განაჩენი

სისხლის სამართლის 11.09.2019
საქმის ნომერი
330100119003090160
თარიღი
11.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3135-19

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-------------–----

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბ----------------–---------------- - დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ--–--------–------------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------–-----–--------------------------–--

ადვოკატი - ლ--–-----–--------

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სამი ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 2019 წლის 11 ივნისის ჩათვლით პერიოდში, თ---–--–-----–--------------------------–- მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში, ბ------------------ მეუღლეს, თ-----------–---–-, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით. ძალადობდა მასზე გენდერული ნიშნით, რომ იყო ქალი და მის ყველა მოთხოვნას უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, უკრძალავდა მისთვის არასასურველ პირებთან ურთიერთობას, უკონტროლებდა მობილურ ტელეფონსა და სოციალურ ქსელში მიმოწერასა და აქტივობებს. უშლიდა საკუთარი აზრის გამოხატვას, ეუბნებოდა, რომ მას, როგორც ქალს, არ ჰქონდა არანაირი უფლება ოჯახში და მამაკაცის აზრს უნდა დამორჩილებოდა. ეძახდა გაუნათლებელს, რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაც და ემუქრებოდა მოკვლით. 2018 წლის დეკემბრის თვეში, ბ------------------ ტელეფონით მუქარის შემცველ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს წერდა თ-----------–---–-, რომელიც იმყოფებოდა თ---–--–------------------------------–- მდებარე მშობლების სახლში. ბ------------------ს ქმედებებით თ-----------–---–- განიცდიდა ტანჯვას.

2019 წლის მაისში, ზუსტი რიცხვი უცნობია, თ---–--–-----–--------------------------–- მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში, ბ------------------მ შელაპარაკებისას, მეუღლეს, თ-----------–---–- ხელი გაარტყა სახეში, რითაც თ-----------–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 23:30 საათზე, თ---–--–-----–--------------------------–- მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში, ბ------------------მ შელაპარაკებისას, მეუღლეს, თ-----------–---–-, სახეში დაარტყა ხელი, რითაც თ-----------–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი. კონფლიქტისას ბ------------------მ აიღო ხანჯალი, რომელიც მოუქნია დაზარალებულს და დაემუქრა მოკვლით, რაც თ-----------–---–-- აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბ------------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

მოწმე მ-------------–---–-- ჩვენებით, ბ------------------ არის მისი შვილის, თ-----------–---–-ს მეუღლე. პირადად არასოდეს შესწრებია ბ------------ მიერ მისი შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს, თუმცა მისი შვილისგან იცის, რომ შუაღამისას ხანჯლის დემონსტრირებით გააგდო გარეთ და არ აძლევდა სახლში ბავშვებთან შესვლის საშუალებას. რაც შეეხება სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი ყველაფერს უმალავდა, ერთხელ თავად შეესწრო ბ------------ და თ------–---–- შორის სატელეფონო საუბარს, სადაც მკაფიოდ ესმოდა, თუ როგორ აგინებდა და ამცირებდა ეს უკანასკნელი მის შვილს. გარდა ამისა, როდესაც თ-----------–---–- იმყოფებოდა მათ სახლში, ჩუმად წაიკითხა მისი შვილის და ბ------------ სატელეფონო მიმოწერა, რომლის შინაარსიც იყო იმდენად სალანძღავი, რომ მისი გახსენება არ სურს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე, გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებისა, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ბ------------------ს მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, უტყუარად დასტურდება როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: თ-----------–---–-ს, ჯ------–------------ გამოკითხვის ოქმებით, ბ------------------ს დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებული.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ------------------მ ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი);

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულზე ზემოქმედებით, რათა ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

ბ------------------ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ასევე ითვალისწინებს იმას, რომ ბ------------------ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბ------------------ს მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის მაისის თვის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 11 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ბ------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–----------------------–-–------------------ ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ბ------------------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

_ ბ------------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი სიმბარათით, დალუქულ მდგომარეობაში, რაც ინახება შ-----–-----------–--------------------–-------------------–------------------–----–-–------–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;

_შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 01 (ერთი) ცალი ხანჯლის მაგვარი საგანი, დალუქულ მდგომარეობაში, რაც ინახება შ-----–-----------–--------------------–-------------------–------------------–----–-–------–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

_ ვიზუალური დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 01 (ერთი) ცალი ელ.დისკის სახით, დალუქულ მდგომარეობაში, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

_ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 01 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი