განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/629-19 (N 041-90-1900-)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შეს---ლი ნაწილი
31 ოქტომბერი, 20-9 წელი ქ.ქუთაისი
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი
სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქ----------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კ-------------
მამის სახელი: ნ--------ი
დაბადების თარიღი: 1-.0-.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები: ქ.ქუთაისი, ა---–------------- გ-------- N--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1-61-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. კ-------------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
20-9 წლის 24 მ----, დილის საათებში, ქუთაისში, ა---–------------- გ--------ს N---ში არსებულ საცხოვრებელ სახლში კ-------------მ იძალადა მის მეუღლეზე ა-–-------------, კერძოდ თავში ძლიერად ჩაარტყა ხელი, რის გამოც ა-–----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. კ-------------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
20-9 წლის 19 ი-----, დაახლოებით 16:00 საათზე, ქუთაისში, ა---–------------- გ--------ს N---ში არსებულ საცხოვრებელ სახლში კ-------------მ არასრულწლოვანი შვილის დ-----–------ს თანდასწრებით იძალადა მის მეუღლეზე ა-–-------------, კერძოდ მუშტები დაარტყა თავისა და ხელების არეში და ხელები მოუჭირა ყელის არეში. ძალადობრივი ქმედებების შედეგად ა-–----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. კ-------------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
20-9 წლის 24 ი----- გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, რომლითაც კ-------------ს აეკრძალა მეუღლესთან - ა-–----------სთან მიახლოება, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. 20-9 წლის 24 ი----- კ-------------მ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და მივიდა მსხვერპლის - ა-–----------ს საცხოვრებელ სახლში ქუთაისში, ა---–------------- გ--------ს N---ში, სადაც ის ასევე აგრძელებდა ცხოვრებას 20-9 წლის 29 ი----ამდე.
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული კ-------------, ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1-61-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდებების (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილი და 1-61-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი) დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ არაპირდაპირ მტკიცებულებებზე.
საქმეში არსებული მტკიცებულებების აღწერა:
მოწმის სახით დაკითხულმა ქ---------------–-----------------–--------–-–-------------------–------------------------–--–--------------–მა გ---- კ----–-–---–მა განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ის, რომ კ-------------ს მეუღლემ ა-–----------მ მიმართა მათ 20-9 წლის 24 ი----- განცხადებით, სადაც აღნიშნული იყო ის, რომ კ------------- მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის საფუძველზეც ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება. აღნიშნულის გამო გამოკითხულ იქნა მოწმეები, დაინიშნა ექსპერტიზა ა-–----------ს მიმართ, ასევე გაიცა შემაკავებელი ორდერი. განმარტავს, რომ ამის შემდეგ მათ დაუკავშირდა კ-------------ს დედა, რომელმაც განუმარტა, რომ კ-------მა დაარღვია შემაკავებელი ორდერი, ის იმყოფებოდა მასთან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ისევ მის მეუღლეს. აღნიშნულის გამო მოხდა მათ საცხოვრებელ სახლში კ-------------ს დაკავება. განმარტავს, რომ როგორც მათ ა-–----------მ განუმარტა საკმაოდ ხშირად ხდებოდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მის მიმართ მისი მეუღლის მხრიდან, თუმცა ის პოლიციას არ მიმართავდა, რადგან არ უნდოდა, რომ კ-------ს რაიმე პრობლემები ჰქონოდა სამართალდამცავებთან. განმარტავს, რომ როგორც მათ კ-------------ს მეუღლემ განუმარტა, აღნიშნულ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ესწრებოდა მათი მცირეწლოვანი შვილი.
მოწმის სახით დაკითხულმა უ---ს ი------------------------–მა ვ----– გ-------მ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოსცა შემაკავებელი ორდერი და მონაწილეობა მიიღო ბრალდებულ კ-------------ს დაკავებაში. განმარტა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი აღნიშნულ საქმეზე გახდა დაზარალებულ ა-–----------ს მომართვა, რომლის თანახმად მისი მეუღლე კ------------- მას აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. კერძოდ, როგორც ა-–----------მ განაცხადა კ-------მა მას ყელზე მოუჭირა ხელი და მუჭი ჩაარტყა თავში, რის გამოც მიიღო ფიზიკური დაზიანებები. განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერის მიხედვით კ-------------ს აეკრძალა ა-–----------სთან მიკარება და ნებისმიერი სხვა სახის კომუნიკაცია, ასევე იარაღის შეძენა, ასევე, განმარტებულ იქნა შემაკავებელი ორდერის დარღვევის პირობები, აღნიშნულ ორდერს გაეცნო როგორც კ-------ი, ასევე, ა-–----------ც და ხელი მოაწერეს მასზე. აღნიშნული მოქმედებების შემდგომ 20-9 წლის 29 ი----- კ-------------ს დედის მიერ მოხდა პოლიციაზე შეტყობინება იმის შესახებ, რომ მისმა შვილმა დაარღვია აღნიშნული ორდერი, რის გამოც მოხდა კ------- ს---ს დაკავება. განმარტავს, რომ სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--------------ემ განმარტა, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------ გ---------–--ის გამომძიებლის გ---- კ----–-–---–ის დადგენილების საფუძველზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილ იქნა მოქალაქე ა-–---------- პირადი შემოწმების მიზნით. ა-–---ას ს----ს გადმოცემით 20-9 წლის 19 ი----- მისმა მეუღლემ კ------- ს---მ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. შესამოწმებლის განმარტებით ის ტკივილებს არ უჩიოდა. განმარტავს, რომ ა-–----------ს სხეულზე აღენიშნებოდა მოლურჯო-მომწვანო ფერის სისხლნაჟღენთები, ეს დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებთა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ადასტურებს მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორეს.
ბრალდების მხარემ მოწმედ დასაკითხ ჟ---–-- ს----ს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სასამართლო განხილვის სხდომაზე გამოაქვეყნა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვინაიდან მოწმემ დატოვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმეებმა ა-–----------მ და ნ------ ა–--–--ემ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
საქმეში არსებული N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ,,24.0-.20-9წ. 23:22-23:30 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ა-–----------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში).
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს“.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მ--- მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაიკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
ბრალდებულმა კ-------------მ საქმის სასამართლო განხილვის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1-61-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ კ-------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1-61-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებები ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
საქმეში არსებული, N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ,,24.0-.20-9წ. 23:22-23:30 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ა-–----------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში).
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს“, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზიანება დაზარალებულ ა-–----------ს მიმართ, მიყენებულია თუ არა ბრალდებულის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული კ------------- უნდა იქნეს ცნობილი უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1-61-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებრებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ა-–----------ს მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი მოწმეთა ჩვენებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა. ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება. ხოლო, რაც შეეხება მოწმეებს ა-–----------სა და ნ------ ა–--–--ე, მათი მხრიდან გამოყენებულ იქნა მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, რაც, ერთობლიობაში ვერ ადგენს ბრალდებულის მხრიდან ქონდა თუ არ ადგილი დაზარალებულის მიმართ, რაიმე სახის ფიზიკურ შეურაცყოფას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვატურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).
მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 20-5 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ კ-------------ს მიმართ, წარდგენილი ბრალდებები დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის ს---ლდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ კ-------------ს მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქმის სასამართლო განხილვით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ კ-------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ კ-------------ს ბრალეულობაში, რის გამოც, კ------------- ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1-61-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
რაც შეეხება ბრალდებას, რომელიც უკავშირდება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას, სასამართლო განმარტავს, რომ 24.0-.20-9 წ. შემაკავებელი ორდერის ოქმი №0-5----ის თანახმად, მოძალადედ ცნობილ იქნა კ-------------, ხოლო მსხვერპლად ა-–----------. აღნიშნული შემაკავებელი ორდერით ირკვევა, რომ კ-------------ს 30 დღის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ა-–---------- ცხოვრობს, ასევე მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აეკრძალა მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელ ორდერს ხელს აწერს როგორც მსხვერპლი, ასევე მოძალადე. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, 20-9 წლის 29 ი-----, ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- გ---------–--აში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N 041-90-1900-, კ-------------ს მიმართ, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე. შეტყობინების (N1------) მიხედვით, 20-9 წლის 29 ი----- ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------ გ---------–--ის სამორიგეო ნაწილს დაუკავშირდა მოქალაქე ნ------ ა–--–--ე, რომელმაც განმარტა, რომ მისი შვილი კ------------- იმყოფება სახლში და დარღვეული აქვს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები და ითხოვა პოლიციის დახმარება. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 20-9 წლის 29 ი----- 00:35 საათზე, კ------------- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. დაკავება მოხდა ქ.ქუთაისში, ა---–------------- გ--------ს N---ში მდებარე საცხოვრებელ მისამართზე ანუ იქ სადაც ცხოვრობდა პირი, ვისთან შეხვედრა და კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდა ბრალდებულს. მოწმის სახით დაკითხულმა ქ---------------–-----------------–--------–-–-------------------–------------------------–--–--------------–მა გ---- კ----–-–---–მა, როგორც ძემოთ აღინიშნა დაადასტურა, რომ თავად მიიღო გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გამოცემის თაობაზე, თუმცა აღნიშნულიდან რამდენიმე დღეშიპოლიციას დაუკავშირდა კ-------------ს დედა, რომელმაც განმარტა, რომ კ-------მა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, რის გამოც მოხდა კ-------------ს დაკავება. ანალოგიური დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა უ---ს ი------------------------–მა ვ----– გ-------მაც. წარმოდგენილი მასალებით და გამოკითხულ პირთა ჩვენებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებული გაეცნო შემაკავებელ ორდერს და მოაწერა ხელი.
სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა კ-------------მ თავი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და ითხოვა მის მიმართ მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენება. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად თავსებადია მოწმეების გ---- კ----–-–---–ისა და ვ----– გ-------ს მიერ სასამართლო განხილვის დროს მიცემულ ჩვენებებთან, ასევე შემაკავებელი ორდერით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათისა, დაკავების ოქმთან და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------ გ---------–--აში შესულ შეტყობინების შინაარსთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ კ-------------მ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კ-------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა: შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშაული. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებებში.
კ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
კ-------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ კ-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 20-9 წლის 29 ი----იდან.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი