განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3442-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--------------–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი--------------–---ი, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული თბილისი, ვ---–-------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ჟ------------------
ადვოკატი - ს---–--------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 03:30 საათზე, თბილისი, დ---------–----------------ში, ი--------------–---მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ---------–--ის მიმართ, კერძოდ, ი--------------–---ი მ---------–--ეს უკონტროლებდა კომუნიკაციას, მიმოწერებს და გადაადგილებას, უშლიდა მამრობითი სქესის წამომადგენლებთან ნებისმიერ კომუნიკაციას, მათ შორის მისალმებას, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, უშლიდა მუშაობას, მიაჩნდა თავი „ოჯახის უფროსად“ და მისი მეუღლისგან ითხოვდა „ქალის შესაფერისი“ საზოგადოებრივი როლის მორგებას, მუდმივად სახლში ბავშვებთან ერთად ყოფნას და მისი სურვილის შესაბამისად მოქცევას, 2019 წლის 15 ივნისს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, თითქოსდა აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის საბაბით დაუწყო მ---------–--ეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რის შემდგომაც სახეში ერთხელ დაარტყა ხელი მარჯვენა თვალის მიდამოში, რის შემდგომაც შეკრული ხელის მტევანი დაარტყა მარცხენა ფეხის წვივის მიდამოში, რა დროსაც მ---------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ი--------------–---ის მიერ მ---------–--ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი რვა წლის მ---------------–---ი.
ასევე 2019 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, თბილისი, დ---------–----------------ის წინ - ქუჩაში, ი--------------–---მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ---------–--ის მიმართ, კერძოდ, ი--------------–---ი მ---------–--ეს უკონტროლებდა კომუნიკაციას, მიმოწერებს და გადაადგილებას, უშლიდა მამრობითი სქესის წამომადგენლებთან ნებისმიერ კომუნიკაციას, მათ შორის მისალმებას, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, უშლიდა მუშაობას, მიაჩნდა თავი „ოჯახის უფროსად“ და მისი მეუღლისგან ითხოვდა „ქალის შესაფერისი“ საზოგადოებრივი როლის მორგებას, მუდმივად სახლში ბავშვებთან ერთად ყოფნას და მისი სურვილის შესაბამისად მოქცევას, 2019 წლის 15 ივნისს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, მას შემდგომ რაც მ---------–--ემ შენიშვნა მისცა ალკოჰოლურ სასმელთან დაკავშირებით, მარჯვენა ფეხი დაარტყა მას მარცხენა ფეხის ბარძაყში, რა დროსაც მ---------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი--------------–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებებად, რის გამოც საქმის არსებითი განხილვისას სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა. დაკითხულ იქნა მოწმეები გ------------–--ა, გ-----------------–ი, გ----------------–--ე და ე------------------ი.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები მიჩნეულ ყოფილიყო უდავოდ, ვინაიდან ბრალდებული აღიარებდა და ინანიებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას და დაცვის მხარეს აღარ სურდა მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოითხოვა რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს, რასაც ასევე დაეთანხმა ბრალდების მხარე. შესაბამისად საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:
მოწმე გ------------–--ამ სასამრთლოს მოახსენა, რომ იცნობს დაზარალებულს საქმიდან გამომდინარე. 2019 წლის 15 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. მიიღო შეტყობინება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც თანამშრომელთან - მ-----------–---------თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. მათ მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის გარე პერიმეტრის და უშუალოდ შემთხვევის ადგილის დასურათება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა თავად დაზარალებულიც. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდი, ბოტასი და შარვალი მასზედ არსებული მოწითალო ფერის ლაქებით. ნივთმტკიცებები დაილუქა შესაბამისი წესით და გადაეცა გამომძიებელს.
მოწმე გ-----------------–ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 15 ივნისს გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე თბილისში, ჟ-------------------ში, სადაც მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, გამომძიებელთან ექსპერტებთან და დაზარალებულთან ერთად, რა დროსაც ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა ტანსაცმელი და მოწითალო ფერის ლაქები, რომელზეც მიუთითა დაზარალებულმა, ნივთმტკიცებები დაილუქა შესაბამისი წესით.
მოწმე გ----------------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იცნობს ბრალდებულსა და დაზარალებულს საქმიდან გამომდინარე. 2019 წლის 15 ივნისს დაზარალებულ მ---------–--ის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, თბილისი, ჟ-------------------ში, სადაც დახვდათ ბრალდებული. მან და მისმა თანამშრომელმა მიიღეს გადაწყვეტილება ი--------------–---ის ბრალდებულის სახით დაკავების თაობაზე, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. ბრალდებულს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ბრალდებულს განუმარტეს უფლებები და გადაიყვანეს გ-–-----------–------------–-–-------------------–--აში, სადაც გამოკითხვისას გაირკვა, რომ ბრალდებულმა არ იცოდა წერა-კითხვა, რის გამოც გამოკითხვას ესწრებოდა გარეშე პირი.
გამომძიებელმა ე------------------მა განმარტა, რომ მუშაობს გ-–-----------–-----------------------–--აში გამომძიებლის პოზიციაზე. 2019 წლის 15 ივნისს ასრულებდა მის სამსახურეობრივ მოვალეობას. განყოფილებაში გამოცხადდა დაზარალებული მ---------–--ე, რომელიც იყო აღელვებული და განაცხადა, რომ მისი მეუღლე ი--------------–---ი ძალადობდა მასზე, კერძოდ მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება. გამოკითხა დაზარალებული, რა დროსაც ასევე მოხდა მის სხეულზე არსებული დაზიანებების ვიზუალური დათვალიერება და დასურათება. დაზარალებულმა მას განუმარტა, რომ აღნიშნული დაზიანებები მას მიაყენა მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე. მოწმემ ასევე დაადასტურა, მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ დაცვის მხარემ უდაოდ მიიჩნია სხვა ყველა მტკიცებულება, მათ შორის დაზარალებულ მ---------–--ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციაც, თუმცა ითხოვეს, რომ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს დაეფიქსირებინა პოზიცია ბრალდებულთან მიმართებით.
სასამართლომ მოისმინა დაზარალებულის პოზიცია, რომელმაც განმარტა, რომ მასსა და ბრალდებულს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი (ფიზიკური დაპირისპირება) პირველი იყო მათი თანაცხოვრების პერიოდში. მან ასევე განმარტა, რომ ი--------------–---ი არის კარგი პიროვნება, კარგი მეუღლე, მოსიყვარულე მამა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. მეუღლის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, შეურიგდა და აპირებს მასთან ერთად ცხოვრებას.
თავად ბრალდებულმა ი--------------–---მა თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოხატა სინანული მომხდარის გამო, მან ასევე განმარტა, რომ ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, კვლავ აპირებს დაზარალებულთან ერთად ცხოვრებას.
ბრალდებულ ი--------------–---ის ბრალეულ ქმედებას ადასტურებს ასევე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ მ---------–--ის, მოწმეების: მ---------------–---ის, დ------------–--ის, ლ--–--------------–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები) ადასტურებენ ი--------------–---ის მიერ მ---------–--ის მიმართ ძალადობრივი ქმედებების ჩადენას. დაზარალებულ მ---------–--ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ის და ი--------------–---ი დაახლოებით 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ხშირად მოსდიოდათ კონფლიქტი, რის გამოც ორჯერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. მისი მეუღლე გამუდმებით ეჭვიანობდა მასზე, აბრალებდა ღალატს, უკონტროლებდა მობილურ ტელეფონზე და სოციალურ ქსელში მიმოწერას, უშლიდა მუშაობას და აცხადებდა, რომ ის იყო ოჯახის უფროსი და როგორც მას უნდოდა ისე უნდა მოქცეულიყო. გარდა ამისა 2019 წლის 15 ივნისს 03:30 საათზე იჯდა საწოლზე არასრუწლოვან შვილთან - მ--------ან ერთად, რა დროსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ი--------------–---მა ეჭვიანობის ნიადაგზე მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარცხენა ხელი დაარტყა ერთხელ მარჯვენა თვალის მიდამოში, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე 2019 წლის 15 ივნისს დილის 10:00 საათზე ი--------------–---მა კამათისას მოუქნია მარჯვენა ფეხი და წიხლი მოხვდა მარცხენა ფეხის ბარძაყში, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა, ასევე არასრუწლოვანმა მოწმემ მ---------------–---მა, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 14 ივნისს, ღამე იმყოფებოდა სახლში, დაიძინა, თუმცა გვიან გააღვიძა ჩხუბის ხმამ, მამა დედას უყვიროდა და ეჩხუბებოდა. შეეშინდა და დაიწყო ტირილი, დედა მამას ეუბნებოდა, რომ მთვრალი იყო და დაეძინა. მამამ - ი--------------–---მა, დედას დაარტყა სახეში ხელი, ასევე ეუბნებოდა, რომ ფეხებს დაამტვრევდა, და ფეხებშიც დაარტყა ხელი. დილასაც დაახლოებით 10:00 საათზე, იყო სახლში, ქუჩიდან გაიგო მამის ყვირილის და გინების ხმა. დედა გავიდა გარეთ, და როდესაც შინ დაბრუნდა თვალები ცრემლიანი ჰქონდა, ფეხს იტკიებდა. ანალოგიური დაადასტურა, მოწმე ლ--–--------------–მა და განმარტა, რომ ცხოვრობს კერძო სახლში, რომლის პირველი სართული გაქირავებული აქვს ი--------------–---ის ოჯახზე. ი--------------–---ი მეუღლეს მ---------–--ეს ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას, ამის გამო მ---ს საპატრულო პოლიციაშიც ჰქონდა დარეკილი ორჯერ. 2019 წლის 15 ივნისს გაიგო, რომ ღამე ი--------------–---ს მ---სთვის მიუყენებია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მას ესმოდა ყვირილის და გინების ხმა. ანალოგიური განმეორდა დილასაც, ოღონდ გინების ხმა ქუჩიდან ისმოდა. 2019 წლის 15 ივნისის მ---------–--ის ვიზუალური დათვალიერების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ მ---------–--ეს მარჯვენა თვალის მიდამოში, მარცხენა ფეხის ბარძაყის და ამავე ფეხის წვივის მიდამოში აღენიშნებოდა სილურჯეები. აღნიშნული იქნა დასურათებული და წარმოდგენილია საქმეში.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ი--------------–---ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ ი--------------–---ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნული მუხლის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, ქმედება ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით. ბრალდებულ ი--------------–---ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთათვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. მართალია მოცემული დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები.
სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით. კანონმდებლის მიერ მოხდა ოჯახური ძალადობის სისხლისსამართლებრივ რეგულაციის ერთ მუხლში სისტემატიზაცია, რომელსაც აქვს თავისი დადებითი ნიშნები, ის, რომ ოჯახში მოძალადე იგრძნობს, რომ იგი მოძალადეა, მოძალადის ქმედებას დაერქვა ადეკვატური სახელი, მოხდა დანაშაულის პრევენცია, დააშინებს იმ პირებს, ვინც პოტენციური მოძალადეები არიან, რომ სწორედ ისინი დაისჯებიან არა მხოლოდ ძალადობისათვის, არამედ მათივე ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ ძალადობის ჩადენისათვის. სწორედ ოჯახში მყოფი მოძალადის დასჯა და მის მიმართ სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ოჯახური ძალადობის, როგორც სოციალური პრობლემის აღმოფხვრის გზა და ოჯახში მყოფი მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ ი--------------–---ის მიმართ დადგენილია, რომ მან დანაშაულებრივი ქმედება მ---------–--ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ეპიზოდთან დაკავშირებით ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახში მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით და სოციალური ცხოვრების სფეროში მამაკაცის მიერ ქალისთვის განსაზღვრული ფუნქციის შეუსრულებლობის გამო, სტერეოტიპული გენდერული როლების მორჩილების მოთხოვნით. საქმეში წარმოდგენილი მ---------–--ის ჩვენებით დასტურდება (რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ არის მიჩნეული) მისი მეუღლის ი--------------–---ის მხრიდან, მასზე განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება გედერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ ი--------------–---ი გამუდმებით ეჭვიანობდა მასზე, უკონტროლებდა მობილურ ტელეფონზე და სოციალურ ქსელში მიმოწერას, უშლიდა მუშაობას და აცხადებდა, რომ ის იყო ოჯახის უფროსი და როგორც მას უნდოდა ისე უნდა მოქცეულიყო, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები თავად ბრალდებულის მიერაც უდაოდ იქნა მიჩნეული.
შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში თავად ბრალდებულ ი--------------–---ის აღიარებით, დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებებით, აგრეთვე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 03:30 საათზე, თბილისი, დ---------–----------------ში, ი--------------–---მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ---------–--ის მიმართ, კერძოდ, ი--------------–---ი მ---------–--ეს უკონტროლებდა კომუნიკაციას, მიმოწერებს და გადაადგილებას, უშლიდა მამრობითი სქესის წამომადგენლებთან ნებისმიერ კომუნიკაციას, მათ შორის მისალმებას, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, უშლიდა მუშაობას, მიაჩნდა თავი „ოჯახის უფროსად“ და მისი მეუღლისგან ითხოვდა „ქალის შესაფერისი“ საზოგადოებრივი როლის მორგებას, მუდმივად სახლში ბავშვებთან ერთად ყოფნას და მისი სურვილის შესაბამისად მოქცევას, 2019 წლის 15 ივნისს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, თითქოსდა აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის საბაბით დაუწყო მ---------–--ეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რის შემდგომაც სახეში ერთხელ დაარტყა ხელი მარჯვენა თვალის მიდამოში, რის შემდგომაც შეკრული ხელის მტევანი დაარტყა მარცხენა ფეხის წვივის მიდამოში, რა დროსაც მ---------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ი--------------–---ის მიერ მ---------–--ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი რვა წლის მ---------------–---ი.
ასევე 2019 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, თბილისი, დ---------–----------------ის წინ - ქუჩაში, ი--------------–---მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ---------–--ის მიმართ, კერძოდ, ი--------------–---ი მ---------–--ეს უკონტროლებდა კომუნიკაციას, მიმოწერებს და გადაადგილებას, უშლიდა მამრობითი სქესის წამომადგენლებთან ნებისმიერ კომუნიკაციას, მათ შორის მისალმებას, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, უშლიდა მუშაობას, მიაჩნდა თავი „ოჯახის უფროსად“ და მისი მეუღლისგან ითხოვდა „ქალის შესაფერისი“ საზოგადოებრივი როლის მორგებას, მუდმივად სახლში ბავშვებთან ერთად ყოფნას და მისი სურვილის შესაბამისად მოქცევას, 2019 წლის 15 ივნისს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, მას შემდგომ რაც მ---------–--ემ შენიშვნა მისცა ალკოჰოლურ სასმელთან დაკავშირებით, მარჯვენა ფეხი დაარტყა მას მარცხენა ფეხის ბარძაყში, რა დროსაც მ---------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ი--------------–---ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ი--------------–---მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ასევე ი--------------–---მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი--------------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ მან დანაშაულებრივი ქმედებები განხორციელა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ი--------------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, კერძოდ ყოფაქცევას ქმედების შემდგომ (ბრალდებული განიცდის და ნანობს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას), მის მისწრაფებას - შეურიგდეს დაზარალებულს (ბრალდებულს აქვს სურვილი გააგრძელოს ცხოვრება მის ოჯახთან) , ასევე სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულის პოზიციას, რომ პატიობს ბრალდებულს და სურს მასთან თანაცხოვრების გაგრძელება, ყოველივე აღნიშნული კი გავლენას ახდენს სასჯელის დანიშვნაზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ი--------------–---ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
სასამართლომ ასევე აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ ი--------------–---ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ, სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი განიცდის მომხდარ ფაქტს, ინანიებს, სურს დაზარალებულთან შერიგება და მასთან ერთად ცხოვრება. ასევე სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა დაადასტურა, რომ აპატია ბრალდებულს, სურს მასთან ერთად თანაცხოვრება.
შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ი--------------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები, შესაბამისად სასამართლო ბრალდებულს დაუნიშნავს სასჯელს დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვლება პირობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი--------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
ი--------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი--------------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
მსჯავრდებულ ი--------------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს. ი--------------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 15 ივნისიდან - 2019 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მსჯავრდებულ ი--------------–---ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ ი--------------–---ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტო-ცხრილი, ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე, რომელი დალუქული სახით ინახება შ--------–-------–-----------–--------------------–-----------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ორი ცალი სპორტული ფეხსაცმელი და ჯინსის შორტი, რომელი დალუქული სახით ინახება შ--------–-------–-----------–--------------------–-----------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამო ცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე