განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100119003115890
N1/201-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
05 ნოემბერი 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ჯ------- მ---–-–---–ი
ბრალდებული: შ--–-- ა---–------ი
მამის სახელი: ა-------
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: ახმეტის რაიონი სოფელი ჩ-------ი
მცხოვრები: ახმეტის რაიონი სოფელი ჩ-------ი
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით შ--–-- ა---–------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2. ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისათვის ნასამართლევმა შ--–-- ა---–------მა 2019 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ახმეტის რაიონის სოფელ ჩ-------ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მეუღლეს ნ---------–-----–---–ს, არასრულწლოვანი შვილების 5 წლის ე-–--- და 3 წლის ს--–---- ა---–------ების თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორჯერ დაარტყა ხელის სახის არეში. ნ---------–-----–---–მა, მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე მიიღო მსუბუქი ხარიასხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა შ--–-- ა---–------მა აღიარა წარდგენილი ბრალდება, განმარტა, რომ ადრეც ჰქონდა კონფლიქტი მეუღლესთან, მერე შერიგდნენ და კიდევ იჩხუბეს. ჩხუბის დროს ეზოში იმყოფებოდნენ ბავშვებიც. სიტყვიერი შელაპარაკების დროს მეუღლემ უთხრა გიღალატეო. გაბრაზებულმა მოუქნია ხელი, თუმცა გააჩერა, მაგრამ ხელი მაინც მოხვდა მის მეუღლეს ნ---------–-----–---–ს. მეუღლემ სასწრაფო დახმარებას გამოუძახა.
4. დაზარალებულ ნ---------–-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული შ--–-- ა---–------ი მისი მეუღლეა. 6 წელია, რაც ქორწინებაში იმყოფებიან. ჰყავთ ორი შვილი ე-–--- და ს--–---- (4 და 5 წლის). 2019 წლის 26 ივლისს იყო სახლში. საღამოს მეუღლე ნასვამი მივიდა და მათ მოუვიდათ კამათი. ახსოვს, რომ მთვრალმა მეუღლემ ორჯერ გაარტყა სახეში ხელი. დარტყმისას განიცადა ფიზიკური ტკივილი. სახლში იყვნენ ბავშვები. ეს ამბავი ეზოში მოხდა. ბავშვებიც იქ იყვნენ, რასაც მისი მეუღლეც ხედავდა. ჩხუბის გამო ბავშვებს შეეშინდათ და იტირეს. შემდეგ თვითონ ცუდად გახდა და მეზობელ ლ---თან გავიდა. მეზობლის მეუღლეს ვ-–- ჰქვია. მან ჰკითხა, ვერ გაიგეთ, რომ გამოგეხედათო. უპასუხეს, რომ არაფერი გაუგიათ. თვითონ ცუდად გახდა და გამობრუნდა და სასწრაფო გამოიძახა. სასწრაფომ თელავში გადმოიყვანა და პოლიციას შეატყობინეს. ძალადობის გამო მას ცხვირთან ჰქონდა დალურჯებები.
5. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა და დაზარალებულის ჩვენებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
6. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შ--–-- ა---–------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
7. სასამართლოს ბრალდებულ შ--–-- ა---–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
8. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
9. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
10. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ შ--–-- ა---–------ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის სახე, რომლის ზომა და ოდენობაც ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
11. სასამართლო აღნიშნავს, მართალია სახეზეა რეციდივი და ამასთან, მაკვალიფიცირებელ მუხლთან ერთად იგი წარსულში ასევე გასამართლებულია, სხვა, არამაკვალიფიცირებელი დანაშაულის ჩადენისათვის, მაგრამ ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შ--–-- ა---–------ის ნასამართლობა არის მისი ქმედების მაკვალიფიცირებელი ნიშანი, სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით ხელმძღვანელობის ვალდებულება ამ შემთხვევაში არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ის ოჯახურ ძალადობასთან ერთად წარსულში გასამართლებულია ნარკოტიკული დანაშაულისათვის. (იხილე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 08 ოქტომბრის N186აპ-18 განაჩენი).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
12. შ--–-- ა---–------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით.
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა, 2017 წლის 15 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, შ--–-- ა---–------ს დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით.
14. შ--–-- ა---–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტიური დაკავების მომენტიდან 2019 წლის 27 ივნისიდან.
15. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
16. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური