განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
საქმის №1/1210-19 21.10.2019 წელი ქუთაისი
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი გ------- გ----------ე
დაცვის მხარე
ადვოკატი ა---------– ბ----------ე
ბრალდებული: გ---–- ზ------ის ძე მ----ე
დაბადების თარიღი: 19.07.1971წ
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: არმქონე
მცხოვრები: ბაღდათის რაიონი, სოფელი ფ-------ი
სისხლის სამართლის საქმე: №0-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გ---–- მ----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 02 თებერვალს დაახლოებით 20:00 საათზე ბაღდათის რაიონის სოფელ ფ-------ში მდებარე სახლში, გ---–- მ----ემ იძალადა დედაზე ნ-----–- მ----ეზე (ზურგში დაარტყა ხელი). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2019 წლის 02 თებერვალს დაახლოებით 20:15 საათზე ბაღდათის რაიონის სოფელ ფ-------ში მდებარე სახლში, გ---–- მ----ემ იძალადა ძმაზე გ--------ი მ----ეზე. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
გ---–- მ----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ორი ეპიზოდი) და გამართლდეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა N1) თანახმად, 2019 წლის 03 თებერვალს, დაიწყო გამოძიება გ---–- მ----ის მიერ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
გ---–- მ----ე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2019 წლის 03 თებერვალს 12:18 სთ-ზე ბაღდათის რაიონის სოფელ ფ-------ში, მის საცხოვრებელ სახლში.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით ირკვევა, რომ 03.02.19წ. 18:18 – 18:29 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. გ--------ი მ----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა შ----- თ------ემ, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ ბაღდათის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მ----- მ–---–----ის მომართვის საფუძველზე დანიშნული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა მოქალაქე გ--------ი მ----ის მიმართ. აღნიშნული პირი პირადად იქნა წარდგენილი ექსპერტიზაზე 2019 წლის 3 თებერვალს. მოხდა მასთან გასაუბრება, მოკლე ანალიზის შეკრება, თუ რატომ იყო წარმოდგენილი იგი ექსპერტიზაზე და რა ვითარებაში მიიღო მან ეს დაზიანებები. ამასთანავე დათვალიერებული იქნა გ--------ი მ----ის სხეული. გ--------ი მ----ის თანდასწრებით 2019 წლის 02 თებერვლის საღამოს საათებში ბაღდათის რაიონის სოფელ ფ-------ში მის საცხოვრებელ სახლში ძმამ უჯიკა ხელი, რის შედეგადაც მიარტყა თავი კედელს. გ--------ი მ----ემ განმარტა, რომ მას მომხდარი ფაქტის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს და შესაბამისად რაიმე სახის სამედიცინო დახმარება არ გასწევია. პირადი გასინჯვა დაიწყო 2019 წლის 03 თებერვალს 18:18 წუთზე. შემოწმების პროცესში გ--------ი მ----ე ჩივილებს არ წარმოადგენდა, შუბლის მიდამოში მარცხნივ წარბის რკალის გარეთა კიდის საპროექციო მიდამოს მცირედ ზემოთ აღენიშნებოდა განივ-ირიბად მდებარე ზოლისებრი ფორმის, მოწითალო ფერის მშრალი, მიმდებარე კანის თითქმის დონეზე მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით 0,6x0,2 სმ. ასევე გულ-მკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ ქვედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოიისფრო-მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 3,2x2,8 სმ. მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა განივ-ირიბად მდებარე ზოლისებრი ფორმის ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 2, 6x0,2 სმ. გ--------ი მ----ის განმარტებით, გულ-მკერდისა და მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის მიდამოებში დაზიანებები მიიღო სამუშაოების შესრულების დროს. სხვა რაიმე დაზიანება გ--------ი მ----ეს გარეგნულად არ აღენიშნებოდა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. რაც შეეხება ხანდაზმულობას, ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მოწმე მ----- მ–---–----ემ სასამართლოს უჩვენა, რომ ბაღდათის რაიონულ სამმართველოში 3 თებერვალს შემოვიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რომ გ---–- მ----ე ძალადობას ახორციელებდა მისი ოჯახის წევრებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. შემთხვევის ადგილზე გავიდა ოპერატიული ჯგუფი, სადაც მოხდა გ---–- მ----ის დაკავება ადგილზე, რის შემდეგაც ის ექსპერტ- კრიმინალისტებთან ერთად გავიდა და მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ლ---- მ----ემ, რომელიც მონაწილეობას იღებდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, მიუთითა მათ კონკრეტულად ის ადგილები, სადაც გ---–- მ----ემ განახორციელა ძალადობა, სადაც „მაგთი ფიქსის“ ტელეფონი გატეხა იატაკზე, სადაც გ--------ი მ----ესთან - მის ძმასთან მოუვიდა კონფლიქტი. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა „მაგთი ფიქსის“ ტელეფონი გატეხილ მდგომარეობაში. ლ---- მ----ის გამოკითხვის შემდეგ დამატებით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მოხდა მწვანილის საჭრელი დაფის ამოღება, გატეხილ მდგომარეობაში. მ----- მ–---–----ის მიერ გამოკითხული იქნა ასევე ლ---- მ----ე და გ---–- მ----ის ძმა -გ--------ი მ----ე. მან წაუყენა ასევე გ---–- მ----ეს ბრალი, რომელმაც აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული. მოწმის განმარტებით, ლ---- მ----ემ გამოკითხვისას მიუთითა, რომ, როდესაც ისინი სასტუმრო ოთახში იმყოფებოდნენ, მამამ ძალადობა განახორციელა ჯერ ბებიაზე, რომელიც იყო შეშის ღუმელთან დამჯდარი. ხელი ჩაარტყა ზურგის არეში და ამის შემდეგ გავიდა სამზარეულო ოთახში ნ-----–- მ----ე და თვითონ ლ---- მ----ე. სამზარეულოში ასევე გავიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ---–- მ----ე, რომელიც ისვე ჩხუბობდა და ილანძღებოდა, რა დროსაც ლ---- მ----ე იქნევდა მწვანილის დასაჭრელ დაფას, რომელიც სწორედ ამ დროს გატყდა. ხმაურზე გამოვიდა გ--------ი მ----ე, რომელსაც სურდა, რომ დაეწყნარებინა მისი ძმა, რა დროსაც გაბრაზებულმა გ---–- მ----ემ მას ხელი ჰკრა და ამ დროს გ--------ი მ----ემ კედელს მიარტყა თავი და მიიღო დაზიანება. მას ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და როგორც ახსოვს ჰქონდა მსუბუქი დაზიანებები. მ-----ი მ–---–----ემ ასევე აღნიშნა, რომ მან ლ---- მ----ეს განუმარტა მოწმის უფლება-მოვალეობები და განუმარტა, რომ მას ჰქონდა უფლება არ მიეცა ჩვენება მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.
მოწმე ლ---- ჭ----------მ სასამართლოს უჩვენა, რომ 2019 წლის 3 თებერვალს, დილის საათებში ბაღდათის რაიონულ სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ბაღდათის რაიონის სოფელ ფ-------ში, გ---–- მ----ის საცხოვრებელი სახლში. ის მის მეწყვილე მ----- გ-----–--ესთან ერთად გამოცხადდა გ---–- მ----ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მათ დახვდათ გ---–- მ----ის შვილი და დედა. გ---–- მ----ე იყო ნასვამ მდგომარეობაში და იყო აგრესიული. მაგრამ მათ მიმართ არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. მათ გ---–- მ----ის შვილმა უთხრა, რომ მამამისი არის ნასვამ მდგომარეობაში, წინა საღამოს დედამისისთვის მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა და კისრის არეში დაურტყამს ხელი. ამ ფაქტს შესწრებია გ---–- მ----ის ძმა, რომელსაც უცდია გაშველება, რა დროსაც გ---–- მ----ემ მის ძმას უჯიკა ხელი, რომელსაც თავი მიურტყამს კედლისთვის და წამოსვლია სისხლი. ლ---- ჭ----------მ ადგილზევე შეავსო ბრალდებულის დაკავების ოქმი, მანვე განუმარტა გ---–- მ----ეს ბრალდებულის უფლება-მოვალეობები. დაკავება მოხდა გ---–- მ----ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მას წინააღმდეგობა არ გაუწევია და იგი გადაყვანილი იქნა ბაღდათის რაიონულ განყოფილებაში. მათ ადგილზე გამოცხადების დროს გ---–- მ----ის ძმა - გ--------ი მ----ე არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მას სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა ნ-----–- მ----ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა გ--------ი მ----ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმე ლ---- მ----ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
ბრალდებულმა გ---–- მ----ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით, ასევე უარი განაცხადა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი). ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ გ---–- მ----ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას ბრალდებულ გ---–- მ----ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მისთვის წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
კერძოდ, 2019 წლის 02 თებერვლის დაახლოებით 20:00 საათის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არანაირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა წარდგენილ ბრალდებას. ხოლო თავის მხრივ, დაზარალებულმა ნ-----–- მ----ემ უარი განაცხადა მისი შვილის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე.
ასევე 2019 წლის 02 თებერვლის დაახლოებით 20:15 საათის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არანაირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა წარდგენილ ბრალდებას. ხოლო თავის მხრივ, დაზარალებულმა გ--------ი მ----ემ უარი განაცხადა მისი ძმის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ ხსენებული დასკვნა იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, გ--------ი მ----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მაგრამ ეს მტკიცებულება პირდაპირ ვერ ადასტურებს გ---–- მ----ის მიერ გ--------ი მ----ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს, რომლის შედეგად გ--------ი მ----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მოცემულ შემთხვევაში ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ ვარაუდზე და არა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნულის საწინააღმდეგო, პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გ---–- მ----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.
სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს გ---–- მ----ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2019 წლის 02 თებერვალს გ---–- მ----ემ იძალადა თავის დედაზე - ნ-----–- მ----ეზე და ძმაზე - გ--------ი მ----ეზე, რის შედეგადაც, მათ განიცადეს ფიზიკური ტკივილი. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ მტკიცებულებას გააჩნია მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული გ---–- მ----ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და ვარაუდზე, რომ გ---–- მ----ემ იძალადა დედაზე და ძმაზე და ამ ძალადობის შედეგად მათ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ ზემოთ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლ----დ გამყარებულია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ---–- მ----ემ იძალადა დედაზე და ძმაზე და ამ ძალადობის შედეგად მათ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ------- მ----ის მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ გ---–- მ----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ გ---–- მ----ის ბრალეულობაში, რის გამოც, გ---–- მ----ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ---–- მ----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.
გ---–- მ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, ხოლო ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა ნ-----–- მ----ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ბაღდათის რაიონის სოფელ ფ-------ში 116 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს (საკადასტრო კოდი: 3-----------).
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული „მაგთი ფიქსის“ ტელეფონი, რომელიც ინახება ბაღდათის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა, რომელიც ინახება ბაღდათის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ხის დაფა, რომელიც ინახება ბაღდათის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
- CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, რომელიც ერთვის საქმეს, დარჩეს მასში და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განემარტოს გ---–- მ----ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ციცინო მოსიძე