განაჩენი

სისხლის სამართლის 21.10.2019
საქმის ნომერი
330100119003029351
თარიღი
21.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/2530-19

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

21 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - რ--------------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა-–-----------------–-------–--–----–---–ი, დაბადებული - 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თბილისი, ზ--------------------–--------ში;

 

ადვოკატები - გ-------------------–---–ი, ვ-----–-------------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 07 მაისს, ღამის საათებში, ა-–------------–--–----–---–ი იმყოფებოდა ქ. თბილისში ვ-–----–----–----------------ში, რა დროსაც ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაამსხვრია შპს „ა------“ კუთვნილი ჯიხურის შესასვლელი კარის მინა, შეაღწია ჯიხურში და ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, მოლარე ი---------------–---–ს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა. ა-–------------–--–----–---–მა მიისაკუთრა შპს „ა------“ კუთვნილი ფულადი თანხა 950 ლარის ოდენობით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით

 

2.1. დაზარალებულ ი---------------–---–ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------------ში მდებარე, შპს „ა------“ კუთვნილ ჯიხურში, ოპერატორის პოზიციაზე. 2019 წლის 7 მაისს, ღამის საათებში, ჯიხურში შუქი ჩქარა; დაახლოებით 10 წუთში ჯიხურის კარზე დარტყმის ხმა გაიგონა, რის შემდეგაც მისთვის უცნობმა პიროვნებამ ბლაგვი საგნის ორჯერ დარტყმით, ჯიხურის კარის მინა გატეხა, გარედან ხელის შეყოფით კარი გააღო და შიგნით შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯიხურში შუქი არ ენთო, დაზარალებულის სამუშაო ადგილი გარედან შემომავალი ლამპიონის შუქით იყო განათებული და მან კარგად დაინახა ბასრი საგანი, რომელიც თავდამსხმელს ხელში ეჭირა. ბრალდებულმა დაზარალებულს ფულის გადაცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დარტყმით დაემუქრა. ი---------------–---–მა თავდამსხმელს მიუთითა კარადაზე, სადაც თანხა იდო. ბრალდებულმა ფული აიღო და გაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი დაზარალებულთან ახლოს არ მისულა, ამ უკანასკნელს ძალიან შეეშინდა, რადგან თავდასხმა რეალური იყო. ბრალდებულის სახე დაზარალებულმა კარგად დაინახა და გამოძიების მიმდინარეობისას მისი ამოცნობა არ გასჭირვებია. მას დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ ჯიხურში მყოფი პიროვნება არის ბრალდებული. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, თავდამსხმელმა დაახლოებით 1000 ლარამდე თანხა წაიღო და გაიქცა. რამდენიმე წუთში, დაზარალებული გავიდა გარეთ და შველა ითხოვა; ასევე მაშინვე დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია. დაზარალებულმა განაცხადა, რომ საგნის პირი, რომელიც ბრალდებულს ეჭირა, პრიალებდა.

 

2.2. 2019 წლის 7 ივლისის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულ ი---------------–---–ის მიერ, მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოცნობილ იქნა მარჯვნიდან პირველი მამაკაცი, სიმაღლით, სუსტი აღნაგობით, ასაკით, ოდნავ მოგრძო პირისახით, ოდნავ სქელი წარბებით, საშუალო ზომის ცხვირით, თხელი ტუჩებით.

 

2.3. დაზარალებული კომპანიის - შპს „ა------“ წარმომადგენელმა, თ----------–----–---–მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2019 წლის 7 მაისს, ღამის საათებში, შემთხვევიდან დაახლოებით 10-15 წუთში, ჯიხურში ოპერატორად მომუშავე ი---------------–---–მა შეატყობინა მომხდარის შესახებ; შემთხვევის ადგილზე ძალიან ბევრი ადამიანი დახვდა, მათ შორის პოლიციის თანამშრომლებიც. ი---------------–---–ი განმარტავდა, რომ ჯიხურში თავს დაესხა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც გასტაცა დაახლოებით 950 ლარი და გაიქცა. გარდა აღნიშნულისა, კომპანიას ზიანი მიადგა ჯიხურის კარის ფანჯრების დაზიანების შედეგად. მოწმის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, დაზარალებულის ოჯახმა სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და ბრალდებულის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

 

2.4. 2019 წლის 7 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს ვ---------------–-------------------–--ის უფროს გამომძიებელ გ------------–--–---–ის მიერ, სავაჭრო ჯიხურის ოპერატორ ი---------------–---–ის, დირექტორ თ----------–----–---–ის, ექსპერტების - ა-----–-–----–-–---–ის, გ---------------------ს, ლ--------–-----ს და ნ-----–------–---–--ის მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც წარმოადგენს ქ. თბილისში, ვ-–----–----–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ჯიხურს; აღნიშნული ჯიხური განთავსებულია ბორდიურზე, ცენტრალური გზის პირას. ჯიხურის წინა ფასადი შუშაშია ჩასმული, ობიექტის შიგნით განთავსებულია სხვადასხვა დასახელების პროდუქცია და ნაყინის მაცივარი. ჯიხურს მარცხენა მხრიდან გააჩნია შუშაში ჩასმული, მეტალის კონსტრუქციის კარი, რომელზეც გაკრულია სარეკლამო სტიკერები. კარის შუშა ჩამტვრეულია ქვედა მარჯვენა ნაწილში. ჯიხურში განთავსებულია ოთხი მაცივარი, ასევე სათავსოები, რომლებზეც განლაგებულია სავაჭრო პროდუქცია. ჯიხურში ასევე განთავსებულია წითელი ფერის მაგიდა, ერთი ცალი უჯრით. მაგიდაზე დევს სხვადასხვა დასახელების ნივთები, ასევე ერთი ცალი 5 ლარიანი კუპიურა და ხურდა ფული. ჯიხურის უკან განთავსებულია ელექტროსადენი, რომელიც ჩაჭრილია. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ექსპერტების მიერ აღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუშები; ასევე გაშვებულ იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც წავიდა ნ--–-----ის ქუჩის მიმართულებით, დაახლოებით 300 მეტრის გავლის შემდეგ კი გაჩერდა ვ-–----–----–---------------------– კორპუსთან. შემთხვევის ადგილიდან ასევე აღებულ იქნა ხელის კვალის სამი ნიმუში, ოთხი ანაწმენდი და მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი.

 

2.5. ექსპერტმა - გ---------------------მ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ 2019 წლის 7 მაისს, მეწყვილესთან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ქ. თბილისში, ვ-–----–----–----------------ში მდებარე სავაჭრო ჯიხურში, საიდანაც აიღო ერთი სუნის ნიმუში, რომელიც დაილუქა დადგენილი წესის შესაბამისად და გადასცა გამომძიებელს. აღნიშნულზე შედგა შესაბამისი დათვალიერების ოქმი, რომელსაც ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე ასევე დაადასტურა ექსპერტ-კრიმინალისტმა - ნ-----–------–---–--ემ.

 

2.7. საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–--ის გამომძიებელმა - გ------------–--–---–მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და განმარტა, რომ ა-–------------–--–----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 7 მაისს, შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. იმავე დღეს, ექსპერტების მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ. თბილისში, ვ-–----–----–----------------, შპს „ა------“ ჯიხურში, რა დროსაც აღებულ იქნა ანაწმენდები, ლაქები და ხელის კვალის ნიმუშები; მან ჩაატარა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დანიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, რა დროსაც საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

2.8. ს----------–----–------------------------------------------–-----------------------------------–-–----------------------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია 1----–-–------------------ დაბადებული ა-–------------–--–----–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

2.9. ექსპერტმა - ბ----------------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2.10. ექპერტმა - ბ------------------მ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ ბრალდებულ ა-–------------–--–----–---–ისგან კანონმდებლობის სრული დაცვით აიღო ნერწყვის ნიმუში და რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია ამ უკანასკნელის მხრიდან დაფიქსირებული არ ყოფილა.

 

2.11. 2019 წლის 7 მაისის სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გამომძიებელ გ-------------–---–ის მიერ, ა-----–--–--–----–---–ის, ბ------------–---–ისა და დ---------------ის მონაწილეობით, გაჩხრეკილ იქნა ბრალდებულ ა-–------------–--–----–---–ის საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისი, ზ----------------------ში, რა დროსაც ამოღებულ იქნა ერთი ცალი კაპიშონიანი, გრძელსახელოიანი მაისური, რომელსაც აღენიშნება რამდენიმე ღია ფერის ლაქა, ერთი ცალი ჯინსის შარვალი, ერთი ცალი მუქი ფერის ქურთუკი, რომელსაც აღენიშნება მცირე ზომის დაზიანება.

 

2.12. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის სასამართლოში წარსადგენ ნუსხაში, მე-5 პუნქტში მითითებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული, დალუქული სუნის კვალის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, ხელის კვლები, ანაწმენდები, საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ნაწილში პირველ და მე-6 პუნქტად მითითებული სუნის კვალის ნიმუშები. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება დათვალიერდა რა მხარეთა უშუალო მონაწილეობით, სასამართლო და მხარეები დარწმუნდნენ მათ ავთენტურობაში.

 

2.13. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–--ის გამომძიებლები - კ------------–ი, ლ-–------- და გ-------------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულ ა-–------------–--–----–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული ექსპერტების - რ--------------–------–---–ის, დ-----------------ს და ს--------------–---–ის მიერ ჩატარებული მოქმედებები ჩვენებებთან ერთად, ასევე ა-----–--–--–----–---–ის გამოკითხვის ოქმი, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.15. ბრალდებულმა ა-–------------–--–----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და დაადასტურა ჯიხურში უკანონოდ შეღწევის ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ მას ყაჩაღობის განზრახვა არ ჰქონია. ბრალდებულმა განმარტა, რომ 2019 წლის 7 მაისს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მივიდა ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------ზე მდებარე ჯიხურში, გადაჭრა ელექტროსადენი, რის შემდეგაც ჩაამტვრია მეტალის კარში ჩასმული შუშა, გააღო კარი და შევიდა ჯიხურში, სადაც დახვდა შეშინებული ქალბატონი. ჯიხური დაფარული იყო სარეკლამო ბანერებით და ვერ შეამჩნია ჯიხურში მყოფი გოგონა. კარის გატეხვის დროს, ჯიხურში მყოფ ქალბატონს ხმა არ ამოუღია. შუშის ნამსხვრევებმა ბრალდებულს მცირედით ხელი დაუზიანა. ჯიხურში მყოფ გოგონას იგი არ დამუქრებია, პირიქით - დაამშვიდა. ბრალდებულმა აიღო ფული, რომელიც ჯიხურში განთავსებულ მაგიდასთან იდო და წავიდა. ჯიხურში შესვლისას რაიმე ბასრი პირის მქონე საგანი მას არ ჰქონია; ბრალდებულის ჩვენების თანახმად, ჯიხურში ქურდობის მიზნით შევიდა; ფრჩხილის საჭრელი, ე.წ. „კუსოჩკა“, რომელითაც შუშა ჩაამტვრია, ჯიხურში შესვლამდე ჯიბეში ჩაიდო.

 

2.16. 2019 წლის 7 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ბრალდებულმა ა-–------------–--–----–---–მა საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მიუთითა ქ. თბილისში, ვ-–----–----–-------------------------ში მდებარე სავაჭრო ჯიხურზე, საიდანაც 900 ლარამდე ფულადი თანხა გაიტაცა.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli a№d others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, №o. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ

 

3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spai№, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ა-–------------–--–----–---–ის მიერ ყაჩაღობის, ესე იგი თავდასხმის, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ა-–------------–--–----–---–მა 2019 წლის 7 მაისს, დილის საათებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------ზე მდებარე ჯიხურში და ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, მოლარე ი---------------–---–ს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა. ა-–------------–--–----–---–მა მიისაკუთრა შპს „ა------“ კუთვნილი ფულადი თანხა 950 ლარის ოდენობით.

 

3.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას, უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.

 

3.9. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, თითქოს ა-–------------–--–----–---–ს ყაჩაღობის განზრახვა არ ჰქონია და შპს „ა------“ კუთვნილ ჯიხურში ქურდობის მიზნით შეაღწია, სადაც შეამჩნია ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც დაამშვიდა, აიღო ფული და წავიდა; არც დაზარალებულს დამუქრებია, ხოლო ჯიხურში შესვლისას ბასრი საგანი არ ჰქონია, - გამომდინარე იქედან, რომ საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების სასამართლოში გამოკვლევისას. დაზარალებულის ჩვენებით ცალსახად დგინდება, რომ 2019 წლის 7 მაისს, ღამის საათებში მის სამუშაო ჯიხურში ჩაქრა შუქი. რამდენიმე წუთში მისთვის უცნობმა ახალგაზრდამ შეამტვრია ჯიხურის კარის ჩარჩოში მოთავსებული მინა, გააღო კარი, შეაღწია ჯიხურში და მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხა. ბრალდებულს ჯიხურში შევლისას ხელში ეჭირა ბასრი საგანი, რამაც ძალიან შეაშინა. მიუხედავად იმისა, რომ ჯიხურში სინათლე გაითიშა, სამუშაო ადგილი განათებული იყო ლამპიონების შუქით და კარგად დაიმახსოვრა როგორც ბრალდებული, ასევე მის ხელში მოელვარე ბასრი საგანი. დაზარალებულის რაიმე იმგვარი დაინტერესება ბრალდებულის პიროვნებით, რაც მისი ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა, საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა; შესაბამისად, ი---------------–---–ის განმარტებებს სასამართლო ეჭვქვეშ ვერ დააყენებს და გაიზიარებს 2019 წლის 7 მაისს, შპს „ა------“ კუთვნილ სავაჭრო ჯიხურში განვითარებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას.

 

- სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც მან, ერთი მხრივ, განმარტა, რომ დაზარალებულს არ დამუქრებია, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნა, რომ ჯიხურიდან გასვლამდე დაამშვიდა ი---------------–---–ი, ფული აიღო და წავიდა. თუ მუქარას ან აგრესიას არ ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან ადგილი, რატომ დასჭირდა დაზარალებულს დამშვიდება - აღნიშნულის შესახებ ა-–------------–--–----–---–ს განმარტება არ გაუკეთებია. შესაბამისად, დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია სასამართლოს სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულად მიაჩნია და ვერ გაიზიარებს.

 

3.10. რაც შეეხება ყაჩაღობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას, ეს არის ყაჩაღობა ჩადენილი სადგომში უკანონოდ შეღწევით; სასამართლო განმარტავს, რომ სადგომში მოიაზრება შენობა-ნაგებობები, რომლებიც ადამიანთა და ფასეულობათა განსათავსებლად არის გამიზნული (ფაბრიკა-ქარხანა, მუზეუმი, მაღაზია, თეატრი, სასწავლო დაწესებულება და სხვა). მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დაამტვრია ჯიხურის კარის მინა, შეაღწია შიგნით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცა დაზარალებულის კუთვნილი ფულადი თანხა. ჯიხურში მართლსაწინააღმდეგო შეღწევის ფაქტი დაადასტურა თავად ბრალდებულმა ა-–------------–--–----–---–მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.

 

3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.12. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ა-–------------–--–----–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, ა-–------------–--–----–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-–------------–--–----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ექვსიდან ცხრა წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას, ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდა მიყენებული ზიანი და იგი თანახმაა ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები, ასევე იმ ფაქტსაც, რომ ა-–------------–--–----–---–ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შენთხვევაში მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები.

 

5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–------------–--–----–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალი, 1 (ერთი) ქილად; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები (4 ცალი, 8 ცალი სტერილურ ჩხირზე); ა-–------------–--–----–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში; ა-–------------–--–----–---–ისგან აღებული სუნის ნიმუში - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- თ----------–----–---–ისგან აღებული ხელის კვლები და ი---------------–---–ისგან აღებული ხელის კვლები, რომლებიც შეყვანილია დაქტილოსკოპიურ ბაზაში - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–------------–--–----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

2. ა-–------------–--–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 07 მაისის 20:51 საათიდან.

 

3. მსჯავრდებულ ა-–------------–--–----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალი, 1 (ერთი) ქილად; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები (4 ცალი, 8 ცალი სტერილურ ჩხირზე); ა-–------------–--–----–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში; ა-–------------–--–----–---–ისგან აღებული სუნის ნიმუში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- თ----------–----–---–ისგან აღებული ხელის კვლები და ი---------------–---–ისგან აღებული ხელის კვლები, რომლებიც შეყვანილია დაქტილოსკოპიურ ბაზაში - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

- ა-–------------–--–----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული: 1 (ერთი) ცალი მაისური, 1 (ერთი) ცალი ჯინსის შარვალი, 1 (ერთი) ცალი ქურთუკი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე