განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2019
საქმის ნომერი
080100119002951116
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

საქმის №1/312-19 24.10.2019 წელი ქუთაისი

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე

 

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

 

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი გ-------ნ ტ---–--ე

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი გ------- დ---–-–---–ი

 

ბრალდებული: თ----------ი გ-------ს ძე ჯ------–-–---–ი

დაბადების თარიღი: 19.10.1963 წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, კ------------------------

 

სისხლის სამართლის საქმე: №0-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თ----------ი ჯ------–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2019 წლის 10 მარტს დაახლოებით 22:00 საათზე, ქუთაისში, გ-------------- ქუჩა N87-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თ---------- ჯ------–-–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ნ---- მ----–---–ს. კერძოდ, აგინებდა რა მას, ხელს ურტყამდა და უჭერდა სხეულის სხვადასხვა ადგილას, რა დროსაც ნ---- მ----–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თ---------- ჯ------–-–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა N1) თანახმად, 2019 წლის 10 მარტს ქუთაისში კ. გ-------------- ქუჩა N87-ში განთავსებულ საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ---- მ----–---–მა მის მეუღლეს თ---------- ჯ------–-–---–ს.

 

N6----- შეტყობინების თანახმად, თ---------- ჯ------–-–---–ის გადმოცემით, მეუღლემ ნ---- მ----–---–მა, რომელიც არის ფსიქიურად აშლილი პიროვნება, თავში ჩაარტყა უთო და დაკბინა ხელებზე.

 

თ---------- ჯ------–-–---–ი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2019 წლის 15 მარტს 14:45 სთ-ზე ქუთაისში კ. გ-------------- ქუჩა N87-ში განთავსებულ საცხოვრებელ სახლში.

 

მოწმე დ----- გ--------ემ სასამართლოს უჩვენა, ის 1992 წლიდან მუშაობს პოლიციაში. 2019 წლის 10-დან 11 მარტის ჩათვლით დილის ათი საათიდან მეორე დილის ათ საათამდე იყო ოპერატიულ ჯგუფში. საღამოს დაახლოებით 10-დან 11 საათამდე მათ დაუკავშირდა განყოფილების ოპერატიული მორიგე და აცნობა, რომ კ-------------------------დან დარეკა თ---------- ჯ------–-–---–მა, რომელიც იტყობინებოდა, რომ მეუღლემ ნ---- მ----–---–მა თავში ჩაარტყა უთო და უკბინა ხელის არეში. დ----- გ--------ე იმყოფებოდა პარალელურ ქუჩაზე, იქვე ახლოს და ინსპექტორ-გამომძიებელ მ------ წ----ესთან ერთად წავიდა მითითებულ მისამართზე. ადგილზე მისვლისას დახვდათ ნ---- მ----–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მისაღებ ოთახში მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ, თ---------- ჯ------–-–---–მა. იმისათვის, რომ მთვრალი მეუღლე მოეშორებინა თავიდან და დაეცვა თავი, ჩაარტყა უთო თავში. შემდეგ ნ---- მ----–---–მა განმარტა, რომ მეუღლე სისტემატიურად ძალადობს უმიზეზოდ მასზე და ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, დაახლოებით 5 წელი გრძელდებოდა ეს ვითარება. მისი განმარტებით, 2018 წლის ოქტომბრის თვეში ახრჩობდა თ---------- ჯ------–-–---–ი. ამავე წლის დეკემბრის თვეში დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ყოველივე ამის გამო მოახდინა მეუღლისთვის თავში უთოს ჩარტყმა, რის შემდეგაც მისმა მეუღლემ თ---------- ჯ------–-–---–მა დარეკა პოლიციაში 112-ის ოპერატორთან. ვინაიდან შვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტრავმას და თ---------- ჯ------–-–---–ს ჰქონდა რეგისტრირებული იარაღი, არ იყო გამორიცხული, რომ ზიანს მიაყენებდა მათ. ყოველივე ამის გამო ნ---- მ----–---–მა მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რაც გამოცემული იქნა 30 დღის ვადით. ამის შემდეგ ქალბატონი გადაყვანილი იქნა პოლიციის შენობაში და დაიკითხა მოწმის სახით. მოწმის განმარტებით, როდესაც ის გამოცხადა შემთხვევის ადგილზე, ბრალდებული იქ არ დახვდათ და მოგვიანებით მოვიდა ეზოში მის დაძახებაზე, მაგრამ მათთან საუბარზე უარი განაცხადა. მან ბრალდებულს შემაკავებელი ორდერის შესახებ გააცნო ტელეფონით.

 

მოწმე ლ---- ც----მ სასამართლოს უჩვენა, რომ ის 2016 წლიდან მუშაობს პოლიციაში. 2019 წლის 11 მარტს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება 1261 მუხლის პირველი ნაწილით. მის მიერ აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულ იქნა მსხვერპლი, ასევე მისი შვილი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დ----- გ--------ე. ასევე გააცნო ბრალდება ბრალდებულს და მისი ინტერესების დამცველს და გადასცა მტკიცებულებები მათ. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მის მიერ იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილი, ასევე მან განახორციელა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს დაზარალებულის მითითებით ამოღებული იქნა უთო, რომელიც დაზარალებულის განმარტებით მეუღლესთან კონფლიქტის დროს დაარტყა თავში. მოწმის განმარტებით, ის იყო ძირითადი გამომძიებელი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე. მას როგორც ახსოვს, შეტყობინების ინიციატორი იყო ბრალდებული, რომელიც აცხადებდა, რომ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ და უკბინა ხელზე.

საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა ნ---- მ----–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმე გ------- ჯ------–-–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულმა თ---------- ჯ------–-–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით, ასევე უარი განაცხადა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი). ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ თ---------- ჯ------–-–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას ბრალდებულ თ---------- ჯ------–-–---–ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მისთვის წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

კერძოდ, 2019 წლის 10 მარტის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არანაირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა წარდგენილ ბრალდებას. ხოლო თავის მხრივ, დაზარალებულმა ნ---- მ----–---–მა უარი განაცხადა მისი მეუღლის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ ვარაუდზე და არა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნულის საწინააღმდეგო, პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც თ---------- ჯ------–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.

სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს თ----------ი ჯ------–-–---–ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2019 წლის 10 მარტს დაახლოებით 22:00 საათზე, ქუთაისში, კ-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თ----------ი ჯ------–-–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ნ---- მ----–---–ს, რა დროსაც ის განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

 

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ მტკიცებულებას გააჩნია მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

 

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული თ----------ი ჯ------–-–---–ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და ვარაუდზე, რომ თ---------- ჯ------–-–---–მა იძალადა მეუღლეზე და ამ ძალადობის შედეგად ნ---- მ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ ზემოთ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებულია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ თ----------ი ჯ------–-–---–მა იძალადა მეუღლეზე და ამ ძალადობის შედეგად ნ---- მ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ თ----------ი ჯ------–-–---–ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ თ----------ი ჯ------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ თ----------ი ჯ------–-–---–ის ბრალეულობაში, რის გამოც, თ----------ი ჯ------–-–---–ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ----------ი ჯ------–-–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

თ----------ი ჯ------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (გ------- ჯ------–-–---–ს) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარი (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, დარჩეს მასში და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი დამსხვრეული უთო, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

- თ----------ი ჯ------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული პისტოლეტის მაგვარი საგანი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განემარტოს თ----------ი ჯ------–-–---–ს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე