განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/432-19 (№041200319002)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ოქტომბერი 2019წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------- ტ---–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ------ ი----- ძე ა-------- - დაბადებული 1----–-–-------------, პირადი N6----------, საქართველოს მოქალაქე, ს-–----–-- განათლებით, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები (რეგისტრირებული): ქ. ქუთაისი, ნ--------------–--------------; მცხოვრები (ფაქტობრივად): ქ. ქუთაისი, ე-----–---–-------------
ადვოკატი - ფ------ ც---–----
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოთხი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ოთხი ეპიზოდი); ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 21 თებერვალს, საღამოს საათებში, ქუთაისში, თ------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მ------ ა--------მ მცირეწლოვანი შვილების, ნ-----–---- ა--------- და ი----- ა--------- თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, თ------- ა--------ს. კერძოდ, ეძახდა სხვადასხვა უცენზურო სიტყვებს და ასევე მარჯვენა ხელი დაარტყა გულ-მკერდის არეში. მ------ ა--------- ქმედებით თ------- ა--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 2 მარტს, საღამოს საათებში, ქუთაისში, თ------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მ------ ა--------მ მცირეწლოვანი შვილების, ნ-----–---- ა--------- და ი----- ა--------- თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, თ------- ა--------ს. კერძოდ, ეძახდა სხვადასხვა უცენზურო სიტყვებს და ასევე ხელი დაარტყა თავის არეში. მ------ ა--------- ქმედებით თ------- ა--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 9 მარტს, საღამოს საათებში, ქუთაისში, თ------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მ------ ა--------მ მცირეწლოვანი შვილების, ნ-----–---- ა--------- და ი----- ა--------- თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ------- ა--------ს. კერძოდ, ეძახდა სხვადასხვა უცენზურო სიტყვებს და ასევე მუშტი დაარტყა მარჯვენა ბეჭის არეში. მ------ ა--------- ქმედებით თ------- ა--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 20 მარტს, დღის საათებში, ქუთაისში, თ------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მ------ ა--------მ მცირეწლოვანი შვილების, ნ-----–---- ა--------- და ი----- ა--------- თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, თ------- ა--------ს. კერძოდ, ეძახდა სხვადასხვა უცენზურო სიტყვებს ამავდროულად ხელი მოუჭირა კისერში და რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში. მ------ ა--------- ქმედებით თ------- ა--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 20 მარტს, დღის საათებში, ქუთაისში, თ------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მ------ ა-------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, თ------- ა--------ს. კერძოდ, აყენებდა რა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ეძახდა რომ მოკლავდა. მ------ ა--------- ქმედებით თ------- ა--------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულმა თ------- ა--------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლიდან იმყოფება ოფიციალურ ქორწინებაში მ------ ა--------სთან, რომელთანაც ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. დაოჯახების შემდგომ ისინი საცხოვრებლად წავიდნენ გერმანიაში, საიდანაც თ------- ა-------- 2017 წელს დაბრუნდა, ხოლო მ------ ა-------- გერმანიაში იხდიდა სასჯელს და საქართველოში ჩამოვიდა 2019 წლის 20 თებერვალს, 21 თებერვალს მივიდა თ------- ა--------- საცხოვრებელ სახლში, ქუთაისში, თ------–---–-------------–-, სადაც იმყოფებოდნენ აგრეთვე თ------- ა--------- დედა ა-–--–- ა-------- და მცირეწლოვანი ბავშვები, აღნიშნულ დღეს მ------ ა--------მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ------- ა--------ს, კერძოდ ხელი დაარტყა გულ-მკერდის არეში რითაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, შემდგომ მ------ ა-------- მათთან მივიდა 2019 წლის 2 მარტს, რა დროსაც ისევ განახორციელა ძალადობა თ------- ა--------- მიმართ, კერძოდ კი ხელი დაატყა თავში, აღნიშნულ ფაქტებს ესწრებოდნენ ა-–--–- ა-------- და მცირეწლოვანი ბავშვები, შემდგომ მ------ ა-------- მათთან ისევ მივიდა 2019 წლის 9 მარტს, კვლავ მიაყენა მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ კი მარჯვენა მხარეს, ბეჭზე დაარტყა ხელი, რითაც თ------- ა--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის განმარტებით მ------ ა-------- მის საცხოვრებელ სახლში ბოლოს მივიდა 2019 წლის 20 მარტს, როდესაც სახლში დაზარალებულის დედა ა-–--–- ა-------- არ იმყოფებოდა, თუმცა იმყოფებოდნენ მათი მცირეწლოვანი შვილები, მ------ ა--------მ მას კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი მოუჭირა კისერში და ეუბნებოდა რომ მოკლავდა, დაზარალებულმა განმარტა, რომ მას ძალიან შეეშინდა და „სიკვდილს ჩახედა თვალებში“, თავდაცვის მიზნით კი წარბის არეში დაზიანება მიაყენა მ------ ა--------ს, რომელმაც ჩხუბით და ყვირილით დატოვა თ------- ა--------- საცხოვრებელი სახლი. სახლში მისულმა ა-–--–- ა--------მ დახმარებისათვის დარეკა პოლიციაში. დაზარალებული განმარტავს, რომ იგი აღრიცხვაზე იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ვინაიდან გერმანიიდან როდესაც ჩამოვიდა ჰქონდა დეპრესია, რადგან მ------ ა-------- მას სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, რის გამოც ის განიცდის სულიერ ტანჯვას, დაზარალებულმა თ------- ა--------მ მოითხოვა ბრალდებულ მ------ ა--------- მკაცრად დასჯა.
მოწმე ა-–--–- ა--------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისი შვილი, თ------- ა-------- 2014 წლის ნოემბრიდან არის სამოქალაქო ქორწინებაში მ------ ა--------სთან, რომელთანაც ჰყავს ორი შვილი. დაქორწინების შემდეგ ისინი მალევე წავიდნენ საცხოვრებლად გერმანიაში. თ------- ა-------- საქართველოში ჩამოვიდა 2017 წელს. მოწმის განმარტებით მეუღლეებს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, მისი სიძე გერმანიაში დაკავებული იყო არაკეთილსინდისიერი საქმიანობით, აქედან გამომდინარე როგორც თავად განმარტა, ალბათ ნერვებსაც ვერ იკავებდა და აგრესია გადმოდიოდა მის შვილზე. მ------ ა-------- საქართველოში ჩამოვიდა 2019 წლის 20 თებერვალს, იმ დღესვე დაუკავშირდა ა-–--–- ა--------ს და მოინდომა ბავშვების ნახვა, მაგრამ ვინაიდან ნასვამი იყო ა-–--–- ა--------მ თხოვა, რომ ფხიზელ მდგომარეობაში მისულიყო მათთან. მეორე დღეს 2019 წლის 21 თებერვალს მ------ ა-------- ისევ დაუკავშირდა თ------- ა--------ს და დღის მეორე ნახევარში მივიდა მათთან ქუთაისში, თ------–---–-------–-. მოწმემ განმარტა, რომ მათი შეხვედრა თავიდანვე იყო აგრესიული, ეჭვიანობის ნიადაგზე, რის გამოც ეს ყველაფერი გინებით, შეურაცხყოფით, დარტყმით და მუქარით დამთავრდა. მის შვილს მ------ ა--------მ დაარტყა გულ-მკერდის არეში, თავად ცდილობდა ყველანაირად განემუხტა სიტუაცია, ბავშვებმა ტირილი დაიწყეს, რის შემდეგ მ------ ა--------მ დატოვა მათი საცხოვრებელი სახლი. მ------ ა-------- შემდეგ მივიდა 2019 წლის 2 მარტს, ისევ ნასვამ მდგომარეობაში, ისევ აგრესიულად და გინებით მათი მისამართით, ოჯახის წევრების მისამართით. მუქარით, ისევ დარტყმით, თავის არეში, რის გამოც ტკივილი განიცადა მისმა შვილმა თ------- ა--------მ, ბავშვები ტიროდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ მ------ ა-------- კიდევ მივიდა მათთან 2019 წლის 9 მარტს. ისევ გინებით, მუქარებით, დარტყმით გულ-მკერდის არეში, შეფურთხებით და დამამცირებელი მოპყრობით გამოხატავდა აგრესიას, ბავშვების თანდასწრებით. 2019 წლის 20 მარტის ფაქტთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ ის არ იმყოფებოდა სახლში, თუმცა თ------- ა---------აგან გადმოცემით იცის, რომ მ------ ა--------მ მას მიაყენა ძალიან მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა, ვინაიდან აშკარად ეტყობოდა ყელზეც და სახეზეც ნაჭდევები. მოწმემ განმარტა, რომ ის მაქსიმალურად იკავებდა თავს თუმცა დედაშვილური ინსტიქტიდან გამომდინარე იძულებული გახდა პოლიციისათვის მიმემართა.
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ი-–-------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 20 მარტს განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო ოჯახში ძალადობის ფაქტზე. მის მიერ გამოკითხული იქნა დაზარალებული თ------- ა--------, მოწმეები: თ-------- თ-----------, დ------------, დ--------–------ და ა-–--–- ა--------. დათვალიერდა 112-დან მიღებული აუდიო ჩანაწერი, დაინიშნა ექსპერტიზები, ბრალდებულს განემარტა უფლებები. აგრეთვე მის მიერ ჩატარებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა დაზარალებული თ------- ა--------, რომელმაც დეტალურად აღწერა ფაქტობრივი გარემოებები. მოწმის განმარტებით, თ------- ა--------ს ვიზუალურად ეტყობოდა დაზიანებები კისრისა და სახის არეში.
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თ-------- თ-----------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 20 მარტს მონაწილეობა მიიღო ქუთაისში, თ------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, მოწმის განმარტებით დაზარალებულმა თ------- ა--------მ მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც მასზე იძალადა მეუღლემ მ------ ა--------მ, კერძოდ კი აგინა დედის მისამართით, ყელში მოუჭირა ხელი და სცემა, თავად დაზარალებულმა თავდაცვის მიზნით ხელი მოიქნია, რომელიც მოხვდა მ------ ა--------ს და წასკდა სისხლი, აღნიშნული სისხლის ლაქა ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილიდან.
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ი----- დ------–---–-- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მის მიერ მოხდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალის გახსნა და დათვალიერება, აგრეთვე მის მიერ გადაიგზავნა მიმართვის წერილები შესაბამის დაწესებულებებში.
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ-------– ა----–---–-- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მის მიერ მოხდა მ------ ა--------- ბრალდებულის სახით დაკავება, შედგენილ იქნა ოქმი მტკიცებულებათა გაცვლის შესახებ, გამოკითხულ იქნა მოწმეები და დანიშნულ იქნა სამედიცინო ექსპერტიზა. მოწმემ განმარტა, რომ მ------ ა--------მ მათ დაკავებისას გაუწია წინააღმდეგობა და არ მოაწერა ხელი დაკავების ოქმს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა დ------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 20 მარტს შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე დ--------–------სთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, ქალაქ ქუთაისში, თ------–---–-------------–- სადაც დახვდათ დაზარალებული თ------- ა-------- ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რომელმაც მათ განუმარტა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცდილობდა მის დახრჩობას. აღნიშნულის გამო მათ მიერ მოხდა შემაკავებელი ორდერის გამოცემა.
ანალოგიურად აღწერა ფაქტობრივი გარემოებები სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა დ--------–------მ.
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თ----- გ---–-------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მან მონაწილეობა მიიღო ბრალდებულ მ------ ა--------- დაკავებაში. 2019 წლის 30 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოცხადდენ ქუთაისში, ე-----–---–--------------ში მ------ ა--------- საცხოვრებელ მისამართზე, მ------ ა-------- იმყოფებოდა ეზოში, რა დროსაც მან დაიწყო ყვირილი, გახდა აგრესიული და პოლიციის თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ ძალის გამოყენებით გადაეყვანათ იგი პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარტებით მ------ ა--------მ გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა და დაკავების ოქმზე ხელი არ მოაწერა.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში გამოძიება დაიწყო 2019 წლის 20 მარტს. ქუთაისში, თ------–---–-------------–- მ------ ა--------მ მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ------- ა--------ს.
დანაშაულის შესახებ შეტყობინების N712557 თანახმად - 2019 წლის 20 მარტს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში ინიციატორ ა-–--–- ა--------- მიერ შევიდა შეტყობინება მასზედ, რომ მის შვილს კონფლიქტი აქვს მეუღლესთან, რომელიც ჩამოვიდა გერმანიიდან.
2019 წლის 20 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად - შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქუთაისში, თ------–---–-------------–- და წარმოადგენს ორ სართულიან კაპიტალურ სახლს, თ------- ა--------მ მიუთითა აღნიშნული სახლის პირველი სართულიდან მეორე სართულზე ასასვლელ კიბეზე და აღნიშნა, რომ რამდენიმე საათის წინ მისმა მეუღლემ მ------ ა--------მ იქ მყოფს კისერში ხელი მოუჭირა და ახრჩობდა, შემდგომ ხელით სცემა თავის არეში, შემდგომ მიუთითა მეორე სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში განთავსებულ დივანზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ დივანზე აგრძელებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მისი მეუღლე, ასევე აღნიშნა, რომ ამავე საძინებელში ადგილი ჰქონდა წინა სამ ფაქტს, სიტყვიერ და ფიზიკურ შურაცხყოფას მცირეწლოვანი შვილებისა და დედის თანდასწრებით. თ------- ა--------მ მიუთითა დივნის წინ იატაკის ზედაპირზე არსებულ მოწითალო ფერის სისხლისმაგვარ ლაქებზე და აღნიშნა, რომ ლაქა არის მისი მეუღლის, მ------ ა--------- სისხლი, რომელიც მას რამდენიმე საათის წინ წასკდა, ვინაიდან დახრჩობის მომენტში, თ------- ა-------- ცდილობდა თავის გათავისუფლებას და ამ მიზნით ის დაკაწრა სახის არეში.
აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე და კანონთან შესაბამისობა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა გ------- ქ----------- და კ------- ც---–----მ.
სამედიცინო ექსპერტიზის N002078919 დასკვნის თანახმად - 20.03.2019 წელს 16:07 საათიდან 16:12 საათამდე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. თ------- ა--------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გ---------------- დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად - 2019 წლის 30 მარტს 12:25 საათზე, ქუთაისში, ე-----–---–--------------ში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ-------– ა----–---–-- მიერ მ------ ა-------- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით.
სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრია მეუღლე.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
სასამართლო ბრალდებულ მ------ ა--------- მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ობიექტური პირისათვის საკმარისობის კუთხით იძლევა იმ მაღალ სტანდარტს, რომლითაც უტყუარად დასტურდება ბრალდებულ მ------ ა--------- მიმართ წარდგენილი ბრალდება. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მ------ ა--------- მიერ განხორციელებული ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ობიექტური და სუბიექტური მხარისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი/გარემოება.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ მ------ ა--------- პოზიციას, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 21 თებერვალს, საღამოს საათებში, ქუთაისში, თ------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მ------ ა--------მ მცირეწლოვანი შვილების, ნ-----–---- ა--------- და ი----- ა--------- თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, თ------- ა--------ს. კერძოდ, ეძახდა სხვადასხვა უცენზურო სიტყვებს და ასევე მარჯვენა ხელი დაარტყა გულ-მკერდის არეში. მ------ ა--------- ქმედებით თ------- ა--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი; 2019 წლის 2 მარტს, საღამოს საათებში, ქუთაისში, თ------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მ------ ა--------მ მცირეწლოვანი შვილების, ნ-----–---- ა--------- და ი----- ა--------- თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, თ------- ა--------ს. კერძოდ, ეძახდა სხვადასხვა უცენზურო სიტყვებს და ასევე ხელი დაარტყა თავის არეში. მ------ ა--------- ქმედებით თ------- ა--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი; 2019 წლის 9 მარტს, საღამოს საათებში, ქუთაისში, თ------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მ------ ა--------მ მცირეწლოვანი შვილების, ნ-----–---- ა--------- და ი----- ა--------- თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ------- ა--------ს. კერძოდ, ეძახდა სხვადასხვა უცენზურო სიტყვებს და ასევე მუშტი დაარტყა მარჯვენა ბეჭის არეში. მ------ ა--------- ქმედებით თ------- ა--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი; 2019 წლის 20 მარტს, დღის საათებში, ქუთაისში, თ------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მ------ ა--------მ მცირეწლოვანი შვილების, ნ-----–---- ა--------- და ი----- ა--------- თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, თ------- ა--------ს. კერძოდ, ეძახდა სხვადასხვა უცენზურო სიტყვებს ამავდროულად ხელი მოუჭირა კისერში და რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში. მ------ ა--------- ქმედებით თ------- ა--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი; 2019 წლის 20 მარტს, დღის საათებში, ქუთაისში, თ------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მ------ ა-------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, თ------- ა--------ს. კერძოდ, აყენებდა რა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ეძახდა რომ მოკლავდა. მ------ ა--------- ქმედებით თ------- ა--------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა თ------- ა--------მ განმარტა, რომ ძალადობის ფაქტი არ იყო ერთჯერადი ხასიათის, დაზარალებულმა დეტალურად მიუთითა 2019 წლის 21 თებერვალს, 2019 წლის 2 მარტს, 2019 წლის 9 მარტს და 2019 წლის 20 მარტს მ------ ა--------- მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, რის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, დაზარალებულმა ასევე დეტალურად აღწერა მის მიმართ 2019 წლის 20 მარტს მ------ ა--------- მხრიდან განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მ------ ა-------- მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან მაშინ როდესაც მ------ ა-------- სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ხელებს უჭერდა ყელის არეში. დაზარალებულ თ------- ა--------- ჩვენებასთან სრულ შესაბამისობაშია მოწმე ა-–--–- ა--------- მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომელიც უშუალოდ შეესწრო მ------ ა--------- მიერ 2019 წლის 21 თებერვალს, 2019 წლის 2 მარტს, 2019 წლის 9 მარტს განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს, რაც შეეხება 2019 წლის 20 მარტის ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტს, მოწმემ განმარტა, რომ გარდა იმისა რაც დაზარალებულმა თ------- ა--------მ მას უამბო, დაზარალებულს აშკარად ეტყობოდა ყელსა და სახეზე ნაჭდევები, თ------- ა-------- იყო სასოწარკვეთილი და შეშინებული. საქმეში ასევე წარმოდგენილია სამედიცინო ექსპერტიზის N002078919 დასკვნა, რომელიც სრულ თანხვედრაშია დაზარალებულ თ------- ა--------- მიერ მიცემულ ჩვენებასთან. დასკვნის თანახმად 20.03.2019 წელს 16:07 საათიდან 16:12 საათამდე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. თ------- ა--------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სასამართლო უთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს სხეულზე მიყენებული დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე და რაოდენობა, თუმცა სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს თუ ვის მიერ იქნა მიყენებული ეს დაზიანებები. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, ადასტურებს, რომ აღნიშნული დაზიანებები თ------- ა--------მ მიიღო სწორედ მ------ ა--------- ძალადობრივი ქმედებების შედეგად. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2019 წლის 20 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომლის თანახმად - შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქუთაისში, თ------–---–-------------–- და წარმოადგენს ორ სართულიან კაპიტალურ სახლს, თ------- ა--------მ მიუთითა აღნიშნული სახლის პირველი სართულიდან მეორე სართულზე ასასვლელ კიბეზე და აღნიშნა, რომ რამდენიმე საათის წინ მისმა მეუღლემ მ------ ა--------მ იქ მყოფს კისერში ხელი მოუჭირა და ახრჩობდა, შემდგომ ხელით სცემა თავის არეში, შემდგომ მიუთითა მეორე სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში განთავსებულ დივანზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ დივანზე აგრძელებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მისი მეუღლე, ასევე აღნიშნა, რომ ამავე საძინებელში ადგილი ჰქონდა წინა სამ ფაქტს, სიტყვიერ და ფიზიკურ შურაცხყოფას მცირეწლოვანი შვილებისა და დედის თანდასწრებით. თ------- ა--------მ მიუთითა დივნის წინ იატაკის ზედაპირზე არსებულ მოწითალო ფერის სისხლისმაგვარ ლაქებზე და აღნიშნა, რომ ლაქა არის მისი მეუღლის, მ------ ა--------- სისხლი, რომელიც მას რამდენიმე საათის წინ წასკდა, ვინაიდან დახრჩობის მომენტში, თ------- ა-------- ცდილობდა თავის გათავისუფლებას და ამ მიზნით ის დაკაწრა სახის არეში. აღნიშნული ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს გამომძიებელმა ი-–--------------, ექსპერტებმა გ------- ქ-----------, კ------- ც---–----მ და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თ-------- თ-----------მ. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მ------ ა--------- მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ოჯახში ძალადობის (ოთხი ეპიზოდი) და მუქარის განხორციელების ფაქტი.
რაც შეეხება ოჯახში ძალადობის (ოთხი ეპიზოდი) ჩადენას არასრულწლოვნის თანადასწრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულ თ------- ა---------ა და ფაქტების უშუალო შემსწრე ა-–--–- ა--------- ჩვენებით დასტურდება, რომ მ------ ა--------- მიერ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტებს ესწრებოდნენ თ------- ა---------ა და მ------ ა--------- არასრულწლოვანი შვილები ნ-----–---- ა-------- და ი----- ა--------.
რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს დაზარალებულ თ------- ა---------ა და მოწმე ა-–--–- ა--------- ჩვენებები მათი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ თ------- ა---------ა და მოწმე ა-–--–- ა--------- მიერ მიცემული ჩვენებებით არ დასტურდება, რომ ფსიქიკური ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო მათ არ შეუძლიათ სწორად აღიქვან, დაიმახსოვრონ ან აღიდგინონ ფაქტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ა--------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ------ ა--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა, ასევე საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად: 1. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის; 2. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის; 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დამნაშავისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, მსხვერპლის დაცვა და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულ მ------ ა--------- მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასჯელის დანიშვნისას აღსანიშნავია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დროს - მ------ ა-------- ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. შესაბამისად მ------ ა--------- სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას.
ამდენად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე ბრალდებულ მ------ ა--------ს დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოები ერთ ცალ CD დისკზე, შსს საინფორმაციო ცენტრ 112-დან გადაგზავნილი ერთი ცალი DVD დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა - განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ------ ა-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 2 მარტის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 9 მარტის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 20 მარტის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------ ა--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მ------ ა--------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მ------ ა--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 30 მარტიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი:
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოები ერთ ცალ CD დისკზე, შსს საინფორმაციო ცენტრ 112-დან გადაგზავნილი ერთი ცალი DVD დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური