განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2019
საქმის ნომერი
340100119003029079
დავის ტიპი
381 , 126
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003029079

№1/81-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 ნოემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - ი----- კ--–------ის (დარბაზიდან იყო გაძევებული, უარი განაცხადა დასწრებაზე)

ადვოკატ - გ------------–---–ის

თარჯიმან - ნ-------–---–---–ის და ნ----------ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)

 

ბრალდებული: ი----- კ--–------ი

მამის სახელი: პ------

დაბადებული: 1----–-–-----------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ქ---–------------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---–-------------------------------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

კვალიფიკაცია: ი----- კ--–------ს ბრალი ედება მასში, რომ

1. ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2019 წლის 20 აპრილს, შსს ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ----- ბ----–-–---–ის მიერ, ი----- კ--–------ის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი N------, რომლის თანახმადაც ი----- კ--–------ს აეკრძალა ქალაქ ლ--------ში მ----------ის ქუჩა N---ში მცხოვრებ დასთან - ნ--- პ--------სთან მიახლოვება და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა ი----- კ--–------მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 25 აპრილს, დილის საათებში, იგი მივიდა ნ--- პ--------ს საცხოვრებელ სახლთან და ნ--- პ--------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: ქ. ლ--------ში მცხოვრები ი----- კ--–------ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში ი----- კ--–------ი, 2016 წლიდან სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ქ. ლ--------ის მ----------ის ქ.N-- -ში მცხოვრებ დედას, გ--–--- პ--------ს და დას, ნ--- პ--------ს, რომელთაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. ი----- კ--–------ის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა გ--–--- პ--------ს და ნ--- პ--------ს ტანჯვას.

 

ი----- კ--–------ი 2019 წლის 25 აპრილს 19:35 საათზე დააკავეს და 2019 წლის 26 აპრილს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის 2-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2019 წლის 20 აპრილს, შსს ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ----- ბ----–-–---–ის მიერ, ი----- კ--–------ის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი N------, რომლის თანახმადაც ი----- კ--–------ს აეკრძალა ქალაქ ლ--------ში მ----------ის ქუჩა N---ში მცხოვრებ დასთან - ნ--- პ--------სთან მიახლოვება და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.

2. ი----- კ--–------მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 25 აპრილს, დილის საათებში, იგი მივიდა ნ--- პ--------ს საცხოვრებელ სახლთან და ნ--- პ--------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

3. ი----- კ--–------ი 2016 წლიდან სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას, გ--–--- პ--------ს და დას, ნ--- პ--------ს, რომელთაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. ი----- კ--–------ის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა გ--–--- პ--------ს და ნ--- პ--------ს ტანჯვას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

1. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ნ--- პ--------ს მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ცხოვრობს დედასთან - გ--–--- პ--------სთან ერთად. ი----- კ--–------ი მისი დაა. ერთად ცხოვრობდნენ, ი----- კ--–------ი დაახლოებით 4 წლის წინ გადავიდა მათი სახლიდან. 2019 წლის 19 აპრილს ი----- კ--–------ი ნ--- და გ--–--- პ--------ების სახლში მივიდა, ფოტოების წაღება უნდოდა. ფოტოები არ ჰქონდათ სახლში, ამაზე ი----- კ--–------ი გაბრაზდა, ნ--- პ--------ს და გ--–--- პ--------ს ლანძღავდა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა. ნ--- პ--------მ პოლიციას შეატყობინა აღნიშნული ფაქტის შესახებ. 2019 წლის 20 აპრილს გამოსცეს შემაკავებელი ორდერი და ი----- კ--–------ს აეკრძალა ნ--- პ--------სთან მიახლოება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ამისა, 2019 წლის 25 აპრილს ი----- კ--–------ი კვლავ მივიდა ნ--- და გ--–--- პ--------ების სახლში, ჭიშკართან ყვიროდა, შესვლა უნდოდა. ნ--- პ--------მ ეზოში არ შეუშვა, არ შეიძლება ჩემს სახლთან მოახლოება და წადიო. ი----- კ--–------მა ქვების სროლა დაიწყო. უწმაწური სიტყვებით მიმართავდა, აგინებდა. ნ--- პ--------მ პოლიციაში დარეკა, ი----- კ--–------ი ამის დანახვაზე გაიქცა.

 

2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე გ--–--- პ--------ს მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ი----- კ--–------ი და ნ--- პ-------- მისი შვილები არიან. მას და ნ--- პ--------ს ი----- კ--–------თან ცუდი ურთიერთობა აქვთ, რადგან სულ შეურაცხყოფას აყენებთ. 2019 წლის აპრილში ი-----ს მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიწერა, რომლითაც მას აეკრძალა ნ--- და გ--–--- პ--------ების სახლში მისვლა. მიუხედავად ამისა, ი----- კ--–------ი მაინც მივიდა მათი სახლის ჭიშკართან, ცდილობდა სახლში შესულიყო და თან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდათ. ამის გამო გამოუძახეს პოლიციას.

 

3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე დ----- ბ----–-–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით და N------ შემაკავებელი ორდერით დადასტურდა, რომ მუშაობს შსს ლ--------ის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. 2019 წლის 20 აპრილს გამოძახების საფუძველზე გამოცხადდნენ ნ--- პ--------ს სახლში და გამოსცეს N------ შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც ი----- კ--–------ს აეკრძალა ნ--- პ--------სთან მიახლოება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მისივე ჩვენებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 25 აპრილს შსს ლ--------ის რაიონულ სამმართველოში კვლავ შევიდა შეტყობინება და გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. რა დროსაც ნახეს, რომ ი----- კ--–------ი დის - ნ--- პ--------ს სახლის კართან იყო მისული, ჭიშკარს ხელებს ურტყამდა და თან აგინებდა ნ--- პ--------ს.

 

4. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე გ------- კ------ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ მუშაობს შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში. 2019 წლის 25 აპრილს, შსს ლ--------ის რაიონულ სამმართველოში შევიდა ნ--- პ--------ს შეტყობინება. გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახეს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ი----- კ--–------ი მისი დის - ნ--- პ--------ს სახლის წინ იყო, უყვიროდა მას გარეთ გამოდიო, კარს ხელს ურტყამდა, თან ნ--- პ--------ს ლანძღავდა და მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით.

 

5. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ე-------- პ--–----ას მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, ნ--- პ--------ს მეზობელია. 2019 წლის 25 აპრილს მასთან მივიდა ი----- კ--–------ი და სთხოვა, ნ--- და გ--–--- პ--------ების სახლში გასულიყო. ე-------- პ--–----ა ვერ გავიდა, რადგან მოძრაობა არ შეეძლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ი----- კ--–------მა გინებით თქვა, „მაშინ მე თვითონ წავალო“. ი----- კ--–------ი ნ--- პ--------ს სახლის ეზოში შევიდა. ამის შემდეგ, ე-------- პ--–----ამ გაიგონა, როგორ იგინებოდა ი----- კ--–------ი და დაინახა, რომ პოლიციის მანქანაც მოვიდა.

 

6. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხვისას გამომძიებლებმა - ლ-–- თ----ემ, ტ------– მ------–---–მა და ე-–------ ზ-------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ოქმების ნამდვილობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გულისხმობს, მოძალადის მიერ შესაბამისი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით შედგენილი შემაკავებელი ორდერით დადგენილი მოთხოვნების და ვალდებულებების დარღვევას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ი----- კ--–------ს შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა დასთან, ნ--- პ--------სთან მიახლოება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ი----- კ--–------ი შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, 2019 წლის 25 აპრილს, მივიდა დის - ნ--- პ--------ს სახლთან, მიუხედავად იმისა, რომ არ უშვებდნენ, ძალის გამოყენებით ცდილობდა სახლში შესვლას, ხელებს ურტყამდა ჭიშკარს, აგინებდა ნ--- პ--------ს და მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით.

 

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი----- კ--–------მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა,რამაც გამოიწვია ტანჯვა

 

1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ნ--- პ--------ს მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ცხოვრობს დედასთან - გ--–--- პ--------სთან ერთად. ი----- კ--–------ი მისი დაა. ერთად ცხოვრობდნენ, ი----- კ--–------ი დაახლოებით 4 წლის წინ გადავიდა მათი სახლიდან. ი----- კ--–------ი სულ კონფლიქტურ დამოკიდებულებაში იყო დედასთან და დასთან. ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და აგინებდა მათ, ამის გამო არაერთხელ გამოიცა შემაკავებელი ორდერიც. ი----- კ--–------ი მათგან მოითხოვდა, რომ ერჩინათ. ი----- კალჩიოვის შეურაცხყოფის გამო ნ--- პ-------- განიცდიდა ტანჯვას.

 

2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ გ--–--- პ--------ს მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ი----- კ--–------ი და ნ--- პ-------- მისი შვილები არიან. მას და ნ--- პ--------ს ი----- კ--–------თან ცუდი ურთიერთობა აქვთ. ი----- კ--–------ი ხშირად სვამდა და ნასვამ მდგომარეობაში სულ შეურაცხყოფას აყენებდათ. გ--–--- პ-------- ი----- კ--–------ის აღნიშნული ქმედებების გამო განიცდიდა ტანჯვას, ეშინოდა მისი და ამიტომ არ სურდა მასთან ახლოს ყოფნა.

 

3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ე-------- პ--–----ას მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, ნ--- პ--------ს და გ--–--- პ--------ს მეზობელია. ი----- კ--–------ს და მის ოჯახის წევრებს ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ. ი----- კ--–------ი თითქმის სულ მთვრალი იყო და ეჩხუბებოდა ოჯახის წევრებს.

 

4. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხვისას გამომძიებლებმა - ლ-–- თ----ემ, ტ------– მ------–---–მა და ე-–------ ზ-------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ოქმების ნამდვილობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიურ შეურაცხყოფაში იგულისხმება ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მიმართვა, რაც დაზარალებულის ტანჯვას იწვევს. სიტყვიერი შეურაცხყოფა მაშინ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას როდესაც მას აქვს სისტემატიური ხასიათი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი----- კ--–------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ

 

1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ნ--- პ--------ს მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ი----- კ--–------ი კონფლიქტურ დამოკიდებულებაში იყო როგორც დედასთან - გ--–--- პ--------სთან, ასევე დასთან - ნ--- პ--------სთან. ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და აგინებდა ორივეს.

 

2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ გ--–--- პ--------ს მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ი----- კ--–------ი მას და ნ--- პ--------ს სულ შეურაცხყოფას აყენებდა.

 

3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ე-------- პ--–----ას მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ი----- კ--–------ს და მის ოჯახის წევრებს ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ. ი----- კ--–------ი თითქმის სულ მთვრალი იყო და ეჩხუბებოდა ოჯახის წევრებს.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი----- კ--–------მა ჩაიდინა:

 

1. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 119-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. არაერთგზის. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ი----- კ--–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ი----- კ--–------ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო ამავე კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ი----- კ--–------ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი, რომელთაგან ერთ-ერთს სისტემატიური ხასიათი აქვს. ორივე შემთხვევაში დაზარალებულები ოჯახის წევრები - და და დედაა. ი----- კ--–------ის მიმართ წარსულში არაერთხელ არის გამოცემული შემაკავებელი ორდერი. ი----- კ--–------ი არ აღიარებს ჩადენილ ქმედებას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია დანაშაულის ორი ეპიზოდი, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, დანაშაულის ხასიათის, მისი სისტემატიურობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი----- კ--–------ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს ეფექტური, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ი----- კ--–------ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი----- კ--–------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.

 

ი----- კ--–------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი----- კ--–------ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და ი----- კ--–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 აპრილის 19:35 საათიდან.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი