გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310018002506918
№3-328/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე – შპს ,,-–--------------------“
წარმომადგენელი (არ გამოცხადდა)
მოპასუხე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
წარმომადგენელი – ლ----------
დავის საგანი – ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს ,,-–---------------------მ“ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
-შპს ,,-–---------------------ს“ დაჯარიმების შესახებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 13 ივნისის N0---------- დადგენილების ბათილად ცნობა.
1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
2018 წლის 18 ივნისს, შპს ,,-–---------------------ს“ ჩაბარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 13 ივნისის N0---------- დადგენილება, რომლითაც ეცნობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შესახებ.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-19-ე მუხლის მე-19-ე ნაწილის შესაბამისად, ინსპექტირების ჩაუტარებლობის (გარდა ინსპექტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობისა) შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ინსპექტირების ჩატარებისათვის.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, იგი არ წარმოადგენს N0---------- დადგენილების შესაბამისად, ქ. ბათუმში, ჟ----–--–-------------------–- არსებული სამშენებლო ობიექტის მფლობელს, იგი ეკუთვნის შპს ,,ე----------“, ხოლო შპს ,,-–---------------------ი“ არის სამშენებლო სამუშაოთა შემსრულებელი. დასახელებული გარემოება არსებითია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში და იგი მხედველობაში უნდა მიეღო უფლებამოსილ პირს, ტექნიკური ინსპექტირების ოქმის შედგენისას.
გასაჩივრებული აქტი, შპს ,,-–---------------------ს“ დაჯარიმების შესახებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 13 ივნისის N0---------- დადგენილება, არა მხოლოდ ეწინააღმდეგება კანონს, არამედ დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 196-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სადავო აქტის გამოცემით უგულებელყო შპს ,,-–---------------------ს“ კანონიერი უფლებები და ინტერესები, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადდა, რომელიც ამისათვის მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოსარჩელეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
ქ. ბათუმში, ჟ----–--–-------------------–- არსებულ სამშენებლო ობიექტზე განთავსებულ შპს ,,-–---------------------ს“ კოშკურა ამწეზე Q----- (საქარხნო N2--------) ტექნიკური ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევის გამო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის 15 ნოემბრის N0------- დადგენილებით, შპს ,,-–--------------------“ დაჯარიმდა 500 ლარით. N0------- დადგენილება მოსარჩელე მხარეს ჩაბარდა 2017 წლის 17 ნოემბერს, რაც მხარის მიერ არ გასაჩივრებულა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის N0---------- დადგენილების საფუძველზე, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-19-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის გამო შპს ,,-–---------------------ი“ დაჯარიმდა 2500 ლარით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 04 აპრილის N0---------- დადგენილებით, ინსპექტირების გონივრულ ვადაში განმეორებითი ჩაუტარებლობის გამო, მოსარჩელე მხარე დაჯარიმდა 1000 ლარით.
2018 წლის 11 მაისს ჩატარებული შემოწმებისას გამოვლენილ დარღვევებზე შედგენილი N4--- ტექნიკური ინსპექტირების ოქმისა და 2018 წლის 11 მაისის N4----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვისას დადგეინდა, რომ შპს ,,-–---------------------ის“ მიერ დარღვეული იყო ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მოთხოვნა, მფლობელის მიერ ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობის შესახებ, განმეორებით. ამასთან დადგინდა, რომ შპს ,,-–---------------------ის“ მიერ არ იყო შესრულებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 4 აპრილის N 0---------- დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადახდის მოთხოვნა, რის გამოც, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 13 ივნისის #0---------- დადგენილებით, შპს ,,-–---------------------ი“ დაჯარიმდა 2500 ლარით.
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-19 მუხლის მე-19-ე ნაწილის თანახმად ,,ინსპექტირების ჩაუტარებლობის (გარდა ინსპექტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობისა) შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ინსპექტირების ჩატარებისათვის."
საგულისხმოა, რომ 2016 წლის 1-ელ ოქტომბერს, შპს ,,-–---------------------სა“ და შპს ,,ე----------“ შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა, შემსრულებლის (შპს ,,-–--------------------“) მიერ ნაკისრი ვალდებულება მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენების სრულის სამუშაოების შესრულების შესახებ, მდებარე: ქ. ბათუმი, ტ--------------------------------------------------------------- (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0--2-.0-.1--). ამასთან, შპს ,,-–---------------------იმ“, 2017 წლის 14 ნოემბერს წერილით მიმართა სამინისტროს, რომლითაც ითხოვა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში მის მფლობელობაში არსებული 1 ამწე მექანიზმის შეტანა, რისთვისაც, ტექნიკური დოკუმეტაციის თანახმად, უფლებამოსილ ორგანოში წარადგინა - კოშკურა ამწის პასპორტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მტკიცება იმის შესახებ, რომ შპს ,,-–--------------------“ არ წარმოადგენს მითითებული სამშენებლო ობიექტის მფლობელს და მას არ უნდა დაკისრებოდა ზემოაღნიშნული ჯარიმა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
3.ფაქტობრივი გარემოებები:
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 1-ელ ოქტომბერს, შპს ,,-–---------------------სა“ და შპს ,,ე----------“ შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა, შემსრულებლის (შპს ,,-–--------------------“) მიერ ნაკისრი ვალდებულება მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენების სრული სამუშაოების შესრულების შესახებ, მდებარე: ქ. ბათუმი, ტ--------------------------------------------------------------- (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0--2-.0-.1--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 1-ელ ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულება;
- მხარის ახსნა-განმარტება;
3.1.2.2017 წლის 14 ნოემბერს, შპს ,,-–---------------------იმ“ წერილით (სარეგისტრაციო ნომერი: N0--------) მიმართა სამინისტროს, რომლითაც მოითხოვა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში მის მფლობელობაში არსებული 1 ამწე მექანიზმის შეტანა, რისთვისაც, ტექნიკური დოკუმეტაციის თანახმად წარადგინა შემდეგი სახის ინფორმაცია: ობიექტის დასახელება: კოშკურა ამწე; ა)მოდელი, ტიპი, სერიული ან/და საქარხნო ნომერი - Q----, საქარხნო N2--------; დამზადების თარიღი: 06.19.2014წ. ბ)ადგილდმდებარეობა“ ქ. ბათუმი, ჟიული შარტავას ქუჩა; გ)ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები - ტვირთამწეობა 4ტ; შვერის სიგრძე - 47მ; აწევის სიმაღლე - 120 მ; დ)მწარმოებელი/მშენებელი - Y----------------------------- (ჩინეთი); ე)ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირება; ვ)ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევა ან ავარია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 14 ნოემბრის წერილი (სარეგისტრაციო ნომერი: N0--------)
3.1.3.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის 15 ნოემბრის N0------- დადგენილებით, შპს ,,-–--------------------“ დაჯარიმდა 500 ლარით. N0------- დადგენილება მოსარჩელე მხარეს ჩაბარდა 2017 წლის 17 ნოემბერს, რაც მხარის მიერ არ გასაჩივრებულა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის N0---------- დადგენილებით, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-19-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის გამო შპს ,,-–---------------------ი“ დაჯარიმდა 2500 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის 15 ნოემბრის N0------- დადგენილება;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის N0---------- დადგენილება;
- მხარის ახსნა-განმარტება;
3.1.4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 04 აპრილის N0---------- დადგენილებით, ინსპექტირების გონივრულ ვადაში განმეორებითი ჩაუტარებლობის გამო, შპს ,,-–---------------------ი“ დაჯარიმდა 1000 ლარით.
2018 წლის 11 მაისს ჩატარებული შემოწმებისას გამოვლენილ დარღვევებზე შედგენილი N4--- ტექნიკური ინსპექტირების ოქმისა და 2018 წლის 11 მაისის N4----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვისას დადგინდა, რომ შპს ,,-–---------------------ის“ მიერ დარღვეული იყო მოთხოვნა, ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობის შესახებ, განმეორებით. ამასთან დადგინდა, რომ კომპანიის მიერ არ იყო შესრულებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 4 აპრილის N 0---------- დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადახდის მოთხოვნა, რის გამოც, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 13 ივნისის #0---------- დადგენილებით, შპს ,,-–---------------------ი“ დაჯარიმდა 2500 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 04 აპრილის N0---------- დადგენილება;
-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 13 ივნისის #0---------- დადგენილება;
- მხარის ახსნა-განმარტება;
3.1.5.2018 წლის 12 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარედგინა ინსპექტირების ორგანოს - შპს ,,თ-------ის“ მიერ, 2018 წლის 6 სექტემბერს მომზადებული ქ. ბათუმში, ჟ----–--–-------------------–- განთავსებული შპს ,,-–---------------------ის“ ამწე-მოწყობილობის ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშის ასლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს ,,თ-------ის“ 2018 წლის 6 სექტემბრის ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშის ასლი.
- მხარის ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1.საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ,,-–---------------------ის“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 1-ელი მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კოდექსის მიზანია: მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის გზით.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ IV თავი არეგულირებს საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით და რომლებისთვისაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. ეს თავი არ არეგულირებს იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომლებზედაც ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მოქმედება.
კოდექსის მე-14-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება:
ა)პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ)დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში;
გ)სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი;
დ)შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი;
ე)მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-15-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განმარტებულია მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი, როგორც – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, საშიში ქიმიური ნივთიერება/ნაერთი, სახიფათო ნარჩენი ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს.
ამავე კოდექსის მე-18-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად, ობიექტები ექვემდებარება ზედამხედველობას. ხოლო, მე-5-ე ნაწილის ,,ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ამწე მოწყობილობა წარმოადგენს ობიექტს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-19-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ობიექტის ადგილზე კონტროლი ხორციელდება ინსპექტირებით. ამავე მუხლის მე-4-ე ნაწილის თანახმად, შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
ამ მუხლის მე-19-20-ე ნაწილების შესაბამისად, ინსპექტირების ჩაუტარებლობის (გარდა ინსპექტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობისა) შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ინსპექტირების ჩატარებისათვის. ინსპექტირების გონივრულ ვადაში განმეორებითი ჩაუტარებლობის შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 35-ე მუხლის შესაბამისად, 1.ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის მფლობელის მიერ ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა (გარდა ინსპექტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობისა) გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და უდავო, რომ ქ. ბათუმში, ჟ----–--–-------------------–- სამშენებლო ობიექტზე განთავსებული, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი, კოშკურა ამწე Q----- (საქახნო N2-------), წარმოადგენდა შპს ,,-–---------------------ი“ საკუთრებას, რომელიც ექვემდებარებოდა პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის 15 ნოემბრის N0------- დადგენილებით, ქ. ბათუმში, ჟ----–--–-------------------–- სამშენებლო ობიექტზე განთავსებული კოშკურა ამწეზე Q----- (საქახნო N2-------) ტექნიკური ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევებისათვის, შპს ,,-–---------------------ი“, დაჯარიმებული იქნა, 1000 ლარით. 2018 წლის 04 აპრილის N0---------- დადგენილებით, ინსპექტირების გონივრულ ვადაში განმეორებით ჩაუტარებლობისათვის, შპს ,,-–---------------------ი“ დაჯარიმდა 1000 ლარით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 04 აპრილის N0---------- დადგენილება ფოსტის საშუალებით ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, თეონა კალანდაძეს, 2018 წლის 16 აპრილს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 04 აპრილის N0---------- დადგენილების მე-2-ე პუნქტით, შპს ,,-–---------------------ის“ დაკისრებული საჯარიმო თანხის გადასახდელად განესაზღვრა, 30 დღიანი ვადა. შესაბამისად, ჯარიმა უნდა გადახდილიყო 2018 წლის 16 მაისის ჩათვლით.
შპს ,,-–---------------------ის“ , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2017 წლის 15 ნოემბრის N0------- და 2018 წლის 04 აპრილის N0---------- დადგენილებები სადავოდ არ გაუხდია და არ გაუსაჩივრებია.
6.3. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-19-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ობიექტის ადგილზე კონტროლი ხორციელდება ინსპექტირებით. 2.დოკუმენტურ კონტროლს ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების დოკუმენტირებული შედეგების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე.
სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2017 წლის 23 ოქტომბრის N01-3/523 ბრძანების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ჟ----–--–-------------------–-, შპს ,,-–---------------------ის“ სამშენებლო ობიექტზე განთავსებულ კოშკურა ამწეზე Q----- (საქახნო N2-------) ტექნიკური ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, 2017 წლის 15 ნოემბრის N0------- დადგენილებით, შპს ,,-–---------------------ი“ დაჯარიმდა 500 ლარით. 2018 წლის 3 იანვრის N01-3/2 ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 12 იანვარს, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობის გამოვლენის მიზნით, განმეორებით შემოწმებულ იქნა შპს ,,-–---------------------ის“ სამშენებლო ობიექტზე განთავსებული კოშკურა ამწე (მოდელი: Q--; რეგისტრაციის Nა-0----- საქახნო N2--------; გამოშვებული 2014 წელს; მაქსიმალური თვირთამწეობა 4.0 ტონა) და შემოწმებით გამოვლენილ დარღვევებზე გაკეთდა შესაბამისი შეფასება. 2018 წლის 26 თებერვალს კვლავ ჩატარდა შემოწმება, 12 იანვრის N4--- ინსპექტირების ოქმით განსაზღვრულ ვადაში, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობის გამოვლენის მიზნით და დადგინდა, რომ შპს ,,-–---------------------ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ინსპექტირების გონივრულ ვადაში განმეორებით ჩაუტარებლობას, რის გამოც, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 04 აპრილის N0---------- დადგენილებით, შპს ,,-–---------------------ი“ დაჯარიმდა, 1000 ლარით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 13 ივნისის N0---------- დადგენილებით, შპს ,,-–---------------------ი“, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განმეორებით ჩაუტარებლობისა და 2018 წლის 04 აპრილის N0---------- დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის საფუძვლით, დაჯარიმდა 2 500 ლარით
სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ შპს ,,-–---------------------ი“ არ წარმოადგენდა ქ. ბათუმში, ჟ----–--–-------------------–- განთავსებული სამშენებლო ობიექტის (ამწე მოწყობილობა) მფლობელს და არ არსებობდა მასზე ჯარიმის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად და მოპასუხე მხარის მტკიცების გასაქარწყლებლად არ გააჩნია შესაბამისი დამადატურებელი მტკიცებულება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 04 აპრილის N0---------- დადგენილებით დაკისრებული გადახდის ქვითარი, ან რაიმე სხვა სახის დოკუმენტი, ასევე, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების შესაბამისი დოკუმენტი.
სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ 2018 წლის 26 თებერვალს, ქ. ბათუმში, ჟ----–--–-------------------–- განთავსებული სამშენებლო ობიექტზე ჩატარებული შემოწმებით, დადგინდა, რომ შპს ,,-–---------------------ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ინსპექტირების გონივრულ ვადაში განმეორებით ჩაუტარებლობას, რის გამოც, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 04 აპრილის N0---------- დადგენილებით, შპს ,,-–---------------------ი“ დაჯარიმდა 1000 ლარით. 2018 წლის 04 აპრილის N0---------- დადგენილება ფოსტის საშუალებით ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, თეონა კალანდაძეს, 2018 წლის 16 აპრილს. შპს ,,-–---------------------ის“ დადგენილ ვადაში დაკისრებული ჯარიმა არ გადაუხდია და კვლავ არ ჰქონდა გავლილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, რის გამოც, რის გამოც 2018 წლის 13 ივნისის N0---------- დადგენილებით შპს ,,-–---------------------ის“ დაეკისრა ჯარიმა.
შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას, რომ შპს ,,-–---------------------ის“ გადახდილი არ ჰქონდა სამინისტროს 2018 წლის 13 ივნისის N0---------- დადგენილების მიღებამდე, მასზე დაკისრებული ჯარიმა, რასაც შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოჰყვა.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაკისრებული ჯარიმის (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამმაგი ოდენობის ჯარიმისა) დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევს დაერიცხება საურავი, დაჯარიმების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით.
კანონით განსაზღვრული აღნიშნული რეგულაციის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გააჩნდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, 2018 წლის 13 ივნისის N0---------- დადგენილებით, შპს ,,-–---------------------ისათვის, ჯარიმის სახით, 2500 ლარის დაკისრებისა.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,-–---------------------ს“ დაჯარიმების შესახებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 13 ივნისის N0---------- დადგენილება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული, რასაც არ გამოუწვევია მოსარჩელე მხარის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს შპს ,,-–---------------------ს“ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და სასარჩელო მოთხოვნაზე მას უარი უნდა ეთქვას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გადახდილი აქვს წინასწარ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,-–---------------------ს“ სარჩელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე