განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2019
საქმის ნომერი
200100119003238370
დავის ტიპი
151
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100119003238370

#1/278-19 (№035190919001)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 ნოემბერი 2019 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - შ----------–---–---–ი - დაბადებული 1--- წლის 1---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--–---------------------------------–------.

 

ადვოკატი - ი-–-----------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2----–-–------------------, ღამით დაახლოებით 23:40 საათზე, შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, ლ------------–-–---–ი და ზ----------–--–---–ის ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და სამსახურებრივი „ტ-------------–-----ს„ მარკის, სახელმწიფო ნომერი O--------, ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, მაღაზია „კავთას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ავტომანქანის გააჩერების მიზნით მათთან მივიდა ქვეითად მოსიარულე, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი შ----------–---–---–ი. ამ უკანასკნელს პოლიციის თანამშრომლების მიმართ ჰქონდა წყენა, კერძოდ შ----------–---–---–ი 2----–-–------------------ დაჯარიმებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეექვსე ნაწილითა და 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, აეკრძალა სატრანსპორტო საშალების მართვის უფლება 6 თვის ვადით. აღნიშნულით განაწყენებული შ----------–---–---–ი მიუახლოვდა შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომელებს ლ------------–-–---–ს და ზ----------–--–---–ს, რომლებით იმყოფებოდნენ გაჩერებულ ავტომანქანაში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ აიღო იქვე გზის პირას არსებული მის მფლობელობაში არსებული სანადირო თოფი, დაუმიზნა პოლიციელებს და უყვიროდა, რომ დახოცავდა. შ----------–---–---–ი პოლიციის თანამშრმლების მოწოდებისა და გამაფრთხილებელი გასროლების მიუხედავად განაგრძობდა პოლიციელების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, რაც ლ------------–-–---–მა და ზ----------–--–---–მა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში. ადგილზე მყოფი შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების, ლ------------–-–---–ისა და ზ----------–--–---–ის, ასევე დამხმარე ჯგუფის მიერ მოხდა შ----------–---–---–ის დაკავება.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; დაზარალებულის ჩვენება; ამოღებული ნივთები და სხვ.) ერთობლიობა შ----------–---–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ----------–---–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

შ----------–---–---–ის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ იგი აღიარებას ჩადენილ დანაშაულს, რას შეეხება დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია.

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ შ----------–---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ----------–---–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შ----------–---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის თანახმად დამატებით სასჯელად 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

შ----------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 18 სექტემბრიდან 2019 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ შ----------–---–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მოხდეს 20 კალიბრის N K------ სანადირო თოფის საპროცესო კონფისკაცია.

 

2 ცალი მასრა, ნერწყვის ნიმუში და ანაწმენდი განადგურდეს, ხოლო ქუდი, მობილური ტელეფონი, სიგარეტი და ასანთი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზვიად შარაძე