განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119003231217
N1/195-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
05.11.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - არ---–- ტუ---–--ლის
ადვოკატის -და---- ახ--–---რის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: არ---–- ტუ---–--ლი ;
მამის სახელი: ვა-–----;
დაბადებული: 19.06.1---–;
პირადი ნომერი: 4----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
რეგისტრირებული: ყვარლის რაიონის სოფელი ალ-----;
ფაქტობრივად მცხოვრები:გურჯაანის რაიონი სოფელი ვე-–--–--- ;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი და 1261 მუხლის პირველი ნაწილი.
არ---–- ტუ---–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე
მუხლით გათვალსიწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 06 სექტემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, გურჯაანის რაიონის
სოფელ ვე-–--–---ში, საკუთარი საცხოვრებლი სახლის წინ, არ---–- ტუ---–--ლმა სცემა ძმას, ამ----- ტუ---–--ლს, რა დროსაც ამ უკანსკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. არ---–- ტუ---–--ლმა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში:
2019 წლის 06 სექტემბერს, დაახლოებით 20:35 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ვე-–--–---ში, საკუთარი საცხოვრებლი სახლის წინ, არ---–- ტუ---–--ლმა, ზურგის არეში დაარტყა დანა მეზობელს ნო----- ხვ------–--ლს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
არ---–- ტუ---–--ლი, 2019 წლის 06 სექტემბერს, 23:45 საათზე დააკავეს და 2019 წლის 08 სექტემბერს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილის და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 06 სექტემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, გურჯაანის რაიონის
სოფელ ვე-–--–---ში, საკუთარი საცხოვრებლი სახლის წინ, არ---–- ტუ---–--ლმა სცემა ძმას, ამ----- ტუ---–--ლს, რა დროსაც ამ უკანსკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2019 წლის 06 სექტემბერს, დაახლოებით 20:35 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ვე-–--–---ში, საკუთარი საცხოვრებლი სახლის წინ, არ---–- ტუ---–--ლმა, ზურგის არეში დაარტყა დანა მეზობელს ნო----- ხვ------–--ლს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ N2------- შეტყობინება დანაშაულის შესახებ N2------- შეტყობინება დანაშაულის შესახებ N2------; საუბნო გზის და საცხოვრებელი სახლის ეზოს დათვალიერების ოქმი; არ---–- ტუ---–--ლის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი; არ---–- ტუ---–--ლის ტანსაცმლის ამოღების ოქმი; ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი; მოწმე ზა------ ბე--–--ლის გამოკითხვის ოქმი; დაზარალებულ ნო----- ხვ------–--ლის გამოკითხვის ოქმები; დაზარალებულ ამ----- ტუ---–--ლის გამოკითხვის ოქმები, ამოღებული დანა და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ არ---–- ტუ---–--ლმა, დაზარალებულ ამ----- ტუ---–--ლის მიმართ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე
მუხლით გათვალსიწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, სსკ-ის 1261 მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს, ან ტანჯვას.
დაზარალებულმა ამ----- ტუ---–--ლმა, რომელიც არის ბრალდებულის ძმა და ოჯახის წევრი, ბრალდებულის ძალადობრივი ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ 2------- შეტყობინება დანაშაულის შესახებ2------- შეტყობინება დანაშაულის შესახებ 2------; ნო----- ღვ------–--ლის სამედიცინო დოკუმენტაცია; ნო----- ღვ------–--ლის ტანსაცმლის ამოღების ოქმი; ნო----- ღვ------–--ლის სისხლის ნიმუშის აღების ოქმი; საუბნო გზის და საცხოვრებელი სახლის ეზოს დათვალიერების ოქმი; არ---–- ტუ---–--ლის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი; არ---–- ტუ---–--ლის ტანსაცმლის ამოღების ოქმი; ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი; მოწმე ზა------ ბე--–--ლის გამოკითხვის ოქმი; დაზარალებულ ნო----- ხვ------–--ლის გამოკითხვის ოქმები; დაზარალებულ ამ----- ტუ---–--ლის გამოკითხვის ოქმები, ამოღებული დანა და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ არ---–- ტუ---–--ლმა, დაზარალებულ ნო----- ღვ------–--ლს მიაყენა მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება შეიძლება იყოს მაშინ როდესაც ერთი, იწვევს ჯანმრთელობის მოშლას, ხანმოკლედ და მეორე, რომელიც არ იწვევს ჯანმრთელობის მოშლას, მაგრამ მოჰყვება შრომისუნარიანობის უმნიშვნელო არამყარი დაკარგვა.
ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაა დაბეჟილობა, სისხლნაჟღენთები, მხედველობის და სმენის ისეთი შესუსტება, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ნო----- ხვ------–--ლმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ არ---–- ტუ---–--ლმა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და ოჯახში ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე
მუხლით გათვალსიწინებული შედეგი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
არ---–- ტუ---–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
არ---–- ტუ---–--ლის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ არ---–- ტუ---–--ლი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ---–- ტუ---–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია პირობითი მსჯავრის გამოყენების პირობებში.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. არ---–- ტუ---–--ლს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 სექტემბერის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რომელიც 2019 წლის 22 ოქტომბერს შეეცვალა გირაოთი 2000 ლარის ოდენობით, რომელიც არ არის გადახდილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ---–- ტუ---–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
2. არ---–- ტუ---–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ არ---–- ტუ---–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
4. მსჯავრდებულ არ---–- ტუ---–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 6 სექტემბრის 23:45 საათიდან 2019 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით.
5. აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს.
6. ნივთიერი მკიცებულება:
1)ნო----- ხვ------–--ლის პერანგი, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
2) შავი ფერის დანა, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
3)არ---–- ტუ---–--ლის მაისური, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოსი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
8. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
9. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე