განაჩენი

სისხლის სამართლის 11.11.2019
საქმის ნომერი
340100119003210794
დავის ტიპი
126 2 , 126
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003210794

№1/181-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ნოემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - ა-–- ფ--------ის

ადვოკატ - ზ------ ზ-------–---–ის

თარჯიმან - რ------ მ------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)

 

ბრალდებული: ა-–- ფ--------ი

მამის სახელი: ა-------

დაბადებული: 1--------- წელს

პირადი ნომერი:------------

მოქალაქეობა: საქართველო

ნასამართლეობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: ლ---------------------------–-----------–ა

ფაქტობრივად მცხოვრები: ლ---------------------------–-----------–ა

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

კვალიფიკაცია: ა-–- ფ--------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2019 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კ--------–-ში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ა-–- ფ--------მა, თავის საცხოვრებელ სახლსა და ეზოში, თავისა და ტანის არეში ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა მეუღლეს ზ------ რ----------ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ა-–- ფ--------ი 2019 წლის 17 აგვისტოს 03:00 საათზე დააკავეს და 2019 წლის 17 ივლისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით ა-–- ფ--------ი ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის.

2. 2019 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კ--------–-ში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ა-–- ფ--------მა, თავის საცხოვრებელ სახლსა და ეზოში, თავისა და ტანის არეში ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა მეუღლეს ზ------ რ----------ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

 

მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ზ------ რ----------ის, მოწმეების - მ------ ფ--------ის, ა------- ფ--------ის, ი------ ფ--------ის, თ------ ა---------ას, თავად ბრალდებულ ა-–- ფ--------ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ა-–- ფ--------მა, თავისა და ტანის არეში ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა მეუღლეს ზ------ რ----------ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს. ამასთან, აღნიშნულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი არაერთგზის

 

მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ზ------ რ----------ის, მოწმეების - მ------ ფ--------ის, ა------- ფ--------ის, ი------ ფ--------ის, თ------ ა---------ას, თავად ბრალდებულ ა-–- ფ--------ის გამოკითხვის ოქმებით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით, ნასამართლობის ცნობით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით ა-–- ფ--------ი ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის.

 

არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია სისხლის სამართლის შესაბამის მუხლში. ამასთან, ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–- ფ--------ი, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით ნასამართლევია ოჯახში ძალადობისათვის.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–- ფ--------მა არაერთგზის ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 119-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ა-–- ფ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ა-–- ფ--------ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ა-–- ფ--------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ა-–- ფ--------ი ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულისათვის.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ა-–- ფ--------ი იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–- ფ--------ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. ა-–- ფ--------ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–- ფ--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი. საბოლოოდ, ა-–- ფ--------ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და ა-–- ფ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 აგვისტოს 03:00 საათიდან.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი