განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2019
საქმის ნომერი
330100117002130937
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4269-17

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–------–----–---,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი--------–-------------–----–-–---–-- დაბადებული------–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ქმედების ჩადენის დროს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თ---–-----------------------------------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------------------------------------–-------------------------------–--

ადვოკატები - ი-–---------------------–------–-–---–--

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.

სხდომის სახე - ღია.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

ზ--------------–---–-------–-–------------- რეგისტრირებული იქნა ინდივიდუალურ მეწარმედ, (---------------- რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა შ-----–------------------ შეძენა და რეალიზაცია.

ი--------------------–---–--- საქმიანობას 2----–-–--------------- ფაქტობრივად წარმართავდა მინდობილი პირი - ი------–----–-–---–-.

ი------–----–-–---–- ევალებოდა ი--------------------–---–--- საქმეებს გაძღოლოდა კეთილსინდისიერად და გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, ი--------------------–---–--- მინდობილმა პირმა და ფაქტობრივმა მმართველმა, ი------–----–-–---–--- არ შეასრულა თავისი მოვალეობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით, სრულად არ ასახა ინდივიდუალური მეწარმის მიერ მიღებული შემოსავალი და სრულყოფილად არ წარადგინა საგადასახადო ორგანოში დეკლარაციები.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს გასვლითი საგადასახადო შემოწმების მერვე სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარდა ი--------------------–---–--- (---------------- ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სრული გასვლითი შემოწმება, რომლის შედეგადაც ინდივიდუალურ მეწარმეს ზემოხსენებული დარღვევების გამო 2----–-–--------------- საგადასახადო შემოწმების აქტით 2----–-–-----------------------–-–---------------- საანგარიშო პერიოდის ჩათვლით, დამატებით სულ დაერიცხა 2----------–----, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 8------ ლარი, ჯარიმა 1------- ლარი, ხსენებული აქტის საფუძველზე 2----–-–---------------- გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის N----- ბრძანება, ზემოაღნიშნული თანხების დარიცხვის შესახებ, ხოლო ამავე ბრძანების საფუძველზე 2----–-–---------------- გამოიცა N------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ი--------------------–---–-- (---------------- ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 2----------- ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 8------ ლარი, ჯარიმა 1------- ლარი და საურავი 4-----------–-----

ზემოხსენებულ დარიცხვასთან დაკავშირებით, არ გამოყენებულა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმი და ი------–----–-–---–-- განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის - 8------ ლარის გადახდას.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი------–----–-–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ი------–----–-–---–-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - ი-–-------–---–--------------------–---–---------------------–---–------------------–---–-ს, ი------–----–-–---–-ს დაკითხვის ოქმებით, 2----–-–--------------- საგადასახადო შემოწმების აქტით, 2----–-–---------------- N------ საგადასახადო მოთხოვნით, წერილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს და მიღებული პასუხებით, წერილები ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს და მიღებული პასუხებით, წერილებით შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტიდან, წერილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს და მიღებული პასუხებით, დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებული.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი------–----–-–---–-- ჩაიდინა:

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით, ი------–----–-–---–- აღნიშნულ საქმეზე, აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით.

ი------–----–-–---–- გაფრთხილებული იქნა გირაოს პირობების დარღვევის გამო საქართველოს სსსკ-ის 200-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მათ შორის გაფრთხილებული იქნა იმ შემთხვევაზეც, რომ თუ მის მიერ ჩადენილი იქნებოდა ახალი დანაშაული, გირაოს სახით გადახდილი თანხა გადაირიცხებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცეოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განჩინებით, აღნიშნული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო თ-------------–---------------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თ---–----------------------------------------–------------------------------------------------------------------------ ლარის ფარგლებში.

უძრავი ქონების მესაკუთრე, თ-------------–---- გაფრთხილებული იქნა იმის შესახებ, რომ თუ ბრალდებულმა ი-–----–-–---–--, რომლის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება, გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცეოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2----–-–----------ს ი------–----–-–---–- დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განჩინებით, მას აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

ვინაიდან ი-–----–-–---–- გამოვლენილია ახალი დანაშაულის ჩადენაში, სახეზეა გირაოს პირობების დარღვევა.

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

ი------–----–-–---–-ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ასევე ბრალდებულის აღიარებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით ი------–----–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით (აღნიშნული ჯარიმა გადახდილია და სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულია 2016 წლის 11 ივლისს).

ვინაიდან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ი------–----–-–---–-ს მიერ განხორციელებული ქმედება, რისთვისაც მას წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ჩადენილი არ არის 2----–-–------------- განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის პერიოდში, ი-–----–-–---–-სთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების გათვალისწინებით.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ი------–----–-–---–-ს მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი------–----–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით დანიშნული უფრო მსუბუქი სასჯელი და საბოლოოდ, ი------–----–-–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

მსჯავრდებულ ი------–----–-–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2----–-–---------------------.

მსჯავრდებულ ი------–----–-–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო 30 000 ლარის ოდენობით (რომლის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული იქნა 30 000 ლარის პროპორციული წილის უძრავი ქონება) გაუქმდეს და გირაოს პირობების დარღვევის გამო გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული უძრავი ქონება მიქცეული იქნას აღსასრულებლად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ, თ-------------–---------------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თ---–------------------------–------------------–-----------------------, საკადასტრო კოდი:------------------

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი