განაჩენი

სისხლის სამართლის 01.10.2019
საქმის ნომერი
330100119003154062
თარიღი
01.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3876-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----- ქ-----–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ს---- ს-----–-- ასული პ-----------ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–--–-- კ----------------–--–-, რ--------- ჩიხი #2--–-

 

ადვოკატი - რ-------- გ------–-–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ს---- პ-----------სა და გ------- ე-–--------–---–ს ჰყავთ საერთო შვილი ლ---- ე-–--------–---–ი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინებით ლ---- ე-–--------–---–ს 2019 წლის 1 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით სრული 10 დღე და ღამე, დარჩენის უფლებით უნდა გაეტარებინა მამასთან გ------- ე-–--------–---–თან. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ პერიოდში გ------- ე-–--------–---–მა ლ---- ე-–--------–---–ი წაიყვანა თავისთან, რის შემდეგაც 2019 წლის 4 ივლისს, ს---- პ-----------ი მივიდა ქ.თ---–--–-- ვ---------–-- მ-----ასივის მ---- კვარტალში მდებარე სკვერში, სადაც იმყოფებოდა გ------- ე-–--------–---–ი შვილთან ლ---- ე-–--------–---–თან ერთად და ლ---- ე-–--------–---–ი წაიყვანა მამისგან. აღნიშნული ქმედებით, ს---- პ-----------მა არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და გ------- ე-–--------–---–ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

 

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგების აქტი შემდეგი პირობით: 1.გ------- ე-–--------–---–ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2012 წლის 30 ნოემბერს დაბადებული ლ---- ე-–---------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 180 ლარის ოდენობით - ბავშვის სრულწლოვანებამდე. 2. გ------- ე-–--------–---–ს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის შემდეგი წესი: მიეცა უფლება წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი 2012 წლის 30 ნოემბერს დაბადებული ლ---- ე-–--------–---–ი ზაფხულის არდადეგებზე - 1 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით, ბავშვი სრულ 10 (ათი) დღესა და ღამეს გაატარებს მამასთან - გ------- ე-–--------–---–თან, ღამე დარჩენის უფლებით.

 

2.2.საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2019 წლის 2 ივლისს, გ------- ე-–--------–---–მა 6 წლის ლ---- ე-–--------–---–ი წაიყვანა თავისთან სახლში.

 

2.3. 2019 წლის 4 ივლისს, ,,112“-ში შევიდა შეტყობინება. შეტყობინების ინიციატორი ს---- პ-----------ი აცხადებდა, რომ ყოფილი მეუღლე არ აჩვენებს საკუთარ, 6 წლის ბავშვს და მამა ტირილით აჩერებს თავისთან ბავშვს.

 

2.4. ,,112-ში“ შესული შეტყობინების შემდგომ, შსს ი--------------- სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ--- ხ------–--ემ ვითარებაში გარკვევის მიზნით სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარა შეტყობინების ინიციატორთან. 2019 წლის 4 ივლისის, სატელეფონო გასაუბრების ოქმის მიხედვით, უბნის ინსპექტორ გამომძიებელი ესაუბრა ს---- პ-----------ს, სატელეფონო საუბარში ს---- პ-----------მა გამომძიებელს აცნობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი 6 წლის შვილი იმყოფება 10 დღის ვადით მამასთან, გ------- ე-–--------–---–თან. მცირეწლოვანი თავს გრძნობს მამასთან ცუდად, რის გამოც სისტემატურად ტირის, დედას სურს ბავშვის წამოყვანა, ხოლო მამა არ არის თანახმა.

 

2.5. 6 წლის ლ---- ე-–--------–---–ის მამის - გ------- ე-–--------–---–ის ჩვენებით, 2012 წლის 13 თებერვლიდან 2015 წლამდე იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში ს---- პ-----------თან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ლ---- ე-–--------–---–ი. თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, სამოქალაქო წარმოების გზით, განესაზღვრა შვილთან ურთიერთობის წესი. გადაწყვეტილებით განისაზღვრა კონკრეტული დღეები, როდესაც უფლება ჰქონდა ენახა და წაეყვანა შვილი. 2019 წლის 2 ივლისს ლ---- მიიყვანა თავისთან სახლში, 10 ივლისამდე შვილი მასთან უნდა ყოლოდა, თუმცა 4 ივლისს ბავშვი დედამ - ს---- პ-----------მა წაიყვანა. 4 ივლისს მიმართა პოლიციას და მოითხოვა სათანადო რეაგირება ს---- პ-----------ის ქმედებაზე. გ------- ე-–--------–---–მა დამატებით განმარტა, რომ მუშაობს სადისტრიბუციო კომპანიაში, ღამის ცვლაში, დაახლოებით 11-12 საათამდე. 4 ივლისამდე, სანამ ლ---- ე-–--------–---–ი იყო მასთან სახლში, სამსახურში არსებული გრაფიკის გამო, ბავშვი სახლიდან წაიყვანა და რამდენიმე საათი დაუტოვა მამას - მ--–---- ე-–---------–---–ს და ძმას - ზ------ ე-–---------–---–ს. რაც შეეხება მასთან ყოფნის პერიოდში მამა-შვილის ურთიერთობას, ბავშვი თავს კარგად გრძნობდა მამასთან, ტიროდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ხედავდა დედის დედას ლ---- პ-----------ს ან ესმოდა ტელეფონში დედის ს---- პ-----------ის ხმა. 2 ივლისს, გ------- ე-–--------–---–მა საკუთარ ტელეფონში დაბლოკა ს---- პ-----------ის ტელეფონის ნომერი, რის გამოც ეს უკანასკნელი გ------- ე-–--------–---–ის ტელეფონით ვერ უკავშირებოდა შვილს. 2019 წლის 4 ივლისს, დილის საათებში, გ------- ე-–---------–---–ი შვილთან ერთად სეირნობდა. სეირნობისას შეხვდათ ლ---- პ-----------ი. ლ---- ბებიის დანახვაზე გაიქცა მასთან და დაიწყო ტირილი, ლ---- პ-----------მა გ------- ე-–--------–---–ს მოუწოდა შეცოდებოდა ბავშვი რადგან ტიროდა, ლ---- პ-----------მა იქვე დასძინა, რომ საღამომდე წაიყვანდა ლ----ს. ლ---- პ-----------ის წასვლის შემდეგ, ტელეფონზე დაუკავშირდა ს---- პ-----------ი და ჰკითხა თუ სად იყვნენ მამა-შვილი. ს----მ პ-----------მა საუბარში განუცხადა, რომ აპირებდა მისვლას და ბავშვის წამოყვანას, რადგან ლ----ს არ უნდოდა მამასთან გაჩერება. გ------- ე-–--------–---–ი შვილთან ერთად, იქვე არსებულ სკვერში შეხვდა ს---- და ლ---- პ-----------ებს. ს---- პ-----------მა ლ---- ე-–--------–---–ი წაიყვანა.

 

2.6. მ--–---- ე-–--------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ არის გ------- ე-–--------–---–ის მამა. მის შვილსა და ყოფილ რძალს ჰყავთ საერთო შვილი ლ---- ე-–--------–---–ი. განქორწინების შემდეგ, ლ---- ე-–--------–---–ი ცხოვრობს დედასთან. სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ------- ე-–--------–---–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის სასარგებლოდ და განესაზღვრა შვილთან ურთიერთობის წესი. 2019 წლის ივლისის თვის დასაწყისში, გ------- ე-–--------–---–მა წამოიყვანა ლ---- თავისთან და გეგმავდა ბავშვთან ერთად დასასვენებლად წასვლას. 2 ივლისის საღამოს, 6 საათის შემდეგ გ------- ე-–--------–---–ი გავიდა სახლიდან სამსახურში, სამსახურებრივი საქმიანობის შესასრულებად (დისტრიბუცია), შვილი კი დატოვა მ--–---- ე-–--------–---–თან სახლში. 4 ივლისს ს---- პ-----------მა და ბებიამ ლ---- პ-----------მა ლ---- წაიყვანეს მათთან სახლში.

 

2.7. ზ------ ე-–--------–---–ის ჩვენებით, დაზარალებული არის მისი ძმა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ------- ე-–--------–---–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის სასარგებლოდ და განესაზღვრა შვილთან ურთიერთობის წესი. საწყის ეტაპზე დაზარალებულს შვილი მოჰყავდა მთელი დღის განმავლობაში და საღამოს აბრუნებდა დედასთან. 2019 წლის 2 ივლისს, გ------- ე-–--------–---–მა ლ---- მიიყვანა ზ------ ე-–--------–---–თან სახლში, ვინაიდან იმ დღეს მუშაობდა და დაუტოვა. მოგვიანებით ლ----ს დაურეკა დედამ ს---- პ-----------მა, მასთან საუბრის შემდეგ ლ---- ანერვიულდა და თქვა, რომ დედა წაიყვანდა, მაგრამ იმ დღეს ს---- პ-----------ი არ მისულა შვილის წასაყვანად. 4 ივლისს, ზ------ ე-–---------–---–ს სახლში მისვლისას ლ---- ე-–--------–---–ი ნამტირალევი დახვდა. მოწმეს ძმამ გ------- ე-–--------–---–მა უამბო, რომ ქუჩაში შეხვდათ ბავშვის ბებია (დედის დედა) ლ---- პ-----------ი, ბებიას ნახვაზე ლ----მ ტირილი დაიწყო და ბებიასთან წასვლა მოუნდა. მოგვიანებით ს---- პ-----------ი მივიდა ზ------ ე-–--------–---–ის სახლში, იყო აგრესიული და ეძებდა შვილს. ს---- პ-----------მა მოწმეს მოსთხოვა, სასწრაფოდ დაერეკა ძმისთვის გ------- ე-–--------–---–ისთვის, რათა ამ უკანასკნელს მოეყვანა შვილი სახლში. ზ------ ე-–--------–---–მა დაურეკა გ------- ე-–--------–---–ს და დაალაპარაკა ს---- პ-----------ი, სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ ს---- პ-----------ი წავიდა მამა-შვილთან შესახვედრად, შეხვედრის დროს ლ---- ე-–--------–---–ი წაიყვანა სახლში.

 

2.8. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ლ---- ე-–--------–---–ის და ლ---- პ-----------ის გამოკითხვის ოქმის შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ს---- პ-----------მა 6 წლის ლ---- ე-–--------–---–ი ბავშვის დაჟინებული მოთხოვნით და სურვილით წაიყვანა სახლში.

 

2.9. უდავო მტკიცებულებით - არასრულწლოვანი მოწმის ლ---- ე-–--------–---–ის 09.07.2019 წ. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ ცხოვრობს დედასთან ს---- პ-----------თან და ბებიასთან ლ---- პ-----------თან ერთად. ჰყავს მამა გ------- ე-–--------–---–ი. მშობლები ერთად არ ცხოვრობენ. ლ---- დედასთან და ბებოსთან თავს გრძნობს კარგად. მამა ხანდახან მიდის მასთან და მიყავს სახლში, თუმცა დიდი ხნით ყოფნა არ სურს მამასთან. ცოტა ხნის წინ იგი მამამ წაიყვანა სახლში და უთხრა, რომ რამდენიმე დღეს მასთან გაატარებდა. ლ---- ე-–--------–---–ის განმარტებით, არ სურდა მამასთან დიდი ხნით ყოფნა და დაიწყო ტირილი, რაზედაც მამამ უთხრა: „ცუდი ბიჭი ხარ, რატომ ტირიო“. მამასთან ყოფნისას, დარეკა დედამ ს---- პ-----------მა, ლ---- ელაპარაკა დედას, რომელსაც სთხოვა, რომ წაეყვანა. დედა შეპირდა, რომ მეორე დღესვე წამოიყვანდა. შემდეგ მამამ წაიყვანა ბაბუასთან და ბიძასთან სტუმრად, სადაც დატოვა და თავად სამსახურში წავიდა. მამის წასვლის შემდეგ ლ---- ე-–--------–---–მა დაიწყო ისევ ტირილი, რადგან არ სურდა იქ ყოფნა და უნდოდა დედასთან და ბებოსთან სახლში. ბოლო შეხვედრამდე, ცოტა ხნით ადრე, მათ ქუჩაში შეხვდათ ლ---- ბებო, ლ---- გაიქცა მისკენ და სთხოვა წაეყვანა სახლში. ლ---- პ-----------ი დაპირდა ლ----ს, რომ წაიყვანდა. მამასთან პარკში სეირნობისას, შეხვდა დედა და ბებია. ლ---- გაიქცა, დედას ჩაეხუტა და ტირილით უთხრა, რომ წაეყვანა. ამის შემდეგ დედამ და ბებიამ წაიყვანეს. სახლში მისვლისას ლ----მ დედას და ბებიას სთხოვა ჩაეკეტათ სახლის კარები, რათა ისევ არ წაეყვანა მამას. ლ---- ე-–--------–---–ს არ მოსწონს როდესაც მამა დედაზე ცუდად საუბრობს, ასევე არ მოსწონს რომ ტოვებს ბაბუასთან და ბიძასთან, თვითონ კი მიდის სამსახურში. მოწმის განმარტებით, არ სურს მამასთან ერთად დიდ ხანს ყოფნა და ყოველთვის სთხოვს დედას დიდი ხნით არ დატოვოს მამასთან და წაიყვანოს სახლში.

 

2.10. უდავო მტკიცებულებით - ლ---- პ-----------ის 06.07.2019 წ. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ ს---- პ-----------ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ------- ე-–--------–---–თან 2012 წლიდან 2015 წლამდე და ჰყავთ საერთო შვილი 30.11.2012 წელს დაბადებული ლ---- ე-–--------–---–ი. დაშორების შემდეგ, ყოფილ მეუღლეებს შორის სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, განისაზღვრა ლ---- ე-–--------–---–თან ურთიერთობის წესები. განჩინებით, გ------- ე-–--------–---–ს შესაძლებლობა მიეცა, ენახა ბავშვი განსაზღვრული დროით და ყოფილიყო მასთან. მათ შორის ზაფხულის არდადეგებზე 1 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით სრული ათი დღე და ღამე დარჩენის უფლებით გაეტარებინა შვილთან. სასამართლოს გადაწყვტილებას პირნათლად ასრულებდა ს---- პ-----------ი და ყველა განსაზღვრულ დღეს ატანდა ბავშვს გ------- ე-–--------–---–ს. თუმცა რამდენიმე დღით მამასთან ყოფნა არ სურდა ლ---- ე-–--------–---–ს, ითხოვდა სახლში დაბრუნებას. ს---- პ-----------მა, 2019 წლის 2 ივლისს, მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, რათა აღნიშნული საკითხის შესწავლაში ჩართულიყო ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი, რაც ს----ს საშუალებას მისცემდა, მიემართა სასამართლოსათვის და შეეცვალა წინა გადაწყვეტილება. 2019 წლის 4 ივლისს, ლ---- პ-----------ი გადაადგილდებოდა თ---–--–-- ვ---------–-- მ-----ასივის, მ---- კვარტლის მიმდებარედ და შემთხვევით შეხვდა ყოფილ სიძესა და შვილიშვილს. ლ---- ე-–--------–---–ი დანახვისთანავე გამოიქცა და სთხოვა: „ბებო გთხოვ ახლავე წამიყვანე, იმიტომ, რომ არ მინდა მამასთან“. მომხდარი მოწმემ უამბო შვილს ს---- პ-----------ს, ს---- პ-----------ი ტელეფონით დაუკავშირდა გ------- ე-–--------–---–ს და სთხოვა შეხვედრა და ბავშვის ნახვა, რაზეც მიიღო უარი. შემდეგ, ს---- პ-----------მა დარეკა პოლიციაში და შეტყობინების სახით დააფიქსირა, რომ ყოფილი მეუღლე ემალება და არ აძლევს ბავშვის ნახვის უფლებას. შეტყობინების შემდეგ გამოცხადდნენ პოლიციის განყოფილებაში. გამომძიებლის მოლოდინში, მოწმის კუთვნილ ტელეფონზე დარეკა გ------- ე-–--------–---–მა, ს---- პ-----------ი და გ------- ე-–--------–---–ი შეთანხმდნენ შეხვედრაზე სკერში, სადაც ასევე უნდა ყოფილიყო ლ---- ე-–--------–---–იც. შეხვედრისას, ლ---- მაშინვე გამოიქცა დედასთან, ჩაეხუტა და განერვიულებული ხმით მიმართა: „გეხვეწები, არ დამტოვო მამასთან და წამიყვანე სახლში“. ლ---- პ-----------მა ს---- პ-----------თან ერთად ბავშვი მათ სახლში წამოიყვანა. სახლში ლ---- ე-–--------–---–მა უთხრა, რომ ჩაეკეტათ კარები, რათა ისევ არ მისულიყო გ------- ე-–--------–---–ი წასაყვანად. შვილიშვილის მონაყოლით, მამა ეუბნებოდა, რომ მალე ერთად იცხოვრებდნენ, რაც ემჩნეოდა რომ ცუდად მოქმედებდა ბავშვზე. შვილიშვილის გადმოცემით, 2019 წლის 3 ივლისს, მამამ მთელი დღე დატოვა პაპასთან და ბიძასთან, თავად კი წავიდა სამსახურში, რამაც ასევე უარყოფითად იმოქმედა ბავშვზე და ძლიერ განიცადა.

 

2.11.ს---- პ-----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და დასვნით სიტყვაში განმარტა, სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი მხრიდან ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე გ------- ე-–--------–---–ს მიჰყავდა მათი საერთო შვილი ლ---- ე-–--------–---–ი თავისთან, თუმცა ბავშვი იმის გამო, რომ ძალიან არის დამოკიდებული დედაზე, არ იყო მოხარული ღამით მამასთან დარჩენის. ბავშვს ჰქონდა მამასთან შეგუების პრობლემა, ვინაიდან მამა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში არ ზრუნავდა შვილზე, ბავშვი მუდმივად დედასთან ცხოვრობდა. ს---- პ-----------მა რამდენჯერმე შესთავაზა ყოფილ მეუღლეს, მიეცა ბავშვისთვის შესაძლებლობა ნელ-ნელა შეგუებოდა მამასთან დარჩენას და ერთბაშად არ მომხდარიყო დიდი დროით დედისგან განცალკევება. 2019 წლის 2 ივლისს გ------- ე-–--------–ვილმა წაიყვანა ლ---- ე-–--------–---–ი თავისთან და პარალელურ რეჟიმში დაბლოკა ს---- პ-----------ის ტელეფონის ნომერი. იმის გამო, რომ მცირეწლოვანი ლ---- ე-–--------–---–ი ძალიან იყო დედაზე დამოკიდებული, ბრალდებული ღელავდა, შვილთან კომუნიკაციის არქონის პირობებში ეს უკანასკნელი იქნებოდა განცდებში, აღნიშნულის გამო ს---- პ-----------ი სხვა ნომრიდან ურეკავდა ხოლმე გ------- ე-–--------–---–ს, მის ოჯახის წევრებს და ამ ფორმით ეკონტაქტებოდა ლ---- ე-–--------–---–ს. ლ---- ე-–--------–---–ი დედასთან სატელეფონო კომუნიკაციის დროს მუდმივად ტიროდა და დედას ეუბნებოდა, რომ მამა ტოვებდა ბაბუასთან და ბიძასთან სახლში, ხოლო თვითონ მიდიოდა სხვაგან, ასევე ბავშვი ეხვეწებოდა დედას წაეყვანა თავისთან სახლში, რადგან არ უნდოდა მამასთან ყოფნა.

 

2.12.უდავო მტკიცებულებებით: ლ---- ე-–--------–---–ის და ლ---- პ-----------ის გამოკითხვის ოქმებით და ბრალდებულის დასკვნითი სიტყვით უტყუარად დასტურდება, რომ მცირეწლოვან ლ---- ე-–--------–---–ს არ სურდა მამასთან ყოფნა, იგი იმდენად იყო დედაზე დამოკიდებული, რომ ძალიან განიცდიდა დიდი ხნით სხვა გარემოში მამასთან და მამის ნათესავებთან დარჩენას, ბავშვი იმასაც განიცდიდა, რომ მამამ რამდენჯერმე მარტო დატოვა ღამით და წავიდა სამსახურში, ბავშვი ტიროდა და იყო სტრესულ მდგომარეობაში, რადგან დედას ვერ ხედავდა, ითხოვდა დედას იგი წაეყვანა მამის - გ------- ე-–--------–---–ის სახლიდან.

 

2.13.სასამართლოს შეფასებით დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით გ------- ე-–--------–---–ს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესი და მიეცა უფლება წაეყვანა არასრულწლოვანი 2012 წლის 30 ნოემბერს დაბადებული ლ---- ე-–--------–---–ი ზაფხულის არდადეგებზე - 1 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით, სრული 10 (ათი) დღე და ღამე, ღამე დარჩენის უფლებით, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების მიზანი და ამოცანა არ ყოფილა ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით მისი ყოფნა მამასთან. გადაწყვეტილების არსი გულისხმობდა ბავშვის ნების შესაბამისად მამასთან ყოფნის უფლებას, მამას - გ------- ე-–--------–ვილს კი ევალებოდა ემოქმედა ბავშვის საუკეთესო ინტერესებით, იგი ვალდებული იყო ბავშვის მოთხოვნის გათვალისწინებით დაებრუნებინა დედასთან. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს შფასებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განჩინება გ------- ე-–--------–---–ს არ ანიჭებდა უფლებას ბავშვისთვის აეკრძალა დედასთან კომუნიკაცია, დაებლოკა ს---- პ-----------ის ტელეფონის ნომერი, რათა ეს უკანასკნელი არ დაკავშირებოდა შვილს, ასევე არ ჰქონდა უფლება, ბავშვი გვიან ღამით მისთვის უცხო გარემოში და ნების საწინააღმდეგოდ, თუნდაც პაპასთან და ბიძასთან დაეტოვა სახლში.

 

2.14. ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ გ------- ე-–--------–---–ი ბავშის ნების საზიანოდ მოქმედებდა, დაზარალებულის ქმედება და მცირეწლოვანი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი გახდა საფუძველი, ს---- პ-----------ს შესაბამისი ღონისძიებები გაეტარებინა. ს---- პ-----------ს ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის განზრახვა რომ არ ჰქონდა დასტურდება მისი ქმედებების დ---მიკით. ს---- პ-----------ის დასკვნითი სიტყვით, ასევე გ------- ე-–--------–---–ის, ზ------ ე-–--------–---–ის ჩვენებებით, ლ---- პ-----------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ს---- პ-----------ს გ------- ე-–--------–ვილმა შეუზღუდა ტელეფონზე დარეკვა და ბავშვთან კომუნიკაცია, ს---- პ-----------ი იძულებული გახდა, სხვა ხერხებით დაკავშირებოდა შვილს და ასე გაეგო მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ბავშვმა პირველივე დღეს, 2 ივლისს სთხოვა დედას სახლში წაყვანა, თუმცა ს---- პ-----------ს ეს 2 ივლისს არ გაუკეთებია, მან ბავშვის ჭეშმარიტი ინეტერესებიდან გამომდ---რე ყველა სამართლებრივ ხერხს მიმართა. თავდაპირველად მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, სთხოვა საკითხის შესწავლა და მოითხოვა ვითარების გარკვევის მიზნით ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის ჩართვა. საქმის მასალებით არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ გაატარა მყისიერი და გადაუდებელი ღონისძიებები საკითხის შესწავლისთვის. ს---- პ-----------მა სოციალური მომსახურების სააგენტოს უმოქმედობის გამო მიმართა ,,112-ს“, სოციალური მომსახურების სააგენტოს და პოლიციის კოორდინირებული, ურთიერთშეთანხმებული მოქმედებების დაგვიანების გამო, ზიანდებოდა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდ---რე ს---- პ-----------ი ერთგვარად გადაუდებელი და უკიდურესი აუცილებლობის პირობებში ჩავარდა, სწორედ ამ საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, გ------- ე-–--------–ვილისგან, რომელიც უხეშად არღვევდა ბავშვის ინტერესებს და მის ამ განზრახ ქმედებებს ამართლებდა სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის არსიც არ იყო ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, - 2019 წლის 4 ივლისს მცირეწლოვანი შვილი ლ---- ე-–--------–---–ი ამ უკანასკნელის დაჟინებული მოთხოვნით წამოეყვანა მამისაგან.

 

2.15. ს---- პ-----------მა დაინახა, რომ არსებობდა რეალური საფრთხე, არასრულწლოვნის ფსიქიკური მდგომარეობისთვის ზიანის მიყენების, თუკი იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ და საზიანოდ დარჩებოდა იმ გარემოში, სადაც მას ყოფნა არ სურდა, შესაბამისად, ს---- პ-----------ი მოქმედებდა ამ ზიანის მაქსიმალურად შემცირების ან/და თავიდან არიდების განზრახვით. სასამართლო შეფასებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინების კონტექსტი არ უნდა იყოს გაგებული მხოლოდ ფორმალურად, მნიშვნელოვანია შეფასდეს აღნიშნული გადაწყვეტილების სამართლებრივი სულისკვეთება, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც გ------- ე-–--------–---–ს განუსაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის კონკრეტული ნახვის დღეები და წესები, გულისხმობდა ამ უფლების რეალიზებას მამის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვს ამის სურვილი ექნებოდა და გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს ბავშვის საუკეთესო და ჭეშმარიტის ინტერესების უგელებელყოფას და ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენებს. სასამართლო ხაზს უსვამს ბავშვის საუკეთესო ინტერესის არსს, ბავშვის საუკეთესო ინტერესის განმარტება უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის სულისკვეთებას, კონვენციის მიზნებისთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესი გულისხმობს ბავშვის დაცვას ძალადობისგან, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და ბავშვის მოსაზრების მოსმენას, განსახილველ შემთხვევაში გ------- ე-–--------–---–ის მხრიდან არ მოხდა ბავშვის მოსაზრებების მოსმენა, უფრო მეტიც, ბავშვს ძალიან სურდა დედასთან ყოფნა, მის ამ სურვილს გამოხატავდა ტირილში და სტრესში, როგორც ამას თავად ბავშვის გამოკითხვის ოქმი ადასტურებს. საუკეთესო ინტერესებით არ შეიძლება გამართლდეს სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ ფორმალური მხარე, მისი სამართლებრივი სულისკვეთების გარეშე. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარის #12 (2009) ,,ბავშვის უფლება მისი მოსაზრების მოსმენაზე“ მიხედვით (პარაგრაფი 90-96, სახელმწიფოს კანონმდებლობა და პოლიტიკის დოკუმენტები უნდა ითვალისწინებდეს მშობლების, მეურვეების და მზრუნველების მიერ ბავშვის მოსმენას და მათი მოსაზრებებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე. მშობლებს უნდა გაეწიოთ შესაბამისი კონსულტაცია, რათა ბავშვებს მხარი დაუჭირონ მოსმენის და მოსაზრებების გათვალისწინების უფლების განხორციელებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს.

 

2.16. ს---- პ-----------მა დაინახა, რომ არსებობდა რეალური საფრთხე, არასრულწლოვნის ფსიქიკისთვის ზიანის მიყენების. ზიანის საფრთხის არსებობაში მოიაზრებოდა ისეთი მდგომარეობა, რომლის შეუცვლელი განვითარებაც განსაზღვრული ზიანის დადგომის ან მისი გაზრდის რეალურ შიშს წარმოშობდა, თუ შეძლებისდაგვარად, დროულად არ გატარდებოდა დაცვის ღონისძიებები. ამდენად, იმ საკითხის შეფასება, ემუქრება თუ არა საფრთხე კანონიერ ინტერესს, რომლის დაცვასაც პირი ცდილობს, სასამართლოს შეხედულებით, უნდა ეფუძნებოდეს ასეთი საფრთხის მოსალოდნელობის საფუძველს. რაც შეეხება საფრთხის მოსალოდნელობის შეფასებას, სასამართლო განმარტავს, რომ მისი მოსალოდნელობის ხარისხი უნდა იყოს მაღალი, ანუ საფრთხის ალბათობის შესაძლებლობა ყოველდღიურობაში დაშვებულს უნდა აღემატებოდეს, რასაც ადგილი ჰქონდა განსახილველ შემთხვევაში, რომ არა დედის დროულად ჩართვა პროცესში, შესაძლოა 6 წლის ლ---- ე-–--------–---–ს ფსიქოლოგიური ტრავმა უფრო მძიმე ფორმით გარდაუვლად მიეღო. საყურადღებოა, რომ ბავშვები ფსიქოლოგიურ ტრავმაზე ინდივიდუალურად რეაგირებენ და ტრავმის გადატანაც ინდივიდუალური მახასიათებლით გამოირჩევა, განსახილველ შემთხვევაში, თუკი ჩავთვლით, რომ ბავშვს პირველ დღეს 2 ივლისს, ჰქონდა ადაპტაციის და ინტეგრირების პერიოდი, მომდევნო დღეებში ვერ დადგა შეგუების ხანა და მისი ეს მდგომარეობა ფსიქოლოგიურ ტრავმაში გადაიზარდა. ფსიქოლოგიურ ტრავმაზე მიუთითებს ბავშვის გამოკითხვის ოქმი, მას შემდეგ რაც დედამ იგი მამისგან წაიყვანა, ბავშვი მაქსიმალურ დაცვას ითხოვდა, ამონარიდი ლ---- ე-–--------–---–ის გამოკითხვის ოქმიდან ,,სახლში ლ---- ე-–--------–---–მა დედას და ბებიას უთხრა, რომ ჩაეკეტათ კარები, რათა ისევ არ მისულიყო გ------- ე-–--------–---–ი წასაყვანად“.

 

2.17. ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ნიშნებია: განზრახვა, მიზანი და მოტივი. განზრახვა ორი სახისაა: პირდაპირი განზრახვა და არაპირდაპირი განზრახვა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლში მოცემულია განზრახვის დეფინიცია. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინაღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ხოლო ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინაღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. განსახილველ შემთხვევაში, ს---- პ-----------ს არ ჰქონდა გაცნობიერებული თავისი ქმედების მართლწინაღმდეგობა, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ მოქმედებდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდ---რე, ამავე დროს არ სურდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.

 

2.18. განზრახვა გულისხმობს ცოდნითა და ნებელობით განხორციელებული დანაშაულის შემადგენლობას. განზრახვა ეს არის დანაშაულის შემადგენლობის ნებელობითი განხორციელება ყველა მისი ფაქტობრივი გარემოების შეცნობით. განზრახვის ცნების ამგვარი სახით არსებობა ნიშნავს იმას, რომ ობიექტური შემადგენლობის ყველა ნიშანი ,,ცოდნითა და ნებელობით“ კუმულაციურად უნდა განხორციელდეს. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასასაბუთებლად, საჭიროა, პირმა ქმედების ობიექტურ შემადგენლობასთან ერთად სუბიექტური შემადგენლობაც განახორციელოს. უპირველეს ყოვლისა უნდა დადგინდეს ქმედების ჩამდენ პირს დელიქტებში მოცემული ქმედების შემადგენლობის ობიექტური ნიშნები შეცნობილი ჰქონდა თუ არა. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია განზრახვის ინტელექტუალური კომპონენტის შინაარსობრივი მხარის სათანადოდ დამტკიცება, დადგენა. განზრახვაში ,,ცოდნის“ შემოწმების აუცილებლობა უნდა დასაბუთდეს, განზრახ ჩადენილ ყველა დელიქტში საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, დადგინდეს, ჰქონდა თუ არა დამნაშავეს ფაქტობრივი გარემოებები გაცნობიერებული და მხოლოდ შემდეგ უნდა შემოწმდეს, მოქმედებდა თუ არა იგი ნებელობით. განზრახვა დანაშაულის ჩადენის ყველა ეტაპზე უწყვეტად და კონკრეტულად უნდა არსებობდეს. ამასთან, განზრახვა უნდა მოიცავდეს არა მარტო ქმედებასა და შედეგს, არამედ ასევე მათ შორის მიზეზობრივი კავშირის განვითარების ყველა ეტაპზე ცოდნასაც.

 

2.19. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე არსებითი მოწმის ლ---- ე-–--------–ვილის და ლ---- პ-----------ის პრეიუდიციად მიჩნეული გამოკითხვის ოქმებით, ბრალდების მხარემ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურა ს---- პ-----------ის ქმედებაში ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის განზრახვა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გონივრული ანალიზის საფუძველზე დაასკვნა, რომ ს---- პ-----------ის ქმედებაში არ არის სისხლისამართლებრივი წესით გასაკიცხი ქმედება, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს---- პ-----------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ს---- პ-----------ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა