განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100119003112515
N1/198-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
07 ნოემბერი 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი -
დ----------–-----ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ლ---–------------–---–ი
ბრალდებული: ნ------- ნ---------–ი
მამის სახელი: ა-–----
დაბადებული: 0----------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: ახმეტის რაიონი სოფელი დ------–--
მცხოვრები: ახმეტის რაიონი სოფელი ზ-------–---ი
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 , 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 , 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილი - სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისათვის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
ძალადობის ეპიზოდი:
1. 2019 წლის 23 ივნისს, ახმეტის რაიონის სპოფელ ზ-------–---ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ------- ნ---------–მა ძალადობის გამოყენებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - ს------ ნ---------–ს, კერძოდ, თავისა და სახის არეში ურტყამდა მუშტებს და თმებით ათრევდა იარტაკზე. განხორციელებული ძალადობის შედეგად ს------ ნ---------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მუქარის ეპიზოდი:
2. 2019 წლის 23 ივნისს, ახმეტის რაიონის სოფელ ზ-------–---ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლის ეზოში, ნ------- ნ---------–ი თოფის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დას - ს------ ნ---------–ს და დედას - ლ---–----------ეს, რის შედეგად ამ მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხვისი ნივთის განადგურენბის ეპიზოდი:
3. 2019 წლის 23 ივნისს, ახმეტის რაიონის სოფელ ზ-------–---ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივანზე, ნ------- ნ---------–მა ძირს დააგდო და გაანადგურა დედის - ლ---–----------ის კუთვნილი „ჰუავეის“ მოდელის მობილური ტელეფონი, რითაც 180 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.
საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ეპიზოდი:
4. ნ------- ნ---------–მა დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისათვის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ახმეტის რაიონის სოფელ ზ-------–---ში. 2019 წლის 23 ივნისს, შსს ა------------------–--------------–--ს თანამშრომლების მიერ, ნ-------ი ნ---------–ის საცხოვრებელი სახლის ფანჯრის რაფიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი ვაზნა. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ორი ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 5,6 მმ კალიბრის რგოლური აალების ვაზნები, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტების, რევოლვერების, შაშხანების, კარაბინებისა და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფისათვის. ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
5. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
6. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ------- ნ---------–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
7. ნ------- ნ---------–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
8. ნ------- ნ---------–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
9. ნ------- ნ---------–მა ჩაიდინა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისათვის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
10. სასამართლოს ბრალდებულ ნ------- ნ---------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ დანაშაული ჩაიდინა პირობით გამოსაცდელ ვადაში.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
11. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
12. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ნ------- ნ---------–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული სასჯელის სახე - რომლის სახე და ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
13. ნ------- ნ---------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლითა და 06(ექვსი) თვით.
14. ნ------- ნ---------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით.
15. ნ------- ნ---------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით.
16. ნ------- ნ---------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლითა და 06(ექვსი) თვით.
17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ნ------- ნ---------–ს დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლითა და 06(ექვსი) თვით.
18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვით და საბოლოოდ, ნ------- ნ---------–ს განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლით.
19. ნ------- ნ---------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტიური დაკავების მომენტიდან 2019 წლის 23 ივნისიდან.
20. ნივთიერი მტკიცებულებები - ერთი ცალი ვაზნა, რაც ინახება შსს ა------------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს
21. „ჰუავეის“ ფიურმის მობილური ტელეფონი, რაც ინახება დაზარალებულ ლ---–----------ესთან, ავტომანქანა „მიცუბიში იო“, სახ. ნომრით D--------, რაც ინახება ა-–---------- ნ---------–თან, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
22. ფაიფურის ჭურჭლის ნატეხი, რაც ინახება შსს ა------------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
23. თოფის ტიბჟირი, რაც ინახება შსს ა------------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღეის შემდეგ განადგურდეს.
24. ნ------- ნ---------–ის სისხლის ნიმუში და ნ------- ნ---------–ის ნერწყვის ნიმუში, რაც ინახება შსს ა------------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
25. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
26. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური