ერიცხება შემდეგი დავალიანება:

 

ა) 2017 წლის 18 სექტემბრის საბანკო კრედიტის (სწრაფი განვადების) ხელშეკრულებიდან გამომდინარე 303,23 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 170,96 ლარი და პირგასამტეხლო - 132,30 ლარი;

 

ბ) 2018 წლის 15 მარტის საბანკო კრედიტის (პრაიმ ქარდის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2605,26 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1499,9 ლარი, პროცენტი - 318,75 ლარი და პირგასამტეხლო - 786,61 ლარი;

 

გ) 2017 წლის 17 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12088,15 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 10059.32 ლარი, პროცენტი - 913,47 ლარი, პირგასამტეხლო - 1091,19 ლარი და დაზღვევა - 24,17 ლარი;

 

დ) 2018 წლის 12 აპრილის საბანკო კრედიტის (სწრაფი განვადების) ხელშეკრულებიდან გამომდინარე 426,88 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 240,68 ლარი და ჯარიმა - 186,20 ლარი;

 

სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

აღნიშნული თანხებიდან მოპასუხემ ცნო ბანკის მოთხოვნა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12000 ლარის ნაწილში, საიდანაც ძირითადი თანხა ჯამში შეადგენს 11970,86 ლარს, ხოლო პირგასამტეხლოსა და პროცენტის ნაწილის დაფარვის შესახებ რაიმე მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

- გადახდის გრაფიკები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „თ----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. ოთხივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ი-–-------------ისთვის დავალიანების ძირითადი თანხების, დაზღვევის თანხისა და პროცენტის დაკისრება.

 

5.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

5.1.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქმის მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ოთხივე საკრედიტო ხელშეკრულებაზე კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტის, დაზღვევის თანხის, დავალიანებას. აღნიშნული დავალიანებებიდან საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი სრულად ცნო ძირითადი თანხის-11970,86 ლარის, ასევე 29,14 ლარის ნაწილში, რაც წარმოადგენს პროცენტის ნაწილს. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას სასამართლო მიიჩნევს საკმარის საფუძვლად 12000 ლარის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისთვის.

 

5.2. ოთხივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ი-–-------------ისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

5.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს სს ”თ----------სა” ი-–-------------ეს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ თითეული ხელშეკრულებისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო (ფიქსირებულ პირაგასამტეხლოსთან ერთად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%, 1% ან 1,5%) არ არის გონივრული, იგი 10-ჯერ უნდა შემცირდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით: 17.09.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 13,23 ლარის, 15.03.2018 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 78,66 ლარის, 17.05.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 109,11 ლარის, 12.04.2018 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 18,62 ლარის გადახდა.

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 462,8 ლარი. ვინაიდან მოპასუხემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე ცნო ბანკის მოთხოვნის 77,80%, სს „თ----------ის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული მოთხოვნის პროპორციული ბაჟის თანხა - 360,05 ლარი. გარდა ამისა, მოსარჩელეს ასევე უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი 0,05 ლარი. ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი-–-------------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის - 43,40 ლარის გადახდა, ხოლო დაუკმაყოფილებელი ნაწილის დარჩენილი ბაჟის თანხა - 59,30 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 500 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა. ვინაიდან არ არის წარმოდგენილი სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით - საფოსტო გზავნილების საფასურის დამადასტურებელი ქვითრები, ამ ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს „თ----------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ი-–-------------ეს სს „თ----------ი“ -ს სასარგებლოდ დაეკისროს, 18.09.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 184.19 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 170.96 ლარი, პირგასამტეხლო - 13.23 ლარი.

 

3. მოპასუხე ი-–-------------ეს სს „თ----------ი“ -ს სასარგებლოდ დაეკისროს, 15.03.2018 წლის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 1897.31 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1499.90 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 318.75 ლარი, პირგასამტეხლო - 78.66 ლარი.

 

4. მოპასუხე ი-–-------------ეს სს „თ----------ი“ -ს სასარგებლოდ დაეკისროს, 17.05.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 11106.07 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 10059.32 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 913.47 ლარი, პირგასამტეხლო - 109.11 ლარი, დაზღვევის თანხა - 24.17 ლარი.

 

5. მოპასუხე ი-–-------------ეს სს „თ----------ი“ -ს სასარგებლოდ დაეკისროს, 12.04.2018 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 259.3 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 240.68 ლარი, პირგასამტეხლო - 18.62 ლარი.

 

6. მოპასუხე ი-–-------------ეს მოსარჩელე სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 43.40 ლარის გადახდა;

 

7. მოპასუხე ი-–-------------ეს მოსარჩელე სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული იურიდიული მომსახურების საფასურის - 500 ლარის გადახდა.

 

8. სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით - საფოსტო გზავნილების საფასურის მოპასუხისთვის დაკისრება არ დაკმაყოფილდეს.

 

9. მოსარჩელე სს „თ----------ს“ - (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი 26/08/2019 წელს, N2 საგადასახადო დავალებით (რეფერენსი 2---------) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 462.80 ლარიდან - 360.10 (სამასსამოცი ლარი და 10 თეთრი) ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი (გადამხდელის ბანკი: სს „თ----------ი“, მიმღები - სახ. ხაზინა, სახაზინო კოდი: 300773150).

 

10. მოსარჩელე სს „თ----------ი“-ს მიერ სარჩელის აღძვრისას წინასწარ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 59.30 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;

 

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით;

 

12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე