გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210018002692637
N2/1200-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე სს "ს----------–--- ბ----''
წარმომადგენელი თ----- ბ----–---
მოპასუხეები ა-----–--- ს------, ე------ ს------, ა---------– მ------–---–-
დავის საგანი საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1.დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.მოპასუხეებს: ა-----–--- ს------ს, ე------ ს------ს და ა---------– მ------–---–- სს "ს----------–--- ბ----ს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 27 383, 97 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
2017 წლის 21 ივნისს სს "ს----------–--- ბ-----" და ა-----–--- ს------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 4-----------, მესაკუთრე ე------ ს------. საკრედიტო ხაზის ფარგლებში გაფორმებული N5------ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 40 000 ლარი, 36 თვის ვადით. სარგებლის წლიური 14%-ის დარიცხვით. კრედიტის უზრუნველსაყოფად ასევე გაფორმდა ა---------– მ------–---–-ს და ე------ ს------ს სოლიდარული თავდებობა.
მოვალეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად, რაც დარღვეულ იქნა მის მიერ არაერთხელ, ხოლო 2018 წლის მარტიდან საერთოდ შეწყვიტა სესხზე გადახდები. გადაუხდელ თანხებს მხარეთა შეთანხმებით თითოეულ დღეზე ერიცხებოდა ჯარიმა 0,5%-იანი განაკვეთით 2018 წლის 04 მაისამდე. 04.05.2018 წელს სესხზე გადახდევინების უზრუნველსაყოფად იპოთეკის საგანზე აუქციონის მოწყობის მიზნით საქმე გადაეგზავნა მხარეთა შორის იპოთეკის ხელშეკრულებით შეთანხმებულ სპეციალისტს შპს "თ---–---- ს-----–------ ს---–-". აუქციონთან დაკავშირებული შეტყობინების მიღების შემდეგ მოვალემ მიმართა მორიგებისთვის, რა დროსაც შეჩერებულ იქნა აუქციონის მომზადების პროცესი და განხილულ იქნა მხარეთა მორიგების სხვადასხვა ვარიანტი, საბოლოოდ ბანკსა და მოვალეს შორის მორიგება ვერ შედგა. აღნიშნულის შემდგომ მოვალემ განახორციელა გარკვეული მცირედი გადახდები სესხზე, მაგრამ დავალიანება ვერ იქნა სრულად დაფარული.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.2017 წლის 21 ივნისს სს "ს----------–--- ბ-----" და ა-----–--- ს------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 4-----------, რომლის მესაკუთრე არის ე------ ს------.
3.2.2017 წლის 21 ივნისს სს "ს----------–--- ბ-----" და ა-----–--- ს------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კრედიტის მოქმედების ვადა არის 240 თვე, მოცულობა და ვალუტა 500 000 აშშ დოლარი ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში. საპროცენტო სარგებელი: კრედიტით, საკრედიტო ხაზით და წლიური 0%-დან 48%-მდე ოვერდრაფტით სარგებლობაზე.
3.3.2017 წლის 06 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების მდებარე: ქ. ხობი, ა----–-----–-- ქ.N---ში, საკადასტრო კოდი: 4-----------, მესაკუთრე არის ე------ ს------.
3.4.2018 წლის 02 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების მდებარე: ქ. ხობი, ა----–-----–-- ქ.N---ში, საკადასტრო კოდი: 4-----------, მესაკუთრე არის ე------ ს------, იპოთეკარი- სს "ს----------–--- ბ----".
3.5.2017 წლის 21 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების რომლის ერთიანი ნომერი მოიცავს 5-------ს კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს: საპროცენტო ხარჯები/შენატანები, ყოველთვიური (ძირითადი თანხა+პროცენტი)=1368,01 ლარს, იპოთეკის რეგისტრაცია = 56 ლარს, თანხის განაღდების საკომისიო = 237,6 ლარს, სესხის გაცემის საკომისიო - 400 ლარს. სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია: კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა = 40 000 ლარს, კრედიტის ვადა 25.06.2020 წლამდე, პირგასამტეხლო ათვისებული თანხ(ებ)ის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის = 0,50%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დამატებითი პირველი ვადაგადაცილებული დღისათვის ერთჯერადად მაქსიმუმ 0,00 ლარი, პირგასამტეხლო კრედიტის თანხის ან/და საპროცენტო განაკვეთის ვადამდე დაფარვისათვის = ვადამდე დაფარული ძირითადი თანხის მაქსიმუმ 0%, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3.6.2017 წლის 21 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების რომლის ერთიანი ნომერი მოცავს 5-------ს კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს: 14,00%-ს, კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 16,3%-ს, საპროცენტო ხარჯები/შენატანები, ყოველთვიური (ძირითადი თანხა+პროცენტი)=1368,01 ლარს, იპოთეკის რეგისტრაცია = 56 ლარს, თანხის განაღდების საკომისიო = 237,6 ლარს, სესხის გაცემის საკომისიო - 400 ლარს. კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა = 40 000 ლარს, კრედიტის ვადა 25.06.2020 წლამდე, პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხ(ებ)ის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის = 0,50%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დამატებითი პირველი ვადაგადაცილებული დღისთვის ერთჯერადად მაქსიმუმ 0,00 ლარი, პირგასამტეხლო კრედიტის თანხის ან/და საპროცენტო განაკვეთის ვადამდე დაფარვისათვის = ვადამდე დაფარული ძირითადი თანხის მაქსიმუმ 0%, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კლიენტის მსესხებლის მიერ ფინანსური ხარჯების გამოკლებით გასატანი თანხა შეადგენს 39600 ლარს.
3.7.2017 წლის 21 ივნისის სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, თავდები არის ა---------– მ------–---–-, თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხაა 80 000 ლარი.
3.8.2017 წლის 21 ივნისის სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, თავდები არის ე------ ს------, თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხაა 500 000 აშშ დოლარი ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში.
3.9.2017 წლის 21 ივნისის სოლიდარული თავდებობის შესახებ განცხადების მიხედვით, 1. განმცხადებელი კისრულობს ვალდებულებას სს "ს----------–--- ბ-------" (შემდგომში ბანკი) შეთანხმებული პირობებით, ბანკის სასარგებლოდ თავდებად დაუდგეს განცხადების მეორე პუნქტით განსაზღვრულ პირებს (შემდგომში მოვალე), ამავე მეორე პუნქტით გათვალისწინებული ბანკის მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად თანახმად ბანკსა და განმცხადებელს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებისა. 2. ბანკის მოთხოვნები და მათი საფუძვლები: ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად დადებული შემადგენელი ან/და სხვა გარიგება ან/და დოკუმენტი, რომელთა დადება ან/და გაცემა გათვალისწინებულია ძირითადი ხელშეკრულებით ან/და ხდება მის საფუძველზე და რომლის მხარეებსაც წარმოადგენს/წარმოადგენენ ქვემოთ მითითებული არსებული ან/და სამომავლო მოვალეები, ძირითადი ხელშეკრულების მხარეები (გარდა ბანკისა) ან/და ის პირები რომლებიც მომავალში გახდებიან ძირითადი ხელშეკრულების მხარეები. ძირითადი ხელშეკრულებიდან ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის სასარგებლოდ არსებული, სამომავალო, ან/და პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მოვალეების მიმართ (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ბანკისთვის მიყენებული ზიანი/ზარალი), ასევე სასამართლოს (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოს), აღსრულების და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი.
3.10.2017 წლის 21 ივნისის ხელშეკრულების შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულების მხარეები არიან: სს "ს----------–--- ბ----" და ა-----–--- ს------, კრედიტის გაცემის თარიღი: არაუგვიანეს კრედიტის ათვისების ვადისა 36 თვე, კრედიტის მოცულობა და ვალუტა: 40 000 ლარი, კრედიტის ათვისების საბოლოო ვადა 15.07.2017 წელი. ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი: წლიური 14%, კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო - 1%, პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხ(ებ)ის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის: 0,5%.
3.11.სს "ს----------–--- ბ----ს" წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, ინფორმაციის მიმღებია ა-----–--- ს------, რომლის ფინანსური ვალდებულება მასსა და სს "ს----------–--- ბ----" (შემდგომში ბანკი) შორის გაფორმებული საკრედიტო ან/და საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის ფარგლებში შესაბამისი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან ან/და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 11.07.2019 წლის 10:54:25-ის მდგომარეობით შეადგენს 29 513,97 ლარს.
3.12.სს "ს----------–--- ბ----ს" წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, ინფორმაციის მიმღებია ა-----–--- ს------, რომლის ფინანსური ვალდებულება მასსა და სს "ს----------–--- ბ----" (შემდგომში ბანკი) შორის გაფორმებული საკრედიტო ან/და საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის ფარგლებში შესაბამისი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან ან/და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 10.09.2019 წლის 18:33:09-ის მდგომარეობით შეადგენს 27 383,97 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სს „ს----------–--- ბ----ს” დაზუსტებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხეებს: ა-----–--- ს------ს, ე------ ს------ს და ა---------– მ------–---–- სს "ს----------–--- ბ----ს" სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 27 383, 97 ლარის (კრედიტი 4521383) გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძლველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისულფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი, თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.
დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს საასრჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, საამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს.
ამდენად, საასმართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე, მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახ. ბაჟის გადახადისაგან. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხეების: ნოდარ მიქაძის, სოფიო კუხიანიძის და ნანა ჭანტურიას წარმომადგენელმა ნინო ბუკიამ ცნო სარჩელი, ამდენად მხარეები მთლიანად უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სს „ს----------–--- ბ----“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1035,27 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება N----, თარიღი: 19 ოქტომბერი 2018 წ--–-, ანგარიში/სახაზინო კოდი 3--------, ბ----ს კოდი T-------).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. სს „ს----------–--- ბ----ს” დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს: ა-----–--- ს------ს, ე------ ს------ს და ა---------– მ------–---–- სს "ს----------–--- ბ----ს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 27 383, 97 ლარის (კრედიტი 4521383) გადახდა.
3.სს „ს----------–--- ბ----“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 1035,27 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება N----, თარიღი: 19 ოქტომბერი 2018 წელი, ანგარიში/სახაზინო კოდი 3--------, ბანკის კოდი T-------).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე