განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2019
საქმის ნომერი
060100119003014644
დავის ტიპი
126
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/72-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 ნოემბერი, 2019 წელი ქ. სამტრედია.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან მეშველიანი

სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურო--- - მ------ მე-–--ე.

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - რ----- ოჩ-----ე.

მამის სახელი: მ--–-----.

დაბადებული: 1-.1-.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 0----------

მცხოვრები: ქ. სამტრედია, იმ-------ს ქ. N50-ში.

 

ადვოკატი - ირ---–- შვ--------ე.

 

სხდომის სახე - ღია

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალის ფორმა ( რ----- ოჩ-----ე):

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2019 წლის 17 აპრილს რ----- ოჩ-----ე და ნი--- პა---ა დაოჯახდნენ. 2019 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 11:30 საათზე, რ----- ოჩ-----ემ ქ. სამტრედია, იმ-------ს ქუჩა N50-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, იმ მოტივით იძალადა ფიზიკურად ნი--- პა---აზე, რომ ამ უკანასკნელს წარსულში სხვა მამაკაცთან ჰქონდა სქესობრივი ურთიერთობა. კერძოდ კი რ----- ოჩ-----ემ ნი--- პა---ას ძლიერად მოქაჩა თმებში, ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში და მარჯვენა ხელი დაუკაწრა ფრჩხილებით, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა რ----- ოჩ-----ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეთა მიერ დაიკითხა მოწმეები ნი--- პა---ა, ნ--- პა---ა, ნი--- ჩხ---ე, გუ---- ჟუ----ვი, გი------ ნა–--–-–---–ი, შ----- თა-----ე, თ-- გო------ე და ნ----- ნი-------ე, ჯ---- დვ--–-–---–ი. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი სხვა მტკიცებულება, მათ შო---ს მოწმეების - რე----ო ოჩ-----ის, ბო---ს ტე----–--ის, მა-–--ზ უღ----–--ის და ელ----- კვ---------ის გამოკითხვის ოქმები სადავო არაა და ო---ვე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნი--- პა---ამ განაცხადა, რომ რ. ოჩ-----ე გაიცნო თებერვლის თვეში ფეისბუქის მეშვეობით. 2 თვის შემდეგ შეხვდა მას და თავის შესახებ მოუყვა ყველაფერი. 17 აპრილს დაქორწინდნენ. სამი დღის განმავლობაში ცემდა, განათხოვარი რომ ხარ არ მჭირდებიო. 19 აპრილს ჩხუბი დაუწყო უმიზეზოდ. სახლის მეორე სართულზე არსებულ მათ საძინებელ ოთახში დაარტყა ხელი, მოქაჩა თმებში და დაკაწრა მაჯაზე, საიდანაც წამოუვიდა სისხლი, რაც შეიწმინდა ტანსაცმელზე. ინციდენტის დროს სახლში იყვნენ მარტო. რ----- ყვიროდა. შემდეგ გაათრია ქუჩაში და დატოვა იქ. მას დანით ან „ბიგ“-ის ფირმის სამართებლით თვითდაზიანების მიყენება არ უცდია.

 

მისივე განმარტებით ბიგ-ს ფირმის საპარსზე მისი სისხლია, თუმცა რატომ ამის ახსნა არ შეუძლია. ასევე ვერ ახსნის, რატომ არ უთხრა გამომძიებელს, რომ სისხლი მოსდიოდა.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა რ----- ოჩ-----ემ განაცხადა, რომ ნი--- პა---ა გაიცნო დაქორწინებამდე ო--- თვით ადრე. სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს მარტვილში. შეხვედრაზე ნი--- ყოველთვის მის დასთან და რძალთან ერთად მიდიოდა, რამაც აფიქრებინა, რომ იგი მოკრძალებული, მშვიდი ადამიანი იყო. 17 აპრილს ისევ შეხვდა ნი---ს მარტვილში, სადაც ჩავიდა ბ. ტე----–--ესთან ერთდ ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით. შეხვედრისას გადაწყვიტეს, რომ დაოჯახებულიყვნენ და წამოვიდნენ სამტრედიაში, რ. ოჩ-----ის სახლში. მასთან მივიდნენ სტუმრები, ასევე ნი---ს მშობლები და აღნიშნეს ქორწინება. 18-დან 19 აპრილის ღამეს, მათ პირველად ჰქონდათ სქესობრივი კავშირი და რ. ოჩ-----ემ გაიგო, რომ ნ. პა---ა არ იყო ქალწული, რაზეც ამ უკანასკნელმა განუმარტა, რომ 15 წლის ასაკში მოიტაცეს. რ. ოჩ-----ე თავი ჩათვალა მოტყუებულად, ვინაიდან ამის შესახებ ნ. პა---ას მისთვის ქორწინებამდე არ უთქვამს და გაბრაზდა. მან აუხსნა ნ. პა---ას, რომ ტყუილით ოჯახს ვერ შექმნიდა და უნდა დაშორებულიყვნენ, თუმცა ნ. პა---ა ამის წინააღმდეგი იყო და უარს აცხადებდა მშობლების სახლში დაბრუნებაზე. ამის შესახებ მან უთხრა ბაბუას რე----ო ოჩ-----ეს. გაიგეს მეზობლებმაც. რ. ოჩ-----ემ ნ. პა---ას უთხრა, რომ ჩაელაგებინა მისი ნივთები და წაიყვანდა სახლში. რამოდენიმე ხანში ააკითხა საძინებელში, სადაც ნახა, რომ ნ. პა---ას დანა და მაკრატელი ეჭირა ხელში და ედო მაჯაზე, თუმცა არ დაუსვია, აშინებდა მას. გამოართვა ო---ვე და შეინახა ოთახში. შემდეგ კი ნი--- ვერ იპოვა. დაიწყო ძებნა და შემთხვევით შეიხედა სააბაზანოში. ნი---ს მარცხენა ხელში ეჭირა ბიგ-ის საპარსი, მარჯვენაზე კი ნაკაწრები ეტყობოდა. მან გამოართვა და იქვე დააგდო, ნი--- კი გამოიყვანა ეზოში. ამის შემდეგ მივიდა მის მეზობელთან ჯ---- დვ--–-–---–თან და თხოვა მანქანით გაეყვანა სადგურზე, რომ ნი--- წაეყვანა მარტვილში. ჯ----მ უთხრა, რომ მარტვილში წაყოლა სახიფათო იქნებოდა, რის გამოც გადაწყვიტა, რომ მარტო გაემგზავრებონა. ჯ. დვ--–-–---–ის მანქანით მივიდნენ სადგურზე და ჩასხდნენ მარტვილისკენ მიმავალ მიკროავტობუსში. მარტვილის (აბაშის) გზაზე, გალფის ბენზინგასამართ სადგურთან იგი ჩამოვიდა ავტობუსიდან, ნი--- კი უნდა გაეყოლებინა, მაგრამ ნი---ც ჩამოყვა და უარს აცხადებდა მშობლების სახლში დაბრუნებაზე, თან დაემუქრა, რომ პოლიციაში დარეკავდა და გაამწარებდა. ამის შემდეგ ჯ. დვ--–-–---–ის მანქანით, რომელმაც მას მიაკითხა დაბრუნდა სახლში, ნ. პა---ა კი დარჩა იქვე.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჯ---- დვ--–-–---–მა განაცხადა, რომ რ----- ოჩ-----ე არის მისი მეზობელი. მათი სახლები ერთმანეთისგან დაახლოებით 1--15 მეტრითაა დაშორებული. 17 აპრილს რ----- დაქორწინდა. 19 აპრილს დილით მივიდა მასთან სახლში და უთხრა, რომ ცოლს შორდებოდა და მისი მანქანით მიეყვანა ისინი სამარშრუტო ავტობუსამდე. რ.ოჩ-----ე და ნ. პა---ა ჩასხდნენ უკანა სავარძელში. ნ. პა---ასთვის არაფერი საეჭვო შეუმჩნევია იგი იყო ჩვეულებრივად. მიიყვანა სადგურში და დატოვა. რამოდენიმე ხნის შემდეგ კი მივიდა აბაშის გზაზე მდებარე გალფის ავტოგასამართ სადგურთან, სადაც რ. ოჩ-----ე უნდა წამოეყვანა. სამარშრუტო ავტობუსი გაჩერდა მისგან დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით. რ-----ს ჩამოყვა ნი---ც, რაც მას გაუკვირდა. დაახლოებით 1--15 წუთი ისაუბრეს ერმანეთში. რ. ოჩ-----ე სამგზავრო ფულს აძლევდა ნ. პა---ას, ის კი არ მიდიოდა და დაემუქრა კიდეც , რომ ზიანს მიაყენებდა.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინასლისტმა გუ---- ჟუ----ვმა განაცხადა, რომ მითითებულ საქმეზე მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც სააბაზანო ოთახიდან გამომძიებელ ნ----- ნი-------ის მითითებით ამოიღეს ბიგ-ის ფირმის წვერსაპარსი.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცი--- ექსპერტმა შ----- თა-----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცი--- ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ გამომძიებელ გი------ ნა–--–-–---–ის დადგენილების საფუძველზე სასამართლო-სამედიცი--- ექსპერტიზა ჩაუტარა ნი--- პა---ას და გასცა შესაბამისი დასკვნა.

 

მისივე განმარტებით ნ. პა---ას სხივმაჯის სახსარზე არსებული ნაკაწრი დაზიანებები შეიძლება განვითარებულიყო როგორც ფრჩხილით, ასევე სამართებლით.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივ გამომძიებელმა ნ----- ნი-------ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 21 აპრილს, ნი--- ჩხ---ის შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. ნ. ჩხ---ემ გამოკითხვისას განუცხადა, რომ რ. ოჩ-----ის სახლში იპოვა სისხლიანი ერთჯერადი საპარსი რაზეც რე----ო ოჩ-----ემ (ბაბუა) უთქვამს, რომ ნი---მ თავის მოკვლა სცადა. საპარსი ამოიღეს და მას ეტყობოდა სისხლის კვალი სახელურსა და სამართებელზე. ნ. პა---ამ მას განუცხად, რომ რ. ოჩ-----ე ძალადობდა მასზე, რის გამოც დაემუქრა ბიგ-ის ფირმის სამართებლით, რომ თავს მოიკლავდა. მან ნ. პა---ასგან აიღო ნერწყვის ნიმუში და დანიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებელმა გი------ ნა–--–-–---–მა განაცხადა, რომ 2019 წლის 19 აპრილს, ნი--- პა---ას შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მან გომკითხა ნ. პა---ა, ჩაატარა შემთხვევის ადგილი დათვალიერება. ნ. პა---ას განმარტებით რ. ოჩ-----ემ საძინებელ ოთახში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ფრჩხილებით მიაყენა დაზიანება მაჯაზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, საძინებელ ოთახში სისხლის კვალი აღმოჩენილი არ ყოფილა. სისხლი არც დაზარალებულ ნ. პა---ას ტანსაცმელზე არ იყო. ნ. პა---ას მაჯაზე ნაკაწრები ჰქონდა. მისივე განმარტებით ბრალდებულ რ. ოჩ-----ისაგან ბიოლოგიური ნიმუში არ აუღიათ.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.1-. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თ-- გო------ემ განაცხადა, რომ მან რ. ოჩ-----ის მიმართ შეადგინა შემაკავებელი ორდერი. ნ. პა---ას განმარტებით, მას რ. ოჩ-----ემ თმებში მოქაჩა და სახეში გაარტყა ხელი. ასევე ხელზე ემჩნეოდა ნაკაწრები.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნი--- ჩხ---ემ განაცხადა, რომ რე----ო და რ----- ოჩ-----ეები არიან მისი მეზობლები და დროგამოშვებით მათ ულაგებს სახლს. მან იპოვა აბაზანაში სისხლიანი ერთჯერადი საპარსი, რაც უთხრა რე----ო ოჩ-----ეს და ამ უკანასკნელის თხოვნით დარეკა პოლიციაში. რ. ოჩ-----ემ მას უთხრა, რომ მისმა რძალმა ნ. პა---ამ ამ საპარსით ხელი გადაიჭრა.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.12. 2019 წლის 19 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის მდებარეობს სამტრედიაში, იმ-------ს ქუჩა N50-ში მდებარე რ----- ოჩ-----ის საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ნივთი ან კვალი ამოღებული არ ყოფილა.

ს.ფ. 3-11.

 

2.13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 23 აპრილის N002735519 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ 19.04.19წ. 17:18-17:30სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ნი--- პა---ას მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა განივად და განივ ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის ნაკაწრები, რაც განვითარებულნი უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

ს.ფ. 19-22.

 

2.14. 2019 წლის 21 აპრილის შემთხვევის ადგილის (სააბაზანო ოთახი) დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რ----- ოჩ-----ის ქ. სამტრედიაში, იმ-------ს ქუჩის N50-ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის სააბაზანო ოთახში განთავსებული თაროდან ამოღებული იქნა „BIG“-ის ფირმის წვერის საპარსი, რომელიც დაილუქა N FCD1256635 პაკეტში.

ს.ფ. 115-122.

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება

 

3.1 სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ რ----- ოჩ-----ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამასიად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.

 

3.3. ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.5. რ----- ოჩ-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ „2019 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 11:30 საათზე, რ----- ოჩ-----ემ ქ. სამტრედია, იმ-------ს ქუჩა N50-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, იმ მოტივით იძალადა ფიზიკურად ნი--- პა---აზე, რომ ამ უკანასკნელს წარსულში სხვა მამაკაცთან ჰქონდა სქესობრივი ურთიერთობა. კერძოდ კი რ----- ოჩ-----ემ ნი--- პა---ას ძლიერად მოქაჩა თმებში, ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში და მარჯვენა ხელი დაუკაწრა ფრჩხილებით, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი “.

 

3.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ძალადობრივი მოქმედება და ამ მოქმედებით გამოწვეული შედეგი - ტკივილი. ძალადობა შეიძლება განხორციელდეს დარტყმით, ან ისეთი ქმედებით რაც არ არის დაკავშირებული დარტყმასთან (თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა და ა.შ.), მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რომ მსხვერპლმა განიცადა ტკივილი.

 

3.7. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწო--- სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

3.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.

 

3.9. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.1-. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

 

3.11. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

3.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად მოწმის (დაზარალებულის) მიერ მესამე პირებისათვის ან გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებულ ინფორმაციას, თუკი მათ დადასტურება ვერ ჰპოვეს საქმის სასამართლო განხილვისას სასამართლო მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

3.13. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ნ. პა---ამ განაცხადა, რომ რ. ოჩ-----ემ სახლის მეორე სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში, მოქაჩა თმებში, სახეში დაარტყა ხელი და ფრჩხილებით დაკაწრა მაჯაზე საიდანაც სისხლი წამოუვიდა რაც მან ტანსაცმელზე შეიწმინდა. მისივე განმარტებით, ინციდენტისას მათ გარდა სახლში არავინ იყო.

 

3.14. ბრალდებულმა რ. ოჩ-----ემ უარყო ნ. პა---ას მიმართ რაიმე სახის ძალადობის განხორციელების ფაქტი და განმარტა, რომ ნ. პა---ამ მაჯაზე დაზიანება თავად მიიყენა ერთჯერადი საპარსით.

 

3.15. სასამართლო სამედიცი--- ექსპერტიზის დასკვნით, ნ. პა---ას მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა განივად და განივ ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის ნაკაწრები, რაც განვითარებულნი უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

3.1-. სასამართლო სამედიცი--- ექსპერტ შ. თა-----ის სასამართლოსათვის მიცემული განმარტებით ნ. პა---ას მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანება შიძლება წარმოშობილი იყოს როგორც ფრჩხილებით, ასევე სამართებლით, მათ შო---ს ერთჯერადი საპარსით. სხვა სახის დაზიანებები ნ. პა---ას სხეულზე არ აღენიშნებოდა.

 

3.17. შემთხვევის ადგილის დათვალიერების (საძინებელი ოთხი) ოქმითა და გამომძიებელ გ. ნა–--–-–---–ის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ არც შემთხვევის ადგილზე და არც ნ. პა---ას ტანსაცმელზე, სისხლის კვალი აღმოჩენილი არ ყოფილა.

 

3.18. განსახილველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნა ნ. პა---ას სხეულზე არსებული დაზიანებების წარმოშობის შესახებ სავარაუდოა, ხოლო დაზარალებულ ნ. პა---ას ჩვენებას სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან იგი ვერ აკმაყოფილებს სანდოობის სტანდარტს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან (რ. ოჩ-----ის, გ. ნა–--–-–---–ის, ჯ. დვ--–-–---–ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) წინააღმდეგობის გამო. ასეთ პირობებში კი მითითებული ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს მხოლოდ დაზიანებების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუვნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა ეს ქმედება ბრალეული.

 

3.19. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.

 

3.20. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შო---ს შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამო---ცხავს მათ შო---ს წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გონივრულ საფუძველს. ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზეა მაშინ, თუ საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ო--- პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას. რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ რ----- ოჩ-----ის მიერ ნი--- პა---ას მიმართ იმგვარი ძალადობის განხორციელების ფაქტს, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია.

 

3.21. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.212 საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.23. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.

 

3.24. ამდენად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა რ----- ოჩ-----ისათვის ბრალად შერაცხულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რ----- ოჩ-----ის ბრალეულობაში.

 

3.25. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული რ----- ოჩ-----ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და უნდა გამართლდეს მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ----- ოჩ-----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

გაუქმდეს რ----- ოჩ-----ის მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 22 აპრილს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა 2000 (ო--- ათასი) ლარი, რომელიც შეტანილია საქართველოს ბანკში (ბანკის კოდი BAGAGE22) აღსრულების ეროვნულ ბიუროს N GE27BG0000000999999999 ანგარიშზე განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს ბე--------- მუ-------ეს (პ/ნ.0----------).

 

განემარტოს გამართლებულ რ----- ოჩ-----ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).

 

მოსამართლე ლევან მეშველიანი