განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2019
საქმის ნომერი
120100119003034891
დავის ტიპი
25 - 344 1
თარიღი
13.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/151-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

04 ნოემბერი, 20-9 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი – მ------ ქ-----–---–ი;

დაცვის მხარე - ბრალდებული – ს--------, დაბადებული 1----–-–------------ს თურქეთში, პირადი #2---------- თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ფაქტობრივად მცხოვრები: თურქეთში;

ადვოკატი - პ------------–-–---–ი;

კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

20-9 წლის 23 თებერვალს ნ---- შ-------ემ გადაწყვიტა საქართველოდან თურქეთის მიმართულებით, ყოველგვარი რეგისტრაციის გავლის გარეშე, საქართველო-თურქთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. ნ---- შ-------ემ თავისი განზრახვა იმავე დღეს გაანდო თურქეთის მოქალაქეს ს--------ს და სთხოვა დახმარება. ს--------მა ნ---- შ-------ე მოათავსა თავის მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანა „დ---ში“, სარეგისტრაციო ნომრით G--------, მოწყობილ სამალავაში და გაემართა თურქეთის მიმართულებით საბაჟო გამშვები პუნქტ „კა--–--ის" გავლით. საბაჟო გამშვები პუნქტ „კა--–--ზე“ შესამაბისი შემოწმების გავლის დროს ს--------მა საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებს დაუმალა მითითებული ფაქტი, რის შედეგაც 20-9 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 23:55 საათზე ნ---- შ-------ემ ს--------ის დახმარებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველო-თურქთის სახელმწიფო საზღვარი თურქეთის მიმართულებით, რაც იმავე დღეს გამოვლენილი იქნა თურქეთის რესპუბლიკის მესაზღვრეების მიერ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ს--------მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება.

სასამართლოს დასკვნა ემყარება საქმის განხილვის დროს გამოკვლეული ბრალდების მხარის შემდეგ მტკიცებულებებს: მოწმე მ-----–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საბაჟო - გამშვებ პუნქტ ,,კა--–--ზე “ ცვლის უფროსად. 20-9 წლის 23 თებერვალს ის იმყოფებოდა ცვლაში გ--–----------–---–თან და ლ---- ბ-----ესთან ერთად. სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებს აკონტროლებენ და რეგისტრაციაში ატარებენ მის დაქვემდებარებაში მყოფი მებაჟე- ოფიცრები. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მან მეორე დღეს, ცვლის გადაბარებისას შეიტყო, რომ წინა ღამეს როდესაც ცვლაში იმყოფებოდა, საზღვარზე, რეგისტრაციის გარეშე, ქართული სანომრე ნიშნების მქონე ,,დ---ის“ ფირმის სატვირთო ა/მანქანით გადაიყვანეს ქალი. აღნიშნული ქართული მხარისთვის ცნობილი გახდა თურქეთის მხრიდან. ტრაილერს მართავდა თურქეთის მოქალაქე. ცვლაში მყოფმა პირება შეამოწმეს აღნიშნული ტრაილერი. თუმცა ვიზუალური დათვალიერებისა და მძღოლის მონაცემების შემოწმებისას რაიმე დარღვევა არ აღმოუჩენიათ და მძღოლი უპრობლემოდ გაატარეს.

მოწმე მ-------- ბ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს მე-10 განყოფილება-კა--–--ში, ცვლის უფროსის თანამდებობაზე. ცვლა არის 48 საათიანი. 20-9 წლის 24 თებერვალს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. 23 და 24 თებერვალს იყო განწესში. 24 თებერვალს დილით, მათთან მივიდნენ თურქეთის საბაჟო სამსახურის მესაზღვრეები, რომლებმაც წარუდგინეს საქართველოს მოქალაქე - ნ---- შ-------ე და განუმარტეს, რომ საქართველოს მხრიდან თურქეთის საზღვარზე შევიდა დ----ის ფირმის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შემოწმდა სპეციალური სკანერით, რა დროსაც აღმოაჩინეს, რომ სატვირთოს სახურავზე არსებულ სამალავში იმალებოდა ნ---- შ-------ე და ცდილობდა საზღვარზე გადასვლას უკანონოდ. ნ---- შ-------ეს ერთი შეხედვით ემჩნეოდა, რომ ფეხმძიმედ იყო, მებაჟეებმა აღნიშნული ინფორმაცია გადმოსცეს საგამოძიებო სამსახურს, რის შემდეგაც ნ---- შ-------ე ქართველმა გამომძიებლებმა წაიყვანეს.

თურქმა მებაჟეებმა ნ---- შ-------ის გადმოცემისას ასევე წარმოადგინეს თურქულ ენაზე შევსებული დოკუმენტი. ცვლაში ასევე იყო მ-----– ო--------–--ე, რომელიც თურქულ ენას კარგად ფლობს, მან გადაუთარგმნა აღნიშნული დოკუმენტი. დოკუმენტში ასახული იყო ნ---- შ-------ის მიერ ზემოთ ხსენებული საშუალებით, საზღვრის გადაკვეთის მცდელობის შესახებ ინფორმაცია და მან ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს.

მოწმის განმარტებით, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ევალებათ მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრების შემოწმება, ხოლო ტვირთის, სატვირთო მანქანის და მისი მძღოლის შემოწმება ევალებათ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს. მის სამსახურეობრივ მოვალეობაში ზემოთ ხსენებულთაგან არც ერთი არ შედის და შესაბამისად მის ცვლას აღნიშნულ სატვირთოსთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

მოგვიანებით ნ---- შ-------ემ მასთან საუბარში აღნიშნა, რომ თურქეთში კანონიერად ვერ შევიდოდა რადგან დეპორტირებული იყო. ტრაილერის მძღოლი მას შეჰპირდა, რომ საზღვარზე ჩუმად გადაიყვანდა სახურავზე არსებული სპეციალური სამალავით, ნ---- შ-------ემ განუმარტა მას, რომ სამალავიდან ხედავდა, როგორ ამოწმებდა ქართული მხარე სატვირთოს, შემდეგ კი უპრობლემოდ გაატარეს.

სატვირთოს მძღოლი იყო თურქეთის მოქალაქე, ხოლო ტრაილერს ქართული ნომრები ჰქონდა. მოწმის განმარტებით თურქული მხარე შემოწმებისას იყენებს სპეციალურ დანადგარს - სკანერს, რომელიც ქართულ მხარეს არ გააჩნია. ამ დანადგარის მეშვეობით მოხდა ნ---- შ-------ის აღმოჩენა სატვირთო ავტომანქანაში.

მოწმე მ-----– ო--------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 20-9 წლის 23-24 თებერვალს იმყოფებოდა ,,კა--–--ის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ცვლაში. მისი სამსახურეობრივი მოვალეობაა პიროვნებების, მსუბუქი ავტომობილების და სამგზავრო ტიპის ავტომობილების შემოწმება და რეგისტრაცია შსს-ს ბაზაში. სატვირთო ა/მანქანების შემოწმება ევალებათ შემოსავლების სამსახურის მებაჟე-კონტროლიორებს. მის სამსახურს არანაირი შეხება არ აქვს ტრაილერების კონტროლთან. იმ შემთხვევაში თუ მსუბუქ მანქანაში აღმოჩნდება მგზავრი, ისინი მიუთითებენ, რომ გადმოვიდეს მანქანიდან და სპეციალური შემოწმება გაიაროს.

მიმდინარე წლის 24 თებერვალს, დილით, ქართველ მებაჟეებთან მივიდნენ თურქი მებაჟეები, რომლებმაც განუმარტეს მათ, რომ ახალგაზრდა გოგო, სახელად ნ---- იყო გადაპარული საზღვარზე და უნდოდათ ხელმძღვანელ პირებთან საუბარი. მან ამის შესახებ მოახსენა ცვლის უფროსს მ-------- ბ-----ეს.

იგი კარგად ფლობს თურქულ ენას, შესაბამისი უმაღლესი განათლებაც აქვს მიღებული და თურქ მესაზღვრეებთან მან დაამყარა უშუალო კომუნიკაცია. მას უთხრეს, რომ აღნიშნული პიროვნება, ტრაილერში კაბინის ზემოთ არსებული სამალავის საშუალებით საზღვარზე გადაჰყავდა თურქ მძღოლს. სამალავში მყოფი პიროვნება აღმოაჩინეს ტრაილერის სკანირებისას, რის შემდეგაც ჩამოსვეს სამალავიდან და გადასცეს ქართულ მხარეს.

მოწმე ლ---- ბ-----ის ჩვენებით დადგენილია, 20-9 წლის 23 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში-ცვლაში საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,კა--–--ზე“. აღნიშნულ დღეს, ღამის საათებში კა--–--ის საბაჟოზე მივიდა დ----ის ფირმის სატვირთო ა/მანქანა, ქართული სანომრე ნიშნებით ,,032“ სერია არ ახსოვს. მან სტანდარტული პროცედურების დაცვით შეამოწმა აღნიშნული ა/მანქანა. სატვირთოს მართავდა თურქი მძღოლი, იგი მარტო იმყოფებოდა. მას მანქანა დეტალურად არ დაუთვალიერებია, მძღოლის კაბინიდან ჩამოსვლისას ვიზუალურად დაათვალიერა მანქანის სალონი და დარწმუნდა რომ იქ არავინ იყო. მას საეჭვო არაფერი შეუმჩნევია არც მანქანაზე და არც მძღოლის ქცევაში. მძღოლთან კომუნიკაციას ამყარებდა თურქულ ენაზე. მიუხედავად იმისა, რომ თურქულ ენას კარგად არ ფლობს, ათვისებული აქვს ელემენტარული ტერმინები რაც მოვალეობის შესრულებისას სჭირდება. მეორე დღეს, ცვლიდან შეცვლისას თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ აღნიშნული სატვირთო მათი შემოწმების შემდეგ თურქეთის მხარემ სკანერზე გაატარა და სატვირთოში ქალბატონი აღმოაჩინეს. მას არ დაუნახავს თუ როგორ გადმოსცა თურქეთის მხარემ დაკავებული ქალბატონი, საქართველოს მხარეს.

მოწმე გ--–----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 20-9 წლის 23 თებერვალს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, ცვლაში იმყოფებოდა საბაჟო-გამშვებ პუნქტ კა--–--ზე და საზღვრიდან გასვლის მიმართულებით აწარმოებდა სატვირთო ა/მანქანების რეგისტრაციას. აღნიშნულ დღეს, დაახლოებით ღამის 12 საათისთვის მან რეგისტრაციაში გაატარა დ----ის ფირმის სატვირთო ა/მანქანა, რომელსაც ჰქონდა ქართული ნომრები და მართავდა თურქი ეროვნების მძღოლი.

მისი სამსახურეობრივი მოვალეობა იყო მხოლოდ ტრანსპორტის რეგისტრაცია და პროგრამაში შემოწმება. მას არ ევალებოდა ტრანსპორტის უშუალო შემოწმება და როდესაც მასთან მივიდა ტრანსპორტი, უკვე შემოწმებული იყო მებაჟე-ლ---- ბ-----ის მიერ. მისი მორიგეობა დასრულდა მეორე დღეს დაახლოებით დღის 11 საათზე. საბაჟოდან უკვე წამოსული იყო. გზაში იმყოფებოდა. მიკროავტობუსით მოდიოდნენ ერთად წინა ცვლის თანამშრომლები, როდესაც ცვლის უფროსს დაურეკეს თანამშრომლებმა და აცნობეს, რომ თურქმა მებაჟეებმა ამ ტრაილერში აღმოაჩინეს პიროვნება რომელიც წინა ღამით მათ უპრობლემოდ გაატარეს.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 27 თებერვლის მომართვით დასტურდება, რომ ქართული სახელმწიფო სანომრე ნიშნით G--------/ W----- გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს--------ი (S-------) (დაბ.0-.0-.1---წ) 2019 წლის 23 თებერვალს 23:56 საათზე რეგისტრაციაში გაატარა საბაჟო გამშვებ პუნქტ ,, კა--–--ის’’ მებაჟე - ოფიცერმა გ--–----------–---–მა, ხოლო აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება 23:52 საათზე განახორციელა მებაჟე-ოფიცერმა ლ---- ბ-----ემ.

მოწმე ნ---- შ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი პირადად იცნობს ბრალდებულ ს--------ს. თბილისში იმყოფებოდა სამუშაოდ, თბილისიდან წამოსვლისას იგი გამოჰყვა უცნობ მძღოლს, ქალაქ გორამდე. ცდილობდა რაიმე ტრანსპორტს გაჰყოლოდა საქართველოს საზღვრისკენ, თურქეთის მიმართულებით. იგი თურქეთში მიდიოდა სამუშაოდ. ვინაიდან მას თურქეთიდან ჰქონდა დეპორტი, კანონიერად ვერ შევიდოდა თურქეთის საზღვარზე. ამ დროს გამოიარა ტრაილერმა ქართული ნომრებით, მან ხელის დაქნევით გააჩერებინა მძღოლს ტრაილერი და განუმარტა, რომ მიდიოდა თურქეთში. ამის შემდეგ ის გაჰყვა ტრაილერს. მძღოლთან ჰქონდა კომუნიკაცია თურქულ ენაზე. საუბრისას მან უთხრა მძღოლს, რომ სურდა საზღვარზე გადაპარვა და სთხოვა დახმარება. ს--------მა მას განუმარტა, რომ ასეთი რამ მას ბევრჯერ ჰქონდა გაკეთებული და მანქანის და მოტოციკლეტის ნაწილებიც ფარულად ბევრჯერ გადაუტანია საზღვარზე და დახმარებაზე დასთანხმდა.

მოწმის განმარტებით ის ამ დროს ფეხმძიმედ იყო, თუმცა ამის შესახებ ს--------მა არ იცოდა. როდესაც წავიდნენ თურქეთის საზღვრის მიმართულებით, სანამ საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე შევიდოდნენ, ს--------მა ა/მანქანა გააჩერა ბენზინგასამართ სადგურთან და მას მიუთითა იმ ადგილზე სადაც უნდა ასულიყო და დამალულიყო. ეს ადგილი იყო ტრაილერის ზედაპირის, ქოლგის გადახურული მხარე, ის ავიდა კიბეებზე იმ ადგილამდე მისასვლელად, ისე, რომ არავის დაუნახავს. ს--------მა ის გააფრთხილა, რომ ხმა არ ამოეღო და სანამ თავად არ დაუძახებდა ძირს არ ჩამოსულიყო. საქართველოს საბაჟოსთან მიახლოებისას ს--------მა საბუთები შეამოწმებინა მებაჟეებს და უპრობლემოდ გაიარა ქართული საბაჟო, როდესაც მიუახლოვდნენ თურქეთის საბაჟოს, თურქეთის მხარემ ტრაილერი შეამოწმა სპეციალური სკანერით, რის შემდეგაც თურქეთის პოლიციამ ის აღმოაჩინა სამალავში ამის შემდეგ პოლიციამ წაიყვანა დასაკითხად, ხოლო მეორე დღეს გადმოსცეს ქართულ მხარეს. მან გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ამოცნობაში.

მოწმე ი-–------- გ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ საქართველოში ფლობს შპს ,,ტ------------------ს“, მისი საქმიანობაა სატვირთო ავტომანქანებით ტვირთის გადაზიდვა. შემთხვევის დროს, 2019 წლის თებერვლის თვეში, მასთან მძღოლად მუშაობდა ს--------ი, დ----ის ფირმის, წითელი ფერის სახ. ნომრებით G--------, ტრაილერზე. იგი ს--------ს ბოლოს ესაუბრა ბ------ში, ს-----ში ყოფნის დროს. ვინაიდან ქართულმა მხარემ ის საზღვარზე არ შემოუშვა და დეპორტით დააბრუნა უკან. ეს მოხდა მიმდინარე წლის 8 მარტს, როდესაც მისი კუთვნილი ა/მანქანა შეაჩერეს ტვირთის შემოტანის დროს. ს--------მა მას დაურეკა დილით და უთხრა, რომ ქართული მხარე მას საზღვარზე არ უშვებდა, ვინაიდან თურქეთში გადასვლისას, საბაჟო ,,კა--–--იდან“ მან დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი გადაიტანა და ქართულმა მხარემ ამის გამო (საზღვარზე შესვლა აუკრძალა. ს--------მა უთხრა მას, რომ თავად მისულიყო და მანქანა ჩაებარებინა. მან უთხრა ს--------ს, რომ ალკოჰოლის საზღვარზე გადატანის გამო პირს დეპორტს არ აძლევდნენ, ამაზე ს--------მა არაფერი არ უპასუხა. ამის შემდეგ ის წავიდა და თავის მანქანა ჩაიბარა და თურქეთიდან საქართველოში გადმოიყვანა. როდესაც ტრაილერი საქართველოში გადმოჰყავდა მხოლოდ მაშინ შეიტყო, რომ ს--------ს საზღვარზე ადამიანი გადაჰყავდა მალულად. ამ ფაქტის შემდეგ ს--------ი მას აღარ დაჰკავშირებია და თავადაც ვერ მოახერხა მასთან დაკავშირება.

მოწმე ნ---- მ--–---ას ჩვენებით დადგენილია, რომ მენეჯერად მუშაობს შპს ,,ტ------------------ში“ მის მეუღლესთან - ი-–------- გ----------თან ერთად. მან მუშაობა დაიწყო 2015 წლიდან. კომპანია ახორციელებს ტვირთის გადაზიდვებს სხვადასხვა ქვეყნების მასშტაბით. მოწმის განმარტებით მათ ჰყავდათ ტრაილერები-სპეციალური მაცივრებით და გადაჰქონდათ რძის ნაწარმი და სხვა საკვები პროდუქტები.

მათ ჰყავთ დ---ის ფირმის ტრაილერი, რომელიც ამჟამად ბ------შია, სახელმწიფო ნომრით G--------, ხოლო გაყიდული ტრაილერის სახელმწიფო ნომერია R--------. მათ დაქირავებული ჰყავდათ თურქი და ქართველი მძღოლები. თურქი მძღოლი იყო ს--------ი, რომელმაც მათ კომპანიაში იმუშავა 1 წლისა და 6 თვის ვადით. ის მუშაობდა საქართველოდან თურქეთის მიმართულებით არსებულ ტვირთებზე.

2019 წლის 23 თებერვალს ,,დ---ის“ ფირმის ტრაილერს სახ. ნომრით G-------- მართავდა ს--------ი, რომელიც ქ.ახალციხიდან - ,,კა--–--ის“ საბაჟოს გავლით გადავიდა თურქეთის ტერიტორიაზე. მოგვიანებით, დაახლოებით 5 მარტს ს--------ს დაუკავშირდა მისი მეუღლე და მისცა კოორდინატები სადაც ტრაილერი უნდა დაეტვირთა ქ.ს--------–ში. 8 მარტს ს--------ი წამოვიდა საქართველოს მიმართულებით და მოვიდა საქართველოს სახელმწიფო საზღვართან საბაჟო პუნქტ ს-----თან. 8 მარტს დილით მათ დაურეკა ს--------მა და უთხრა, რომ მას საქართველოს საზღვარზე არ უშვებდნენ და უკან აბრუნებდნენ. ამის მიზეზად ის განმარტავდა, რომ თურქეთის საზღვარზე გადასვლისას მან წაიღო გარკვეული ოდენობის ალკოჰოლური სასმელი, შემდეგ საზღვარზე ჩამოართვეს და ამის გამო აღარ უშვებდნენ საქართველოში. ს--------ი განმარტავდა, რომ ან თავად გადაეყვანათ ტრაილერი საქართველოს საზღვარზე ან მძღოლი გაეგზავნათ. ს--------ის ნათქვამი ალკოჰოლური სასმელის გადატანის თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ვინაიდან მათს გარეშე ტვირთს ვერ დატვირთავდა ტრაილერზე. მას საზღვარზე სასმელის იმ ოდენობის გადატანა შეეძლო რაც ნებისმიერ პირზეა განსაზღვრული. ხოლო ოდენობის გადამეტების შემთხვევაში ხდება სასმელის ჩამორთმევა და დაჯარიმება, ამის გამო პირს დეპორტს არ აძლევენ.

მისი მეუღლე წავიდა მანქანის წამოსაყვანად. საზღვარზე გადმოსვლისას ტრაილერი შეაჩერეს და ნივთმტკიცებად ამოიღო გამომძიებელმა. როგორც მან შემდგომ გამომძიებლისგან გაარკვია, აღნიშნული ტრაილერით საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,კა--–--იდან“ ს--------ს უკანონოდ გადაჰყავდა ქალბატონი, რომელიც თურქეთის საზღვარზე აღმოაჩინეს ტრაილერის სკანირებისას. ქალბატონი უკან დააბრუნეს, ხოლო ს--------ი ვინაიდან თურქეთის ტერიტორიაზე იყო გადასული იქ დატოვეს.

2019 წლის 24 თებერვლის შეტყობინება N4------ის თანახმად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს სამორიგეო განყოფილებაში სსკ ,,კა--–--ის’’ ცვლის უფროსის მ-------- ბ-----ის მიერ შევიდა შეტყობინება, საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. 24 თებერვალს სსკ ,,კა--–--ზე’’ თურქეთის რესპუბლიკის მესაზღვრეების მიერ წარმოდგენილი იქნა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე ქ.ბ------ში თოდოგაურის დასახლება ბინა N2--ში რეგისტრირებული 2-.0-.2--- წელს დაბადებული ნ---- ზ------ის ასული შ-------ე, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ (მალულად) გადაკვეთა 2019 წლის 23 თებერვალს დაახლოებით 23:55 სთ-ზე,თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ე--------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,დ---ში’’ სარეგისტრაციო ნომრით G---------ში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, რაც გამოვლენილი იქნა თურქეთის რესპუბლიკის მესაზღვრეების მიერ.

აღნიშნული თავისი ჩვენებით დაადასტურა სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მორიგე ინსპექტორმა არსენ ბალახაშვილმა.

2019 წლის 24 თებერვლის აქტით დასტურდება, რომ 2019 წლის 23 თებერვალს ჩილდირ აქტაშის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან საქართველოდან თურქეთში შესული 2---------- თურქეთის რესპუბლიკის პირადი ნომრით, ს--------ის მფლობელობაში G--------/W------ე მანქანის სატვირთო ადგილზე მალულად ქვეყანაში შესვლის მცდელობით, პასპორტის ან პირადობის მოწმობის არ მქონე პირი დაკავებული იქნა ატაშის გამშვებ პუნქტზე რომლის განმარტებით არის საქართველოს მოქალაქე ნ---- შ-------ე. პირი განთავისუფლებული იქნა ქვეყნიდან გაძევებით და იგი ჩააბარეს საქართველოს სსკ ,,კა--–--ის’’ გამშვებ პუნქტის პოლიციის თანამშრომელს.

შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 26 თებერვლის მიმართვით დასტურდება 20-9 წლის 23 თებერვალს 23:56 საათზე თურქეთის მოქალაქე S--------ის (დაბ.0-.0-.1---წ.) და ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახ. ნომრით G-------- და W------ის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სსკ ,,კა--–--ის’’ გავლით.

2019 წლის 9 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, უფროსი გამომძიებლის თ------ი ვ-------ის მიერ ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის სოფ. ა---–--ში ს------ფ------ს-----ის საავტომობილო გზის 106-ე კმ/ზე გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ბ------ის’’ ტერიტორიაზე თურქეთის მოქალაქე ი-–------- გ----------ისაგან (პ/ნ 0----------) ამოღებული იქნა ა/მანქანა ,,D--’’ ს/ნ G-------- და ავტომობილის რეგისტარციის მოწმობა B--------. აღნიშნული ავტომანქანა გადაყვანილი იქნა ქ.ბ------ში საჯარიმო ავტოსადგომ შპს,,ბ-------------’’-ზე.

2019 წლის 14 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ თ------ი ვ-------ის, გ---------- ი-–-------ის, მოწმე ნ---- შ-------ის და თარჯიმან მზევინარ აბულაძის მიერ დათვალიერებული იქნა ქ.ბ------ში საჯარიმო ავტოსადგომ შპს ,,ბ------------- ის’’ ტერიტორიაზე მდგარი გ---------- ი-–-------ის კუთვნილი ავტომანქანა ,,D--’’ ს/ნ G--------. აღნიშნულ ავტომანქანაზე მოწმე ნ---- შ-------ის მიერ მითითებული იქნა კონკრეტული ადგილი სადაც მისივე ჩვენებით დამალული იყო კა--–--ის საბაჟოზე საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში დამალვის დროს. აღნიშნულ დათვალიერების ოქმს თან ერთვის ფოტო მასალა.

2019 წლის 6 მაისის ოქმის თანახმად ნ---- შ-------ემ, განაცხადა თანხმობა საგამოძიებო მოქმედების ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე. ის მზად იყო ამოეცნო ს--------ი. 2019 წლის 6 მაისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ნ---- შ-------ემ ამოიცნო პიროვნება, რომლის დახმარებითაც 2019 წლის 23 თებერვალს უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

ს--------ს 2019 წლის 8 მაისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის N 10/ა-075-19 განჩინებით ს--------ს მის დაუსწრებლად შეერჩა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.

2019 წლის 8 მაისის სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის დადგენილებით ს--------ის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

სასამართლოს დასკვნა ს--------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

სასამართლო შეფასების სახით მიუთითებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქმის განხილვა მიმდინარეობდა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციებს და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ. სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა გამოკვლეული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისას მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ბრალდებულის ს--------ის დამნაშავედ ცნობისათვის.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს კონსტიტუციით დაცულია ადამიანის საპროცესო უფლებები და 31-ე მუხლში მითითებულია, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 25 მუხლის თანახმად, ამსრულებელსა და თანამონაწილეს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ საკუთარი ბრალისათვის ერთიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით. თანაამსრულებლის სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მიუთითებლად. ორგანიზატორის, წამქეზებლისა და დამხმარის სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იმავდროულად დანაშაულის თანაამსრულებლები იყვნენ. როცა ამსრულებლის ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომლის მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ჰქონდა. პერსონალური ნიშანი, რომელიც ბრალისთვის ანდა ერთერთი ამსრულებლის ან თანამონაწილის პიროვნებისათვის არის დამახასიათებელი, შეერაცხება იმ ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომელსაც იგი ახასიათებს. ისეთ დანაშაულში თანამონაწილეობისათვის, რომლის ამსრულებელი შეიძლება იყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულის სპეციალური სუბიექტი, პირს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ორგანიზატორს, წამქეზებელს ან დამხმარეს. თუ ამსრულებელს დანაშაული არ დაუმთავრებია, თანამონაწილეს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება დანაშაულის მომზადებაში ან დანაშაულის მცდელობაში თანამონაწილეობისათვის. დანაშაულის მომზადებისათვის სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმასაც, ვინც მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო ვერ შეძლო სხვა პირის დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება.

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ს--------ის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.

რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით.

მოწმეთა ჩვენებებით, უტყუარად დასტურდება ასევე, რომ ბრალდებულის ქმედებები მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, რომლის გარეშეც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია ს--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ს--------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ს--------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ორივე ეპიზოდის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:

ს--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ს--------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ს--------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

ი-–------- გ----------ისაგან (პ/ნ 0----------) ამოღებული მისი კუთვნილი ა/მანქანა ,,D--’’ ს/ნ G-------- და ავტომობილის რეგისტარციის მოწმობა B--------. რომელიც განთავსებულია ქ.ბ------ში საჯარიმო ავტოსადგომ შპს ,,ბ-------------’’-ზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს--------ი (დაბ.0-.0-.1---წ, პ/ნ 2----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25-344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით.

2. მსჯავრდებულ ს--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

3. მსჯავრდებულის ს--------ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

4. მსჯავრდებული დაკავების შემთხვევაში მოთავსებული იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

5. ნივთიერი მტკიცებულება:

ი-–------- გ----------ისაგან (პ/ნ 0----------) ამოღებული მისი კუთვნილი ა/მანქანა ,,D--’’ ს/ნ G-------- და ავტომობილის რეგისტარციის მოწმობა B--------, რომელიც განთავსებულია ქ.ბ------ში საჯარიმო ავტოსადგომ შპს ,,ბ-------------’’-ზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

8. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვოს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი