გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.04.2019
საქმის ნომერი
330310118002314991
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1056-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - თ--------------ე

მოპასუხეები - შპს „კ---–--------------“, ნ-----------ი, ზ--------–---------–---ი, გ----------------–-ა, ნ--------–-–---–ი

წარმომადგენლები - შ-----------–---–ი, გ-------------–--ე

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შპს „კ---–--------------“, ნ-----------ი, ზ--------–---------–---ი, გ--------------–-ა და ნ--------–-–---–ი ცნობილ იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

შპს „კ---–--------------ს“, ნ-----------ის, ზ--------–---------–---ის, გ--------------–-ასა და ნ--------–-–---–ის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2013 წლის 7 მარტის შპს „კ---–--------------ს“ პარტნიორთა კრების ოქმისა და 2013 წლის 7 მარტის წილის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ზ--------–---------–---მა მის მეუღლეს ნ-----------ს აჩუქა შპს „კ---–--------------ს“ 50% წილი და თავად გავიდა საზოგადოების დამფუძნებლობიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 7 მარტის შპს „კ---–--------------ს“ პარტნიორთა კრების ოქმი (ტ.I, ს.ფ.61-63);

- 2013 წლის 7 მარტის წილის ჩუქების ხელშეკრულება (ტ.I, ს.ფ.64-67).

 

3.2. შპს „კ---–--------------ს“ 2013 წლის 17 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმისა და 2013 წლის 17 აპრილის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გ--------------–-ამ მის მეუღლეს ნ--------–-–---–ს აჩუქა შპს „კ---–--------------ს“ 50% წილი და თავად გავიდა საზოგადოების დამფუძნებლობიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „კ---–--------------ს“ 2013 წლის 17 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმი (ტ.I, ს.ფ.21-23);

- 2013 წლის 17 აპრილის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.I, ს.ფ.24-27);

 

3.3. 2015 წლის 2 სექტემბრის შპს „კ---–--------------ს“ პარტნიორთა საერთო კრების ოქმისა და 2015 წლის 2 სექტემბრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ნ--------–-–---–მა 1000 ლარად მიჰყიდა ლ-------–--–-–---–ს შპს „კ---–--------------ს“ 20%-იანი წილი, ასევე, ნ-----------მა 1000 ლარად მიჰყიდა ლ-------–--–-–---–ს შპს „კ---–--------------ს“ 20%-იანი წილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 2 სექტემბრის შპს „კ---–--------------ს“ პარტნიორთა საერთო კრების ოქმი (ტ.I, ს.ფ.52-54);

- 2015 წლის 2 სექტემბრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.I, ს.ფ.55-57);

- 2015 წლის 2 სექტემბრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.I, ს.ფ.58-60).

 

3.4. 2015 წლის 10 სექტემბრის შპს „კ---–--------------ს“ პარტნიორთა საერთო კრების ოქმისა და 2016 წლის 10 ნოემბრის წილის დათმობის ხელშეკრულებების საფუძველზე შპს „კ---–--------------ს“ 40% წილის მფლობელმა ლ-------–--–-–---–მა ნ-----------ს დაუთმო ამ კომპანიის 20%-იანი წილი 1000 ლარად, ასევე, ნ--------–-–---–ს დაუთმო დანარჩენი 20%-იანი წილი 1000 ლარად. ამდენად ნ-----------ი და ნ--------–-–---–ი გახდნენ შპს „კ---–--------------ს“ 50-50%-იანი წილის მესაკუთრეები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 10 სექტემბრის შპს „კ---–--------------ს“ პარტნიორთა საერთო კრების ოქმი (ტ.I, ს.ფ.49-51);

- 2016 წლის 10 ნოემბრის წილის დათმობის ხელშეკრულება (ტ.I, ს.ფ.28-29);

- 2016 წლის 10 ნოემბრის წილის დათმობის ხელშეკრულება (ტ.I, ს.ფ.30-31).

 

3.5. 2014 წლის პირველი ივნისის ხელშეკრულებით შპს „კ---–-------------მა“ გ--------------–-ას ასესხა 1800000 აშშ დოლარამდე, გ--------------–-ას მოთხოვნის შესაბამის ტრანშებად. ტრანშები შეიძლება გახორციელებულიყო როგორც ლარებში, ასევე დოლარში მოთხოვნის შესახებ. სესხი გაიცა ხუთ წლამდე ვადით. სესხზე დარიცხული წლიური სარგებელი შეადგენდა 12%-ს, ხოლო ლარში 16%. სესხისა და დარიცხული პროცენტის ანაზღაურება უნდა მოხდარიყო პერიოდის ბოლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის პირველი ივნისის ხელშეკრულება (ტ.I, ს.ფ.73-74);

- 2014 წლის პირველი ივნისის შპს „კ---–--------------ს“ პარტნიორთა საერთო კრების ოქმი (ტ.I, ს.ფ.445).

 

3.6. 2014 წლის 6 ივნისის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ გ--------------–-ას გადასცა 100000 ლარი, საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2014 წლის 15 სექტემბერს სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ გ--------------–-ას გადასცა 100000 ლარი, საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2014 წლის 20 ნოემბრის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ გ--------------–-ას გადასცა 250000 ლარი, საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2014 წლის 21 ნოემბერს სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ გ--------------–-ას გადასცა 50000 ლარი, საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2014 წლის 28 ნოემბრის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ გ--------------–-ას გადასცა 200000 ლარი, საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2014 წლის 30 დეკემბერის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ გ--------------–-ას გადასცა 150000 ლარი, საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2014 წლის 31 დეკემბრის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ გ--------------–-ას გადასცა 372720 ლარი, საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2015 წლის 8 იანვრის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ გ--------------–-ას გადასცა 100000 ლარი, საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2015 წლის 3 თებერვლის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ გ--------------–-ას გადასცა 50000 ლარი, საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2015 წლის 5 თებერვლის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ გ--------------–-ას გადასცა 150000 ლარი, საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2015 წლის 10 თებერვლის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ გ--------------–-ას გადასცა 250000 ლარი, საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2015 წლის 19 თებერვლის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ გ--------------–-ას გადასცა 145000 ლარი, საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2015 წლის 6 მარტის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ გ--------------–-ას გადასცა 200000 ლარი, საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2015 წლის 26 აპრილს სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ გ--------------–-ას გადასცა 1000000 ლარი, საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2015 წლის 15 მაისის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ გ--------------–-ას გადასცა 708960 ლარი, საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2015 წლის 4 ივლისის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ გ--------------–-ას გადასცა 1800000 ლარი, საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2015 წლის 6 ივლისის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ გ--------------–-ას გადასცა 200000 ლარი, საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2016 წლის 11 ივლისის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ გ-----------–-ას გადასცა 46900 ლარი, საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 6 ივნისის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.301);

- 2014 წლის 15 სექტემბერს სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.305);

- 2014 წლის 20 ნოემბრის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.314);

- 2014 წლის 21 ნოემბერს სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.318);

- 2014 წლის 28 ნოემბრის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.321);

- 2014 წლის 30 დეკემბერის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.324);

- 2014 წლის 31 დეკემბრის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.327);

- 2015 წლის 8 იანვრის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.369);

- 2015 წლის 3 თებერვლის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.364);

- 2015 წლის 5 თებერვლის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.363);

- 2015 წლის 10 თებერვლის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.361);

- 2015 წლის 19 თებერვლის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.358);

- 2015 წლის 6 მარტის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.357);

- 2015 წლის 26 აპრილს სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.351);

- 2015 წლის 15 მაისის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.352);

- 2015 წლის 4 ივლისის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.347);

- 2015 წლის 6 ივლისის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.346);

- 2016 წლის 11 ივლისის სალაროს გავლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.224).

 

3.7. 2014 წლის პირველი ივნისის ხელშეკრულებით შპს „კ---–-----------კსმა“ ზ--------–---------–---ს ასესხა 1300000 აშშ დოლარამდე, ზ--------–---------–---ის მოთხოვნის შესაბამის ტრანშებად. ტრანშები შეიძლება გახორციელებულიყო როგორც ლარებში, ასევე დოლარში მოთხოვნის შესახებ. სესხი გაიცა ხუთ წლამდე ვადით. სესხზე დარიცხული წლიური სარგებელი შეადგენდა 12%-ს, ხოლო ლარში 16%. სესხისა და დარიცხული პროცენტის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო პერიოდის ბოლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის პირველი ივნისის ხელშეკრულება (ტ.I, ს.ფ.75-76);

- 2014 წლის პირველი ივნისის შპს „კ---–--------------ს“ პარტნიორთა საერთო კრების ოქმი (ტ.I, ს.ფ.445).

 

3.8. 2014 წლის 6 ივნისის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ ზ--------–---------–---ს გადასცა 100000 ლარი საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2014 წლის 15 სექტემბერს სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ ზ--------–---------–---ს გადასცა 100000 ლარი საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2014 წლის 13 ოქტომბრის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ ზ--------–---------–---ს გადასცა 50000 ლარი საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2014 წლის 21 ნოემბერს სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ ზ--------–---------–---ს გადასცა 150000 ლარი საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2014 წლის 28 ნოემბრის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ ზ--------–---------–---ს გადასცა 200000 ლარი საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2014 წლის 30 დეკემბრის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ ზ--------–---------–---ს გადასცა 150000 ლარი საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2014 წლის 31 დეკემებრის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ ზ--------–---------–---ს გადასცა 372720 ლარი საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2015 წლის 8 იანვრის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ ზ--------–---------–---ს გადასცა 100000 ლარი საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2015 წლის 29 იანვრის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ ზ--------–---------–---ს გადასცა 70000 ლარი საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2015 წლის 5 თებერვლის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ ზ--------–---------–---ს გადასცა 150000 ლარი საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2015 წლის 10 თებერვლის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ ზ--------–---------–---ს გადასცა 250000 ლარი საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2015 წლის 11 მარტის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ ზ--------–---------–---ს გადასცა 65000 ლარი საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2015 წლის 15 მაისის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ ზ--------–---------–---ს გადასცა 472640 ლარი საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

2015 წლის 30 ივნისის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ ზ--------–---------–---ს გადასცა 224830 ლარი საფუძვლად მიეთითა სესხის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 6 ივნისის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.302);

- 2014 წლის 15 სექტემბერს სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.306);

- 2014 წლის 13 ოქტომბრის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.311);

- 2014 წლის 21 ნოემბერს სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.317);

- 2014 წლის 28 ნოემბრის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.320);

- 2014 წლის 30 დეკემბრის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.323);

- 2014 წლის 31 დეკემებრის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.326);

- 2015 წლის 8 იანვრის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.370);

- 2015 წლის 29 იანვრის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.368);

- 2015 წლის 5 თებერვლის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.362);

- 2015 წლის 10 თებერვლის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.360);

- 2015 წლის 11 მარტის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.356);

- 2015 წლის 15 მაისის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.353);

- 2015 წლის 30 ივნისის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.348).

 

3.9. 2014 წლის პირველი დეკემბრის შპს „კ---–--------------ს“ პარტნიორთა საერთო კრების ოქმის თანახმად, გადაწყდა ფ/პ გ-----–--------–---–ისაგან აღებულ იქნას სესხი 1300000აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 10%-იანი საპროცენტო განაკვეთით. სესხის სრული გადახდის ვადად განისაზღვრა 2016 წლის პირველ ივლისამდე პერიოდი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის პირველი დეკემბრის შპს „კ---–--------------ს“ პარტნიორთა საერთო კრების ოქმი (ტ.I, ს.ფ.450).

 

3.10. 2014 წლის 31 დეკემბრის სალაროს გასვლის ორდერით, შპს „კ---–-------------მა“ გ-----–--------–---–ს გადაუხადა 745440 ლარი საფუძვლად მიეთითა მიღებულია სესხი.

 

2015 წლის 10 თებერვლის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ გ-----–--------–---–ს გადაუხადა 500000 ლარი, საფუძვლად მიეთითა მიღებულია სესხი.

 

2015 წლის 15 მაისის სალაროს გასვლის ორდერით შპს „კ---–-------------მა“ გ-----–--------–---–ს გადაუხადა 1181600 ლარი, საფუძვლად მიეთითა მიღებულია სესხი.

 

2015 წლის 30 ივნისის სალაროს გასვლის ორდერით, შპს „კ---–-------------მა“ გ-----–--------–---–ს გადაუხადა 224830 ლარი, საფუძვლად მიეთითა მიღებულია სესხი.

 

2015 წლის 8 სექტემბრის სალაროს გასვლის ორდერით, შპს „კ---–-------------მა“ გ-----–--------–---–ს გადაუხადა 78273.97 ლარი, საფუძვლად მიეთითა სესხის და პროცენტის დაბრუნება.

 

2015 წლის 16 სექტემბრის სალაროს გასვლის ორდერით, შპს „კ---–-------------მა“ გ-----–--------–---–ს გადაუხადა 64940.23 ლარი, მათ შორის 1135.68 პროცენტი და 63804.55 ლაის ძირი თანხა.

 

2016 წლის 26 აპრილის სალაროს გასვლის ორდერით, შპს „კ---–-------------მა“ გ-----–--------–---–ს გადაუხადა 298567.73 ლარი, მათ შორის 27213.10 ლარი პროცენტის სახით, ხოლო 271354.63 ლარი ძირი თანხა.

 

2016 წლის 12 ივლისის სალაროს გასვლის ორდერით, შპს „კ---–-------------მა“ გ-----–--------–---–ს გადაუხადა 166519.56 ლარი, როგორც სესხზე დარიცხული პროცენტი.

 

2016 წლის 16 სექტემბრის სალაროს გასვლის ორდერით, შპს „კ---–-------------მა“ გ-----–--------–---–ს გადაუხადა 4548.16 ლარი და 147277.12 ლარი, როგორც სესხზე დარიცხული პროცენტი.

 

2016 წლის 4 ოქტომბერს სალაროს გასვლის ორდერით, შპს „კ---–-------------მა“ გ-----–--------–---–ს გადაუხადა 168045.97 ლარი და 113211.27 ლარი, საფუძვლად მიეთითა სესხის დაბრუნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 31 დეკემბრის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.325);

- 2015 წლის 10 თებერვლის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.359);

- 2015 წლის 15 მაისის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.355);

- 2015 წლის 30 ივნისის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.349);

- 2015 წლის 8 სექტემბრის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.345);

- 2015 წლის 16 სექტემბრის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.341);

- 2016 წლის 26 აპრილის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.212);

- 2016 წლის 12 ივლისის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.217);

- 2016 წლის 16 სექტემბრის სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.220-221);

- 2016 წლის 4 ოქტომბერს სალაროს გასვლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.222-223).

 

3.11. 2016 წლის 5 სექტემბრის შპს „კ---–-----------კსის“ პარტნიორთა საერთო კრების ოქმის თანახმად, საზოგადოების საკუთრებაში არსებული თბილისში, თ-------–--ლის ქუჩა №12/თ-------–--ლის ქუჩა №12ა-ში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსში მდებარე უძრავი ქონებებზე საკუთრების უფლება გადაეცა 23 პირს. აღნიშნულ კრების ოქმს ხელი მოაწერეს შპს „კ---–--------------ს“ წილის მფლობელი ნ-----------ის მინდობილმა პირმა ზ--------–---------–---მა და ამავე საზოგადოების წილის მფლობელი ნ--------–-–---–ის მინდობილმა პირმა გ--------------–-ამ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 5 სექტემბრის შპს „კ---–-----------კსის“ პარტნიორთა საერთო კრების ოქმი (ტ.I, ს.ფ.446-449);

 

3.12. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 24 ნოემბრის №0------- ბრძანებით ყადაღა დაედო შპს „კ---–--------------ს“ საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2016 წლის 25 ნოემბერს.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 დეკემბრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №1 აქტით ყადაღა დაედო შპს „კ---–--------------ს“ მოთხოვნის უფლებას ზ--------–---------–---ის მიმართ 2014 წლის პირველი ივნისის ხელშეკრულების შესაბამისად და შპს „კ---–--------------ს“ მოთხოვნის უფლებას გ--------------–-ას მიმართ 2014 წლის პირველი ივნისის ხელშეკრულების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 24 ნოემბრის №0------- ბრძანება (ტ.I, ს.ფ.451);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 დეკემბრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №1 აქტი (ტ.I, ს.ფ.452-453).

 

3.13. 2017 წლის 28 სექტემბრის შედარების აქტის თანახმად, შპს „კ---–--------------ს“ საგადასახადო დავალიანებად განისაზღვრა ძირითად თანხა 3113223.02 ლარი და საურავი 507904.72 ლარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 28 სექტემბრის შედარების აქტი (ტ.I, ს.ფ.77).

 

3.14. სსიპ საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 დეკემბრის №560692 წერილის თანახმად, ნ--------–-–---–ი არის რეგისტრირებული შპს „ა-----------ის“ 33.33%-იანი წილისა და შპს „კ---–--------------ს“ 50%-იანი წილის მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 დეკემბრის №560692 წერილი (ტ.I, ს.ფ.19);

- შპს „ა-----------ის“ 2013 წლის 17 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმი (ტ.I, ს.ფ.32-35);

- 2013 წლის 17 აპრილის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.I, ს.ფ.35-38).

 

3.15. სსიპ საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 დეკემბრის №560692 წერილის თანახმად, ნ-----------ი არის რეგისტრირებული შპს „კ---–--------------ს“ 50%-იანი წილისა და შპს „ვ------ი“-ს 50%-იანი წილის მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 დეკემბრის №560692 წერილი (ტ.I, ს.ფ.19);

- ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის „ცვლილების შესახებ“ დადგენილება (ტ.I, ს.ფ.39);

- შპს „ვ------ის“ წესდება (ტ.I, ს.ფ.40-43);

- 2003 წლის 27 მაისის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.I, ს.ფ.44-48)

 

3.16. ნ--------–-–---–ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ქონებაზე (ს/კ0---------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.II, ს.ფ.14-16);

- განცხადების მიღების ბარათი (ტ.II, ს.ფ.3-13).

 

3.17. ნ-----------ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ქონებაზე (ს/კ0----------------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.II, ს.ფ.33-35);

- ნ-----------ის განცხადება (ტ.II, ს.ფ.17-18);

- 2004 წლის 18 მარტის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „მ------------”-ის კრების №1 ოქმი (ტ.II, ს.ფ.19-25);

- ბინის/არასაცხოვრებელი ფართის სააღრიცხვო ბარათი (ტ.II, ს.ფ.28-29);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბინის/არასაცხოვრებელი ფართის შესახებ (ტ.II, ს.ფ.30-31).

 

3.18. შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 14 მარტის №MI------------ წერილის თანახმად, შსს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ელექტრონული ბაზაში შპს „კ---–--------------ს“, ნ-----------ისა და ნ--------–-–---–ის სახელზე სატრანსპორტო საშუალება ან/და ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 მარტის №MI------------ წერილი (ტ.II, ს.ფ.105);

- შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 14 მარტის №MI------------ წერილი (ტ.II, ს.ფ.106-112).

 

3.19. ზ--------–---------–---ის სახელზე რეგისტრირებულია - ავტომობილი VAZ 2106 სახ. ნომრით SSS-632, ავტომობილი VAZ 21213 სახ. ნომრით S------,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 მარტის №MI------------ წერილი (ტ.II, ს.ფ.105).

 

3.20. ზ--------–---------–---ის სახელზე რეგისტრირებულია: პისტოლეტი MAKAROV I-------, იარაღის ნომერი TO-----7; რევოლვერი WEIHRAUCH HW-5, იარაღის ნომერი 1624208; თოფი I-------, იარაღის ნომერი 00-------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 14 მარტის №MI------------ წერილი (ტ.II, ს.ფ.106-112).

 

3.21. გ--------------–-ას სახელზე რეგისტრირებულია - ავტომობილი TOYOTA LANDCRUISER PRADO 3.0, სახ. ნომრით T-----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 მარტის №MI------------ წერილი (ტ.II, ს.ფ.105).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5, მე-6, 43-ე, 49-ე, 238, 246-ე და მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-17 მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის (ახალი რედაქციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტი) თანახმად, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების მოვალეობაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის უმთავრეს ფუნქციას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენებას, რათა აღსრულდეს კანონით დადგენილი ვალდებულება. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

„საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-103-96(კ-13)). „ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1546-1476 (კ-09)).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამასთან, „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-167-165(კ-17)).

 

ამდენად, ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება გათვალისწინებით უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტი დადგინდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად. აღნიშნული, ასევე, დაკავშირებული არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რამეთუ მხოლოდ კონკრეტული ერთი ფაქტის საფუძველზე პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ცნობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაუცველ მდგომარეობაში ყოფნა, მისი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების უკანონო ხელყოფა.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ დაფუძნებულ კომპანიას არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, გამოიყენება დირექტორის ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოს დამოუკიდებლობის ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას.

 

მოსარჩელე ითხოვს შპს „კ---–--------------“, ნ-----------ი, ზ--------–---------–---ი, გ--------------–-ა და ნ--------–-–---–ი ცნობილ იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „კ---–--------------ს“ მიერ თანხის გასესხება იმ პერიოდში, როდესაც თავად ჰქონდა სესხი აღებული, აზიანებდა საზოგადოების ინტერესს და მიმართული იყო დამფუძნებლების მიერ საწარმოს შემოსავლების პირადი მიზნებისათვის გამოყენებასა და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებისკენ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის პირველი ივნისის ხელშეკრულებით შპს „კ---–-------------მა“ გ--------------–-ას ასესხა 1800000 აშშ დოლარამდე, გ--------------–-ას მოთხოვნის შესაბამის ტრანშებად. ტრანშები შეიძლებოდა განხორციელებულიყო როგორც ლარებში, ასევე დოლარში მოთხოვნის შესაბამისად. სესხი გაიცა ხუთ წლამდე ვადით. სესხზე დარიცხული წლიური სარგებელი შეადგენდა 12%-ს, ხოლო ლარში 16%. სესხისა და დარიცხული პროცენტის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო პერიოდის ბოლოს.

 

2014 წლის პირველი ივნისის ხელშეკრულებით შპს „კ---–-----------კსმა“ ზ--------–---------–---ს ასესხა 1300000აშშ დოლარამდე, ზ--------–---------–---ის მოთხოვნის შესაბამის ტრანშებად. ტრანშები შეიძლება გახორციელებულიყო როგორც ლარებში, ასევე დოლარში მოთხოვნის შესაბამისად. სესხი გაიცა ხუთ წლამდე ვადით. სესხზე დარიცხული წლიური სარგებელი შეადგენდა 12%-ს, ხოლო ლარში 16%. სესხისა და დარიცხული პროცენტის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო პერიოდის ბოლოს.

 

2014 წლის პირველი დეკემბრის შპს „კოლხი არ-------ის“ პარტნიორთა საერთო კრების ოქმის თანახმად, გადაწყდა ფ/პ გ-----–--------–---–ისაგან აღებულ იქნას სესხი 1300000აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 10%-იანი საპროცენტო განაკვეთით. სესხის სრული გადახდის ვადად განისაზღვრა 2016 წლის პირველ ივლისამდე პერიოდი.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 24 ნოემბრის №0------- ბრძანებით ყადაღა დაედო შპს „კ---–--------------ს“ საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2016 წლის 25 ნოემბერს.

 

2017 წლის 28 სექტემბრის შედარების აქტის თანახმად, შპს „კ---–--------------ს“ საგადასახადო დავალიანებად განისაზღვრა ძირითად თანხა 3113223.02 ლარი და საურავი 507904.72 ლარი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კერძო სამართალში აღიარებულია ნების ავტონომია, რაც გულისხმობს, რომ პირს შეუძლია მისი ინდივიდუალური მოთხოვნებისა და ინტერესების გათვალისწინებით, თავად აირჩიოს ხელშეკრულების მხარე, ხელშეკრულების სახე და შინაარსი და ამგვარად გადაანაწილოს უფლება-მოვალეობანი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვერ გახდება მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველი. განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ქონების გასხვისება განხორციელდა და სესხის ხელშეკრულებები დადებულია საგადასახადო დავალიანების წარმოშობამდე, ამასთან, შპს „კ---–--------------ს“ მიერ გაცემულ სესხებზე პროცენტი აღემატება მის მიერ სესხად მიღებულ თანხაზე გადასახდელ პროცენტს. ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 დეკემბრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №1 აქტით ყადაღა დაედო შპს „კ---–--------------ს“ მოთხოვნის უფლებას ზ--------–---------–---ის მიმართ 2014 წლის პირველი ივნისის ხელშეკრულებისა შესაბამისად და შპს „კ---–--------------ს“ მოთხოვნის უფლებას გ--------------–-ას მიმართ 2014 წლის პირველი ივნისის ხელშეკრულებისა შესაბამისად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად ცნობის ნორმატიული რეგულირების საბოლოო მიზანს წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, ცრუმაგიერი პირის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა, რასაც საგადასახადო ორგანო ვერ ადასტურებს განსახილველ შემთხვევაში.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა პირისათვის, მათ შორის, ურთიერთდამოკიდებულ პირზე, სესხის გაცემა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ასეთი მიწოდების ოპერაცია განხორციელებულია ფორმალურად და რეალურად მიზნად არ ისახავს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რომელსაც ითვალისწინებს შესაბამისი გარიგების ფორმა. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლიც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლენას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, თუმცაღა იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს, საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების დადასტურების გარეშე, არ ქმნის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს სადავოდ არ გაუხდია სესხის ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროცენტის ოდენობა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს, ასევე, მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ შპს „კ---–--------------ს“ დამფუძნებლების - ზ--------–---------–---ისა და გ--------------–-ას მიერ კუთვნილ წილების ჩუქების ხელშეკრულებით გადაფორმება მეუღლეებზე ემსახურებოდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახადების გადახდის ვალდებულება ეკისრება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას დამოუკიდებლად, რომელიც კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ თავისი ქონებით. ასეთი ქონებრივი ავტონომია გულისხმობს პარტნიორების, ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირებისა და საზოგადოების მკაცრ გამიჯვნას, რადგან ასეთი იურიდიული პირებს სრულფასოვნად შეუძლიათ იქონიონ ქონება, როგორც ნებისმიერ უფლებაუნარიან ფიზიკურ პირს, შესაბამისად, არ საჭიროებენ, რომ მისი ქონება რეალურად ან წევრთა ქონებად ითვლებოდეს და ან თავად იყოს მუდმივად დამოკიდებული საკუთარ წევრებზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ საწარმოს დამფუძნებლებს, როგორც ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ დადონ სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით. ამდენად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ გ--------------–-ამ და ზ--------–---------–---მა მეუღლეებს აჩუქეს მათ საკუთრებაში არსებული შპს „კ---–-----------კსის“ წილები ვერ ადასტურებს მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობებას, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებას ემსახურება, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ჩუქების ხელშეკრულებები გაფორმებულია 2013 წლის მარტსა და აპრილის თვეებში, ხოლო საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2016 წელს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების ერთობლიობა არ ქმნის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი პირების დადგენის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის და საქმის მასალებით არ დასტურდება, მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ერთობლიობა და უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც გააჩენდა გონივრულ ეჭვს კონკრეტული ოპერაციის გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო გამოყენებისაგან ქონების გარიდების მიზნით განხორციელების შესახებ, ასევე, არ დასტურდება მოპასუხეთა მიერ ურთიერთშორის ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციებზე. ამრიგად, მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.

 

6.2. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ’“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელებზე გადასახადების, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე. შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე