გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.11.2019
საქმის ნომერი
080370519003254467
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/631-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

 

მოსარჩელე - ა-----–--------–-–---–ი

წარმომადგენელი - ლ--------–---

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - შს სამინისტროს ქუთაისის ს----–-----------------–--------–-–-------------------ფილება.

წარმომადგენელი - ნ----------ე

მესამე პირი - თ------–-------–--ლი.

წარმომადგენელი - რ---------------–--–------------–------–--ე

მოთხოვნის არსი- 2----–-–---------------რის №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს ა-----–--------–-–---–ის მიმართ 2----–-–---------------ერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2----–-–---------------ერს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ნ----------ემ გამოსცა შემაკავებელი ორდერი №0----- ა-----–--------–-–---–ის მიმართ, იმ მოტივით, რომ თითქოს თ------–-------–--ლის ა-----–--------–-–---–მა ტელეფონის მეშვეობით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ა-----–--------–-–---–ს 2----–-–---------------რის №0----- შემაკავებელი ორდერით აეკრძალა მსხვერპლთან ყოველგვარი სახის კომუნიკაცია.

 

შემაკავებელ ორდერში №0----- მითითებულია, რომ ა-----–--------–-–---–ი ,,მოძალადე’’, ,,მსხვერპლს’’ ყოფილ მეუღლეს, აყენებს ,,ფსიქოლოგიურ“ და ,,ფიზიკურ“ ძალადობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე, შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ნ----------ემ განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ,,მსხვერპლის“ თ------–-------–--ლის მიერ მითითებული ფაქტების საფუძველზე და არ არსებობს №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი. შემაკავებელ ორდერში ,,ფიზიკური“ ძალადობის შესახებ მითითება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან და სპეციალური კითხვარის შევსების შემდეგ, სწორედ ,,მსხვერპლის“ განმარტების საფუძველზე, მოხდა აღნიშნულის მითითება.

 

2.1. თ------–-------–--ლის წარმომადგენელმა რობიზონ ხურცილავამ განმარტა, რომ არ არსებობს 2----–-–---------------რის №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი, რადგან ა-----–--------–-–---–ი სისტემატურად ახორციელებს თ------–-------–--ლზე ფსიქოლოგიურ ძალადობას, აღნიშნულის გამო, თ------–-------–--ლი განიცდის შიშს, სახლში მასთან ერთად ცხოვრობს მისი და, ეშინია სახლიდან მარტო გამოსვლის.

თ------–-------–--ლი დაეთანხმა წარმომადგენელის, განმარტებას და მიუთითა, რომ ა-----–--------–-–---–ი არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელიც აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. დადგენილია, რომ თ------–-------–--ლს და ა-----–--------–-–---–ს თანაცხოვრებისას შეეძინათ ორი შვილი.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა - განმარტება. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.1.2. დადგენილია, რომ ა-----–--------–-–---–ის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება სს კოდექსის 111-151-1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

დადგენილია, რომ ა-----–--------–-–---–ს სს კოდექსის 111-151-1 მუხლით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეფარდებული აქვს გირაო.

მტკიცებულება: სისხლის სამართლის საქმის მასალები. მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2----–-–---------------ერს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნ----------ემ გამოიცა შემაკავებელი ორდერი №0----- ა-----–--------–-–---–ის მიმართ, თ------–-------–--ლის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე.

შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.

მტკიცებულება:

- №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

3.2.2. მოწმედ დაკითხულმა გაგა გვადიბაძემ განმარტა, რომ არის ა-----–--------–-–---–ის მეგობარი. 2----–-–---------------ერს სუფრასთან იმყოფებოდნენ ერთად მეგობრის ოჯახში. არჩილს დაურეკეს ტელეფონზე დაახლოებით 11 საათზე და ის გავიდა. შემდეგ გაიგო, რომ თათიას დაურეკა. გინება და მუქარა არ მოუსმენია.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.3. მოწმედ დაკითხულმა გიორგი სილაგაძემ განმარტა, რომ არის სტუდენტი. იცნობს თ------–-------–--ლს და ა-----–--------–-–---–ს. 2----–-–---------------ერს სუფრასთან იმყოფებოდნენ ერთად მეგობრის ოჯახში. არჩილის მხრიდან გინება და მუქარა არ მოუსმენია.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.4. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, მშობლის თანდასწრებით გამოიკითხა არასრულწლოვანი (11 წლის) ნინო ცნობილაძე, რომელმაც განმარტა, იცნობს როგორც თათია ცაგარეიშვილს, რომელიც არის მისი დეიდა, ასევე ა-----–--------–-–---–ს, მასთან და დეიდაშვილებთან აქვს კარგი ურთიერთობა. დეიდაშვილები ხშირად არიან მამასთან - ა-----–--------–-–---–თან.

 

ნინო ცნობილაძის განმარტებით, ტელეფონზე საუბრისას არჩილი ცემით ემუქრებოდა თათია დეიდას, რომელსაც ეშინოდა.

მტკიცებულება: ნინო ცნობილაძის განმარტება.

 

3.2.5. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს 2----–-–---------------ერს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნ----------ის მიერ, ა-----–--------–-–---–ის მიმართ შემაკავებელი ორდერის №0----- გამოცემის კანონიერების დადგენა, რომლის მიხედვით, თ------–-------–--ლს ა-----–--------–-–---–მა ტელეფონის მეშვეობით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. შემაკავებელი ორდერის საფუძველზე ა-----–--------–-–---–ს აეკრძალა თ------–-------–--ლთან ტექნიკური ხასიათის მობილური, ინტერნეტი და ა.შ. ყველა სახის კომუნიკაცია.

 

სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელის განმარტებით, თ------–-------–--ლზე ფსიქოლოგიური ძალადობა არ განუხორციელებია და მით უფრო მისი მხრიდან გამორიცხულია ფიზიკური ძალადობა. არანაირი ურთიერთობა არ სურს თ------–-------–--ლთან, მათ მხოლოდ საერთო შვილები აკავშირებთ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-----–--------–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2----–-–---------------ერს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ნ----------ემ გამოსცა შემაკავებელი ორდერი №0----- ა-----–--------–-–---–ის მიმართ, თ------–-------–--ლის ,,ფსიქოლოგიური“ და ,,ფიზიკური“ ძალადობის ფაქტზე.

 

ა-----–--------–-–---–ს შემაკავებელი ორდერით აეკრძალა მსხვერპლთან, თ------–-------–--ლთან, იმ სახლთან, სამსახურთან და ადგილებთან მიახლოვება სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოც. ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულია საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობა, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივი და ორგანიზაციულ საფუძვლები, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიები.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.

 

ხოლო ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ჩავთვალოთ ძალადობის,,ფარულ’’ ფორმად, რომელიც მოიცავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას და სხვა ამგვარ მოქმედებებს. ეს კი პიროვნებას უკარგავს საკუთარი თავის რწმენას, აეჭვებს მას საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში, ამასთან ერთად იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის ამ ფორმას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს და აზიანებს მთლიანად პიროვნებას. ფსიქოლოგიური ძალადობის დროს არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი და ძალადობის კერა ხშირად ოჯახია.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ------–-------–--ლს და ა-----–--------–-–---–ს თანაცხოვრებისას შეეძინათ ორი შვილი. დადგენილია, რომ ა-----–--------–-–---–ი და თ------–-------–--ლი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ბავშვები ცხოვრობენ დედასთან.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).

 

ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებელის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ხოლო ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს ა-----–--------–-–---–ის მხრიდან თ------–-------–--ლის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტის დადგენა.

 

საქმის მასალების სრული და ობიექტური განსჯის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-----–--------–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და 2----–-–---------------ერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერიდან უნდა ამოირიცხოს მითითება ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმის მასალებით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამე არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით - საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში თათია ცაგარეიშვილის უფლებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიძიება და ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმომადგენლი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ა-----–--------–-–---–მა ფიზიკურად იძალადა თ------–-------–--ლზე.

 

მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ა-----–--------–-–---–ის მიერ თ------–-------–--ლზე ფიზიკური ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რომელიც ამ შემთხვევაში ვერ გახდება ფიზიკური ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგან იგი ეწინააღმდეგება სსს კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ სტანდარტს- საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

6.3. სასამართლო ორდერის შემოწმების პროცესში არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ შემაკავებელი ორდერი გაცემულია ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის აღკვეთის მიზნით. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” პუნქტის შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობა განმარტებულია, როგორც შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო დავიდან, ეყრდნობა პიროვნულ ურთიერთ ბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას, მხარეთა კონფლიქტური დამოკიდებულება ასევე გამოვლინდა საქმის განხილვისას.

 

აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენისათვის საჭირო და მნიშვნელოვან კომპონენტია ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობა თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ძალადობის გამოვლინების ხარისხსა და ინტენსიურობაზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნა და სამედიცინო დიაგნოზი, წერილობითი სახის მტკიცებულება და ვიდეო, აუდიო ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თათია ცაგარეიშვილმა 2----–-–---------------ერს განცხადებით მიმართა შსს ქ. ქუთაისის ს----–-----------------–--------–-–-------------------ფილების უფროსს და განაცხადა, რომ 25 ოქტომბერს ყოფილმა მეუღლემ, ა-----–--------–-–---–მა დაურეკა ტელეფონზე და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ითხოვა დახმარება.

 

მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმედ დაკითხულმა გაგა გვადიბაძემ განმარტა, რომ არის ა-----–--------–-–---–ის მეგობარი. 2----–-–---------------ერს ა-----–--------–-–---–თან ერთად სუფრასთან იმყოფებოდნენ მეგობრის ოჯახში. არჩილს დაურეკეს ტელეფონზე და დაახლოებით 11 საათზე და ის გავიდა. შემდეგ გაიგო, რომ თათიას დაურეკა. გინება და მუქარა არ მოუსმენია.

 

მოწმედ დაკითხულმა გიორგი სილაგაძემ განმარტა, რომ იცნობს თ------–-------–--ლს და ა-----–--------–-–---–ს. 2----–-–---------------ერს ა-----–--------–-–---–თან ერთად სუფრასთან იმყოფებოდნენ მეგობრის ოჯახში. არჩილის მხრიდან გინება და მუქარა არ მოუსმენია.

 

მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, მშობლის თანდასწრებით გამოიკითხა არასრულწლოვანი (11 წლის) ნინო ცნობილაძე, რომელმაც განმარტა, იცნობს როგორც თათია ცაგარეიშვილს, რომელიც არის მისი დეიდა, ასევე ა-----–--------–-–---–ს, მასთან და დეიდაშვილებთან აქვს კარგი ურთიერთობა. დეიდაშვილები ხშირად არიან მამასთან - ა-----–--------–-–---–თან.

ნინო ცნობილაძის განმარტებით, ტელეფონზე საუბრისას არჩილი ცემით ემუქრებოდა თათია დეიდას, რომელსაც ეშინოდა.

 

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა-----–--------–-–---–ს და თ------–-------–--ლს შორის 2----–-–---------------ერს ნამდვილად შედგა სატელეფონო კავშირი, დადგენილია, რომ მხარეებს ერთმანეთთან არ აქვთ ჯანსაღი, მეგობრული ურთიერთობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომები მიღებული უნდა იქნეს, რადგან რეალურად არსებობს მოძალადის მიერ განხორციელებული ძალადობისგან მსხვერპლის დაცვის აუცილებლობა.

 

სასამართლო განმარტავს, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა და ინარჩუნებს მის სამართლებრივ ძალას იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ძალადობის ფაქტი წარსულში, აწმყოში და არსებობის დასაბუთებული ვარაუდი, რომ დიდი ალბათობით იარსებებს მომავალში.

 

7.საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით (2112 -2115 მუხლები).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-----–--------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, 2----–-–---------------რის №0----- შემაკავებელი ორდერიდან, ა-----–--------–-–---–ის მიმართ ამოირიცხოს მითითება ,,ფიზიკური“ ძალადობის შესახებ.

 

2. გადაწყვეტილება საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე