განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2019
საქმის ნომერი
080100119003071889
დავის ტიპი
388 4
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/521-19 (№073150217001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------- დ---–-----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბ------- გ--–-- ძე ბ----–---–- - დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------, ნასამართლობის არმქონე, ს-–----–-- განათლებით, დასაოჯახებელი, მცხოვრები: მარტვილი, სოფელი ს--–-----;

 

ადვოკატი - პ---–- კ-------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

 

დისპოზიცია: სამხედრო სამსახურში მყოფის მიერ სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა, ჩადენილი ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 24 ნოემბრის ბრძანებით, ბ------- ბ----–---–- სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის მიზნით, ჩარიცხული იქნა იმავე სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოში, ხოლო 2016 წლის 06 დეკემბრის ბრძანებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაგრძელების მიზნით, ბ------- ბ----–---–- მიემაგრა გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს N2 განყოფილებას. ბ------- ბ----–---–- 2017 წლის 12 თებერვალს, ყოველგვარი საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოცხადდა სამსახურში, გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს N2 განყოფილებაში ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ბ------- ბ----–---–-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ბ------- ბ----–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის;

ბრალდებულმა ბ------- ბ----–---–-- საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სრულად ცნო და განმარტა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას.

ბ------- ბ----–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულ ბ------- ბ----–---–-ს აღიარებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: სამსახურიდან მიღებულ დოკუმენტაციას ბ------- ბ----–---–-ს შესახებ, მოწმეების ზ------ კ---------, შ----- ნ--------, ო---- ნ--------, კ----–-- ბ----------, ვ--–--- რ-------, გ---- ხ----–--–----, ბ------ ბ----–---–-ს გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბ------- ბ----–---–-- ჩაიდინა - სამხედრო სამსახურში მყოფის მიერ სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა, ჩადენილი ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ბ------- ბ----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბ------- ბ----–---–-ს მიერ ჩადენილ ქმედებას, აგრეთვე ქმედების განხორციელების სახეს, ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას და მის ხასიათს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ბ------- ბ----–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.

 

ბ------- ბ----–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ბ------- ბ----–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ბრალად წარდგენილი მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში მოცემული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ამოცანებს, კერძოდ, კი მოცემული ქმედებისთვის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმუმის სახით. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, ბ------- ბ----–---–-ს პიროვნებისა და მისი ოჯახური პირობების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ამასთანავე, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას და ქმედების ჩადენის მომენტისთვის იგი არ ყოფილა ნასამართლევი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ბ------- ბ----–---–-სათვის დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენების საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ------- ბ----–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ბ------- ბ----–---–- საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ბ------- ბ----–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური