განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1265-19
(#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ ე--------ს, ზ-------------–---–-ს, ნ----------–-–---–-ს,ბრალდებულების _ ი-----–----------–---ს, ა------------–-------ს,ადვოკატების _ მ--–--------–-----ს, დ---------------ს, ჯ-----------–--ს, ა-----–-–---–---–-ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ი-----–-----------------------–---ს (დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- დასაოჯახებელი, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ--–ში, ქ--------------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილი ბრალდებების გამო,ბრალდებულ ა-------------–---------–-------ს (დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-----------------–-------------–-------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდებების გამო.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-----–----------–---ს და ა------------–-------ს დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, ი-----–----------–---ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ხოლო ა------------–-------ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, კერძოდ:
მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.
დაზარალებულების: მ-----–-----–-–---–-ს, ბ---------------–---–-ს, მოწმეების: გ---------------–--ის, მ---------–-–---–-ს, თ--------------–---ს, გ---------------ის, გ------------–-–---–-ს, ბრალდებულების: ი-----–----------–---ს, ა------------–-------ს გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით; ბინის ჩხრეკის ოქმებით; ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით; ამოცნობის ოქმებით; ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ი-----–----------–---მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მანვე ჩაიდინა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება, ხოლო ა------------–------მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა.
ი-----–----------–---ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 01:55 საათზე, თბილისში, ბ--–--–---–------ჩის N--–- მდებარე „ს------------–---------------ს“ კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურ „გ--–ფზე“, ი-----–----------–---მ და ა------------–------მა, ოპერატორ ბ---------------–--ლს, იარაღის მუქარით მოსთხოვეს ფულადი თანხის გადაცემა. ამ უკანასკნელმა თავდამსხმელებს გადასცა 195 ლარი, რის შემდეგაც ი-----–----------–--- და ა------------–------- მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
2019 წლის 10 თებერვალს, თ---–--–-------------------------------------ში, ი-----–----------–--- მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მამის - დ--------------–---ს სახელზე, 2003 წლამდე საფანტის ტიპის პისტოლეტად რეგისტრირებულ „G------------, N6----“-ს, რაც ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
2019 წლის 10 თებერვალს, თბილისში ზ--------------------------------ში, ი-----–----------–---, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა „G------------, N6----“ პისტოლეტს, რაც ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. იმავე დღეს, დაახლოებით 01:55 საათზე, თბილისში, ბ--–--–---–------ჩის N--–- მდებარე „ს------------–---------------ს“ კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურ „გ--–ფზე“, ი-----–----------–---მ, ა------------–------თან ერთად, ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმისას, აღნიშნული პისტოლეტი დანაშაულის იარაღად გამოიყენა.
2019 წლის 10 თებერვალს, თ---–--–-----------------------------------ში, ი-----–----------–--- მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა „G------------, N6----“ პისტოლეტს, რაც ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. იმავე დღეს, დაახლოებით 01:55 საათზე, თბილისში, ბ--–--–---–------ჩის N--–- მდებარე „ს------------–---------------ს“ კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურ „გ--–ფზე“, ი-----–----------–---მ ა------------–------თან ერთად, ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმისას, აღნიშნული პისტოლეტი გამოიყენა დანაშაულის იარაღად. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, ი-----–----------–---მ მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა ა------------–----დს. აღნიშნული პისტოლეტი ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ბინის (მდებარე თბილისში, ა-------–--------------------------ში) ჩხრეკის შედეგად ამოიღო ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-----------–------------–-ბის გამომძიებელმა.
ა------------–-------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 01:55 საათზე, თბილისში, ბ--–--–---–------ჩა N--–- მდებარე „ს------------–---------------ს“ კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურ „გ--–ფზე“, ა------------–------მა და ი-----–----------–---მ, ოპერატორ ბ---------------–--ლს იარაღის მუქარით მოსთხოვეს ფულადი თანხა. ამ უკანასკნელმა თავდამსხმელებს გადასცა 195 ლარი, რის შემდეგაც ი-----–----------–--- და ა------------–------- მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
2019 წლის 10 თებერვალს, 01:55 საათზე, თბილისში, ბ--–--–---–------ჩის N--–- მდებარე „ს------------–---------------ს“ კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურ „გ--–ფზე“, ი-----–----------–---მ, ა------------–------თან ერთად, ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმისას, პისტოლეტის გამოყენებით განახორციელეს სიცოცხლის მოსპობის მუქარა. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდგომ, ი-----–----------–---მ მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა ა------------–----დს. აღნიშნული პისტოლეტი ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ბინის (მდებარე თბილისში, ა-------–--------------------------ში) ჩხრეკის შედეგად ამოიღო ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-----------–------------–-ბის გამომძიებელმა. ა------------–----დის მიერ უკანონოდ შეძენილი პისტიოლეტი, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა მის საცხოვრებელ ბინაში, ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ი-----–----------–---ს და ა------------–-------ს დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
ი-----–----------–---ს და ა------------–-------ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან - ცხრა წლამდე ვადით; ი-----–----------–---ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ა------------–-------ს მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან - ექვს წლამდე ვადით, ხოლო ი-----–----------–---ს მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან - შვიდ წლამდე ვადით და ასევე ი-----–----------–---ს მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ კი, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება - თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან - ცხრა წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულებისა და დამნაშავეთა შეფასებას. სასჯელები კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მათ უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელთა დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავეთა პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მათ ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს, ი-----–----------–---ს და ა------------–-------ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულების პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ ისინი წარსულში ნასამართლევი არ არიან, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, გულწრფელად აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაულები, მათთვის დანაშაულების ჩადენისას ან მათი ჩადენისთანავე არ წაუსწრიათ, დანიშნული სასჯელების ერთი/მესამედი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოთ პირობითად. ამასთან, საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროთ დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს, ხოლო იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობითად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი/მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ერთი/მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისას - სასჯელის ნახევარი.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ი-----–----------–---ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი და შავი კაპიუშონიანი სპორტული ზედა; ი-----–----------–---ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: შავი სპორტული შარვალი და შავი სპორტული ფეხსაცმელი; ა------------–-------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: შავი მობილური ტელეფონი სენსორული ეკრანით; ა------------–-------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: სპორტული ფეხსაცმელი, მონაცრისფრო ნაჭრის ტანსაცმელი, შარვალი და კაპიუშონიანი ზედა, რომლებიც ინახება ს----------–----–---------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
ა------------–-------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: შავი პისტოლეტი წარწერით: „G------------, N6----“, მჭიდით და მასში მოთავსებული სამი ვაზნით და შავი პისტოლეტისმაგვარი ნივთი, წარწერით: „S-----------------------------“, ცარიელი მჭიდით, რომლებიც ინახება ს----------–----–---------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ხოლო შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუში; ი-----–----------–---სგან და ა------------–-------სგან აღებული სუნის ნიმუშები; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები და ნიმუშის სახით აღებული ხელის კვლები, რომლებიც ინახება ს----------–----–---------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-----------–-----------–---ში, ასევე ი-----–----------–---სგან და ა------------–-------სგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-----–----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, ი-----–----------–---მ მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;
ი-----–----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, ი-----–----------–---მ მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;
ი-----–----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 08 (რვა) თვის ვადით, ი-----–----------–---მ მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 04 (ოთხი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;
ი-----–----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, ი-----–----------–---მ მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელები;
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–----------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, ი-----–----------–---მ მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით, ი-----–----------–---ს და ა------------–-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ი-----–----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 12 თებერვლის 14:01 საათიდან.
ა------------–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, ა------------–------მა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;
ა------------–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, ა------------–------მა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი;
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა------------–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, ა------------–------მა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ა------------–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 12 თებერვლის 15:46 საათიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულებს: ი-----–----------–---ს და ა------------–------ს, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ დაეკისროთ მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მათ ყოფაქცევაზე და დახმარება, ასევე დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილების მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ი-----–----------–---ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი და შავი კაპიუშონიანი სპორტული ზედა; ი-----–----------–---ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: შავი სპორტული შარვალი და შავი სპორტული ფეხსაცმელი; ა------------–-------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: შავი მობილური ტელეფონი სენსორული ეკრანით; ა------------–-------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: სპორტული ფეხსაცმელი, მონაცრისფრო ნაჭრის ტანსაცმელი, შარვალი და კაპიუშონიანი ზედა, რომლებიც ინახება ს----------–----–---------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
ა------------–-------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: შავი პისტოლეტი წარწერით: „G------------, N6----“, მჭიდით და მასში მოთავსებული სამი ვაზნით და შავი პისტოლეტისმაგვარი ნივთი, წარწერით: „S-----------------------------“, ცარიელი მჭიდით, რომლებიც ინახება ს----------–----–---------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ხოლო შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუში; ი-----–----------–---სგან და ა------------–-------სგან აღებული სუნის ნიმუშები; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები და ნიმუშის სახით აღებული ხელის კვლები, რომლებიც ინახება ს----------–----–---------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-----------–-----------–---ში, ასევე ი-----–----------–---სგან და ა------------–-------სგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე