განაჩენი

სისხლის სამართლის 27.09.2019
საქმის ნომერი
330100119003175766
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4111-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა-–--- დ---–-–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- ა-------- ძე ჩ--------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 3--------ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- შ----–------- ფ--------ი, მ--- მ/რ-ნი, კორპ.#--, ბინა #---–-

 

ადვოკატი - მ----------

 

კვალიფიკაცია:

1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის ივნისის თვეში, თ---–--–-- ლ---- ქუჩა #4--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------- ჩ--------ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა ყოფილი მეუღლის - ქ--------- გ----------ის მიმართ, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ხოლო ამავე წლის 20 ივლისს, ეჭვიანობის ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ კი ყელის გამოჭრით დაემუქრა, რაც დაზარალებულ ქ--------- გ----------ის მიერ აღქმული იქნა რეალურად და მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა გ------- ჩ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ქ--------- გ----------ის, მოწმეების - ნ---- ნ---------–---–ის, დ---------------------ს, ა--- გ----------ის, თ---------------ის გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს და შემაკავებელი ორდერის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ------- ჩ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

 

უდავო მტკიცებულებები:

 

3.2.დაზარალებულ ქ--------- გ----------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, 2008 წლიდან - 2013 წლის ჩათვლით რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ------- ჩ--------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი რ--------- ჩ--------ე. ქორწინებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ გ.ჩ--------ემ გამოავლინა აგრესიული ხასიათი, თამაშობდა ტოტალიზატორში, აზარტულ თამაშებში წაგება მისი მხრიდან ოჯახში კონფლიქტის მიზეზი ხდებოდა. განქორწინების შემდეგ, ქ--------- გ----------ი შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან თ---–--–-- ლ---- ქუჩა #4--–-. მიუხედავად იმისა, რომ ერთად აღარ ცხოვრობდნენ, გ.ჩ--------ე ეჭვიანობდა, მუდმივად აკოტროლებდა ყოფილი მეუღლის გადაადგილებას. 2019 წლის ივნისის თვეში, გ.ჩ--------ე შვილის წასაყვანად მივიდა დაზარალებულის ზემოთხსენებულ სახლში, იყო აგრესიული, ,,..მითხრა, ვინაიდან მუდმივად მპირდებოდა ფიზიკურ ძალადობას, ახლა დადგა დრო აღნიშნული განეხორციელებინა, რის შემდეგაც სახეში ხელი დამარტყა, რა დროსაც მე განვიცადე ფიზიკური ტკივილი“.

 

3.3. ძალადობის თვითმხილველი მოწმის, დაზარალებულის დედის დ---------------------ს გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ განქორწინების შემდეგ ქ--------- გ----------ი ცხოვრობს მშობლებთან თ---–--–-- ლ---- ქუჩა #4--–-. 2019 წლის ივნისის თვეში, გ.ჩ--------ე მივიდა არასრულწლოვანი შვილის, რ--------- ჩ--------ის წასაყვანად. სახლში შესვლისთანავე ქ.გ----------ს უთხრა, რომ დანაპირებს შეუსრულებდა და სახის არეში ძლიერად დაარტყა ხელი.

 

3.4. დაზარალებულის მამის, მოწმე ა--- გ----------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, 2019 წლის ივნისის თვეში გ------- ჩ--------ემ ოჯახის წევრთა თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა ქ--------- გ----------ზე. უშუალოდ კონფლიქტს არ შესწრებია, ძალადობის ფაქტი შეიტყო დაზარალებულისგან.

 

3.5. 2019 წლის 23 ივლისს გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, მსხვერპლის ქ--------- გ----------ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომელშიც დაფიქსირებულია მსხვერპლის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია და ამ ინფორმაციის სიზუსტე დამოწმებულია მსხვერპლის ხელმოწერით, ოქმის მ--- თავის მე-3 პუნქტში მითითებული ინფორმაციით დასტურდება, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე 1 თვის წინ (ივნისი) გ.ჩ--------ემ ქ--------- გ----------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მე-5 პუნქტში მსხვერპლი ასევე უთითებს, რომ ფეხმძიმობის მე-5 თვეში გ------- ჩ--------ემ იგი სცემა.

 

3.6. ბრალდებულმა გ------- ჩ--------ემ შესავალ და დასკვნით სიტყვაში აღიარა დანაშაული.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

უდავო მტკიცებულებები:

 

3.7. დაზარალებულ ქ--------- გ----------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ როგორც თანაცხოვრების, ისე თანაცხოვრების შემდეგ გ.ჩ--------ე ეჭვიანობის მოტივით სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ყელის გამოჭრით. მუდმივი მუქარების გამო ქ. გ----------ი იყო შეშინებული, აღნიშნულის გამო სამსახურში და სხვა ადგილებში დადიოდა ფრთხილად, რაც უქმნიდა დისკომფორტს და განიცდიდა ძლიერ სულიერ ტკივილს. შემთხვევამდე რამდენიმე ხნის წინ, გ------- ჩ--------ე შეხვდა ქ--------- გ----------ის ძმას ა-------- გ----------ს, ამ უკანასკნელმა დაზარალებულს უთხრა, რომ გ------- ჩ--------ემ მას აჩვენა ხელკეტი და განუცხადა, რომ სწორედ ამ ხელკეტით გაუხეთქავდა თავს ქ--------- გ----------ს. 2019 წლის 20 ივლისს, ქ--------- გ----------ი იმყოფებოდა სამსახურში, გ------- ჩ--------ე ინტენსიურად ურეკავდა მობილურ ტელეფონზე, მოსალოდნელი კონფლიქტის თავის არიდების მიზნით შემომავალ ზარს არ პასუხობდა. დაახლოებით 37 ზარის შემდეგ, იძულებული გახდა ტელეფონისთვის ეპასუხა, გ.ჩ--------ე წესისამებრ აგრესიული ტონით კითხულობდა თუ სად იყო მოცემული დროისათვის. ჩათვალა, რომ ატყუებდა, არ იყო სამსახურში და დაემუქრა, რომ იპოვიდა და ყელს გამოჭრიდა. ქ.გ----------მა მუქარა მიიჩნია რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის განმარტებით, გ------- ჩ--------ის მიმართ წარსულში არაერთხელ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ორდერის მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე გ------- ჩ--------ე ურეკავდა, ემუქრებოდა, რის გამოც მუდმივად ფსიქოლოგიური სტრესის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

3.8. 2019 წლის 23 ივლისს შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში, მსხვერპლმა ქ--------- გ----------მა გამომძიებელს განუმარტა, რომ 2019 წლის 20 ივლისს, გ.ჩ--------ემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა ყელის გამოჭრით. დაზარალებული შემაკავებელი ორდერის ოქმში ასევე უთითებს, რომ 20 ივლისის ფაქტი არ ყოფილა მუქარის პირველი შემთხვევა, სხვა დროსაც დამუქრებია გ------- ჩ--------ე. გ------- ჩ--------ე მსხვერპლის ოჯახის წევრებს ხელკეტის დემონსტრირებით უხსნიდა, რომ სწორედ ამ საგნით გაუხეთქავდა დაზარალებულს თავს.

 

3.9. მოწმე დ---------------------ს გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 20 ივლისს, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ქ--------- გ----------ი, რომელსაც ხმაზე აშკარად ეტყობოდა ნერვიულობა და ამბობდა, რომ ყოფილი მეუღლე, გ------- ჩ--------ე ტელეფონზე ურეკავდა და ემუქრებოდა ყელის გამოჭრით. გ------- ჩ--------ემ არ იცოდა, რომელ ,,ნ----------------ის“ სუპერმარკეტში მუშაობდა დაზარალებული, ამიტომ ეძებდა სუპერმარკეტ ,,ნ------ას’’ საბურთალოს ყველა ფილიალში. ქ--------- გ----------ს ძალიან შეეშინდა მუქარის განხორციელების, ამის გამო, იგი მამამ ა--- გ----------მა მიაცილა სამსახურიდან სახლში. მოწმის განმარტებით, გ.ჩ--------ის მიმართ, წარსულში გამოცემული იყო არაერთი შემაკავებელი ორდერი. ორდერებით აკრძალული ჰქონდა ქ--------- გ----------თან მიახლოება და მასთან ყოველგვარი კომუნიკაციის დამყარება. გ.ჩ--------ე შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადის გასვლისთანავე ურეკავდა დაზარალებულს და ემუქრებოდა ყელის გამოჭრით, ავიწროებდა, აკონტროლებდა მის გადაადგილებას. ქ--------- გ----------ი შიშობდა, რომ ყოფილი მეუღლე მუქარას სისრულეში მოიყვანდა, რის გამოც, მამა ა--- გ----------ი ყოველდღიურად აცილებდა მას სამსახურსა და სახლში. მოწმე დ--------------------- გამოკითხვის ოქმში დამატებით განმარტავს, რომ შემთხვევამდე რამდენიმე ხნის წინ, გ------- ჩ--------ე შეხვდა ქ--------- გ----------ის ძმას ა-------- გ----------ს, ამ უკანასკნელმა ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ გ------- ჩ--------ემ მას აჩვენა ხელკეტი და უთხრა, რომ სწორედ ამ ხელკეტით გაუხეთქავდა თავს ქ--------- გ----------ს, ა-------- გ----------ი შიშობდა, რომ გ------- ჩ--------ე მუქარას აღასრულებდა.

 

3.10.დაზარალებულის მამის - მოწმე ა--- გ----------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ განქორწინების შემდეგ გ------- ჩ--------ე ყოფილ მეუღლეს ქ--------- გ----------ს ემუქრებოდა. ქ---------ს მუქარის ეშინოდა, რის გამოც, მამა ყოველდღე აცილებდა ქ---------ს სახლიდან სამსახურში და პირიქით. 2019 წლის 20 ივლისს ქ--------- გ----------ი, მისი თხოვნით მიაცილა სამსახურიდან სახლში, რადგან გ.ჩ--------ე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

 

3.11.ნ---- ნ---------–---–ის და თ---------------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, რომ დაზარალებულ ქ--------- გ----------თან ერთად მუშაობენ სუპერმარკეტ ,,ნ------აში’’. დაზარალებულისგან მათთვის ცნობილია რომ განქორწინების მიუხედავად ყოფილი მეუღლე გ.ჩ--------ე წლების განმავლობაში უწყვეტად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ქ--------- მუქარას აღიქვავდა რეალურად და ჰქონდა მისი განხორციელების რეალური შიში. ქ---------სგან ასევე იციან რომ გ.ჩ--------ის მიმართ გამოცემული იყო არაერთი შემაკავებელი ორდერი, რამაც ვერ იქონია პრევენციულ ხასიათი და ორდერის მოქმედების გასვლისთანავე გ.ჩ--------ე კვლავ ურეკავდა და აგრძელებდა მუქარას სიცოცხლის მოსპობაზე.

 

3.12. ბრალდებულმა გ------- ჩ--------ემ შესავალ და დასკვნით სიტყვაში აღიარა დანაშაული.

 

3.13. უდავო მტკიცებულებებით და ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებით დადასტურდა, რომ 2019 წლის ივნისის თვეში გ.ჩ--------ემ ფიზიკურად იძალადა ყოფილ მეუღლეზე ქ--------- გ----------ზე, ხოლო 2019 წლის 20 ივლისს ეჭვიანობის ნიადაგზე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

3.14. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა გ------- ჩ--------ემ, 2019 წლის ივნისის თვეში, ფიზიკურად იძალადა ოჯახის წევრზე - ყოფილ მეუღლეზე ქ--------- გ----------ზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3.15.კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება ძალადობრივ ქმედებას მის მიმართ. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, იგი უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. აუცილებელი არაა მუქარა იყოს რეალური. დამნაშავეს შეიძლება არ ამოქმედებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. უდავო მტკიცებულებების შინაარსის შეფასებით და ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებით სასამართლო ადგენს, რომ გ------- ჩ--------ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაზარალებულის მიერ აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც ის ჩააგდო პანიკასა და შიშში.

 

3.16. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. სასამართლო ასევე მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.18. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა გ------- ჩ--------ის ბრალეულობა.

 

3.19. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ------- ჩ--------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- ჩ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.

 

4.2. გ------- ჩ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: დანაშაულის სიმრავლე, მუქარის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს:

 

5.3.1. მუქარა ჩადენილი იქნა ოჯახის წევრის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-3 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

5.3.2. დანაშაულის მასშტაბი: ფსიქოლოგიურ ძალადობას ჰქონდა მრავალჯერადი ხასიათი, წარსულში მსხვერპლის დაცვის მიზნით მოძალადე გ------- ჩ--------ის მიმართ 2-ჯერ იქნა გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომელმაც ვერ იქონია სათანადო პრევენციული ეფექტი, როგორც მსხვერპლი უდავო მტკიცებულებაში - გამოკითხვის ოქმში აცხადებს, შემაკავებელი ორდერის ვადის გასვლისთანავე გ------- ჩ--------ე აგრძელებდა მსხვერპლის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას და მუქარას.

 

5.3.3. დანაშაულის სიმრავლე და ინტენსივობა - ჩადენილია დანაშაულის 2 ეპიზოდი დროის მცირე მონაკვეთში.

 

5.3.4. დანაშაულის მოტივი - ეჭვიანობა, რაც გახდა მსხვერპლზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის და მუქარის ჩადენის მაპროვოცირებელი ფაქტორი. ეჭვიანობა, რომელსაც განქორწინების მიუხედავად აქვს სისტემატური ხასიათი, მიუთითებს დანაშაულის განგრძობადობის რისკზე. უდავო მტკიცებულებებით გამოიკვეთა ბრალდებულის დამოკიდებულება ქალის მიმართ, იგი მსხვერპლს სოციალური იერარქიით თავისზე დაბლა მდგომ, უუფლებო სუბიექტად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მას ჰქონდა უფლება ეკონტროლა იგი, დაზარალებულის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ გ------- ჩ--------ე ყოფილი მეუღლის გადაადგილებას მუდმივად აკონტროლებდა, ავიწროებდა, შეშინებული დაზარალებული დამოუკიდებლად არ გადაადგილდებოდა, იგი სამსახურიდან სახლში და სახლიდან სამსახურში მამის თანმხლებით მოძრაობდა, ეს ყოველივე მსხვერპლს უქმნიდა დისკომფორტს და განიცდიდა სულიერ ტანჯვას. დანაშაულის მოტივი მიუთითებს ბრალდებულის განსაკუთრებულ საშიშროებაზე ყოფილი მეუღლის მიმართ, ბრალდებულის მცდარი სტერეოტიპული განწყობები წარმოადგენს სამომავლო საფრთხეებს ოჯახში ძალადობის გაგრძელების კუთხით, ამდენად, სამომავლო რისკების და ჩადენილი დანაშაულის მოტივის საპასუხოდ მოძალადეს უნდა განესაზღვროს ადეკვატური და კერძო პრევენციის მატარებელი სანქცია.

 

5.4.სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე. ადვოკატის მოთხოვნაში მითითება დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარებაზე, მტკიცებულებების უდავოობაზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოძალადეს წარსულში არ არის ნასამართლევი, დამამძიმებელი გარემოებების და სამომავლო რისკების შეფასების გარეშე ვერ გახდება სასჯელის ისეთი სახის და ზომის გამოყენების საფუძველი, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნას: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე. ის, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი ოჯახური ძალადობის დანაშაულის ჩადენისათვის არ წარმოადგენს პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას: უდავო მტკიცებულებით - დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ უკანასკნელი ეპიზოდის ჩადენამდე ბრალდებული არაერთხელ დამუქრებია მსხვერპლს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა ყველა ეს დანაშაულებრივი ფაქტი რჩებოდა ლატენტური, რაც იწვევდა დამნაშავე პირის დაუსჯელობის განცდას და დროის მცირე პერიოდში ახალი განზრახი ეპიზოდების ჩადენას. დაუსჯელობის განცდაზე მიუთითებს გ------- ჩ--------ის მხრიდან დანაშაულის განზრახვის დემონსტრირება მსხვერპლის ნათესავების თანდასწრებით (ნათესავებს ღიად უცხადებდა, რომ ხელკეტით გაუხეთქავდა თავს ქ--------- გ----------ს), სასამართლოს შეფასებით ზომიერად მკაცრმა სასჯელმა უნდა მოახდინოს დამნაშავე პირის თვითშეგნების ამაღლება, მისი ქცევების კორექტირება და ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება.

 

5.5.,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. ეპიზოდთა სიმრავლის, ხერხის, ინტენსივობის და დანაშაულის განმეორების რისკების მხედველობაში მიღებით გ------- ჩ--------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ჩ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

2. გ------- ჩ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით სრულად შთანთქოს თანაბარი სასჯელი და გ------- ჩ--------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

4.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინებით გ------- ჩ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 30 ივლისიდან.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა