გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2019
საქმის ნომერი
330210019002981388
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/9879-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასა--რთლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსა--რთლე - თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი - ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე - თა--რ თო-------–---–ი

წარმომადგენელი - ირ---–ი კა------ე

მოპასუხე- ხა-----ა ჯა---ა

წარმომადგენელი - ზა--ა ბუ----ე

დავის საგანი -თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ხა-----ა ჯა---ას თა--რ თო-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 5 000 აშშ დოლარის გადახდა;

 

სარჩელის თანახმად, 2015 წლის 22 ივლისს თა--რ თო-------–---–სა და ხა-----ა ჯა---ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით, მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 5 000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 3%-ის სარგებლის პირობით. სესხი დაბრუნებული უნდა ყოფილიყო 2015 წლის 22 ოქტომბრამდე. ხა-----ა ჯა---ამ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება არც დადგენილ ვადაში და არც შემდგომში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე ხა-----ა ჯა---ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მის მიერ ნასესხები თანხა დაბრუნებულ იქნა. კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, თანხა გადარიცხულ იქნა სა--ღვარგარეთ შესაბამისი პირის ანგარიშზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 22 ივლისს თა--რ თო-------–---–სა და ხა-----ა ჯა---ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით, მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 5 000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 3%-ის სარგებლის პირობით. სესხი დაბრუნებული უნდა ყოფილიყო 2015 წლის 22 ოქტომბრამდე.

 

სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 22 ივლისის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 13-17)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ სესხის სახით აღებული 5 000 აშშ დოლარი დაუბრუნა მოსარჩელეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასესხო ურთიერთობაში თანხის დაბრუნების ფაქტის მტკიცების ტვირთი მსესხებლის

მხარეზეა, რომელმაც, გარდა თავისი განმარტებისა, სხვა მტკიცებულებით და--ჯერებლად უნდა დაადასტუროს სესხის ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების შესრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში ხა-----ა ჯა---ა მიუთითებს, რომ ვინაიდან მოსარჩელის მოქმედებით მის ოჯახს მიადგა მატერიალური ზარალი. კერძოდ, თა--რ თო-------–---–ის მითითებით მისმა მეუღლემ 3 000 ევრო გადარიცხა სა--ღვარგარეთ არსებულ კომპანიაში საბურავების შეძენის მიზნით. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია ბუნებაში არ არსებოდა და მისი ოჯახი თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდა. მოპასუხით მტკიცებით, იგი და თა--რ თო-------–---–ი შეთანხმდნენ, რომ ამ თაღლითობის შედეგად მიყენებული ზიანის გამო მოსარჩელე მას აღარ მოსთხოვდა ნასესხებ თანხას. საქმის განხილვისას მოსარჩელემ უარყო მხარეთა შორის ამგვარი შეთანხმების არსებობა.

 

სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი)

- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ.81)

 

სასა--რთლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სა--რთლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა და--დასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა და--დასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოპასუხის ზემოაღნიშნულ განმარტებას უარყოფს მოსარჩელე, მოპასუხეს კი არ წარმოუდგენია სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასა--რთლოს შეუქმნიდა რწმენას მოპასუხის განმარტების სისწორისადმი.

 

სამოქალაქო სა--რთალსა და საპროცესო სა--რთალში არსებობს მტკიცების ტვირთის სა--რთლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმადაც, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო სა--რთალურთიერთობაში მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, სესხის ხელშეკრულების დადების და სესხის თანხის გადაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება, ხოლო მისი დაბრუნების - მსესხებელს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მტკიცებულების სახით წარდგენილ უნდა იქნეს თანხის გადახდის ქვითარი, ხელწერილი თანხის დაბრუნების თაობა--ე და ა.შ.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ შეძლო მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის დაკისრების ფარგლებში სესხის თანხის დაბრუნების ფაქტის დადასტურება ანდა მისი პატიება. სასა--რთლოს მოსა--რებით, საპირისპიროს დადასტურებამდე, იქმნება ვარაუდი იმისა, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება არსებობდა და მოპასუხეს მოსარჩელისთვის სესხის თანხა უკან არ დაუბრუნებია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასა--რთლო დასკვნა

 

სასა--რთლომ განიხილა თა--რ თო-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასა--რთლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სა--რთლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის წარმოშობილი ურთიერთობაა, ამიტომ მას ფარდობითი ურთიერთობა ეწოდება. ვალდებულებით ურთიერთობებში პირის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით. კრედიტორს შეუძლია მხოლოდ მოვალისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. ,,მოთხოვნა” ვალდებულებითი ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას, ჯერ უნდა გაირკვეს მოთხოვნის საფუძველი, კერძოდ, თუ რა სა--რთლებრივი საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სა--რთალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსა--რებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსა--ღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხეს ედავება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებას. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის სესხის სახით გადაცემული თანხის გადახდის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ საქმეზე სასა--რთლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა მოპასუხისთვის სესხის სახით თანხის გადაცემის და შესაბამისად, მათ შორის სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, ხოლო მოპასუხემ ვერ წარადგინა მტკიცებულებები ვალის დაბრუნების ან მისი პატიების თაობა--ე.

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრების თაობა--ე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასა--რთლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლო 370 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასა--რთლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,55-ე 243-ე 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. თა--რ თო-------–--–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ხა-----ა ჯა---ას თა--რ თო-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 5000 აშშ დოლარის გადახდა;

3. ხა-----ა ჯა---ას თა--რ თო-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 370 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასა--რთლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასა--რთლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასა--რთლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსა--რთლე თინათინ ეცადაშვილი