განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100119003242959
# #1/72-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ანაიტ ოგანესიან
სხდომის მდივანი ეთერ მაღრაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე
დაცვის მხარე:
- ბრალდებული - რ---------------ს ძე ვ----ე - დაბადებული 1--- წლის 2------სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ხ---–--ს რაიონი, სოფელ ვ----ეები, ფაქტობრივად მცხოვრები: ნ----–-----ის რაიონი, სოფელი გ------–----ა.
- ბრალდებული - დ-------------–---ის ძე ვ----ე - დაბადებული 1--- წლის 0------ს საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ნ----–-----ის რაიონი, სოფელი გ------–----ა.
ადვოკატი: ვასილ ბალახაძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -126-ე მუხლის 12 ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 111,151 მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.რ----- ვ----ემ ნ----–-----ის რაიონის სოფელ გ------–----აში თანაცხოვრების პერიოდში საყოფაცხოვრებო საკითხებზე მომხდარი კომფლიქტის ნიადაგზე მეუღლეს - ფ---- ს------ს, არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის 2018 წლის შემოდგომაზე სახლში ყოფნისას ჯოხი დაარტყა წელზე. ასევე, 2019 წლის გაზაფხულის თვეში სახლში დაბრუნებულმა მუშტით დაარტყა თვალის არეში. ასევე, 2019 წლის აგვისტოს თვეში სოფელ გ------–----ის ტერიტორიაზე არსებულ მინდორში ყოფნისას წყლით სავსე ბოთლი ესროლა სახის არეში. რ----- ვ----ის ზემოაღნიშნული სისტემატიური ძალადობრივი ქმედებების შედეგად ფ---- ს------მ განიცადა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ნ----–-----ის რაიონის სოფელ გ------–----აში თანაცხოვრების პერიოდში რ----- ვ----ემ საყოფაცხოვრებო საკითხებზე მომხდარი კომფლიქტის ნიადაგზე მეუღლეს - ფ---- ს------ს, არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, აგინებდა და მიმართავდა უშვერი სიტყვებით, მათ შორის 2019 წლის 16 სექტემბერს მორიგი კომფლიქტისას უწოდა პირუტყვი, უთხრა, რომ მისი ადგილი არ იყო სახლში და დატოვა ბოსელში. რ----- ვ----ის სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების გამო ფ---- ს------მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2019 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ნ----–-----ის რაიონის სოფელ გ------–----აში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ფ---- ს------ს, მეუღლემ - რ----- ვ----ემ და მამამთილმა - დ------- ვ----ემ ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ რ----- ვ----ემ ფეხი ჩაარტყა ბარძაყის არეში და ხელი მოუჭირა ყელში, ხოლო დ------- ვ----ემ მუშტი დაარტყა ყბაში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებებით ფ---- ს------მ მიიღო სხეულის დაზიანება, განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. დ------- ვ----ემ ნ----–-----ის რაიონის სოფელ გ------–----აში თანაცხოვრების პერიოდში საყოფაცხოვრებო საკითხებზე მომხდარი კომფლიქტის ნიადაგზე რძალს - ფ---- ს------ს, არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის 2019 წლის აგვისტოს თვეში დღის საათებში, ნ----–-----ის რაიონის სოფელ გ------–----აში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას მუშტი დაარტყა სახის არეში. დ------- ვ----ის სისტემატური ძალადობრივი ქმედებების შედეგად ფ---- ს------მ განიცადა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ნ----–-----ის რაიონის სოფელ გ------–----აში თანაცხოვრების პერიოდში დ------- ვ----ემ საყოფაცხოვრებო საკითხებზე მომხდარი კომფლიქტის ნიადაგზე რძალს - ფ---- ს------ს, არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, აგინებდა და მიმართავდა უშვერი სიტყვებით. დ------- ვ----ის სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ფ---- ს------მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2018 წლის მარტიდან აპრილის თვემდე დროის პერიოდში, ნ----–-----ის რაიონის სოფელ გ------–----აში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, დ------- ვ----ე ცულით შეუვარდა ოთახში რძალს - ფ---- ს------ს და დაემუქრა, თუ ეს უკანასკნელი ჭკვიანად არ იქნებოდა, ცულით თავს მოაჭრიდა. დ------- ვ----ის აღნიშნული ქმედებით ფ---- ს------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ნ----–-----ის რაიონის სოფელ გ------–----აში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ფ---- ს------ს, მეუღლემ - რ----- ვ----ემ და მამამთილმა - დ------- ვ----ემ ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ რ----- ვ----ემ ფეხი ჩაარტყა ბარძაყის არეში და ხელი მოუჭირა ყელში, ხოლო დ------- ვ----ემ მუშტი დაარტყა ყბაში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებებით ფ---- ს------მ მიიღო სხეულის დაზიანება, განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (გ---–--------ის, ფ---- ს-----ის, თ----- ს-----ის, გ--–- ს-----ის, ი----- ვ----ისა და ე--------- ს-----ის გამოკითხვის ოქმები, ფ---- ს-----ის სამედიცინო დოკუმენტაცია, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა რ----- ვ----ის და დ------- ვ----ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხ გაცემული უნდა იქნეს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ
რ----- ვ----ემ ჩაიდინა: სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 126-ე მუხლის 12 ნაწილით.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ------- ვ----ემ ჩაიდინა: სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 126-ე მუხლის 12 ნაწილით. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 – ე მუხლის პირველი ნაწილით. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151 -ე მუხლის პირველი ნაწილით. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
3.1. რ----- ვ----ის და დ------- ვ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ რ----- ვ----ის და დ------- ვ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ დაზარალებულს არანაირი პრეტენზია აღარ გააჩნია ბრალდებულების რ----- ვ----ის და დავით ვ----ის მიმართ, უფრო მეტიც, მომხდარი ფაქტის შემდეგ, ისინი შერიგდნენ და გააგრძელებენ თანაცხოვრებას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ
- ბრალდებული რ----- ვ----ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, არ არის ნასამართლევი და რაიმე დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111 - 126-ე მუხლის 12 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111 - 126-ე მუხლის 12 ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ----- ვ----ეს პირობითი სასჯელის გამოყენება სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია.
- ბრალდებული დ------- ვ----ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, არ არის ნასამართლევი , არის დაავადებული გულის უკმარისობით, რაიმე დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111 - 126-ე მუხლის 12 ნაწილით , 111 - 126-ე მუხლის 12 ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 111,151 -ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დ------- ვ----ეს პირობითი სასჯელის გამოყენება სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ----- ვ----ეს, უნდა დაენიშნოს მითითებული მუხლებით გათვალისწინებული სასჯელი - საქართველოს სსკ-ის 111 - 126-ე მუხლის 12 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63- მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ----- ვ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელად დაუდგინდეს 2 (ორი) წლის ვადა.
- დ------- ვ----ეს, უნდა დაენიშნოს მითითებული მუხლებით გათვალისწინებული სასჯელი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 126-ე მუხლის 12 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
- საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 08( რვა) თვის ვადით რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი ) წლის ვადით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით დ------- ვ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელად დაუდგინდეს 2 (ორი) წლის ვადა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ----- ვ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 126-ე მუხლის 12 ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 111 - 126-ე მუხლის 12 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63- მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ----- ვ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელად დაუდგინდეს 2 (ორი) წლის ვადა.
რ----- ვ----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 18 სექტემბრის 01 : 19 საათიდან 2019 წლის 11 ნოემბრამდე ;
რ----- ვ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2. დ------- ვ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 126-ე მუხლის 12 ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 126-ე მუხლის 12 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
- საქართველოს სსკ-ის 111 -151 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 08( რვა) თვის ვადით რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი ) წლის ვადით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით დ------- ვ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელად დაუდგინდეს 2 (ორი) წლის ვადა.
დ------- ვ----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 18 სექტემბრის 03 : 17 საათიდან 2019 წლის 07 ნოემბრამდე;
დ------- ვ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. ცნობად იქნეს მიღებული რომ გირაო დღეის მდგომარეობით უზრუნველყოფილი არ არის.
3. მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სამცხე-ჯავახეთის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს რ----- ვ----ის და დ------- ვ----ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - და მათვე, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროთ მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი.
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან