განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/3784-19
(-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ლ-------------–--ის,ბრალდებულ გ----------------–---–ის,ადვოკატ ი----------ას
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--------------------------------–---–-- (პ-------------) - დაბადებულის 1----–-–----------------–-- რეგისტრირებულის თ---–-------------------–------------- და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თ---–----------–-----–--------------------------ში, მიმართ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გ----------------–---–ს ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით და არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 04:15 საათზე, ქ.თბილისში, ავჭალის გზატკეცილზე მდებარე შპს „ჯ---------------- კუთვნილ აფთიაქში მინის კარის ჩამტვრევის გზით უკანონოდ შეაღწია ქურდობისთვის ნასამართლევმა გ----------------–---–მა, რომელმაც დანის დემონსტრირებიტ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფარმაცევტ ლ-------------–--ეს გასტაცა აფთიაქის ნავაჭრი თანხა 125 ლარი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: ლ-------------–--ის, დ-----–------–---–ის, გ----------------–---–ის, ნ-----------–---–ის, ი-----–--------ის, ც-------------–---–იას გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, გიორგი დიდებელაშვილის გამოკითხვისა და დაკავების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, გიორგი დიდებელაშვილის ამოცნობის ოქმი, 2017 წლის 14 ივნისის განაჩენი და საქმეში არსებული სხვა მასალები) ერთობლიობა გ----------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავო, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია რომ, მართალია სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი, მაგრამ სასამართლო არ იყენებს სსკ 58-ე მუხლით დადგენილ სასჯელის განსაზღვრის წესს და აღნიშნული მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად არ იქნება მიჩნეული, რადგან ის წარმოადგენს ბრალდებულის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
გ----------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 01 ივლისიდან.
გაუქმდეს გ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
ნივთიერი მტკიცებულები:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, 01 ცალი აგური, სუნის კვლები, ხელის კვლები და გ----------------–---–ისგან ამოღებული ნიმუშები(სუნის კვალის ნიმუში, საკეცი დანა, ნერწყვის ნიმუში, სისხლის ნიმუში, ხელის კვალის ნიმუში) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოილუსტრაცია 01 ცალ დისკზე, შემთხვევის ამსახველი ვიდეოცანაწერი 01 ცალ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია 01 ცალ დისკზე, ვიზუალური დათვალიერების ფოტოილუსტრაცია 01 ცალ დისკზე შენახულ იქნას საქმის შენახვია ვადით;
გ----------------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ნ.ბერიკაშვილის სისხლის ნიმუში და ნერწყვის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
მოწმე ლ-------------–--ისგან ამოღებული თეთრი ფერის ხალათი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი