განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2019
საქმის ნომერი
330100119003065414
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2879-19

(--------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა,სხდომის მდივან სოფიკო უგრეხელიძის,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ--------------,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ს------------------------------ (დაბადებული------–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:------–---------------–----------------------------–-------------–--

ადვოკატები - ლ-–------–--–---------------------–----

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

თ-------------- და ს----------------- 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში ს----------------- ეჭვიანობდა და თ--------------ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც თ-------------- დაშორდა მას. აღნიშნულით გაღიზიანებული ს----------------- აგრძელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაზედაც გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის ვადის გასვლის შემდეგ ს----------------- 2019 წლის 14-15 მაისს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა თ--------------ს და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით და მუქარით აიძულებდა თ--------------ს მასთან შერიგებას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ქმედებით დაზარალებული საკუთარ თავზე განიცდიდა თავის ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედებას.

2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე ქ------–---------------–-------------------------------------------– სართულზე თ--------------ს ლიფტში შესვლის დროს მასთან ჩუმად მივიდა ს-----------------, ხელი ძლიერად მოკიდა მკლავში და ლიფტში შესვლის საშუალება არ მისცა. თ--------------მ მოახერხა თავის დაღწევა და ლიფტში შესვლა, რა დროსაც ს-----------------მ ძლიერად ესროლა მისი კუთვნილი „------ მარკის მობილური ტელეფონი. აღნიშნული თ--------------ს მოხვდა მარჯვენა მკლავში. ს------------------ ქმედებებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე ს----------------- თ--------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რასაც დაზარალებული აღიქვამს რეალურად.

 

1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ--------------მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (ყოფილი მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

მოწმე გ---------------- ჩვენებით, მისი შვილი თ-------------- გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქორწინებაში იმყოფებოდა ს-----------------სთან. 2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე სახლში დაბრუნებული თ-------------- იყო განერვიულებული. როგორც თ--------------სგან მისთვის გახდა გახდა ცნობილი, სადარბაზოსთან დახვედრია ყოფილი მეუღლე - ს-----------------, რომელმაც შერიგებაზე უარის მიღების შემდგომ, ლიფტში შესვლისას მობილური ტელეფონი ესროლა თ--------------ს, რაც მოხვდა ხელზე. მოწმის განმარტებით, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის ფაქტს არასდროს შესწრებია.

მოწმე ი-----------–---–-- ჩვენებით, თ-------------- არის მისი შვილი, რომელიც ქორწინებაში იმყოფებოდა ს-----------------სთან. 2019 წლის 15 მაისს საღამოს საათებში სახლში დაბრუნებული თ-------------- იყო განერვიულებული, რისი მიზეზიც იყო ს------------------ მხრიდან თ--------------სთვის მობილური ტელეფონის სროლის ფაქტი.

მოწმე ი-----–------------ ჩვენებით, 2019 წლის 16 მაისს თ-------------- განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო მის მიმართ განხორციელებული იძულების და ძალადობის ფაქტზე. გამოკითხა დაზარალებული თ--------------, რომლისგანაც ამოიღო ს------------------ კუთვნილი მობილური ტელეფონი დაშლილ მდგომარეობაში. ასევე დანიშნა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და შეადგინა ს------------------ ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ს------------------ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (შემაკავებელი ორდერები #---------------, ამოღების ოქმი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენი, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნა) მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ს------------------ დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ს------------------ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებულ დისპოზიციას, სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის თავისუფლება. ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ და ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ან/და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ს------------------ მიერ თ--------------ს მიმართ განხორციელებული იძულების ან ფიზიკური ძალადობის შემადგენლობის სავალდებულო სხვა ნიშნები. ასევე ვერ იქნა დადგენილი თუ ვინ მიაყენა თ--------------ს ფიზიკური შეურაცხყოფა ან საერთოდ ჰქონდა თუ არა ადგილი მასზე ფიზიკური ძალადობის ან იძულების ფაქტს. აღნიშნულ კითხვაზე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით პასუხის გაცემა შეუძლებელია.

საქმის მასალების მიხედვით, 2019 წლის 15 მაისს, მომხდარი ოჯახური ძალადობის და იძულების განხორციელების ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმე, რომელიც შეძლებდა დაედასტურებინა ს------------------ მიერ ყოფილ მეუღლეზე - თ--------------ზე ფიზიკური ძალადობის ან იძულების ფაქტი არ არსებობს. მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის და იძულების შესახებ, არის თავად დაზარალებული თ--------------, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (ყოფილი მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა გამომძიებელი ი-----–-----------, რომელმაც გამოძიება დაიწყო და აწარმოა შემდგომში დაზარალებულად ცნობილი თ--------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის და იძულების ფაქტზე. გამომძიებელი არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე და ინფორმაციას ფლობს დაზარალებულ თ--------------ს მხრიდან, რომელმაც როგორც უკვე აღვნიშნეთ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, ხოლო, გამომძიებლის მიერ არ მოპოვებულა სხვა ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა ს------------------ მიერ განხორციელებულ იძულებაში ან ოჯახურ ძალადობაში.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ ბრალდებულ ს------------------ ქმედებების შედეგად თ--------------ს არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა.

რაც შეხება მოწმეების გ---------------- და ი-----------–---–-- სასამართლოზე მიცემულ ჩვენებებს, მართალია მათ დაადასტურეს ს------------------ მხრიდან თ--------------ზე მობილური ტელეფონის სროლის ფაქტი, თუმცა მათივე ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი ფაქტის უშუალო თვითმხილველები არ არიან და მომხდარის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა დაზარალებულ თ--------------ს მხრიდან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება არ უთითებს ს-----------------ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებები კი გამომდინარეობს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებიდან, რომლებსაც ახლო ნათესაური ურთიერთობა აკავშირებთ თ--------------სთან და არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ იძლევიან კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ს------------------ ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ს------------------ მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას, რის გამოც ს----------------- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ს----------------- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ განჩინებით, ს------------------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გამართლებულ ს-----------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: თ--------------სგან ამოღებული მობილური ტელეფონი, რაც ინახება შ-----------------------------------------------–--------–-–-------------------–---–-, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ს-----------------ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი