განაჩენი

სისხლის სამართლის 19.09.2019
საქმის ნომერი
330100119003119025
თარიღი
19.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1/3503-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი, 2019წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--ია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-–- გ-------–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ე--------- თ--------- ძე ა-–-------------, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2-----–---- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ვ---------–-- მ--- მასივი, პ------–---ვარტალი, კორპუსი #-- ბინა #5--–-

 

ადვოკატი- მ------ გ--------

 

კვალიფიკაცია:

1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - თ------ შ-------ის ეპიზოდი).

 

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - ო-–-- ს-----------ს ეპიზოდები).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2019 წლის 10 ივნისს, ე--------- ა-–-------------ს მიმართ გამოცემული იქნა #0----- შემაკავებელი ორდერი. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, ე--------- ა-–------------ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან - თ------ შ-------თან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა.

 

2019 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე ე--------- ა-–------------- მივიდა მის ყოფილ მეუღლესთან - თ----- შ-------თან თ---–--–-- ვ---------–-- მ--- მასივი, მ--------------–-, „-- კორპუსი, ბინა #2-–- და სთხოვდა შერიგებას. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად ე--------- ა-–------------მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

1.2. 2019 წლის 10 ივნისს, ე--------- ა-–-------------ს მიმართ გამოცემული იქნა #------ შემაკავებელი ორდერი. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, ე--------- ა-–------------ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან - ო-–-- ს-----------სთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა.

 

2019 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ე--------- ა-–------------- მივიდა მის გერთან, ო-–-- ს-----------ს საცხოვრებელ სახლში, თ---–--–-- ვ---------–-- მ--- მასივი, მ--------------–-, „-- კორპუსი, ბინა #2-–-. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად ე--------- ა-–------------მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა ე--------- ა-–-------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - თ------ შ-------ის, ო-–-- ს-----------ვის, მოწმეების - გ---- ზ----–---–ის, პ---–-------------- გამოკითხვის ოქმებს, 2019 წლის 10 ივნისის #0----- და #------ შემაკავებელ ორდერებს და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ე--------- ა-–-------------ს მიერ შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ნორმის ძირითად სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით.

 

3.3. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 10 ივნისს ე--------- ა-–-------------ს მიმართ გამოცემული იქნა N0----- და N0----- შემაკავებელი ორდერები. შემაკავებელი ორდერებით ბრალდებულს 30 დღის ვადით განესაზღვრა შემდეგი ვალდებულებები: ა) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ) აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ე--------- ა-–------------მა ორდერის მოქმედების ვადაში დაარღვია შეზღუდვის ,,ბ’’ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება და 2019 წლის 23 ივნისს მივიდა იმ სახლში სადაც ყოფილი მეუღლე - თ------ შ-------ი და გერი - ო-–-- ს----------- იმყოფებოდნენ. ბრალდებულის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები დაარღვია იმ პირების მიმართ, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლებიან ბრალდებულის ოჯახის წევრებად.

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

3.5. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ე--------- ა-–-------------ს ბრალეულობა.

 

3.6. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ე--------- ა-–------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - თ------ შ-------ის და ო-–-- ს-----------ს ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ე--------- ა-–-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა.

 

4.2. ე--------- ა-–-------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრების მიმართ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის მ--- ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს: დანაშაულის აღიარებას და გულწრფელ სინანულს, გამოძიებასთან თანამშრომლობას. სასამართლოს მიერ ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ბრალდებულის ასაკი და მისი ჯამრთელობის მდგომარეობა, ასევე ის გარემოებაც, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, რაზეც მიუთითებს მისი მხრიდან მტკიცებულებების უდავოობა. დასახელებული გარემოებები გადაწონის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს - დანაშაულის ჩადენას ოჯახის წევრის მიმართ და ასახვას ჰპოვებს სასჯელის სახეზე და ზომაზე.

 

5.3. დამნაშავე პირის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით ე--------- ა-–------------ს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. სასამართლოს შეფასებით სასჯელის მიზნები მიღწევადია ჯარიმის დანიშვნით. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნა მიღებული ბრალდებულის ასაკი (84 წლის) და ჯამრთელობის მდგომარეობა, აღნიშნულიდან გამომდინარე ჯარიმის ოდენობა უნდა განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე--------- ა-–------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თ------ შ-------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი.

 

2. ე--------- ა-–------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ო-–--ი ს-----------ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარი.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულმა სასჯელმა (თ------ შ-------ის ეპიზოდი) შთანთქოს თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ ე--------- ა-–------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი.

 

4. გაუქმდეს ე--------- ა-–-------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა