განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2632-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ც------ ც---–----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ---- ნ---- ძე მ------–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, რეგისტრირებული: ჭ---------- რაიონის სოფელ გ---------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- წ------- ი-–---–-- ქ.#2-–-
ადვოკატი - რ-------- ა-------
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ).
3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა).
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორსული ქალის მიმართ - 2017 წლის სექტემბრის ეპიზოდი)
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორსული ქალის მიმართ - 2017 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეს #1/2632-19 (გამოძიების #0-----------), დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით, ერთ წარმოებად გაუერთიანდა სისხლის სამართლის #1/3373-19 (გამოძიების #0-----------) საქმე მ---- მ------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქმის განხილვა გაგრძელდა ერთ წარმოებად.
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1.მ---- მ------–---–ი წლების განმავლობაში არასრულწლოვანი შვილის ს--–---- კ-------ის მიმართ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, აგინებდა, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას. ასევე მ---- მ------–---–მა ს--–---- კ-------ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, 2018 წლის იანვრის თვეში თ---–--–-- ლ--------- ხ---- #3-–- მ---- მ------–---–მა მოუქნია ფეხი ს--–---- კ-------ეს, რომელიც მოხვდა ტანის არეში, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ---- მ------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად ს--–---- კ-------ეს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
1.2. 2018 წლის იანვრის თვეში, თ---–--–-- ლ--------- ხევი #3--–- არსებულ კერძო სახლში, მ---- მ------–---–მა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ოჯახური ძალადობა განახორციელა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მ-----ა კ-------ის - მიმართ, კერძოდ, მუშტი ჩაარტყა თავში, ასევე სახის არეში დაარტყა ხელი რამდენჯერმე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მ---- მ------–---–ი წლების განმავლობაში არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფსიქოლოგიურად ძალადობდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე მ-----ა კ-------ეზე - კერძოდ, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით რა დროსაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას.
2019 წლის 19 იანვარს, 2019 წლის 28 იანვარს და 2 მაისს მ---- მ------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მ-----ა კ-------ეს, კერძოდ, მიმართა დამამცირებელი და აუგი სიტყვებით, გალანძღა და აგინა, რის შედეგადაც მ-----ა კ-------ემ განიცადა ტანჯვა.
1.3.2019 წლის 19 იანვარს, საქართველოს შსს თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ნ----–------- მიმართულების მ------–----–-- პატრულ-ინსპექტორის ა-–---------- ს------ას მიერ, მ---- მ------–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი #------, რომლითაც მ---- მ------–---–ს აეკრძალა მეუღლესთან მ-----ა კ-------ის სახლთან მიახლოება, მიუხედავად აღნიშნულისა მ---- მ------–--–მა 2019 წლის 29 იანვარს დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები და მივიდა მეუღლის საცხოვრებელ სახლში, თ---–---- ლ--------- ხ---- #3-–-.
1.4. 2017 წლის სექტემბრის თვეში, თ---–--–-- ლ--------- ხევი #3-–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ---- მ------–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა მისთვის წინასწარი შეცნობით ორსულად მყოფი არასრულწლოვანი შვილის 15 წლის ს--–---- კ-------ის მიმართ, კერძოდ, მას შემდეგ, რაც მ---- მ------–---–ისთვის ცნობილი გახდა ს--–---- კ-------ის ორსულობის ფაქტი, ერთხელ დაარტყა ხელი ზურგის არეში, რა დროსაც ორსულად მყოფმა ს--–---- კ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.5.2017 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 22:45 საათზე მ---- მ------–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა მისთვის წინასწარი შეცნობით ორსულად მყოფი არასრულწლოვანი შვილის ს--–---- კ-------ის მიმართ, კერძოდ, თ---–--–-- ლ--------- ხევი #3-–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, სახლიდან ეზოში ძალის გამოყენებით გაათრია იგი, რის შემდგომაც ფეხი ჩაარტყა ორივე მუხლის სახსარში, რის შედეგადაც ს--–---- კ-------ე წაიქცა და თავი ასფალტს დაარტყა. ძალადობის თითოეულ შემთხვევაში ორსულად მყოფმა ს--–---- კ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა მ---- მ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - ს--–---- კ-------ის, მ-----ა კ-------ის, მოწმეების: დ-----------–----ს, მ------ ე-–-----ის, ე---------- კ-------ის, გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს და შემაკავებელი ორდერის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია მ---- მ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.2. უდავო მტკიცებულებებით დადასტურდა თითოეული ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის მატერიალური ფაქტი, ასევე დადასტურდა, რომ ძალადობის 3 ეპიზოდში მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი, 2 შემთხვევაში ფეხმძიმე, ერთ შემთხვევაში ფიზიკური ძალადობა და სიტემატური შეურაცხყოფა განხორციელდა სრულწლოვანი მსხვერპლის და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის თანდასწრებით. ასევე დადგინდა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
3.3. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. სასამართლო ასევე მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.5.სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა მ---- მ------–---–ის ბრალეულობა.
3.6. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა მ---- მ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორსული ქალის მიმართ - 2017 წლის სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორსული ქალის მიმართ - 2017 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ---- მ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.
4.2. მ---- მ------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: დანაშაულის სიმრავლე (5 ეპიზოდი), ალკოჰოლზე დამოკიდებულება რაც უარყოფითად აისახება მოძალადის ქმედებებზე და ხდება მოტივატორი ოჯახში ძალადობის ჩადენის, ასევე პასუხისმგებლობას ამძიმებს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნეს მიღებული პასუხისმგებლობის შემდეგი დამამძიმებელი გარემოებები:
ა. დანაშაული ჩადენილია ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;
ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;
გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;
დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;
ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;
ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;
ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;
თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;
ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კუმულაციურად როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე კონვენციით გათვალისწინებული რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება:
5.3.1. დანაშაულის მასშტაბი: დანაშაულს ჰყავს ორი მსხვერპლი, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ჰქონდა მრავალჯერადი ხასიათი.
5.3.2. დანაშაულის სიმრავლე და ინტენსივობა - ჩადენილია დანაშაულის 5 ეპიზოდი დროის მცირე მონაკვეთში.
5.3.3. მოძალადის დამოკიდებულება ალკოჰოლზე, არაფხიზელი მდგომარეობა ხდებოდა მსხვერპლებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ჩადენის მაპროვოცირებელი ფაქტორი.
5.3.4. ძალადობის სახიფათო ხერხი: ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა არასრულწლოვნის და ამავდროულად ორსული ქალის მიმართ.
5.4.სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე. ადვოკატის მოთხოვნაში მითითება დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარებაზე, მტკიცებულებების უდავოობაზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოძალადე წარსულში არ არის ნასამართლევი, დამამძიმებელი გარემოებების და სამომავლო რისკების შეფასების გარეშე ვერ გახდება სასჯელის ისეთი სახის და ზომის გამოყენების საფუძველი, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნას: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე. ის, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი ოჯახური ძალადობის დანაშაულის ჩადენისათვის არ წარმოადგენს პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას: უდავო მტკიცებულებებით - დაზარალებულთა გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ უკანასკნელი ეპიზოდის ჩადენამდე ბრალდებული არაერთხელ ფიზიკურად ძალადობდა ოჯახის წევრებზე, სისტემატურად აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, თუმცა ყველა ეს დანაშაულებრივი ფაქტი რჩებოდა ლატენტური, რაც იწვევდა დამნაშავე პირის დაუსჯელობის განცდას და დროის მცირე პერიოდში ახალი განზრახი ეპიზოდების ჩადენას. დამნაშავე პირის დამოკიდებულება ალკოჰოლზე, რომელიც მას კონტროლს აკარგვინებს საკუთარ ქცევებზე და ხდება ოჯახში ძალადობის ჩადენის საფუძველი, გონივრულად მიუთითებს ოჯახში ამ კატეგორიის დანაშაულის გაგრძელების რისკებზე, რის გამოც აუცილებელია დამნაშავეს განესაზღვროს გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სასჯელი.
5.5. ეპიზოდთა სიმრავლის, ხერხის, ინტენსივობის და დანაშაულის განმეორების რისკების მხედველობაში მიღებით დანიშნულმა ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში მ---- მ------–---–ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მ---- მ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2.მ---- მ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ-----ა კ-------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
3. მ---- მ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
4.მ---- მ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
5.მ---- მ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ (2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) სრულად შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ---- მ------–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
7. მ---- მ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 23 სექტემბრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 2 მაისიდან - 2019 წლის 4 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
8.გაუქმდეს მ---- მ------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მაისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა. ასევე გაუქმდეს 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
10. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა