გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.11.2019
საქმის ნომერი
120210019003195660
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3195660-2/590-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 ნოემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

მოსარჩელე - სს ,,თ----- ბანკი’’

წარმომადგენელი - რ--------–------ე

მოპასუხე - ე-–---- ზ--------ე

წარმომადგენელი - ლ-------–--–----ე

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე ე-–---- ზ--------ეს სს ,,თ----- ბანკის’’ სასარგებლოდ N4--------------საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს დავალიანების - 8955.86 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 7209.69 ლარი, პროცენტი - 996.70 ლარი, დაზღვევა - 12.27 ლარი, ჯარიმა - 737.20 ლარი.

1.2. მოპასუხე ე-–---- ზ--------ეს სს ,,თ----- ბანკის’’ სასარგებლოდ N4--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს დავალიანების თანხის 1177.14 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 985.02 ლარი, პროცენტი - 129.42 ლარი, ჯარიმა - 62.70 ლარი.

1.3. მოპასუხე ე-–---- ზ--------ეს სს ,,თ----- ბანკის’’ სასარგებლოდ ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს დავალიანების თანხის 2800 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1993.71 ლარი, პროცენტი - 408.30 ლარი, ჯარიმა - 397.99 ლარი.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2018 წლის 9 აგვისტოს სს ,,თ----- ბანკს’’ და ე-–---- ზ--------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N4---------------, რომლის საფუძველზე ბანკმა მსესხებელზე გასცა საბანკო კრედიტი 770 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, წლიურად 25% სარგებლის გადახდევინებით. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 10 ლარს, გრაფიკის ყოველი დარღვევისას ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის კი შეადგენდა დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

2018 წლის 9 აგვისტოს სადაზღვევო კომპანია სს თ----- დაზღვევის მიერ დაზღევული იქნა მსესხებლის ე-–---- ზ--------ეს სიცოცხლე, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პრემია შეადგენდა სესხის ძირითადი თანხის წლიურ 0.72%, რომლის გადახდის ვალდებულებაც ე-–---- ზ--------ეს ეკისრებოდა.

2018 წლის 4 დეკემბერს სს თ----- ბანკსა და ე-–---- ზ--------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N4---------------, რომლითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 1050 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, სესხზე წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 41%. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 20 ლარს, გრაფიკის ყოველი დარღვევისას ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის კი შეადგენდა დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. სესხის ხელშეკრულება კლიენტის მიერ დადასტურებული იქნა ელექტრონულად დისტანციური არხების მეშვეობით, რომელზე წვდომაც მხოლოდ კლიენტს აქვს.

2018 წლის 25 მაისს სს თ----- ბანკსა და ე-–---- ზ--------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებლის სახელზე დამზადდა საკრდიტო ბარათი, რომლის ანგარიშზე განთავსებული იქნა 2000 ლარი, რომლის გამოყენებისათვის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზრვრა 36%. ბარათის მოქმედების ვადა განისაზღვრა 16.11.2072 წლამდე, ბარათის მომსახურების საკომისიო შეადგენდა პირველ წელს 20 ლარი, ყოველ მომდევნო წლისათვის კი 40 ლარი. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი კალენდარული თვის 25 რიცხვში, რა დროსაც კლიენტს საბანკო ანაგრიშზე უნდა შეეტანა დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტი 5%.

მსესხებელმა თანხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა. მას კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეგზავნა შეტყობინებები, თუმცა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ ცდილობს. 2019 წლის აპრილის შემდეგ არ გადაუხდია არცერთი თეტრი. შესაბამისად, ბანკისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობის შემდგომმა გაგრძელებამ აზრი დაკარგა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე ე-–---- ზ--------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 9 აგვისტოს სს ,,თ----- ბანკსა’’ და ე-–---- ზ--------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N4---------------, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 7700 ლარი, 48 თვის ვადით. საპროცენტო სარგებელი წლიური - 25%, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 10 ლარს, გრაფიკის ყოველი დარღვევისას ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 09.08.2018წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

 

3.1.2. 2018 წლის 9 აგვისტოს სადაზღვევო კომპანია სს თ----- დაზღვევის მიერ დაზღევული იქნა მსესხებლის ე-–---- ზ--------ის სიცოცხლე, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პრემია შეადგენდა სესხის ძირითადი თანხის წლიურ 0.72%.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 09.082018წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- 09.08.2018წ. ინფორმაცია სიცოცხლის დაზღვევის შესახებ;

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 4 დეკემბერს სს ,,თ----- ბანკსა’’ და ე-–---- ზ--------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N4---------------, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 1050 ლარი, 36 თვის ვადით. საპროცენტო სარგებელი წლიური - 41%, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 20 ლარს, გრაფიკის ყოველი დარღვევისას ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 04.12.2018წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

 

3.1.4. 2018 წლის 25 მაისს სს თ----- ბანკსა და ე-–---- ზ--------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომელზეც განთავსებული იქნა 2000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36%, მოქმდების ვადა 16.11.2072წ. ბარათით მომსახურების საკომისიო- 20 ლარი, ყოველი მომდევნო წლისათვის - 40 ლარი. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი კალენდარული თვის 25 რიცხვში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 25.05.2018წ. განაცხადი;

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;

- 25.05.2018წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;

 

3.1.5. მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების სესხის დაფარვის გრაფიკი. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 09.08.2018წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- 09.082018წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- 09.08.2018წ. ინფორმაცია სიცოცხლის დაზღვევის შესახებ;

- 25.05.2018წ. განაცხადი;

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;

- 25.05.2018წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;

- 18.09.20219წ. ცნობა დავალაინების შესახებ;

- შეტყობინებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;

- საფოსტო გზავნილები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. მოპასუხე ე-–---- ზ--------ის დავალიანება სს ,,თ----- ბანკის’’ მიმართ 09.08.2018წ.წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 8955.86 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 7209.69 ლარი, პროცენტი - 996.70 ლარი, დაზღვევა - 12.27 ლარი და პირგასამტეხლო 737.20 ლარი;

3.2.2. მოპასუხე ე-–---- ზ--------ის დავალიანება სს ,,თ----- ბანკის’’ მიმართ 04.12.2018წ.წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1177.14 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 985.02 ლარი, პროცენტი - 129.42 ლარი და პირგასამტეხლო 62.70 ლარი;

3.2.3. მოპასუხე ე-–---- ზ--------ის დავალიანება სს ,,თ----- ბანკის’’ მიმართ 25.05.2018წ. საკრდიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 2800 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1993.71 ლარი, პროცენტი - 408.30 ლარი და პირგასამტეხლო 397.99 ლარი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 09.08.2018წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- 09.082018წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- 09.08.2018წ. ინფორმაცია სიცოცხლის დაზღვევის შესახებ;

- 25.05.2018წ. განაცხადი;

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;

- 25.05.2018წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;

- 18.09.20219წ. ცნობა დავალაინების შესახებ;

- შეტყობინებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;

- საფოსტო გზავნილები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხე ცნო სარჩელი ნაწილობრივ - სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ამირან მურვანიძის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,თ----- ბანკსა’’ და ე-–---- ზ--------ეს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ე-–---- ზ--------ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას 09.08.2018წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 7209.69 ლარი, 04.12.2018წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან - 985.02 ლარს, ხოლო 25.05.2018წ. საკრედიტო ბარათით სარეგბლობის შესახებ ხელშკერუკლებიდან - 1993.71 რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს).

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები არ შეუსრულებია, რის გამოც უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ე-–---- ზ--------ეს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 84ლარის გადახდა, 304 ლარი დაუბრუნდეს მოსარჩელეს მოპასუხის მიერ ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ცნობის გამო. .

 

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს ,,თ----- ბანკის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხე ე-–---- ზ--------ეს სს ,,თ----- ბანკის’’ სასარგებლოდ N4--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს დავალიანების - 8955.86 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 7209.69 ლარი, პროცენტი - 996.70 ლარი, დაზღვევა - 12.27 ლარი, ჯარიმა - 737.20 ლარი.

1.2. მოპასუხე ე-–---- ზ--------ეს სს ,,თ----- ბანკის’’ სასარგებლოდ N4--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს დავალიანების თანხის 1177.14 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 985.02 ლარი, პროცენტი - 129.42 ლარი, ჯარიმა - 62.70 ლარი.

1.3. მოპასუხე ე-–---- ზ--------ეს სს ,,თ----- ბანკის’’ სასარგებლოდ ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს დავალიანების თანხის 2800 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1993.71 ლარი, პროცენტი - 408.30 ლარი, ჯარიმა - 397.99 ლარი.

2. მოპასუხე ე-–---- ზ--------ეს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 84 ლარის გადახდა. ხოლო 304 ლარი დაუბრუნდეს სს ,,თ----- ბანკს" თანხა გადახდილია 2019 წლის 29 ივლისს საგადასახადო დავალება N9, რეფერანსი N2---------.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი